დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017038 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (დანართი №5).“. 2. მე-16 მუხლის: ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის სამოქალაქო პირთა დანამატები (დანართი №18);“; ბ) „ი“ - „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. ბრძანებით დამტკიცებული: ა) დანართები №2, №21 და №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (ლარებში)
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №21 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. დანართი №21 სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობების ნუსხა და კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისთვის (ლარებში)
შენიშვნა: 1. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებისათვის განსაზღვრული კოდი და თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტების კატეგორიები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხით. 2. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე არ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანამატები, გარდა საკლასო ჩინის და ამ ბრძანების 241 და 31-ე მუხლებით განსაზღვრული დანამატებისა. 3. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. დანართი №3 სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (ლარებში)
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სპეციალური წოდების მქონე პირებზე.";
ბ) დანართი N5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრ „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (ლარებში)
"; გ) დანართი №18 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №18 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის სამოქალაქო პირთა დანამატები (ლარებში)
"; დ) დანართები №19, №20 და №21 ამოღებულ იქნეს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 7 ოქტომბრის N64 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები