დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016508 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/10/2022 - 05/12/2022)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი, დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი, დანართი 3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ექსპლუატაციისთვის გამოუყენებელი ან დაზიანებული აქტივების აქტი, დანართი 4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ორგანო - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2 დაწესებულება - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 3. ქონება - მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები; 4. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 5. ინვენტარიზაციის კომისია - ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში, საკრებულოში და ა(ა)იპ-ში შექმნილი კომისია. 6. ქონების განადგურება - შესაბამის ორგანიზაციაზე/საწარმოზე ხელშეკრულების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება; მუხლი 3. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა 1. მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 4. ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს (დანართი 2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (დანართი 3), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ორგანოს/დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუხლი 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა 1. მერიის, საკრებულოსა და ა(ა)პ-ის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების დანართი 4-ის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება 1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურებად ითვლება მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნარჩებევის გადამზიდი იურიდიული პირი) ნარჩენების გადაცემით. 5. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები