ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/09/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2022
ძალაში შესვლის თარიღი 18/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12/ნ
15/09/2022
ვებგვერდი, 16/09/2022
310150000.77.090.016012
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/09/2022 - 18/10/2022)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №12/ნ

2022 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

 „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი“(დანართი №2).
მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.

დირექტორილევან გამყრელიძე




დანართი №1

ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  ფორმა და აღწერილობა

1. სეტრიფიკატი ერთგვერდიანია (A4 ფორმატი) და მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ) გაცემის თარიღი;

გ) სახელი, გვარი;

დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა სერტიფიკატი;

ვ) ბარკოდი;

ზ) ხელმოწერები (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).

 დანართი №2

 ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  გაცემის წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომში – მენეჯერი) კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC)  გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და საბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის შესაბამისად.         

2. წესი განსაზღვრავს მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის პირობებს.

3. სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ.  

მუხლი 2. სერტიფიკატის გაცემის პირობები და პროცედურები

1. სერტიფიკატის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირველადი გაცემისას;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ სერტიფიკატის და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე);

გ) სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვისას;

დ) სერტიფიკატის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია.

2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, დაინტერესებულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ახორციელებს ან სურვილი აქვს  განახორციელოს ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვა გადამზიდველ კომპანიაში;

ბ) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს:

ბ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ.ბ) გაცემის თარიღი;

ბ.გ) სახელი, გვარი;

ბ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ბ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დიპლომი;

ბ.ვ) ბარკოდი;

ბ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).

3. სერტიფიკატის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მენეჯერის სერტიფიკატის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს:

ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის მომზადების სწავლების გავლას;

გ) განმარტება სერტიფიკატის დაკარგვის, (მოპარვის), გარემოებათა შესახებ (სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში).

4. გაცემული სერტიფიკატების უწყებრივი რეესტრი წარმოებს ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სერტიფიკატის დასახელებას;

ბ) გაცემის თარიღს;

გ) სერტიფიკატის ნომერს;

დ) მონაცემებს სერტიფიკატის მფლობელისა (ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი);

ე) სერტიფიკატის გამცემის დასახელებას.

 მუხლი 3. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი

სერტიფიკატის  გაუქმების საფუძველია:

ა) ახალი სერტიფიკატის შეცვლა;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება.

 მუხლი 4. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები

სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა)  გამოიყენონ სერტიფიკატი მხოლოდ დანიშნულისამებრ;

გ) გამოიყენონ მხოლოდ თავისი სერტიფიკატი;

გ) არ გადასცენ სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს;

დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინონ სერტიფიკატი შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს.