საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 28/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.976
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
765
25/07/2003
სსმ, 75, 28/07/2003
010.240.030.11.106.005.976
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2003 - 21/09/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.976

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 765

2003 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) სისტემა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს:

ა) ქალაქ თბილისის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 2);

ბ) იმერეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 3);

გ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 4);

დ) შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 5);

ე) კახეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 6);

ვ) გურიის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 7);

ზ) სამეგრლოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 8);

თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 9);

ი) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 10);

კ) რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი 11).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

დანართი 1

პრობაციის ბიუროები და მათი სისტემა:

1. ქალაქ თბილისის პრობაციის ბიურო;

2. იმერეთის პრობაციის ბიურო;

3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო;

4. შიდა ქართლის პრობაციის ბიურო;

5. კახეთის პრობაციის ბიურო;

6. გურიის პრობაციის ბიურო;

7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო;

8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო;

9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო;

10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო.

დანართი 2

ქ. თბილისის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ქ. თბილისის პრობაციის ბიურო (შემდგომშიპრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. თბილისის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. თბილისი.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. 9

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

1. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიუროს უფროსი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) ახორციელებს სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;

ბ) პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 3

იმერეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

იმერეთის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – იმერეთის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ქუთაისი, მაიაკოვსკის ქუჩა 38.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 4

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის რაიონები;

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა 6.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურეობრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 5

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

შიდა ქართლის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – შიდა ქართლის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. გორი, ტინის ხიდის ქ. 1.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;

გ). პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურეობრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 6

კახეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

კახეთის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – შიდა ქართლის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარელისა და დედოფლის წყაროს რაიონები

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. თელავი, კავკასიონის ქ. 9

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე;

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 7

გურიის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

გურიის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – გურიის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი, სიორიძის ქ. 14.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ.

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურეობრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 8

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა:, ქ. ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. 2

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ.

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურეობრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 9

მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

მცხეთა-მთიანეთი პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო“.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და ახალგორის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. 17.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურეობრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 10

სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო)

– შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. 62

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.

გ) პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულბის მდგომარეობის შესახებ.

დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.

თავი V. პრობაციის ოფიცერი

    მუხლი 14

პრობაციის ოფიცერს თაბამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

    მუხლი 15

პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 16

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თავი VI პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 17

ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

დანართი 11

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) – შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 2.

პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.

    მუხლი 3.

პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 4.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 5.

პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო”.

    მუხლი 6.

პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის რაიონები.

    მუხლი 7.

პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.

    მუხლი 8.

პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ 1.

თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება

    მუხლი 9.

პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 10

პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:

1. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;

2. აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;

3. განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 11

პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა

    მუხლი 12

პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 13

პრობაციის ბიუროს უფროსი:

ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა დაპ რობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.