დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ბიუროების შესახებ” იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და აჭარის პრობაციის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 21/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.100.000.11.106.006.689 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.100.000.11.106.006.689
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1154
2004 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ” იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცლილებების შეტანისა და აჭარის პრობაციის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ”, “საჯარო სამსა-ხურის შესახებ” და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აჭარის პრობაციის ბიუროს დებულება (დანართი №12)“.
ბ) ბრძანების დანართ №1-ს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
„პრობაციის ბიუროები და მათი სისტემა:
1. ქალაქ თბილისის პრობაციის ბიურო;
2. იმერეთის პრობაციის ბიურო;
3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო;
4. შიდა ქართლის პრობაციის ბიურო;
5. კახეთის პრობაციის ბიურო;
6. გურიის პრობაციის ბიურო;
7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო;
8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო;
9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო;
10. რაჭა-ლეჩხუმის პრობაციის ბიურო;
11. აჭარის პრობაციის ბიურო.
გ) ბრძანების დანართი №12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №12
“აჭარის პრობაციის ბიუროს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
აჭარის პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) – შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მუხლი 2.
პრობაციის ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
მუხლი 3.
პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, საქართველოს ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 4.
პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას პრობაციის დეპარტამენეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 5.
პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით `საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – აჭარის პრობაციის ბიურო”.
მუხლი 6.
პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაა: ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის რაიონები.
მუხლი 7.
პრობაციის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.
მუხლი 8.
პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №6
თავი II. პრობაციის ბიუროს მიზნები და უფლებამოსილება
მუხლი 9.
პრობაციის ბიუროს მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნციების განხორციელება.
მუხლი 10
პრობაციის ბიურო უფლებამოსილია:
ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ აქტების აღსრულებას;
ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
თავი III. პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 11
პრობაციის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თავი IV. პრობაციის ბიუროს მართვა
მუხლი 12
პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 13
პრობაციის ბიუროს უფროსი:
1. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრო-ბაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.
2. პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს და მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს უფროსი.
3. პერიოდულად მოახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
4. ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.
5. პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე.
თავი V. პრობაციის ოფიცერი
მუხლი 14
პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნისას, მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.
მუხლი 15
პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე გამოსახულია მისი სახელი, გვარი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელ-საც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 16
1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
თავი VI. პრობაციის ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 17
ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია, ბიუროს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები