„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016568
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
18/11/2022
ვებგვერდი, 25/11/2022
300280000.16.009.016568
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/11/2022 - 23/06/2023)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №53

2022 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 07/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის ქსელის წესები (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემის მართვისა და ამ სისტემით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირდაპირ მომხმარებლებზე;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემით მოსარგებლეებზე;“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავარია – ტრანსპორტირების სისტემასთან დაკავშირებული სისტემური გაუმართაობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და დააზიანოს ქონება ან სხვა სახის ზეგავლენა იქონიოს ტრანსპორტირების სისტემის გარკვეული მონაკვეთების მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დაკავშირების წერტილი – მიერთების წერტილი, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირების სისტემა დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან, გადამზიდის გაზსადენთან ან სხვა ქვეყნის სისტემასთან;“;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ფორსმაჟორი – ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაცია, ან ქმედება, რომელიც არ ექვემდებარება ამ წესებით განსაზღვრული პირების გავლენასა და კონტროლს და რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა ამ პირების მიერ უკიდურესად ფრთხილი ზომების გატარებისა და მაქსიმალური გულმოდგინების გამოჩენის შემთხვევაშიც კი და რომელიც ხელს უშლის ამ პირებს მათი მოვალეობების შესრულებაში. სავარაუდო ფორსმაჟორული მოვლენებია: სტიქიური უბედურებები, გაფიცვები, ომი, აჯანყება, არეულობები, მეწყერი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები ან უბედური შემთხვევები ტრანსპორტირების სისტემის შემადგენელ ნებისმიერ მოწყობილობაში ან სხვა ობიექტებში რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის, ან ქმედების განხორციელებისათვის და რომელთა ხარისხი და მასშტაბი შეუძლებელს ხდის შესაბამისი მომსახურების გაწევას ან ქმედების განხორციელებას;“;

დ) „ხ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესების შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის, ასევე სისტემით მოსარგებლეების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მხარეთა შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლის შედეგად მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის ჩათვლით, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეების, მათი თანამშრომლების ან/და  მათ მიერ დაქირავებული პირების მიერ ამ წესებით განსაზღვრულ ფარგლებს მიღმა. ასევე დაუშვებელია აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაკავშირების წერტილებისთვის, რომლებიც ტრანსპორტირების სისტემას აკავშირებენ გამანაწილებელ ქსელთან ან გადამზიდის გაზსადენთან გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატი.“.

5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპორტირების სისტემის განვითარება“.

6. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმა (საინვესტიციო პროგრამა), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ტრანსპორტირების სისტემის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მათ შორის ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაეყრდნოს დასაბუთებულ  დაშვებებს სამომავლო მიერთებებთან, ბუნებრივი გაზის წლიურ მოხმარებასთან, პიკურ საათობრივ მოხმარებასა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.“.

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. განვითარების გეგმის განხორციელების მონიტორინგი

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს განვითარების გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკებისა და მათი ბიუჯეტის ეფექტიანად შესრულება.

2. განვითარების გეგმის პროექტთან ერთად ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს მოცემული დროისთვის შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის წლიური ანგარიში. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაასაბუთოს ბიუჯეტში და გეგმა-გრაფიკში არსებული გადახვევები, შეაფასოს მათი ზეგავლენა და აღწეროს მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გატარებული ზომები.“.

8. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაზომვის არასწორი მონაცემების შესწორების შემდეგ ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა შეცვალოს აღრიცხვის ანგარიშ(ებ)ი და გაუგზავნოს შესაბამის მხარეებს.“.

9. კარი III ამოღებულ იქნეს.

10. დანართი №4-ის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უფლებამოსილია ნება დართოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს წინამდებარე დანართის დებულებებთან შესაბამისობა 2024 წლის 31 დეკემბრამდე, იმ პირობით, რომ ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ მიმართავს ამ დანართის X თავში მითითებულ დროებით ღონისძიებებს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, წინამდებარე დანართი არ გავრცელდება ამ ტრანსპორტირების ლიცენზიატის დაბალანსების ზონის ფარგლებში, იმ მოცულობითა და გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობით, რომელიც დადგინდება კომისიის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი – მე-9  პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი – მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე