საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016683
82
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
400020010.16.009.016683
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №82

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 81-ე  და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შემდგომ  დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:

„91. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ და „ბ2“ პუნქტები:

„ბ1) მოხმარებული სასმელი წყლის საფასური;

2) წყალარინების მომსახურების საფასური;“;

გ) მე-10 მუხლის 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

დ) 181 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (2 საათიანი ცდომილებით) არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც. მიერთების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ.“;

ე) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს ინფორმაცია განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.“;

ვ) 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 121 პუნქტი:

„121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საფასური მოქმედებს მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის  წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური,  მათ შორის აღნიშნული საფასური არ ვრცელდება იმ ობიექტზე, რომელზეც  ხდებოდა სასმელი წყლის მიწოდება ან წყალარინება შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემიდან კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად და წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციის ან ახალი ქსელით ჩანაცვლების შედეგად ობიექტის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი.“.

2. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა)  მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.  უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების  დანართი №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას  და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ სიმძლავრით მომარაგებისთვის;

გ) შენობა-ნაგებობაში არსებული ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონება მარაგდება ელექტროენერგიით (რეგისტრირებული აბონენტის მეშვეობით),  ადგილი აქვს ამ შენობა-ნაგებობაში ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნას  და ამ ობიექტის არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის  საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობა.“;

ბ) მე-18 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობითი ფორმით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს ინფორმაცია განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.“;

ბ.ბ) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 102 პუნქტი:

„102. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ტექსტურ შეტყობინებაში მოცემული, ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების დროის ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.“;

ბ.გ) მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით  მიმართოს სისტემის ოპერატორს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №4 განსაზღვრული მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის საფასური შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის  მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.“;

ბ.დ) მე-19 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები წესების დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში, შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.“;

გ) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, ასევე უძრავი ქონების გაყოფის  შემთხვევაში;“;

დ) 70-ე მუხლის მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-20 პუნქტი:

„20. არსებული მარაგის გამოყენების მიზნით, სისტემის ოპერატორი 2024 წლის 1 ივლისამდე უფლებამოსილია არ დააყენოს წესების 68-ე მუხლით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველი, გარდა ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისა, უძრავი ქონების გაყოფისა და წესების 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.“;

ბ) მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

გ) მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

„71. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას,  თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.“;

დ) 191 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია:

ა) მიერთების დასრულებისას გაზმომარაგების დაწყებისთვის, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენის აუცილებლობის შესახებ;

ბ) განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და ვადის გადაცილების შემთხვევაში, კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.“.

4. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა)  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

„31. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია:

ა) მიერთების დასრულებისას გაზმომარაგების დაწყებისთვის მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნის აუცილებლობის შესახებ;

ბ) შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის განაწილების ლიცენზიატისთვის წარდგენის აუცილებლობის შესახებ;

გ) განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ.“.

5. „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 ნოემბრის №53 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 25/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016568) მეორე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი – მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და მეორე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და მეორე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია