დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N12/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 18/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016017 |
|
„ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №12/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №12/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016012) დამტკიცებულ „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოში შესაბამისი ტესტირება.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მონაცემებს სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი);“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სერტიფიკატის დაკარგვა/დაზიანება, თუ სერტიფიკატის მფლობელს არ სურს ახალი სერტიფიკატის მიღება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები