,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 14/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.114
  • Word
74
14/03/2007
სსმ, 34, 14/03/2007
010.240.030.22.027.010.114
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.114

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 74

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 25 ივლისის №765 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №75, მუხ. 689) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების შესახებ“;

ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-2 – მე-11 დანართების (ბიუროების დებულებების) მე-13 მუხლებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ პუნქტი:

„ვ) განსაზღვრავს სპეციალისტის უფლებამოსილებებს.“;

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-12 დანართის (აჭარის პრობაციის ბიუროს დებულების) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. განსაზღვრავს სპეციალისტის უფლებამოსილებებს.“;

დ) ამ ბრძანებით დამტკიცებული მე-2 – მე-12 დანართების (ბიუროების დებულებების) მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 15. პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია პრობაციის ბიუროს დასახელება და პრობაციის ოფიცრისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე