„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
07/10/2022
ვებგვერდი, 07/10/2022
280120000.22.026.017020
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/10/2022 - 29/12/2022)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №64

2022 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (დანართი №5).“.

2. მე-16 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების ყოველთვიური დანამატები (დანართი №21).“.

3. დანართი №5-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები”.

4 დანართი №21-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების ყოველთვიური დანამატები“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე