დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.77.090.016012 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/09/2022 - 18/10/2022)
|
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს: ა) ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა (დანართი №1); ბ) „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი“(დანართი №2). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან. |
|
დანართი №1 ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა 1. სეტრიფიკატი ერთგვერდიანია (A4 ფორმატი) და მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) გამცემი ორგანოს დასახელება; ბ) გაცემის თარიღი; გ) სახელი, გვარი; დ) დაბადების ადგილი და თარიღი; ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა სერტიფიკატი; ვ) ბარკოდი; ზ) ხელმოწერები (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის). დანართი №2 ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომში – მენეჯერი) კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და საბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის შესაბამისად. 2. წესი განსაზღვრავს მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის პირობებს. 3. სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ. მუხლი 2. სერტიფიკატის გაცემის პირობები და პროცედურები 1. სერტიფიკატის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში: ა) პირველადი გაცემისას; ბ) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ სერტიფიკატის და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე); გ) სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვისას; დ) სერტიფიკატის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია. 2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, დაინტერესებულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვა გადამზიდველ კომპანიაში; ბ) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს: ბ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება; ბ.ბ) გაცემის თარიღი; ბ.გ) სახელი, გვარი; ბ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი; ბ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დიპლომი; ბ.ვ) ბარკოდი; ბ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის). 3. სერტიფიკატის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მენეჯერის სერტიფიკატის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს: ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის მომზადების სწავლების გავლას; გ) განმარტება სერტიფიკატის დაკარგვის, (მოპარვის), გარემოებათა შესახებ (სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში). 4. გაცემული სერტიფიკატების უწყებრივი რეესტრი წარმოებს ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სერტიფიკატის დასახელებას; ბ) გაცემის თარიღს; გ) სერტიფიკატის ნომერს; დ) მონაცემებს სერტიფიკატის მფლობელისა (ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი); ე) სერტიფიკატის გამცემის დასახელებას. მუხლი 3. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია: ა) ახალი სერტიფიკატის შეცვლა; ბ) სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება. მუხლი 4. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია: ა) გამოიყენონ სერტიფიკატი მხოლოდ დანიშნულისამებრ; გ) გამოიყენონ მხოლოდ თავისი სერტიფიკატი; გ) არ გადასცენ სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს; დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინონ სერტიფიკატი შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები