„მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 20 ოქტომბრის, №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016513
25
05/12/2022
ვებგვერდი, 06/12/2022
010250050.35.159.016513
„მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 20 ოქტომბრის, №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2022 წლის 5 დეკემბერი

ქ. მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 20 ოქტომბრის, №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება, „მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 20 ოქტომბრის, №20 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 21/10/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016508)  და,

1. დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში და ა(ა)იპ-ში შექმნილი კომისია.“.

2. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერიის და  საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის, ხოლო ა(ა)იპ-ის  ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მერიის და ა(ა)იპ-ის საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებს ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმდჯომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი. საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.“.

3. დადგენილების დანართი 2 ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად.

4. დადგენილების დანართი 3 ჩამოყალიბდეს დანართი 3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე