“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 17/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
15/04/2003
სსმ, 34, 17/04/2003
310.010.000.11.115.005.792
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/04/2003 - 26/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.0000.11.115.005.792

საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №24

2003 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ

„სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ” საქართელოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 ნოემბრის №485 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „რკინიგზნით მგzავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვ რთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესები”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესები

კარი I

მგზავრთა გადაყვანის  ზოგადი პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგის და ფოსტის გადაზიდვის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგის და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ურთიერთობებს.

2. ეს წესები შემუშავებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაზე, ბარგის, ტვირთბარგის და ფოსტის გადაზიდვაზე.

    მუხლი 2

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტომატური შემნახველი საკანი – მგზავრის მცირე ზომის ხელბარგის თვითმომსახურებით შენახვისთვის განკუთვნილი, საგანგებოდ მოწყობილი ავტომატური საკანი, რომელიც განთავსებულია სადგურში (ვაგზალში) და რომლის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს სადგურის ადმინისტრაცია;

ბ) დანიშნულების სადგური – სადგური, სადაც მატარებელი დაასრულებს მარშრუტს სვლის გზაზე მსველობისას, ხოლო მგზავრისთვის ბილეთში მითითებული ჩამოსხდომის სადგური;

გ) ვაგზალი – სადგურში განლაგებული ნაგებობა, რომელიც მოწყობილია კანონმდებლობით დადგენილი წესით და განკუთვნი ია მგზავრ ა მომსახურებისთვის;

დ) ვაგონის გამყოლი – რკინიგზის მუშაკი, რომელიც ემსახურება მგზავრებს და უზრუნველყოფს ვაგონში სანიტარ ული და ტექნიკური წესების დაცვას;

ე) მატ რებლის კონტროლიორ-რევიზორი – საგანგებოდ უფლებამოსილი რკინიგზის მუშაკი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანისა და მათი მომსახურების ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლს;

ვ) პირდაპირი მიმოსვლის ვაგონი – ვაგონი, რომელიც ირთვება ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებელზე და მსვლელობის გზაში იხსნება ძირითადი მარშრუტის გადახვევის პუნქტში და აგრძელებს მსვლელობას ცალკე გამოყოფილი ლოკომოტივით დანიშნულების პუნქტამდე.

ზ) პლაცკარტის ვაგონი – გარკვეული საწოლი ადგილების მქონე ღია ტიპის ვაგონი საერთო სალონით.

თ) სააბონემენტო ბილეთი – საგარეუბნო სალაროებში გარკვეული ვადით გაცემული ბილეთი (მათ შორის, შეღავათიანი), რომლის საფუძველზე მგზავრს შეუძლია მგზავრობა ყველა საგარეუბნო მსვლელობის მატარებელში განუსაზღვრელი რაოდენობით ბილეთში მითითებული გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტებს შორის. სააბონემენტო ბილეთი არსებობს ერთ თვიანი, სეზონური, ექვს თვიანი და წლიური მოქმედების.

თ) საბარგო ვაგონი – სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში ჩართული ვაგონი, რომლითაც გადაიზიდება უფასოდ გადაზიდვის ნორმის ზევით მგზავრთა კუთვნილი გადასაზიდი ბარგი (მათ შორის ტვირთ-ბარგი), ასევე იურიდიული პირების კუთვნილი ბარგი (მათ შორის, ტვირთ-ბარგი).

ი) საბილეთო სალარო – რკინიგზის სადგურში (ვაგზალში) საგანგებოდ გამოყოფილი და აღჭურვილი ადგილი სადაც მგზავრს შეუძლია შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი.

კ) საერთო ვაგონი – საჯდომადგილიანი ვაგონი, რომელშიც მგზავრი იკავებს მის ბილეთში მითითებულ ადგილს.

ლ) საფოსტო ვაგონი – სამგზავრო მატარებელში ჩართული ვაგონი, რომელიც განკუთვნილია ფოსტის გადაზიდვისთვის.

მ) ტამბური – მგზავრთა ვაგონში შესასვლელად, ვაგონიდან ვაგონში გადასასვლელად და ამავდრულად ტექნიკური დანიშნულების მცირე დერეფანი, სადაც განთავსებულია ხელის სამუხრუჭე მოწყობილობები და გათბობის სისტემის კვანძი.

    მუხლი 3

1. მგზავრთა გადაყვანა ხდება ყველა რკინიგზის სადგურსა და გასაჩერებელ პუნქტს შორის, რომელიც მოქმედია მგზავრთა ჩასასხდომად და გადმოსასხდომად.

2. სადგურებისა და გასაჩერებელი პუნქტების გახსნისა და დახურვის, მათი სახელწოდებებისა და მათ მიერ შესრულებული კომერციული ოპერაციების ხასიათის შეცვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამგზავრო (მათ შორის, საგარეუბნო მიმოსვლის) მატარებლების მოძრაობის განრიგი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სხვადასხვა საცნობაროში. სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგში შეტანილი ყველა ცვლილება მგზავრთა საყურადღებოდ დროულად უნდა იქნეს გამოცხადებული.

    მუხლი 4

1. რკინიგზით მგზავრობის უფლება მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე ან შეღავათიანი ფასით აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კატეგორიის მგზავრებს, სახელმწიფოს ან სხვა შესაბამისი პირის მიერ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურების საფუძველზე.

2. მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა წარმოებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ორგანიზაცია და საბილეთო სალაროების მუშაობა

    მუხლი 5

რკინიგზის ქსელში მსხვილ სარკინიგზო კვანძებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, ხოლო იქ, სადაც არ არის კომპიუტერული სისტემა, როგორც წესი, გაყიდვა ორგანიზებულია სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე.

    მუხლი 6

1. მგზავრებისთვის გაწეული მომსახურების ძირითადი სახეობებია:

ა) საერთაშორისო, ადგილობრივი და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანა, ხელბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვა;

ბ) საერთაშორისო, ადგილობრივ და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა, მათ შორის სახაზო სადგურებში საგარეუბნო გასაჩერებელ პუნქტებში დაკვეთებით;

გ) უკან გამოსაბრუნებელი და სხვა სადგურებიდან წამოსასვლელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა;

დ) სატრანზიტო მატარებლებში სამგზავრო დოკუმენტების გასაფორმებლად გადაჯდომის პუნქტებში შეკვეთების მიღება.

სამგზავრო დოკუმენტებზე შეკვეთები მიიღება ტელეფონით ან პირადი გამოცხადებისას. დამატებითი ანაზღაურების პირობით შეიძლება სამგზავრო დოკუმენტების მიტანა შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე.

    მუხლი 7

 1. კომპიუტერული სისტემით აღუჭურვილ სალაროებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა ხორციელდება მატარებლის გასვლამდე შემდეგ ვადებში:

ა) 30-დან 1 დღე-ღამემდე – პირადი გამოცხადებით;

ბ) 45-დან 5 დღე-ღამემდე – მგზავრთა შეკვეთით (ორივე მიმართულებით, სხვა სადგურიდან მგზავრობისთვის შინ, საწარმოში და სხვა მითითებულ ადგილზე მიტანით). ადგილობრივ მიმოსვლაში მგზავრობისთვის უკან დასაბრუნებელი და სხვა სადგურიდან წამოსასვლელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის დამთავრების ვადები შეიძლება შემცირდეს რკინიგზის გადაწყვეტილებით.

2. კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებისას სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ვადები შემდეგია:

ა) 45-დან 1 დღე-ღამემდე – პირადი გამოცხადებით;

ბ) 45-დან 5 დღე-ღამემდე – მგზავრთა შეკვეთებით (ორივე მიმართულებით, სხვა სადგურიდან მგზავრობისთვის შინ, საწარმოში და სხვა მითითებულ ადგილზე მიტანით).

    მუხლი 8

ჯგუფური განაცხადებით შეკვეთების მიღება წარმოებს გამგზავრებამდე 60-დან 18 დღემდე ვადაში, შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე სამგზავრო დოკუმენტების მიტანა ხორციელდება შეკვეთის სირთულის მიხედვით რკინიგზის აგენტის მიერ დანიშნულ ვადებში.

    მუხლი 9

1. უკან დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა ხორციელდება შემადგენლობათა შედგენის ან შემობრუნების პუნქტებიდან. ერთი მიმართულებით მგზავრობისთვის სამგზავრო დოკუმენტები ფორმდება მხოლოდ შეძენის სადგურიდან.

2. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის ვაგონებით სამგზავრო დოკუმენტები უწინარესად მიეყიდებათ მგზავრებს, რომლებიც მიეგზავრებიან ამ ვაგონების დანიშნულების პუნქტამდე ან მატარებლის მსვლელობის ძირითადი მარშრუტიდან განშტოების (გადახვევის) უბანზე განლაგებულ პუნქტებამდე.

3. იმ უბნებზე არსებულ შუალედურ სადგურებში, სადაც ხორციელდება რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ცენტრალიზებული მართვა, სატრანზიტო მატარებლის ადგილებზე სამგზავრო დოკუმენტების შეკვეთების მიღება და გაყიდვა წყდება სადგურში ასეთი მატარებლის გრაფიკით მისვლამდე 3 საათით ადრე.

    მუხლი 10

1. ადგილობრივ მიმოსვლაში მგზავრობისთვის სამგზავრო დოკუმენტების გასაყიდად გახსნილ სადგურებისა და გასაჩერებელი პუნქტების საბილეთო სალაროებში სამგზავრო დოკუმენტები უნდა გაიყიდოს მატარებელის მსვლელობის მარშრუტზე განლაგებულ ყველა სადგურამდე და გასაჩერებელ პუნქტამდე, სადაც განრიგით გათვალისწინებულია გაჩერებები.

2. მგზავრთნაკადის ოდენობისა და ხასიათის მიხედვით იხსნება სალაროები: ყველა მატარებელზე ბილეთების გაყიდვისათვის ნებისმიერ სალაროში, მიმოსავლის მიმართულებების ან სახეობების მიხედვით, მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე.

3. მგზავრთნაკადების გათვალისწინებით დიდ ვაგზლებში შეიძლება გამოიყოს სპეციალიზებული სალაროები: ბავშვიანი მგზავრებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ინვალიდების, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისთვის, საგზურებით მიმავალი (ზაფხულის პერიოდში) მგზავრებისთვის.

4. საბილეთო სალაროების მუშაობის დროს ადგენს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. საგარეუბნო სალაროების მუშაობის წესს ადგენს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) საგარეუბნო მატარებლების მოქმედი მოძრაობის განრიგის საფუძველზე.

5. დიდ კლასგარეშე სადგურებში (ვაგზლებში) სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს ისე, რომ საბილეთო სალაროები არ იკეტება შესვენებისა და მორიგეობათა შეცვლისთვის. საბილეთო სალაროები გახსნილი უნდა იყოს ყველა სადგურსა და გასაჩერებელ პუნქტში, სადაც ყიდიან დღე-ღამეში 50 და მეტ სამგზავრო დოკუმენტს.

6. დღეში 50-ზე ნაკლები მგზავრის მგზავრთნაკადის მქონე სადგურებსა და გასაჩერებელ პუნქტებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის წესი განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს მიერ.

7. ვაგზლების შენობებში მგზავრთა საყურადღებოდ გამოკრული უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების გასვლა-მოსვლის განრიგი, დიდი მგზავრთნაკადის მქონე სადგურებამდე მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ნიხრი, განცხადებები საბილეთო და საბარგო სალაროების მუშაობის დროის, მატარებლებში თავისუფალი ადგილების არსებობის, მომსახურების საფასურის განაკვეთები და ვაგზლის სათავსების განლაგების ცნობარები.

8. ვაგზლის სათავსებში, აგრეთვე პერონებსა და ბაქნებზე, რომლებიც გათვალისწინებულია მგზავრთა ჩასასხდომად და გადმოსასხდომად, აკრძალულია კინოგადაღებებისა და ფოტოგადაღებების წარმოება სადგურის (ვაგზლის) ადმინისტრაციის უნებართვოდ.

თავი III

სამგზავრო დოკუმენტების გაცემა

    მუხლი 11

1. რკინიგზით მგზავრობის უფლების დოკუმენტია რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის სამგზავრო დოკუმენტი, რომლის წინა პირის მხარეზე აღნიშნულია გვარი.

2. სამგზავრო დოკუმენტის გაფორმება ხდება მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დაბადების მოწმობის საფუძველზე.

3. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ნაღდი ანგარიშწორებით ან იმ დოკუმენტების წარდგენით, რომლებიც ადასტურებს უნაღდო ანგარიშსწორებით ან მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე სამგზავრო დოკუმენტების მიღების უფლებას.

    მუხლი 12

1. საბილეთო სალაროებში სამგზავრო დოკუმენტების შეძენის უპირატესი უფლება შეიძლება მიეცეთ გადაუდებელ სამსახურებრივ მივლინებაში მიმავალ მგზავრებს, შესაბამისი საბუთის წარმოდგენის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირებისთვის, თუ ისინი თანახმა არიან, გაიცემა საერთო ვაგონით მგზავრობის სამგზავრო დოკუმენტები არსებული ადგილების გადამეტებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში მათ ნება ეძლევათ იმგზავრონ ადგილების დაუკავებლად, ამასთან საფასური აანაზღაურონ საერთო ტარიფით.

3. პირდაპირი მიმოსვლის ვაგონებით სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს უპირველესად მთავარი მიმართულებიდან გადახრის უბნებზე განლაგებულ სადგურებამდე მიმავალი მგზავრებისთვის, ხოლო დანარჩენი მგზავრებისთვის – მხოლოდ მაშინ, თუ ვაგონებში მატარებლის გასვლის დღეს არის თავისუფალი ადგილები.

4. ზაფხულის სეზონზე კლასგარეშე სამგზავრო სადგურების ვაგზლებში საგზურებით (საკურსეებით) დასასვენებლად მიმავალი პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების მიყიდვა წარმოებს სპეციალიზებულ სალაროებში.

    მუხლი 13

1. დანომრილადგილებიან ვაგონებში (პლაცკარტი, კუპეებიანი, რბილი) სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვისას იმ მგზავრებს, რომლებიც იძენენ ორ და მეტ სამგზავრო დოკუმენტს, როგორც წესი, ეძლევათ თანაბარი რაოდენობის ზედა და ქვედა ადგილები. გამონაკლისი სადგურის (ვაგზლის) უფროსმა (დირექტორმა) შეიძლება დაუშვას ინვალიდების, ავადმყოფების ან ხანდაზმულების მიმართ.

2. სამგზავრო დოკუმენტების მგზავრებისთვის გაცემა, გარდა ამ წესების მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული პირებისა, ვაგონში არსებული ადგილების რიცხვის გადამეტებით დაუშვებულია.

3. მგზავრს უფლება აქვს დაიკავოს შეძენილი სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით შესაბამისი რაოდენობის ადგილი.

    მუხლი 14

საერთო და პლაცკარტის ვაგონის გამყოლი შესანახად იბარებს მგზავრისგან სამგზავრო დოკუმენტებს.

თავი IV

ტურისტთა და მგზავრთა ორგანიზებული  ჯგუფების გადაყვანა

    მუხლი 15

1. მგზავრთა ცალკეული ჯგუფების გადაყვანა ხორციელდება შემკვეთის განცხადების შესაბამისად მათ მიერ შეძენილი სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე.

2. წერილობით განაცხადებს მატარებლებში დასაკავებელ ადგილებზე მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 კაცი და მეტი) გამგზავრების უზრუნველსაყოფად სადგური შემკვეთისგან იღებს მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 18 დღით ადრე. განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და იგი დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით.

3. განაცხადში აღინიშნება:

ა) შემკვეთი საწარმოს (ორგანიზაციის) სახელწოდება;

ბ) ადგილების რაოდენობა;

გ) მატარებლის ნომერი და ვაგონის კატეგორია;

დ) გამგზავრების თარიღი;

ე) დანიშნულების სადგური.

4. ადგილები გამოიყოფა განაცხადის თანახმად. თუ განაცხადში აღნიშნულ მატარებელსა და ვაგონებში არ არის საკმარისი ადგილები, შემკვეთი ორგანიზაციის თანხმობით შეიძლება ადგილები გამოიყოს სხვა მატარებელში ან სხვა კატეგორიის ვაგონებში.

5. თუ განაცხადში აღნიშნულია ცალკეული ვაგონების გამოყოფა, უნდა ანაზღაურდეს ყველა ადგილის საფასური ვაგონში ტრაფარეტის თანახმად. თუ შემკვეთი ორგანიზაცია უარს აცხადებს გადაიხადოს ადგილების ნაწილის საფასური, ეს ადგილები გადაეცემა სალაროებს გაყიდვისთვის.

    მუხლი 16

თუ მგზავრთა ჯგუფი მიემგზავრება გზაში გადაჯდომით, გაფორმების სადგური მოვალეა გაუფორმოს მას სამგზავრო დოკუმენტები გადაჯდომის სადგურიდან.

    მუხლი 17

სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყენების გაერთიანებული საგზაო და ტერიტორიული სამმართველოს ბიუროებისა და სადგურების (ვაგზლების) უფროსების (დირექტორების) მიერ ორგანიზაციების ან ცალკეული პირების დეპეშებით მატარებლებში ადგილების დაჯავშვნა დაუშვებულია.

    მუხლი 18

1. მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 12 დღით ადრე შემკვეთმა ორგანიზაციამ უნდა შეიძინოს შეკვეთილი სამგზავრო დოკუმენტები და გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

2. თუ გამგზავრებამდე 12 დღით ადრე სამგზავრო ბილეთები მიღებული არ იყო, განაცხადი გაუქმდება და ადგილები გადაეცემა გაყიდვისთვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ სამგზავრო დოკუმენტებზე (ადგილებზე) განაცხადი სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) წარედგინა მატარებლის გასვლამდე 12 დღეზე გვიან, ის უფლებამოსილია სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყენების გაერთიანებული საგზაო და ტერიტორიული სამმართველოს ბიუროების მეშვეობით შეძლებისდაგვარად გააფორმოს ჯგუფის გამგზავრება. ამასთან გადაყვანის საფასური ანაზღაურებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენის მომენტიდან ერთი დღის ვადაში.

    მუხლი 19

1. ორივე მიმართულებით მგზავრობისთვის რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტებზე ჯგუფური განაცხადის არსებობისას უკან დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტები გამოიყოფა ერთი მიმართულებით მგზავრობისთვის რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტების ღირებულების გადახდის შემდეგ.

2. უნაღდო ანგარიშსწორების წესით შეძენილ სამგზავრო დოკუმენტებს სადგურებში (ვაგზლებში) დასაბრუნებელი სალაროები არ იღებენ. ორგანიზაციებისთვის გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნების საკითხი განიხილება რკინიგზისადმი პრეტენზიის წარდგენის გზით.

    მუხლი 20

1. მგზავრს უფლება აქვს შეიძინოს ვაგონის და ნებისმიერი კატეგორიის მატარებლის სამგზავრო დოკუმენტი ნებისმიერ სადგურამდე მატარებლის მსვლელობის მარშრუტით.

2. თუ არ არის პირდაპირი მატარებელი მგზავრის დანიშნულების სადგურამდე, მას შეიძლება გაუფორმდეს მეორე სამგზავრო დოკუმენტი სხვა სადგურიდან (გადაჯდომის პუნქტიდან) მატარებელში ადგილის არსებობისას, იმ პირობით, რომ ეს სადგური არის შემადგენლობის (ვაგონის) შედგენის ან შემობრუნების პუნქტი.

    მუხლი 21

1. მგზავრს, რომელიც მიემგზავრება ვაგონში ცვლადი ტრაფარეტით, მიეცემა ვაგონის სახეობისა და მატარებლის კატეგორიის შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი მხოლოდ ტრაფარეტის შეცვლის სადგურამდე.

2. მგზავრობის გაფორმებისას მგზავრს, რომელსაც აქვს შეღავათის უფლება და მიემგზავრება გადაჯდომით, გაგზავნის თავდაპირველი სადგურის ბილეთის მოლარე შეღავათიან ან ფულის გადახდის გარეშე შეძენილ ბილეთზე უკეთებს აღნიშვნას გადაჯდომის პუნქტების გათვალისწინებით თავდაპირველი სადგურიდან ბოლო სადგურამდე ასეთი მგზავრის სვლის სრული მარშრუტის შესახებ.

3. მგზავრობა ფორმდება არა უმეტეს ერთგადაჯდომიანი მარშრუტით სამგზავრო მატარებლების სვლის უმოკლესი მიმართულებით. გადაჯდომის პუნქტში მსვლელობის შემდგომი გზისთვის შეღავათიანი ან ფულის გადახდის გარეშე შეძენილი სამგზავრო დოკუმენტები ფორმდება გადაჯდომის პუნქტამდე გამოყენებული შეღავათიანი ან საფასურის გადაუხდელად მიღებული სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ.

4. მგზავრის გადაყვანა უნდა იწყებოდეს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული სადგურიდან.

    მუხლი 22

1. მგზავრის მიერ საფასურის გადაუხდელად მიღებული ან შეღავათიან ფასში შეძენილი, მაგრამ გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება წარედგინოს გადაჯდომის პუნქტს მგზავრობის შემდგომი გაფორმებისთვის 24 საათის განმავლობაში იმ მატარებლის ჩამოსვლის მომენტიდან, რომლითაც მიდიოდა მგზავრი.

2. მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს.

3. 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ცალკე ადგილის დასაკავებლად იძენენ შესაბამის საბავშვო სამგზავრო დოკუმენტს.

4. მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ყიდულობენ საბავშვო სამგზავრო დოკუმენტებს.

5. 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის უნდა შეიძინონ სამგზავრო დოკუმენტები, როგორც მოზრდილთათვის.

6. 10 წლამდე ასაკის ბავშვები, თუ მოზრდილები არ ახლავ , სამგზავრო მატარებლებში არ დაიშვებიან, გარდა მოსწავლეებისა, რომლებიც სკოლამდე სამგზავროდ სარგებლობენ რკინიგზით.

    მუხლი 23

დასაჯდომადგილებიან საერთო ვაგონში თითოეულ ბავშვს, რომელსაც საბავშვო სამგზავრო დოკუმენტი აქვს, უნდა მიეცეს ადგილი მოზრდილი მგზავრების თანაბრად.

    მუხლი 24

1. საგარეუბნო მიმოსვლაში წარმოებს ბილეთების გაყიდვა ერთჯერადი მგზავრობისთვის – ერთი მიმართულებით და უკან მგზავრობისთვის – ორივე მიმართულებით; სხვადასხვაგვარი სააბონემენტო ბილეთებისა, მათ შორის შეღავათიანი სააბონემენტო, “დასვენების დღისა” – ყველა მოქალაქისთვის; სააბონემენტო ბილეთებისა – დაწესებულებებისთვის, საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის.

2. სააბონემენტო ბილეთები იყიდება რკინიგზის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 25

1. მგზავრების მიერ დაკარგული ან გაფუჭებული (გახეული, დამწვარი, დასველებული და ა.შ.) სამგზავრო დოკუმენტების განახლება და მათი ღირებულების ანაზღაურება არ ხდება.      

2. სამგზავრო დოკუმენტები ნამდვილია მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელმაც ამ დოკუმენტებით დაიწყო მსვლელობის გზა.

    მუხლი 26

მგზავრს უარი უნდა ეთქვას სამგზავრო დოკუმენტების გაცემაზე, თუ მატარებელში (საგარეუბნოს გარდა) არ არის თავისუფალი ადგილები, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თავი V

სამგზავრო დოკუმენტების ვარგისობის ვადები

    მუხლი 27

პირდაპირი მიმოსვლით მიმავალი მგზავრებისთვის გაცემული სამგზავრო დოკუმენტები ნამდვილია პირდაპირი მიმოსვლის მატარებლის ან ვაგონის სვლის დროისთვის, რომლითაც მიემგზავრება მგზავრი დანიშნულების პუნქტამდე, სამგზავრო დოკუმენტზე დადებული კომპოსტერის შესაბამისად.

    მუხლი 28

1. ერთეული საგარეუბნო ბილეთი აგრეთვე უკან დასაბრუნებელი ბილეთების გასამგზავრებელი კუპონები ნამდვილია საბილეთო სალაროების მიერ მათი გაცემის დღის განმავლობაში გამგზავრებისთვის. 

2. უკან დასაბრუნებელი საგარეუბნო ბილეთები ნამდვილია უკან დასაბრუნებელი კუპონით, გაცემის დღეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში, გაცემის დღის, აგრეთვე საერთო დასვენების და უქმე დღეების ჩაუთვლელად.

3. თუ საგარეუბნო ბილეთის (ერთჯერადს, უკან დასაბრუნებელს ან სააბონემენტოს) ვარგისობის ვადა გზაში დაუმთავრდება, ბილეთი ვარგისობას ინარჩუნებს დანიშნულების სადგურში მგზავრის ჩასვლამდე.

    მუხლი 29

ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი, სეზონური (ოთხთვიანი), ნახევარი წლის და წლიური ბილეთების ვარგისობის ვადა აღინიშნება ბილეთებზე და გამოიანგარიშება მათი მოქმედების თარიღით დაწყებული და შესაბამისი თვისა და წლის იმავე რიცხვით დამთავრებული.

    მუხლი 30

1. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) მოვალეა გააგრძელოს სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა (სამგზავრო დოკუმენტებზე ვადის გაგრძელების შესახებ აღნიშვნის გზით) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მგზავრს არ გამოუყვეს ადგილი მატარებელში (საგარეუბნოს გარდა) – მომდევნო მატარებლის გასვლამდე დროისთვის, რომელშიც მგზავრს გამოეყოფა ადგილი;

ბ) გადაჯდომის პუნქტებში შეთანხმებული მატარებლების დაგვიანებისას – მგზავრობის შეფერხების მთელი დროისთვის, სანამ მას მიეცემა მგზავრობის გაგრძელების შესაძლებლობა.

გ) მგზავრის ავადმყოფობისას – ავადმყოფობის მთელი დროისთვის სამკურნალო დაწესებულებების ცნობის წარდგენისას. ზემოთ აღნიშნულ სამ შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტზე დაიწერება: სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა გაგრძელებულია---მდე ჩათვლით --- წელი --- თვე --- რიცხვი’’ (ხელმოწერა, სადგურის შტამპი);

დ) გზაში მგზავრის გაჩერებისას – 10 დღემდე ვადით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის საფუძველზე რკინიგზით შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირთა მიერ საფასურის გადაუხდელად მიღებული ან შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტების დროულად გამოუყენლობისას – ნებისმიერი ვადით, მაგრამ არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. სამგზავრო დოკუმენტების ვარგისობის ვადის გაგრძელება სხვა შემთხვევაში დაუშვებელია.

2. საგარეუბნო, მათ შორის სააბონემენტო ბილეთების ვარგისობის ვადა არ გრძელდება.

თავი VI

მგზავრობის პირობები

    მუხლი 31

თითოეული მგზავრი მოვალეა დაიცვას ამ წესებით დადგენილი მგზავრობის პირობები, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სამგზავრო დოკუმენტი (მათ შორის, სააბონემენტო), შეინახოს იგი მგზავრობის მთელი დროის განმავლობაში და წარადგინოს იმ პირთა მოთხოვნით, რომლებიც აწარმოებენ კონტროლს (იმ შემთხვევების გარდა, როცა სამგზავრო დოკუმენტი ვაგონის გამყოლებთან ინახება).

    მუხლი 32

1. მატარებლის უფროსი, გამონაკლისის სახით, უფლებამოსილია მატარებელში თავისუფალი ადგილების არსებობისას დაუშვას მგზავრების ჩასხდომა, რომლებმაც ვერ მოასწრეს სალაროში სამგზავრო დოკუმენტის შეძენა და წარადგინოს პასუხისმგებელი პირის მიერ დამოწმებული დეპეშა სასწრაფო გამგზავრების საჭიროების (გარდაცვალების, ავადმყოფობის, ავარიის და ა.შ.) შესახებ, აგრეთვე იმ შემთხვევებში, რომლებიც არ იწვევს ეჭვს სასწრაფო გამგზავრების აუცილებლობაში. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩასხდომა წარმოებს მხოლოდ საშტაბო ვაგონში, შემდეგ ფორმდება მგზავრობის საფასური სხვადასხვა შემოსავლის ქვითრებით (გუ-57 ფორმა) შედგენის პუნქტიდან მატარებლის გასვლის მომენტიდან 1 საათის განმავლობაში, ხოლო შუალედურ სადგურებში 30 წუთის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში სამგზავრო დოკუმენტები არ გაფორმდება, მგზავრი უბილეთოდ ითვლება.

    მუხლი 33

1. ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა.

2. წარდგენილ დოკუმენტში გვარის შეუსაბამობისას, სამგზავრო დოკუმენტში გვარის უქონლობისას ან შეცვლისას (გადასწორებისას) მგზავრი მატარებელში არ დაიშვება. მგზავრობის საფასურის დაბრუნება ხდება მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით, რომლებშიც ჩაწერილი არ არის გვარი ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.

3. მსვლელობის გზაზე გამყოლი უზრუნველყოფს, რათა არ დაუშვას მგზავრების უბილეთო გადაყვანა და დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა.

4. ყველა სადგურში, გაგზავნის პუნქტების გარდა, მგზავრები ჩასხდომისას დაიშვებიან მატარებლის ნებისმიერ ვაგონში სამგზავრო დოკუმენტებითურთ.

    მუხლი 34

1. საწოლადგილიან ვაგონებში ყველა ფორმის სამგზავრო დოკუმენტი, მათ შორის, მგზავრის მიერ საფასურის გადაუხდელად მიღებული ერთჯერადი ბილეთები გარდა წლიური სასამსახურო და ტალონის ბილეთებისა, მოცემული მატარებლით მგზავრობის ბოლომდე ინახება ვაგონის გამყოლთან, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი დაცულობისთვის.

2. თუ გამყოლმა მგზავრებისგან მის მიერ შესანახად მიღებული სამგზავრო დოკუმენტები დაკარგა, დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს აღმოჩნდება, ადგენენ აქტს, რომელსაც ხელს აწერენ მგზავრები, ვაგონის გამყოლი, მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და ადასტურებენ სადგურის შტემპელით. ამ აქტის საფუძველზე უახლოესი სადგური, სადაც მატარებელი არანაკლებ 10 წუთს ჩერდება, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტებს მგზავრის სვლის ბოლო სადგურამდე და ამ დოკუმენტების უკანა მხარეზე აღნიშნავს: “დაკარგულის ნაცვლად”.

3. მგზავრთა შემდგომ გადაყვანას მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ან ვაგონის გამყოლი საბილეთო სალაროებში აფორმებს მგზავრის მონაწილეობის მიუღებლად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული სამგზავრო დოკუმენტი იყო ნამდვილი ორივე მიმართულებით მგზავრობისთვის, მგზავრს აძლევენ აქტის ერთ ეგზემპლარს, რომლის საფუძველზე უკან სვლის სადგური მისცემს მას სამგზავრო დოკუმენტს მგზავრობის საფასურის გადაუხდევინებლად.

    მუხლი 35

1. სამგზავრო დოკუმენტების დაკარგვის გამო შედგენილ აქტებში აღნიშნავენ მატარებლის ნომერს, შემადგენლობის მიწერის გზას. უკან დასაბრუნებელი ფასიანი სამგზავრო დოკუმენტების დაკარგვისას აღნიშნავენ მატარებლისა და ვაგონის კატეგორიას, რომელიც შეესაბამება დაკარგულ სამგზავრო დოკუმენტს.

2. თუ დაკარგულია რკინიგზელის ერთჯერადი უფასო მგზავრობის ბილეთები, ოქმში აღნიშნავენ ბილეთის ფორმას, ბილეთით მიმავალ პირთა რიცხვს, ბილეთის მფლობელის სამსახურის მოწმობით დადასტურებულ სამუშაო ადგილს.

3. რკინიგზის სადგურმა, რომელმაც გასცა ახალი ბილეთი, აღნიშნული აქტი და სხვა მასალა უნდა გადაუგზავნოს რკინიგზის საფინანსო სამსახურს, სამგზავრო მეურნეობის სამსახურის მიერ გამყოლის მიმართ ღონისძიებათა განსახორციელებლად.

    მუხლი 36

1. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას მგზავრმა ვაგონში უნდა დაიკავოს სამგზავრო დოკუმენტში მითითებული ადგილი.

2. თუ სამგზავრო დოკუმენტი შეძენილია შუალადურ სადგურში, ადგილის ნომერი არ აღინიშნება.

3. თავისუფალი ადგილები და ის ადგილები, რომლებიც თავისუფლდება სვლის გზაზე, მგზავრებმა შეიძლება დაიკავონ მხოლოდ ვაგონის გამყოლის ნებართვით.

    მუხლი 37

1. სალაროს მიზეზით მგზავრისთვის სამგზავრო დოკუმენტების არასწორად გაფორმების შემთხვევაში, როცა ვაგონში თავისუფალი ადგილები არ არის ან გაიყიდა ორი სამგზავრო დოკუმენტი ერთ ადგილზე, მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და ვაგონის გამყოლი მოვალენი არიან დაუშვან მგზავრი ვაგონში და ვაგზლის მუშაკებთან ერთად მიმართონ ღონისძიებებს, რათა მას მისცენ სამგზავრო დოკუმენტის ღირებულების ადეკვატური ადგილი მატარებელში და გაასწორონ არასწორად გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი.

2. თუ მატარებელში აღმოჩნდა სამგზავრო დოკუმენტების არასწორი გაფორმების შემთხვევა ან ადგილების უქონლობა ან ერთ ადგილზე რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტის გაყიდვა, მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ადგენს აქტს ორ ეგზემპლარად.  ერთ ეგზემპლარს გზავნიან გამყოლთა რეზერვში, მეორეს – რკინიგზის სამგზავრო მეურნეობის სამსახურში, რომლის მუშაკთა მიზეზითაც დაშვებულია შეცდომა, მოკვლევისა და  შესაბამის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

3. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) იკვლევს სამგზავრო დოკუმენტების არასწორი გაფორმების თითოეულ შემთხვევას და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

    მუხლი 38

საწოლადგილიან ვაგონში ერთ-ერთ შუალედურ სადგურამდე მიმავალმა მგზავრმა, თუ სურვილი აქვს განაგრძოს გზა იმავე ვაგონით (ცვლადი ტრაფარეტის ვაგონების გარდა), წინასწარ უნდა განუცხადოს ეს ვაგონის გამყოლის მეშვეობით მატარებლის უფროსს (მექანიკოს-ბრიგადირს), რომელიც სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყენების გაერთიანებულ საგზაო და ტერიტორიული ბიუროს თანხმობით უფორმებს მგზავრს შემდგომ მგზავრობას გუ-57 ფორმის ქვითრით. წინააღმდეგ შემთხვევაში იკარგება ამ ვაგონში მგზავრისთვის საწოლი ადგილის შენარჩუნების უფლება.

    მუხლი 39

1. თუ სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა მთავრდება გზაში, დანიშნულების სადგურში მგზავრის ჩასვლამდე, მგზავრი მოვალეა სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის დამთავრების სადგურის სალაროში შეიძინოს ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან გააფორმოს შემდგომი მგზავრობა უშუალოდ მატარებლის უფროსთან (მექანიკოს-ბრიგადირთან) გუ-57 ქვითრით.

2. მგზავრი, რომელიც სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულ დანიშნულების სადგურამდე მგზავრობისთვის ვარგისობის არასაკმარისი ვადის სამგზავრო დოკუმენტს, სადგურიდან, სადაც ვარგისობის ვადა გაუდის სამგზავრო დოკუმენტს, დანიშნულების სადგურამდე მგზავრობისთვის უნდა გადაიხადოს დამატებითი გადახდის ქვითრით. ამ შემთხვევაში ქვითარი (ფორმა გუ-57) გაიცემა დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე.

3. სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გასვლის შესახებ მგზავრს აფრთხილებს ვაგონის გამყოლი ან მატარებლის კონტროლიორ-რევიზორი.

4. მგზავრი, რომელიც მატარებელში წარადგენს ვარგისობის ვადაგასულ სამგზავრო დოკუმენტს, ითვლება უბილეთო მგზავრად.

    მუხლი 40

1. ვაგონების გამყოლები მოვალენი არიან არა უგვიანეს 30 წუთით ადრე გააფრთხილონ მგზავრები იმის შესახებ, რომ მატარებელი უახლოვდება დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურს.

2. საწოლადგილებიანი ვაგონის გამყოლი პასუხს აგებს იმისთვის, რომ მგზავრმა სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული მარშრუტის თანახმად გაიაროს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგური. გავლის თითოეული შემთხვევის გამო დგება აქტი მატარებლის უფროსის (მექანიკოს- ბრიგადირის), ვაგონის გამყოლისა და მგზავრის ხელმოწერით, რომელიც დამოწმებულია სადგურის შტემპელით. აღნიშნული აქტი უფლებას აძლევს მგზავრს დაბრუნდეს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე.

3. მატარებელს ჩამორჩენილმა მგზავრმა ეს უნდა განუცხადოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) (ან ამისათვის რწმუნებულ პირს), რომელიც ამ წესების 43-ე მუხლის შესაბამისად ახალი კომპოსტერის დადებით აღადგენს მომდევნო მატარებელზე სამგზავრო დოკუმენტის მოქმედებას.

    მუხლი 41

1. თუ მატარებელს ჩამორჩენილ მგზავრს ვაგონში დარჩა თავისი ბარგი (ან სამგზავრო დოკუმენტი), სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) მოვალეა მაშინვე გაუგზავნოს დეპეშა მატარებლის უფროსს (მექანიკოს-ბრიგადირს) მგზავრის მითითებით ბარგის ჩამოღების ან სამგზავრო დოკუმენტის სადგურში გადაცემის შესახებ. 

2. მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) დეპეშის მიღების შემდეგ სასწრაფოდ მიმართავს ღონისძიებებს, რათა დაცულ იქნეს ჩამორჩენილი მგზავრის ბარგი და სამგზავრო დოკუმენტი და შესანახად აბარებს აქტის მიხედვით დეპეშაში აღნიშნულ სადგურს, სადაც იმყოფება მგზავრი. ამ შეტყობინების საფუძველზე მგზავრს, თუ მას სამგზავრო დოკუმენტი ვაგონში დარჩა, ეძლევა იმ სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობის უფლება, სადაც დატოვებულია მისი ბარგი და სამგზავრო დოკუმენტი.  მგზავრობის უფლებისათვის მგზავრს უფასოდ ეძლევა ახალი სამგზავრო დოკუმენტი (საერთო ან პლაცკარტის). მატარებელს ჩამორჩენილი მგზავრისთვის დახმარების აღმოსაჩენად გაგზავნილი დეპეშის საფასურის გადახდევინება არ ხდება.

3. გამყოლი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ვაგონის მგზავრი მატარებელს ჩამორჩა, მოვალეა დაუყოვნებლივ განუცხადოს ეს მატარებლის უფროსს (მექანიკოს-ბრიგადირს) და შეადგინოს აქტი, სადაც აღნიშნული იქნება ხელბარგის დატოვებული ადგილების დასახელება და რაოდენობა. აქტს ხელს უნდა აწერდნენ მატარებლის უფროსი, გამყოლი და ორი მგზავრი.

    მუხლი 42

1. თუ მატარებელი, რომელშიც ჩართულია პირდაპირი მიმოსვლის ვაგონი, დაგვიანებით ჩავიდა იმ საკვანძო სადგურში, სადაც გათვალისწინებულია ამ ვაგონის სხვა მატარებელში ჩართვა, ხოლო ეს უკანასკნელი უკვე გასულია, მგზავრს მისი სურვილის საფუძველზე საშუალება ეძლევა გაემგზავროს უახლოესი გამსვლელი მატარებლით შეძენილი ბილეთის შესაბამისი თავისუფალი ადგილის დაკავებით.

2. პირველ პუნქტში მითითებული წესი მოქმედებს იმ მგზავრებისთვის, რომლებიც მგზავრობენ სვლის გზაზე გადაჯდომით და აქვთ მგზავრობის დაწყების პუნქტში შეძენილი სამგზავრო დოკუმენტები გადაჯდომის სადგურიდან შეთანხმებულ მატარებელზე მგზავრობის უფლებით.

    მუხლი 43

1. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) მოვალეა მატარებელზე (საგარეუბნოს გარდა) მგზავრის დაგვიანებისას განაახლოს სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობა, თუ ამას განაცხადებენ იმ მატარებლის გასვლის მომენტიდან 3 საათის განმავლობაში, სადაც შეძენილი იყო სამგზავრო დოკუმენტი. ამასთან მგზავრმა უნდა დაამატოს პლაცკარტის ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი უარს ამბობს გამგზავრებაზე, მას უბრუნებენ შეტანილ საფასურს ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.

2. შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად მატარებელზე დაგვიანებისას მატარებლის გასვლის მომენტიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში ნებადართულია მგზავრისთვის სამგზავრო დოკუმენტების აღდგენა მის მიერ პლაცკარტის ღირებულების დამატებით ან მას უბრუნდება საფასური ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად.

3. სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობის აღდგენისთვის კომპოსტერული ნიშნები უქმდება და ისმება შემდეგი შინაარსის შტამპი: “სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობა აღდგენილია .....წლის .....რიცხვი .....თვე (ხელმოწერა)”.

    მუხლი 44

1. მგზავრს, რომელსაც სურს გაემგზავროს იმ მატარებელზე ადრე გამავალი მატარებლით, რომელზეც მას შეძენილი აქვს სამგზავრო დოკუმენტი, უფლება აქვს მიმართოს საერთო წესით სადგურის სალაროს, რათა მან ახალი კომპოსტერი დაადოს სამგზავრო დოკუმენტს.

2. ადრე შეძენილი სამგზავრო დოკუმენტები ინარჩუნებს თავის მოქმედებას, თუ მგზავრი მიემგზავრება იმავე კატეგორიის მატარებლით და ვაგონით და იმავე მარშრუტით. თუ მგზავრი მიემართება მაღალი კატეგორიის მატარებლით და ვაგონით ან სხვა მარშრუტით, მას ახდევინებენ მგზავრობის ღირებულების სხვაობას.

3. სამგზავრო დოკუმენტზე თავდაპირველი კომპოსტერული ნიშნები უქმდება ჯვრისებური წარწერით: “კომპოსტერი გაუქმებულია”. წარწერა დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით. აღნიშნავენ გაუქმების თარიღს და საათს.

4. თუ მგზავრს სურს იმგზავროს დაბალი კატეგორიის მატარებლით ან ვაგონით, გადახდილი დამატებითი საფასური (პლაცკარტისა და სიჩქარისთვის) დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გამოთვლა ხდება დღის 24 საათიდან, რომელიც აღნიშნულია ახალი კომპოსტერით. გათავისუფლებული ადგილები გასაყიდად უნდა გადაეცეს სალაროს.

    მუხლი 45

1. თუ მგზავრის სამგზავრო დოკუმენტები მატარებლის გასვლის შემდეგ დარჩა გამცილებელს, ამ უკანასკნელს შეუძლია მატარებლის გასვლის მომენტიდან არა უგვიანეს 2 საათის განმავლობაში ჩააბაროს ეს დოკუმენტები სადგურის ან ვაგზლის მორიგეს, რომელიც გამცილებლის ხარჯზე უგზავნის დეპეშას (ტელეფონოგრამას) მატარებლის უფროსს და სვლის გზაზე იმ სადგურის უფროსს (დირექტორს), სადაც მატარებლის გაჩერების დროში შეიძლება გაიცეს ახალი სამგზავრო დოკუმენტები.

2. დეპეშაში აღნიშნული უნდა იყოს: მგზავრის გვარი, ინიციალები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი დარჩა გამცილებელთან, მატარებლის, ვაგონის კატეგორია და ადგილის ნომერი, რომლითაც მიემართება მგზავრი, დანიშნულების სადგური და გაგზავნის სადგურში წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთი, დამატებითი საფასურის ქვითარი და ა.შ.) ნომრები.

3. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დეპეშის (ტელეფონოგრამის) საფუძველზე, რომელიც დამოწმებულია სატელეგრაფო წესების შესაბამისად, სადგური, რომელმაც მიიღო დეპეშა (ტელეფონოგრამა), უფასოდ გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტებს და დეპეშას (ტელეფონოგრამას) სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ ანგარიშის ჩაბარებისას ურთავს როგორც გამართლებას.

4. თუ საწყისი სადგურიდან მგზავრის გაგზავნის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ იქნება მიღებული დეპეშა გაგზავნის სადგურის უფროსისგან, მგზავრი ვალდებულია უბილეთო მგზავრობისთვის გადაიხადოს შესაბამისი ბილეთის ღირებულების რკინიგზის მიერ განსაზღვრული გაზრდილი ოდენობა ან დატოვოს მატარებელი.

5. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), რომელმაც გაგზავნა დეპეშა (ტელეფონოგრამა) მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ, მოვალეა გამცილებლისგან მიღებული სამგზავრო დოკუმენტები თავისი დეპეშის (ტელეფონოგრამის) პირთან ერთად წარუდგინოს საფინანსო სამსახურს, ამასთან დაურთოს ისინი მორიგ ანგარიშს სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის შესახებ. სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ანგარიშის ბოლოს ამ შემთხვევაში კეთდება წარწერა: “წარმოდგენილია გამცილებლებთან დატოვებული სამგზავრო დოკუმენტები, სულ ..... ერთეულის რაოდენობით დეპეშების (ტელეფონოგრამების) პირების თანახმად”.

    მუხლი 46

1. მატარებლის გაგზავნიდან 2 საათის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი დღისა, წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტები უნდა გაუქმდეს მათზე სადგურის შტამპელის დადების გზით და აღინიშნოს: “სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეწყვეტილია ..... სადგურში ..... რიცხვი ..... თვე ..... საათი ..... ხელმოწერა ..... “.

2. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმეორედ შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის გადახდილი საფასური შეიძლება უკან იქნეს მიღებული წარდგენილი პრეტენზიის რკინიგზის მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადებას თან დაერთვის როგორც გაუქმებული, ისე ახლად შეძენილი სამგზავრო დოკუმენტები.

თავი VII

მომსახურების  გაწევა მგზავრობისას

    მუხლი 47

საწოლადგილებიან ვაგონებში მგზავრებისთვის ქვეშაგების გაცემა წარმოებს სვლის მთელ გზაზე შესაბამისი საფასურით, რომელსაც ახდევინებენ ვაგონების გამყოლები.

    მუხლი 48

1. ვაგონების გამყოლები მოვალენი არიან ქვეშაგების კომპლექტები მიიტანონ მგზავრთა ადგილებზე. პლაცკარტის ვაგონში ქვეშაგებით სარგებლობის საფასური შედის პლაცკარტის ღირებულებაში და მგზავრი დამატებით არ იხდის.

2. მატარებელში ქვეშაგების კომპლექტით სარგებლობისთვის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს რკინიგზა.

    მუხლი 49

საფირმო მატარებლების პლაცკარტის და კუპეებიან ვაგონში, ასევე საერთაშორისო ვაგონებში ქვეშაგებით სარგებლობისთვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება რკინიგზის მიერ.

    მუხლი 50

ქვეშაგების დაკარგვისას, დაზიანებისას ან მისი ისეთი გაჭუჭყიანებისას, რაც ქიმიურ წმენდას მოითხოვს, მგზავრს ახდევინებენ თეთრეულის ან ქიმიური წმენდის ღირებულებას რკინიგზის მიერ დადგენილი შეფასების უწყისის თანახმად. ვაგონების შიდა მოწყობილობის საგნების ნაწილობრივი, სრული დაზიანების ან დაკარგვის თითეული შემთხვევის გამო ადგენენ აქტს დაზიანების მიმყენებელი პირის, მატარებლის უფროსისა და ვაგონის გამყოლის მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც ბრალეულ პირს ახდევინებენ დაკარგული ან დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულებას.

    მუხლი 51

1. ყველა კატეგორიის სამგზავრო ვაგონის გამყოლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.

2. საერთაშორისო და ადგილობრივი მატარებლების სამგზავრო ვაგონებს, საგარეუბნო მატარებლების ვაგონებს ბავშვებიანი მგზავრებისთვის ამარაგებენ ადუღებული გაციებული წყლით.

3. ადგილობრივი და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია ვაგონის არამუშა ტამბურში.

4. საგარეუბნო მატარებლების ვაგონებში, მათ შორის ტამბურებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას მოჰყვება გაფრთხილება, ხოლო რკინიგზისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ბრალეულ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

თავი VIII

გაჩერებები სვლის გზაზე

    მუხლი 52

1. ერთი სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ფარგლებში მგზავრს უფლება აქვს სვლის გზაზე ერთხელ გააკეთოს გაჩერება ერთ პუნქტში არა უმეტეს 10 დღე-ღამით, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელებით.

2. მგზავრი ვალდებულია თავისი სამგზავრო დოკუმენტი წარუდგინოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) ან ვაგზლის მორიგეს იმ მატარებლის სადგურში მოსვლის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში, რომლითაც იგი მგზავრობდა, სამგზავრო დოკუმენტზე მასტიკის შტემპელის დასადებად: “.......... სადგური გაჩერება სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა გაგრძელებულია . . . . . . . . . /წელი, თვე, რიცხვი, საათი / . . . . . . . . . . /ხელმოწერა/”.

3. გაჩერების შტემპელდადებული სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაფორმდეს დანიშნულების სადგურამდე მგზავრობის გასაგრძელებლად, თუ ვარგისობის დარჩენილ ვადაში შეიძლება ამ სადგურამდე მისვლა, მგზავრი იხდის საფასურს საწოლი ადგილის დაკავებისთვის.

    მუხლი 53

1. თუ მგზავრს აქვს სურვილი განაახლოს შეწყვეტილი მგზავრობა იმავე სადგურიდან, სადაც გაკეთდა გაჩერება, მან უნდა დააკომპოსტეროს სამგზავრო დოკუმენტი იმ სადგურში, სადაც გაკეთდა აღნიშვნა გაჩერების შესახებ. თუ სამგზავრო დოკუმენტზე გაჩერების შემდეგ არ არის ახალი კომპოსტერი, მგზავრი ითვლება უბილეთოდ, მაგრამ უფლება აქვს სამგზავრო დოკუმენტი დააკომპოსტეროს უახლესი სადგურის სალაროში, თუ მოცემულ სამგზავრო დოკუმენტს ვარგისობის ვადა ჯერ კიდევ არ გასვლია.

2. მგზავრს, რომელმაც ერთხელ გააკეთა გაჩერება გზაში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უფლება აღარა აქვს შეწყვიტოს თავისი მგზავრობა.

    მუხლი 54

1. სვლის გზაზე მგზავრის გაჩერებისას საწოლი ადგილის საფასური კარგავს თავის ნამდვილობას და მის ღირებულებას მგზავრს არ უბრუნებენ. სიჩქარისთვის გადახდილი დამატებითი საფასური ინარჩუნებს თავის მოქმედებას ბილეთთან ერთად.

2. გზაში გაჩერების შემდეგ დაბალანაზღაურებადი კატეგორიის მატარებლით ან ვაგონით მგზავრობის გაგრძელების შემთხვევაში ადრე გადახდილი დამატება მგზავრს არ უბრუნდება.

თავი IX

მგზავრობის პირობების შეცვლა

    მუხლი 55

1. მგზავრს უფლება აქვს გზაში შეცვალოს მოცემული მატარებლით თავისი მგზავრობის პირობები და გადავიდეს მაღალი კატეგორიის ვაგონში, თუ ამ ვაგონში არის თავისუფალი ადგილი. მგზავრმა ამის თაობაზე უნდა განუცხადოს მატარებლის უფროსს (მექანიკოს ბრიგადირს) ვაგონის გამყოლის მეშვეობით.

2. ბილეთების გაყიდვის ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის მქონე უბნებზე მგზავრთა მაღალი კატეგორიის ვაგონებში გადაყვანა წარმოებს სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყვანის გაერთიანებული საგზაო და ტერიტორიული სამმართველოს ბიუროების ნებართვით.

    მუხლი 56

1. მაღალი კატეგორიის ვაგონით მგზავრობისთვის მგზავრის სურვილის შემთხვევაში შესაბამისი სხვაობის საფასური მან უნდა გადაიხადოს და გააფორმოს მატარებლის სვლის გზაზე ერთ-ერთ საბილეთო სალაროში, სადაც ეს შესაძლებელია მატარებლის დგომის განმავლობაში, ან უშუალოდ მატარებლის უფროსთან (მექანიკოს-ბრიგადირთან). ამ შემთხვევაში მგზავრს მიეცემა დამატებითი გადახდის შესაბამისი გუ-57 ფორმის ქვითარი. მაღალფასიანი ადგილის დაკავება დაშვებულია მისი საფასურის გადახდის შემდეგ.

2. მაღალი კატეგორიის ვაგონში გადასვლისას ახდევინებენ საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება როგორც შესაბამისი კატეგორიების ვაგონებით მგზავრობის ღირებულების სხვაობა მანძილისთვის იმ სადგურს, სადაც მგზავრმა დაიკავა ადგილი ვაგონში, და იმ სადგურს შორის, სადამდეც მას სურს მგზავრობა მის მიერ არჩეული კატეგორიის ვაგონით.

3. სვლის გზაზე თავისი სურვილით მგზავრის გადასვლა ნაკლებფასიანი კატეგორიის ვაგონში დაშვებულია ისე, რომ არ წარმოებს გადახდილი საფასურის გადაანგარიშება და დაბრუნება.

    მუხლი 57

1. თუ ვაგონში ადგილის გამოყოფა შეუძლებელია შეძენილი სამგზავრო დოკუმენტის თანახმად, რკინიგზა მოვალეა, მგზავრის თანხმობით, დამატებითი საფასურის გადაუხდევინებლად, გამოუყოს მას ადგილი იმავე ან უფრო მაღალი კატეგორიის სხვა ვაგონში.

2. თუ მგზავრს გამოეყო ადგილი, რომლის ღირებულება მის მიერ ნაყიდი სამგზავრო დოკუმენტის ღირებულებაზე ნაკლებია, მას უბრუნდება მგზავრობის ღირებულების სხვაობა ამ წესების 264-274-ე მუხლების შესაბამისად. თუ მგზავრი უარს განაცხადებს ადგილის შეცვლაზე, რკინიგზა ვალდებულია, დაუბრუნოს მას მგზავრობის ღირებულება.

3. თუ შეუძლებელია ადგილის გამოყოფა ამავე მატარებელში, რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკი ვალდებულია, მგზავრის მოთხოვნით, მიუჩინოს მას შესაბამისი ადგილი სხვა მატარებელში. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა სამგზავრო დოკუმენტების ხელახალი დაკომპოსტერება, საფასურის გადახდევინების გარეშე.

    მუხლი 58

1. თუ სვლის გზაზე ან ფორმირებისა და მობრუნების პუნქტში ვაგონი აიხსნება ტექნიკური გაუმართაობის გამო, სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) მოვალეა უზრუნველყოს მგზავრების გადაყვანა სხვა ვაგონში, ხოლო, თუ ვაგონების მიბმა შეუძლებელია – განათავსოს მგზავრები ამავე მატარებლის თავისუფალ, თუნდაც უფრო მაღალი კატეგორიის ადგილებზე.

2. რკინიგზის მიზეზით მაღალი კატეგორიის ვაგონში ან მატარებელში მგზავრთა იძულებით გადასვლას (გადაყვანას) თითოეულ შემთხვევაში აფორმებენ აქტით მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) და იმ სადგურის მუშაკის ხელმოწერით, სადაც მოხდა ეს გადასვლა. აქტს ინახავენ მატარებლის რეისის ბოლომდე და შემდეგ გადასცემენ გამყოლთა რეზერვს.

4. მაღალი კატეგორიის ვაგონში გადაყვანისას დამატებით საფასურს მგზავრებს არ ახდევინებენ, ხოლო დაბალ კატეგორიაში სადგური იხდის მგზავრობის ღირებულების სხვაობას ამ წესების 264-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. მგზავრები, რომლებიც არ განულაგებიათ იმავე მატარებელში, უნდა გაიგზავნონ დროით უახლესი გამავალი მატარებლით თავიანთი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისად.

    მუხლი 59

1. ვაგონის ახსნისას მგზავრი, რომელმაც გადაიხადა ქვეშაგებით სარგებლობის საფასური, კვლავ უფასოდ იღებს მას ახსნილი ვაგონის გამყოლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და დამოწმებულია სადგურის შტემპელით. აქტი ვაგონის გამყოლისთვის წარმოადგენს ქვეშაგების უფასოდ გაცემის გამამართლებელ დოკუმენტს.

2. ახსნილი ვაგონიდან მგზავრების სხვა ვაგონებში გადაყვანისას მგზავრთა ხელბარგის გადატანა და დახმარების გაწევა გადატანისას რკინიგზის მუშაკთა მოვალეობაა და ამას ორგანიზაციას უწევს მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) სადგურის უფროსთან ერთად, ამასთან დაცულ უნდა იქნეს სიფრთხილის და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები.

თავი X

დავის გადაწყვეტა და უარი გადაყვანაზე

    მუხლი 60

მგზავრებსა და რკინიგზის მუშაკებს შორის, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, წარმოშობილ ყველა დავასა და გაუგებრობას წყვეტს:

ა) სადგურში – სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი);

ბ) მატარებლებში მოძრაობის დროს – მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი).

    მუხლი 61

ვაგონის გამყოლს ან რკინიგზის სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს უარი უთხრას გადაყვანაზე და მატარებლიდან გააძევოს მგზავრი, თუ:

ა) მგზავრი მატარებელში ჩაჯდომისას ან სვლის გზაზე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, არღვევს მგზავრობის წესებსა და საზოგადოებრივ წესრიგს, სვამს სპირტიან სასმელებს, არღვევს სხვა მგზავრთა სიმშვიდეს. ასეთი მგზავრის ჩაჯდომაზე უარის თქმა ან გაძევება შეუძლია ვაგონის გამყოლს ან რკინიგზის სხვა თანამდებობის პირს, ხოლო დაუმორჩილებლობისას – პოლიციის მუშაკს. ასეთ პირს სამგზავრო დოკუმენტზე აღენიშნება: „უარი ეთქვას გადაყვანაზე ამ წესების 61-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე“. ამასთან მგზავრობის (გაუვლელი მანძილის) და ბარგის გადაზიდვის საფასურს არ უბრუნებენ;

ბ) მგზავრის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, რაც არღვევს გარშემო მყოფთა სიმშვიდეს ან უქმნის საფრთხეს სხვა მგზავრთა ჯანმრთელობას და თუ ამასთან არ არის მისი ცალკე მოთავსების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში მგზავრს იმ სადგურში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით ატოვებინებენ მატარებელს. ამ შემთხვევაში სადგურის უფროსი უბრუნებს მგზავრს გაუვლელი მანძილისთვის მგზავრობის ღირებულებას გავლილი მანძილის ტარიფის ღირებულების გამოქვითვით, ან აკეთებს აღნიშვნას სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის შეჩერებისა და გაგრძელების შესახებ ამ წესების 30-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 62

1. მგზავრის მიერ მატარებლის დატოვების შემთხვევაში, თუ იგი არ მოისურვებს, რომ მისი ბარგი გადაზიდულ იქნეს დანიშნულების სადგურამდე, ბარგს ქვითრის წარდგენით გასცემენ იმ სადგურში, სადაც მგზავრმა შეწყვიტა მგზავრობა. აგრეთვე, თუ შეუძლებელია ბარგის გადმოტვირთვა, ბარგი გადაიზიდება უახლოეს სადგურამდე და პირველი უკან მომავალი მატარებლით მას აბრუნებენ იმ სადგურში, სადაც მგზავრმა შეწყვიტა მგზავრობა.

2. ავადმყოფობის მიზეზით მატარებლიდან მგზავრის მიერ მატარებლის დატოვების შემთხვევაში ბარგს აბრუნებენ უფასოდ იმ სადგურის (ვაგზლის) უფროსის დეპეშის საფუძველზე, სადაც მგზავრმა დატოვა მატარებელი.

კარი II

ხელბარგის გადაზიდვა

თავი XI

ხელბარგის გადაზიდვის წესი

    მუხლი 63

ხელბარგის მთლიანობასა და დაცულობაზე რკინიგზა პასუხს არ აგებს. ხელბარგზე ზრუნვა მგზავრის მოვალეობაა.

    მუხლი 64

დაუშვებელია ხელბარგის განლაგება მგზავრისთვის განკუთვნილ ადგილებზე, აგრეთვე დასაჯდომებს შორის გადასასვლელებში, დერეფნებში, ვაგონების ბაქნებზე (ტამბურებში). აკრძალულია აგრეთვე დიდგაბარიტიანი ნივთების გადაზიდვა, რომლებიც არ განეკუთვნება ხელბარგს, რომელთა ზომა სამი განზომილების ჯამით 180 სმ-ს აღემატება.

    მუხლი 65

1. მგზავრს უფლება აქვს მგზავრობისას თან იქონიოს არა უმეტეს 36 კგ ხელბარგი (სრულ და საბავშვო სამგზავრო დოკუმენტზე), ხოლო საგარეუბნო მატარებლით მგზავრობისას – დამატებით არა უმეტეს 50 კგ ხელბარგი, საფასურის გადახდით.

2. მგზავრების მიერ სამგზავრო მატარებლებში უფასო ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა ფორმდება სპეციალური ბილეთებით ამ წესების 187-ე მუხლით დადგენილი წესით. საფასურის გადახდევინებით ნებადართულია საგარეუბნო მატარებლებში მხოლოდ ერთი დაუშლელი ველოსიპედის გადაზიდვა ტამბურში.

3. ხელბარგის წონის ანგარიშში არ შედის: ოთახის ფრინველები გალიაში, პორტფელი, ქალის ხელჩანთა, დურბინდი, თხილამურები და მათი ჯოხები, ქოლგა და სხვა წრილმანი ნივთები.

4. საგარეუბნო მატარებლებში ხელბარგად გადაზიდვისთვის დაშვებულია აგრეთვე უფასო გადაზიდვის ნორმის ანგარიშში საბავშვო ეტლები, მცენარეები ნერგები და სხვა სარგავი მასალები – კრონით შემოკრული და შეფუთული ფესურებით. ასეთი ხელბარგის თითოეული ადგილი არ უნდა აღემატებოდეს წონით 18 კგ-ს და სიმაღლით 1,5 მ-ს.

5. კარანტინგამოცხადებულ რაიონებში ხელბარგის აღნიშნული გადაზიდვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მგზავრი წარმოადგენს საკარანტინო დოკუმენტებს.

6. ნებადართულია ადგილობრივ და საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებში დაშლილი სახით საბავშვო ეტლის, ბაიდარების გადაზიდვა მგზავრის ხელბარგის წონის ნორმის ანგარიშში, რომლებიც თავისი ზომით შეიძლება განლაგდეს ვაგონში ხელბარგისთვის განკუთვნილ ადგილებზე.

    მუხლი 66

ხელბარგად გადასაზიდად არ დაიშვება ნივთები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრების ნივთები, აგრეთვე დატენილი იარაღი, მყრალი, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებანი (სპეციალური წესებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).

    მუხლი 67

მგზავრთა ზედმეტი ხელბარგის გადასაზიდად მატარებელთა შემადგენლობებში შეიძლება ჩაირთოს დამატებითი საბარგო ვაგონები ან ვაგონ-მოძრავი ბარგის შესანახი კამერები. ასეთ ვაგონებში ხელბარგის გადაზიდვის საფასურს ახდევინებენ ტვირთბარგის ტარიფით. ამასთან ხელბარგის თითოეული ადგილის გადაზიდვა, რომლის ზომა არ აღემატება სამი განზომილების ჯამით 180 სმ-ს, ნაზღაურდება როგორც 20 კგ ტვირთბარგის გადაზიდვისთვის, ხოლო დიდი ზომის ხელბარგის გადაზიდვა – როგორც 50 კგ ტვირთბარგის გადაზიდვისთვის. გადაზიდვის გაფორმება წარმოებს ტვირთბარგის ქვითრით.

    მუხლი 68

სპეციალურ ვაგონებში ზედმეტი ხელბარგის გადაზიდვაში მომსახურებისთვის მგზავრს ახდევინებენ სშ-4 ფორმის ქვითრით დამატებით საფასურს რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით თითოეულ ადგილზე. ვაგონ-მოძრავ კამერებში გადასაზიდი ხელბარგის დაკარგვისთვის, დანაკლისისა და გაფუჭებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ვაგონის მიწერის რკინიგზას ამ წესების 116-117 -ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

თავი XII

ხელბარგისა და შინაური მცირე ზომის ცხოველების გადაზიდვა-გადაყვანა

    მუხლი 69

1. გამონაკლისის სახით დასაშვებია სამგზავრო დოკუმენტზე არა უმეტეს ერთი ერთეული ელექტროტექნიკური მოწყობილობის (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მგზავრს ხელბარგი) გადაზიდვა საერთაშორისო და ადგილობრივი მატარებლის საწოლადგილიანი ვაგონებით (არაკუპეებიანი, კუპეებიანი და რბილი), აგრეთვე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების ყველა ვაგონით.

2. ადგილობრივ, საერთაშორისო ან საგარეუბნო მატარებლებში თითოეული გადასაზიდი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მისი წონის მიუხედავად (მცირეგაბარიტიანი პორტატიულების გარდა), საფასურს მგზავრი იხდის საბარგო ტარიფით 30 კგ წონისთვის ანგარიშით.

3. ამ გადაზიდვის გაფორმებას საბილეთო სალაროები აწარმოებენ ლუ-12ა ფორმის ქვითრით.

4. ელექტროტექნიკური მოწყობილობა უნდა განლაგდეს ხელბარგის გადასაზიდად ვაგონებში გამოყოფილ ადგილებზე, ხოლო მგზავრების მიერ დაკავებულ დიდგაბარიტიან ადგილებზე განლაგდება სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით.

5. სამგზავრო ვაგონებში გადასაზიდად დაუშვებელია დიდგაბარიტიანი ტელევიზორები და სხვა აპარატურა, რომლებიც თავისი ზომით კუპეს შესასვლელ კარზე ფართოა.

    მუხლი 70

1. პატარა შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა დასაშვებია ყველა ვაგონით (რბილი და საბავშვოს გარდა), თუ ამას არ კრძალავს ვეტერინარული წესები.

2. პატარა შინაური ცხოველები და ფრინველები უნდა მოთავსდეს ყუთებში, კალათებში და თავისუფლად განლაგდეს ხელბარგის გადასაზიდად გამოყოფილ ადგილზე.

    მუხლი 71

სამგზავრო მატარებლებში დიდი ჯიშის ძაღლების, მათ შორის, სასამსახურო ძაღლების, გადაყვანა წარმოებს:

ა) საბარგო ვაგონებში სპეციალური კონტეინერებით ან ქვეშიანი ყუთებით პატრონების ან თანმხლებების მეთვალყურეობით, რომლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე მატარებელში;

ბ) ლოკომოტივის მომდევნო პირველი მაგარი სამგზავრო ვაგონის არასამუშაო ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანმხლებების მეთვალყურეობით, რობლებმაც უნდა იმგზავრონ ამავე ვაგონში;

გ) საგარეუბნო მატარებლის ტამბურში (არა უმეტეს ორი ძაღლისა) თანხმლების მეთვალყურეობით.

    მუხლი 72

1. მცირე ჯიშის ძაღლებისა და ლეკვების გადაყვანა ყველა მატარებლის ყველა მაგარ ვაგონში დაიშვება იმ პირობით, თუ ისინი მგზავრებს ჰყავთ ტარაში (ჩანთაში, კალათაში, გალიაში და სხვა).

2. ძაღლების (ტარაში მოთავსებულთა გარდა) გადაყვანა (მათ შორის, საგარეუბნო მატარებლებშიც) ხდება, თუ მათ უკეთიათ სადრუნჩე, დაბმული არიან ჯაჭვით ან თასმით. აკრძალულია გარეული ცხოველებისა და ნებისმიერი სახის მღრღნელების გადაყვანა.

3. ძაღლების ჯგუფური გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) სახელზე მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 დღე-ღამით ადრე შეტანილი წინასწარი განაცხადით, ცალკეულ ვაგონებში იჯარის პირობებით.

4. ძაღლების გადაყვანა ნაზღაურდება ამ წესების 187-ე მუხლით განსაზღვრული წესით. უსინათლოებს მეგზური ძაღლები გადაჰყავთ უფასოდ ყველა მაგარ ვაგონში.

    მუხლი 73

მგზავრების მიერ პატარა ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა საგარეუბნო მატარებელში ფორმდება 187-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო ადგილობრივ და საერთაშორისო მატარებლებში მგზავრს ეძლევა საბარგო ქვითარი, რომლის ერთი პირის მხარეზე წარწერილია „ბარგი მგზავრის ხელზე”.

    მუხლი 74

1. გზაში სამგზავრო ვაგონიდან საბარგოში პატარა შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის შემთხვევაში საბარგო ქვითარს მგზავრს ჩამოართმევენ და გადასცემენ საბარგო ვაგონის ბარგის მიმღებ-ჩამბარებელს როგორც გადაზიდვის დოკუმენტს.

2. საბარგო ვაგონის ბარგის მიმღებ-ჩამბარებელი მგზავრს გადასცემს იარლიყს, რომელშიც აღინიშნება საბარგო ქვითრის ნომერი და დანიშნულების სადგური.

    მუხლი 75

საბარგო ვაგონში ძაღლების, მცირე ზომის შინაური ცხოველების, ფუტკრის და ფრინველების გადასაყვანად მიღება დაშვებულია სვლის გზაზე გადაუტვირთავად.

    მუხლი 76

1. ძაღლების, პატარა შინაური ცხოველების, ფრინველების გადაყვანა შეიძლება სპეციალური კონტეინერებით ან გამგზავნის ქვეშაგიანი ტარით (გალიებით, კალათებით, ყუთებით), რომლებიც იცავს ვაგონსა და სხვა ბარგს დაბინძურებისგან.

2. ტარა უნდა შეესაბამებოდეს გადასაყვანი ცხოველების ზომასა და რაოდენობას და არ უნდა იყოს დიდი ზომის. სადავო შემთხვევაში ტარის საკითხს წყვეტს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი).

3. ძაღლების, ფრინველებისა და პატარა შინაური ცხოველების კვება და მოვლა მფლობელის ან თანმხლების მოვალეობაში შედის, რკინიგზის მიზეზით მათი შეცდომით გაგზავნის შემთხვევების გარდა.

    მუხლი 77

1. ფუტკარი გადასაყვანად მიიღება საბარგო ვაგონში გარდამავალ პერიოდში, როცა ვაგონსგარეთ ჰაერის ტემპერატურა +1000-ს არ აღემატება.

2. ფუტკარი გადაჰყავთ სკებით ან ფანერის პაკეტებით თანმხლების მეთვალყურეობით, რომელმაც უნდა იმგზავროს ამავე მატარებლით.

3. ვაგონში სკები და პაკეტები ისე თავსდება რომ არ დაიფაროს სკების სავენტილაციო ხვრელები და უზრუნველყოფილი იყოს მათთან თავისუფალი მიდგომა.

    მუხლი 78

1. პატარა ცხოველებს, ფრინველებსა და ფუტკარს გადასაყვანად იღებენ შესაბამისი მატარებლის გასვლამდე 1 საათით ადრე მაინც.

2. გარეული ცხოველები ბარგად გადაყვანისთვის არ მიიღება.

3. ძაღლების, ფრინველების, პატარა ცხოველების და ფუტკრის ბარგად გადაყვანისთვის გაიცემა ბარგის ქვითარი, რომელშიც აკეთებენ აღნიშვნას: „ძაღლი გალიაში” „ფრინველი გალიაში” და ა. შ., ამასთან აღნიშნავენ გადასაყვანი ცხოველებისა და ფრინველების საერთო წონას ტარიანად და რაოდენობას.

    მუხლი 79

ფრინველები, პატარა ცხოველები და ფუტკარი მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს დანიშნულების სადგურში მატარებლის მოსვლის შემდეგ, რომლითაც ისინი გადაჰყავთ, მაგრამ ჩამოსვლის მომენტიდან არა უგვიანეს 12 საათის განმავლობაში, ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი გასაყიდად უნდა გადაიცეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი აქტის გაფორმებით.

    მუხლი 80

ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში, რომლითაც მოხდა ცხოველების, ფრინველებისა და ფუტკრის გადაყვანა, იგი შეიძლება გადაეცეს მგზავრს ხელმოწერით მხოლოდ მაშინ, თუ წარადგენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ მას ეკუთვნის გზავნილი, მიმღების გვარის, სახელის, მამის სახელის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნით.

    მუხლი 81

საბარგო ვაგონებით შინაური ცხოველების, ძაღლების, ფრინველების, ფუტკრის გადაყვანა წარმოებს შესაბამისი ფორმის ვეტერინარული მოწმობების წარდგენის შემდეგ.

თავი XIII

დარჩენილი და ნაპოვნი ნივთები

    მუხლი 82

1. მატარებლებში ან რკინიგზის მიკუთვნების ზოლში დარჩენილი ან დაკარგული ნივთების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში ადგენენ საერთო ფორმის აქტს, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ნაპოვნი ნივთების გარეგნული სახე და მათი აღმოჩენის გარემოებანი.

2. აქტს ადგენენ აუცილებლად ნივთების აღმომჩენი პირები მატარებელში – მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ვაგონის გამყოლის თანდასწრებით, სადგურში – სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი). აქტის ერთ პირს გადასცემენ ნივთების მპოვნელს.

3. სადგურში ან მარშრუტის ბოლო პუნქტში მისული მატარებლის შემადგენლობაში ან სადგურის მოსაზღვრე გადასარბენზე დარჩენილ და აღმოჩენილ ნივთებს გადასცემენ ამ სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს), რომელიც მათ აღნიშნავს საგანგებო წიგნში.

4. ნივთებზე მაგრდება იარლიყები, რომლებზეც აღინიშნება სადგური და წიგნში შეტანილი საგნის ნომერი. თუ შესაძლებელია, რომ ნივთს დაედოს პლომბი, მასზე მაგრდება პლომბი ან დაისმის ბეჭედი.

5. პლომბის დადების წინ ნივთებს ხსნიან პოლიციის წარმომადგენლის თანდასწრებით. გახსნის შედეგების შესახებ ადგენენ ცალკე აქტს და ნივთების აღწერას ორ ეგზემპლარად, ამ აღწერის ერთ ეგზემპლარს აბარებენ ნივთების მპოვნელს.

 6. მატარებლებში დარჩენილ ნივთებს მსვლელობის გზაზე მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) აქტთან ერთად ხელწერილით გადასცემს ამ მატარებლის სვლის ბოლო პუნქტის სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს).

    მუხლი 83

1. ნივთების დაკარგვის შესახებ განცხადების მიღების დღიდან 30 დღის შემდეგ ნაპოვნ და მოუკითხავ ნივთებს აქტთან და აღწერასთან ერთად სადგური გზავნის უდოკუმენტო ტვირთის საწყობში. შესანახი საკნებიდან, მათ შორის ავტომატური საკნებიდან, მგზავრის მიერ მიუღებელი ნივთების ამოღებისას უნდა შედგეს აქტი ნივთების აღწერითურთ. თუ არის მონაცემები, რომლებითაც შეიძლება მფლობელის ადგილსამყოფლის დადგენა, ამ უკანასკნელს დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება იმის შესახებ, თუ სად არის ნივთები. პასუხის მიღების შემდეგ ნივთებს გზავნიან მფლობელის თხოვნის შესაბამისად.

2. დარჩენილი და მოუკითხავი ნივთები სარეალიზაციოდ გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მფლობელის მოძებნის ყველა საშუალება ამოწურულია.

    მუხლი 84

1. პირი, რომელიც მოითხოვს ნაპოვნი ნივთების დაბრუნებას, ამტკიცებს მათზე თავის უფლებას, წერილობით აღწერს ნივთების ზუსტ ნიშნებს, მათ შიგთავსს ან წარმოადგენს ნივთების საკეტების გასაღებს.

2. თუ ნივთები ინახება იმ სადგურში, სადაც ისინი იპოვეს ან ჩააბარეს, მათ დაუყონებლივ უბრუნებენ მფლობელს სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) განკარგულებით პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ. თუკი ნივთები გადაგზავნილია სარეალიზაციოდ, ნებართვას მათი გაცემის შესახებ გასცემს რკინიგზა.

3. ნივთების მიღებისას მფლობელმა რკინიგზას უნდა გადაუხადოს ბარგის შენახვის, შეფუთვის, გადაზიდვის საფასური, აგრეთვე გასცეს ხელწერილი ნივთების მიღებაზე და აღნიშნოს მასში თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრები. შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 189-ე მუხლის შესაბამისად.

4. ნაპოვნი და დარჩენილი ნივთების რეალიზაცია ხორციელდება მოუკითხავი ბარგის რეალიზაციის წესების თანახმად.

    მუხლი 85

1. თუ ვაგონიდან გამოსვლისას მგზავრი თვითონ აღმოაჩენს, რომ მას ვაგონში დარჩა ნივთები, მან უნდა მიმართოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს), მისი არყოფნისას რკინიგზის უფლებამოსილ პირს.

2. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) ან რკინიგზის უფლებამოსილი პირი მომხდარის შესახებ მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე დაუყოვნებლივ უგზავნის სასამსახურო დეპეშას მატარებლის უფროსს (მექანიკოსს-ბრიგადირს) ან მატარებლის სვლის გზაზე პირველი დიდი სადგურის ან მატარებლის სვლის ბოლო სადგურის უფროსს, ამასთან ამ დეპეშაში უნდა აღინიშნოს ვაგონის და იმ ადგილის ნომრები, რომელიც ეკავა მგზავრს, დარჩენილი ნივთების აღწერითურთ და მფლობელის ადგილსამყოფელზე მათი გადაგზავნის მოთხოვნით.

3. ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით მთელ ხარჯებს ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებს მგზავრი, რომელსაც ეკუთვნის ნივთები.

კარი III

ბარგის გადაზიდვა

თავი XIV

ბარგის მიღების პირობები

    მუხლი 86

1. ბარგი გადაიზიდება სადგურებამდე, რომლებიც აწარმოებენ ბარგის მიღება-გაცემის ოპერაციებს და არ უნდა გასცილდეს მგზავრის სვლის პუნქტს სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისად.

2. მგზავრს შეუძლია ბარგი გადასაზიდად წინასწარ ჩააბაროს. წინასწარი შენახვის საფასურის გადახდევინება ხდება ამ წესების 189-ე მუხლის თანახმად.  გადასაზიდად მიიღება ისეთი ნივთები და საგნები, რომლებიც თავისი ზომით, შეფუთვით და თვისებებით შეიძლება ადვილად ჩაიტვირთოს და განლაგდეს საბარგო ვაგონში ისე, რომ არ დააზიანოს სხვა მგზავრთა ბარგი.

2. თითოეული ადგილი მომარჯვებული უნდა იყოს ან ჰქონდეს მოწყობილობანი, რომლებიც დატვირთვისას და გადმოტვირთვისას იძლევა მისი გადატანის საშუალებას. ჩემოდნები, ზანდუკები, კალათები, ყუთები, კოლოფები და ფუთები მაგრად უნდა იყოს შეკრული. ტარა ან შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს გადაზიდვის მთელი დროის განმავლობაში ნივთების დაცულობას.

3. ელექტროტექნიკური მოწყობილობის შეფუთვისადმი მოთხოვნები განსაზღვრულია 126-ე მუხლით.

4. ველოსიპედების, საბავშვო ეტლებისა და საწოლების, საპროთეზო ეტლების და ინვალიდთა სხვა ტექნიკური საშუალებების მიღება შეიძლება შეფუთულად ან შეუფუთავად.

5. დაუშვებელია ნებისმიერი იმ ნივთისა და საგნის ბარგად გადაზიდვა, რომლის ერთი ადგილის წონა აღემატება 80 კგ-ს, სიგრძე 3 მ-ზე მეტია.

6. 80 კგ-ზე მეტი წონის დაუნაწილებელი ადგილები (მაცივრები, გაზის ქურები და ა.შ.) მიიღება, ბარგად გადაზიდვისთვის, ესე იგი სამგზავრო დოკუმენტით მატარებელში თითოეულ გაფორმებულ ადგილზე ერთი ერთეულის რაოდენობით. ამ რაოდენობის გადამეტებით მიღებული დაუნაწილებელი საგნების გადაზიდვის საფასურის გადახდა ხდება ტვირთბარგის ტარიფით. მათი გადაზიდვის წესი გათვალისწინებულია 127-ე მუხლით.

    მუხლი 87

თუ გადასაზიდად წარმოდგენილია არაჯეროვნად შეფუთული ბარგი, რკინიგზა უარს ამბობს მის გადასაზიდად მიღებაზე.

    მუხლი 88

ბარგი, რომლის შეფუთვას ისეთი ნაკლოვანებები აქვს, რომ არ ქმნის ბარგის დაკარგვის ან გაფუჭების საშიშროებას, გადასაზიდად შეიძლება მიღებულ იქნეს გადაზიდვის დოკუმენტებში ამ ნაკლოვანებათა აღნიშვნით.

    მუხლი 89

1. აკრძალულია ბარგად გადაიზიდოს: ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის დამუხტული და დაუმუხტავი (ცარიელი) ბალონები, ასაფეთქებელი, შხამიანი, მყრალი, ინფექციური, ცეცხლსაშიში ადვილადაალებადი, თვითანთებადი და სხვა საგნები და ნივთები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა მგზავრების ბარგს ან რკინიგზას (მურაბა, წვენები, ლაქები, ზეთი, ოლიფა, საღებავები და ა.შ.)

2. დაუშვებელია ბარგში მოთავსებული დოკუმენტების, ფულადი თანხების, ობლიგაციებისა, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა.

    მუხლი 90

რკინიგზა პასუხს არ აგებს ბარგის მფლობელის წინაშე მალფუჭებადი პროდუქტების, მსხვრევადი საგნების გაფუჭების ან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისთვის, რომლებიც მგზავრს შეფუთული აქვს ბარგის სხვა საგნებთან ერთად, აგრეთვე ცალკე შეფუთული მსხვრევადი საგნებისთვის (მინის ნაკეთობა, ფაიფური, ტელევიზორები, რადიომიმღებები), თუ ამ დროს არ არის შეფუთვის არავითარი გარეგნული დაზიანება, რომელიც ბარგის გაფუჭებას იწვევს.

    მუხლი 91

სადგურის საბარგო სალაროები წინასწარ უნდა გაიხსნას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მატარებლის მგზავრების მიერ წარდგენილი მთელი ბარგის დაუყოვნებლივ მიღება.

    მუხლი 92

ბარგის გადასაზიდად ჩაბარება შეიძლება როგორც მგზავრის გაგზავნის სადგურში, ისე სვლის გზაზე საბარგო ოპერაციებისთვის გახსნილ ნებისმიერ შუალედურ სადგურში. დანიშნულების სადგურში შეიძლება იყოს არა მარტო მგზავრის სვლის ბოლო სადგური, არამედ სვლის გზაზე განლაგებული და საბარგო ოპერაციების საწარმოებლად გახსნილი ნებისმიერი სადგური. გაგზავნის თავდაპირველ სადგურში სამგზავრო დოკუმენტით ბარგის მიღება წონის მიხედვით ფორმდება ერთი ან რამდენიმე საბარგო ქვითრის გაცემის გზით.

    მუხლი 93

1. მგზავრს თავდაპირველი გაგზავნის სადგურში ან სვლის გზაზე შეუძლია ბარგი გადასაზიდად ჩააბაროს მატარებლის საბარგო ვაგონში. ამ შემთხვევაში მიმღებ-ჩამბარებელი ბარგს იღებს მხოლოდ მგზავრის სვლის სადგურამდე, რომელიც გახსნილია საბარგო ოპერაციების საწარმოებლად, მაგრამ სვლის გზაზე ბარგის გადაუტვირთავად. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მიემგზავრება გადაუჯდომლად ან პირდაპირი ვაგონით, ბარგის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი გადატვირთვის სადგურამდე.

2. გზაში მგზავრისგან ბარგის გადასაზიდად მიღებას იმავე მატარებლის საბარგო ვაგონში, რომლითაც მგზავრი მიემგზავრება, აწარმოებს საბარგო ვაგონის ბარგის მიმღებ-ჩამბარებელი მატარებლის დგომის დროს წინასწარი გაფრთხილების თანახმად, სადაც ეს შესაძლებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ბარგის მიღების გაფორმება, საფასურის გადახდევინება და ბარგის გაცემა დანიშნულების სადგურში წარმოებს ბაქნიანი ბარგისთვის გათვალისწინებული წესით.

4. თუ წარმოდგენილ სამგზავრო დოკუმენტში უკვე არის აღნიშვნა იმის შესახებ, რომ საბარგო ვაგონში უკვე მიღებული იყო იარლიყიანი ბარგი, იარლიყის უკანა მხარეზე მიმღებ-ჩამბარებელი ხელით აღნიშნავს – „ბარგი მიღებულია ხელმეორედ” და სვამს მასზე იარლიყის ნომერს, რომლითაც წინათ უკვე ჩაბარებული იყო ბარგი. ამ შემთხვევაში გაცემის სადგურის მორიგე იარლიყზე აღნიშვნის თანახმად ადგენს გადაზიდული ბარგის წონას და ახდევინებს გადაზიდვის საფასურს.

5. დანიშნულების სადგურში ბარგის გაცემა წარმოებს იარლიყის სანაცვლოდ ბარგის წონის განსაზღვრის და საბარგო სალაროს მიერ ყველა კუთვნილი საფასურის მიღების შემდეგ.

6. იარლიყით გაფორმებული თითოეულ საბარგო გზავნილზე მიმღებ-ჩამბარებელი ავსებს გუ-26 ფორმის ცალკე ჩასაბარებელ სიას და სიის პირველ ორ სტრიქონზე აკეთებს ჩანაწერს – „ბარგი იარლიყით” და აწერს ბარგის ჩაბარებისას დადგენილ მონაცემებს, რომლებსაც ხელს აწერენ საბარგო ვაგონის და სადგურის მიმღებ-ჩამბარებლები.

7. დაუნაწილებელი საგნები (საბავშვო ეტლები, ველოსიპედები და ა.შ.) გადასაზიდად შეიძლება მიიღოს უშუალოდ საბარგო ვაგონის მიმღებ-ჩამბარებელმა, რომელიც რეგულარულად მიმოდის მატარებლით.

8. ბარგის მიღება წარმოებს საბილეთო-საბარგო სალაროში გადაზიდვის საფასურის წინასწარი გადახდის შემდეგ მანძილისა და თითოეული საგნის ფიქსირებული წონის – 20 კგ გათვალისწინებით. ბარგის მიღებისას გაიცემა გუ-57 ფორმის ქვითარი. აღნიშნულ საგნებს იღებენ იმავე მატარებლით მიმავალი მგზავრებისგან, რომელშიც ჩაბარებულია ნივთები, სვლის გზაზე ნივთების გადაუტვირთავად. მიმღებ-ჩამბარებელი ამ ბარგს გასცემს უშუალოდ ვაგონიდან.

    მუხლი 94

თუ მგზავრი თანახმაა, ბარგი შეიძლება გაიგზავნოს სხვა მარშრუტით ან სხვა მატარებლით, რომელიც ბილეთში აღნიშნული არ არის, კერძოდ იმ მატარებელზე უფრო ადრე, რომლითაც უნდა იმგზავროს მგზავრმა. ამის შესახებ საბარგო ქვითარში კეთდება აღნიშვნა; „ბარგი გაიგზავნოს . . . . . . (რიცხვი)” ან „ბარგი გაიგზავნოს მარშრუტით . . . . . . ”.

თავი XV

ბარგის გაფორმება და გადასაზიდად მიღება

    მუხლი 95

1. გადასაზიდად ჩასაბარებელი ბარგის თითოეული ადგილის ნიშანდება წარმოებს ნიშანდების დადგენილი წესების შესაბამისად.

2. ნიშანდება წარმოებს მიმაგრების ან წარწერის გაკეთების გზით. ბარგის ცალკე ადგილის წონა 5 კგ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

    მუხლი 96

1. გადასაზიდად ბარგის მიღების დასადასტურებლად მგზავრს აძლევენ ბარგის ქვითარს. ბარგის ქვითარზე აღნიშნავენ სამგზავრო დოკუმენტის ნომერს, საფოსტო მისამართს, რომლითაც მგზავრის სურვილით შეიძლება გაიგზავნოს შეტყობინება ბარგის მოსვლის შესახებ.

2. ამასთან გადაზიდვის დოკუმენტებში გრაფაში „საგანგებო აღნიშვნები” , გაგზავნის სადგურში კეთდება აღნიშვნა „შეტყობინება”.

    მუხლი 97

1. შეუფუთავი ველოსიპედის და მსუბუქი ნივთების ბარგად მიღებისას ბარგის ქვითარში აუცილებლად აღნიშნავენ ველოსიპედის ნომერს, მარკას (კაცის, ქალის, საბავშვო) და იმას, თუ რა საკუთვნებელი ახლავს მას (ზარი, ტუმბო, მაშუქი, ჩანთა და ა.შ).

2. ბარგად და ტვირთბარგად გადაზიდვისთვის ავტომობილის სალტეებს იღებენ მხოლოდ შეუფუთავად და ბარგის ქვითარში აღნიშნავენ „კამერით” ან „უკამეროდ”, „ახალი” ან „ნახმარი”. ამასთან შეუფუთავი ბარგის გამოცხადებული ფასეულობისთვის 188-ე მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება ავტომობილის სალტეებზე არ ვრცელდება.

თავი XVI

ფასეულობის გამოცხადება

    მუხლი 98

1. ბარგის ჩაბარებისას მგზავრს შეუძლია გამოაცხადოს მისი ფასეულობა და გადაიხადოს საამისოდ რკინიგზის მიერ დადგენილი საფასური. თუ გადასაზიდად წარდგენილია ბარგის რამდენიმე ადგილი, მგზავრს შეუძლია გამოაცხადოს თითოეული ადგილის ფასეულობა ან ყველა ადგილის საერთო  ფასეულობა. ფასეულობის გამოცხადება ხდება სიტყვიერად. თუ მგზავრს არ სურს გამოაცხადოს ბარგის ფასეულობა, ბარგის ქვითრის გრაფაში „გამოცხადებული ფასეულობა” უნდა გაკეთდეს აღნიშვნა – „ფასეულობის გამოცხადებაზე უარს ვამბობ”, რომელსაც ხელს აწერს მგზავრი.

2. გამოცხადებული ფასეულობის თანხას ბარგის ქვითარში აღნიშნავენ სიტყვით და ციფრებით, ხოლო თითოეული ცალკე ადგილის ფასეულობისა და წონას წერენ ციფრებით.

3. მალფუჭებადი ტვირთის ფასეულობას არ აცხადებენ.

    მუხლი 99

1. თუ სადგურის მუშაკს მგზავრის მიერ თავისი ბარგის რკინიგზის მიერ განსაზღვრულზე მეტი თანხით ადგილის შეფასების გამოცხადების შემთხვევაში ეჭვი შეეპარა შეფასების სისწორეში, მას უფლება აქვს მოსთხოვოს მგზავრს ბარგის გახსნა შესამოწმებლად.

2. შეფასების თანხის გამო სადგურის მუშაკსა და გამგზავნს შორის უთანხმოებისას დავას წყვეტს სადგურის უფროსი (დირექტორი).

3. თუ მგზავრი თანახმა არ არის შესამოწმებლად ბარგის გახსნაზე ან არ ეთანხმება სადგურის უფროსის მიერ მიცემული შეფასების თანხას, გამოცხადებული ფასეულობით ბარგი გადასაზიდად არ მიიღება.

თავი XVII

ბაქნის ბარგი

    მუხლი 100

ბარგის გადაზიდვა არასატარიფო გასაჩერებელი პუნქტებიდან სატარიფო სადგურებამდე და პირიქით ხორციელდება სვლის გზაზე გადაუტვირთავად.

    მუხლი 101

1. სატარიფო სადგურებიდან გასაჩერებელ სამგზავრო პუნქტამდე გაგზავნის სადგური გამგზავნს აძლევს ბარგის ქვითარს, რომელშიც ბარგის დანიშნულების პუნქტად აღნიშნავენ გასაჩერებელი პუნქტის მომდევნო სატარიფო სადგურს, ამასთან , აკეთებენ აღნიშვნას იმის შესახებ, რომ ბარგი ექვემდებარება გადმოტვირთვას განსაზღვრულ პუნქტში.

2. ბარგს გასაჩერებელ პუნქტში მოცემული მატარებლის დგომის დაწესებული დროის განმავლობაში გასცემს მიმღებ-ჩამბარებელი უშუალოდ საბარგო ვაგონიდან ბარგის ქვითრის საფუძველზე.

3. გასაჩერებელ პუნქტში საბარგო ვაგონთან ბარგის მისაღებად მიმღების გამოუცხადებლობისას, მიღებაზე უარის თქმისას, ბარგის გაფუჭებისას ან ნაწილობრივი დანაკლისისას ბარგი არ გადმოიტვირთება და მას მიიტანენ ბარგის ქვითარში აღნიშნულ სატარიფო სადგურში, სადაც მას გასცემენ საერთო საფუძველზე.

    მუხლი 102

1. გასაჩერებელი სამგზავრო პუნქტიდან მატარებლის სვლის გზაზე ნებისმიერ სატარიფო სადგურამდე ბარგის გაგზავნისას გამგზავნი ბარგს აბარებს მოცემული მატარებლის დგომისთვის განრიგით დაწესებული დროის განმავლობაში უშუალოდ საბარგო ვაგონში მიმღებ-ჩამბარებელს. ბარგის მიღების დასამოწმებლად მიმღებ-ჩამბარებელი გამგზავნს გადასცემს დადგენილი ფორმის იარლიყს და გასაგზავნ ბარგს მიამაგრებს იარლიყის ტალონს.

2. ამ შემთხვევაში ბარგს გასცემენ დანიშნულების სადგურის მუშაკები იარლიყის წარდგენისთანავე ბარგის წონის განსაზღვრისა და სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ყველა საფასურის გადახდის შემდეგ. ბარგის წონას და ქვითრების ნომრებს სადგური აღნიშნავს იარლიყზე.

3. ბარგის გადაზიდვა გასაჩერებელი სამგზავრო პუნქტებიდან გასაჩერებელ სამგზავრო პუნქტებში არ წარმოებს.

4. გასაჩერებელი სამგზავრო პუნქტებიდან გაგზავნილი ბარგის ფასეულობას არ აცხადებენ.

    მუხლი 103

1. იმ შემთხვევაში თუ ბარგი არ მოვიდა იმ მატარებლით, რომელზეც ბარგი მიიღეს, მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ბარგის ქვითარი ან იარლიყი სატარიფო სადგურში, სადაც უკანა მხარეზე დაისმება კალენდარული შტემპელი წარდგენის წლის, თვისა და რიცხვის აღნიშვნით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბარგი დანიშნულების გასაჩერებელ პუნქტში არ გადმოიტვირთა რკინიგზის მიზეზით და იგი მიიტანეს სატარიფო პუნქტამდე, მგზავრის მოთხოვნით ბარგს უფასოდ აბრუნებენ გასაჩერებელ პუნქტში.

თავი XVIII

ბარგის სვლა და ბარგის გაცემა გზაში

    მუხლი 104

რკინიგზა მოვალეა მგზავრის მიერ სამგზავრო დოკუმენტის წარდგენით მიიღოს გადასაზიდად ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი ან – საფოსტო-საბარგო მატარებლით.

    მუხლი 105

ბარგის დაყოვნების შემთხვევაში საგამოძიებო ან საბაჟო ორგანოების განკარგულებით სადგურში, სადაც ბარგი დაყოვნდა, ადგენენ აქტს სადგურის უფროსის და შესაბამისი საბაჟო ან საგამოძიებო მუშაკების ხელმოწერით და დეპეშით ატყობინებენ ამას ბარგის დანიშნულების სადგურს.

    მუხლი 106

1. თუ მგზავრს სურს თავისი ბარგი სვლის გზაზე მიიღოს, მან მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) მეშვეობით ან პირადად წინასწარ უნდა გააფრთხილოს ამის შესახებ მიმღებ-ჩამბარებელი.

2. თუ საბარგო ვაგონის დატვირთვის პირობებიდან და იმ სადგურში მატარებლის დგომის დროიდან გამომდინარე, სადაც მგზავრს სურს მიიღოს თავისი ბარგი, შესაძლებელია ბარგის მგზავრისთვის დაბრუბება, მიმღებ-ჩამბარებელი ბარგს გასცემს, ხოლო მგზავრისთვის ჩამორთმეულ ბარგის ქვითარს საგზაო უწყისთან ერთად გადასცემს სადგურს, სადაც გაიცა ბარგი, სადგურის შტემპელის დასასმელად და რკინიგზაში გასაგზავნად გაცემის მორიგ ანგარიშთან ერთად.

3. მატარებელში ტვირთისა და ბარგის მიმღებ-ჩამბარებელი მოვალეა ქვითარზე გააკეთოს აღნიშვნა – „ბარგი გაცემულია ვაგონიდან მგზავრის ხელზე”, ხოლო სადგურის ტვირთისა და ბარგის მიმღებ-ჩამბარებელი აკეთებს ასეთივე შინაარსის აღნიშვნას ჩასაბარებელ ნუსხაში. ასეთ შემთხვევაში გაუვლელი მანძილის საფასურს არ უბრუნებენ.

4. ტვირთი, რომელიც გაიგზავნა სარკინიგზო-სამდინარო მიმოსვლის დოკუმენტებით და მიდის დანიშნულებით რკინიგზის სადგურში, სვლის გზაზე არ გაიცემა.

თავი XIX

გადაზიდვის ანაზღაურება, ბარგის მოსვლა და გაცემა

    მუხლი 107

1. ბარგის გადაზიდვის საფასურის გადახდევინება ხდება ბარგის რკინიგზით გასაგზავნად წარმოდგენისას.

2. ქვითარში აღნიშნულ წონასთან ბარგის ფაქტობრივი წონის სხვაობის თითოეული შემთხვევის შესახებ დანიშნულების სადგური ადგენს კომერციულ აქტს, რომელსაც უგზავნის გამგზავნ რკინიგზის სადგურს ღონისძიებათა განსახორციელებლად, ხოლო მგზავრთან წარმოებს გადაზიდვის საფასურის გადაანგარიშება.

    მუხლი 108

1. მიმღებ-ჩამბარებლის მიერ გზაში მიღებული მგზავრთა ბარგის, აგრეთვე იარლიყებისა და ეტიკეტების გაცემით გაფორმებული ბაქნიანი ბარგის გადაზიდვის საფასურს იხდის მგზავრი დანიშნულების სადგურში იარლიყის წარდგენით.

2. საფასური გამოიანგარიშება დადგენილი წონის ტარიფით გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილისთვის და გადახდევინება ხდება სხვადასხვა შემოსავლის ქვითრით.

    მუხლი 109

1. ბარგი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ მიმღებს აქვს ბარგის ქვითარი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ მგზავრი მიდიოდა გადაჯდომით – გადაჯდომის სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე სამგზავრო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი, მას გადახდება დამატებითი საფასური ტვირთბარგის ტარიფით. ამ დროს მიმღებს ბარგის ქვითარს ჩამოართმევენ, ამოაკრავენ საგზაო უწყისს და გზავნიან რკინიგზის საფინანსო სამსახურში.

2. მგზავრის სურვილით დანიშნულების სადგური ერთი დღე-ღამის (ჩამოსვლის დღის ჩაუთვლელად) შემდეგ ტელეფონით, შეკვეთილი წერილით (შეკვეთილი ღია ბარათით) ან სხვა გზით მიმღებს ატყობინებს, რომ მისი მისამართით მოვიდა ტვირთი. შეტყობინებისთვის ახდევინებენ საფასურს 196-ე მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილი ოდენობით.

3. თუ დანიშნულების სადგურმა დადგენილ ვადაში ბარგის მოსვლის შესახებ მგზავრს შეტყობინება არ გაუგზავნა, იგი კარგავს შეტყობინების გაგზავნამდე ბარგის შენახვის ვადაგადაცილებული დღეებისთვის საფასურის მიღების უფლებას.

    მუხლი 110

1. მოსულ ბარგს გასცემენ მთელი დროის განმავლობაში, როდესაც სადგური ღიაა მგზავრთა გადაყვანის ოპერაციებისთვის. დანიშნულების სადგურში ბარგი უშუალოდ საბარგო ვაგონიდან შეიძლება გასცეს მიმღებ-ჩამბარებელმა (იარლიყით მიღებული ბარგის გარდა).

2. რკინიგზა მოვალეა აწარმოოს მოსული ბარგის გაცემის ოპერაციები შუალედურ სადგურში მატარებლის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათის შემდეგ, ხოლო ბოლო სადგურში – საბარგო ვაგონის გადმოტვირთვის შემდეგ.

3. თუ სადგურში არის სატრანსპორტო საშუალებანი, მგზავრის სურვილით ბარგის მიტანა შეიძლება შინ ამ წესების 199-ე მუხლის თანახმად, საფასურის გადახდევინებით.

    მუხლი 111

დანიშნულების სადგური, იმ შემთხვევაში, თუ არ ჩამოვიდა ბარგი, რომლის გაცემაზე მგზავრმა წარადგინა მოთხოვნა, მოვალეა ბარგის ქვითრის უკანა მხარეზე ადგილზე მიტანის ვადის გასვლის შემდეგ გააკეთოს აღნიშვნა – „ბარგი არ მოვიდა”, დასვას შტემპელი თარიღის აღნიშვნით და მიიღოს მგზავრისგან განცხადება, რომელშიც აღნიშნულია მისამართი მისთვის ბარგის მოსვლის შესახებ შეტყობინების გასაგზავნად. ამ შემთხვევაში შეტყობინების საფასურს არ ახდევინებენ.

    მუხლი 112

ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის დანიშნულების სადგურამდე სვლის დროით, რომლითაც გაგზავნილია ბარგი. თუ ბარგი მიდის გზაში გადატვირთვის მარშრუტით, ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების პუნქტში მატარებლების მოცემული მარშრუტით სვლის დროით, რასაც ემატება ერთი დღე თითოეულ პუნქტში გადატვირთვისთვის.

    მუხლი 113

1. დანიშნულების სადგური მოვალეა ნაპოვნი ბარგის მოსვლის შესახებ მგზავრს გაუგზავნოს შეტყობინება ბარგის მოსვლის დღეს შეკვეთილი წერილით (შეკვეთილი ღია ბარათით) ან აცნობოს ტელეფონით.

2. თუ დანიშნულების სადგური დროულად არ შეატყობინებს მგზავრს, რომ ნაპოვნია დაკარგული ბარგი, იგი კარგავს შეტყობინების გაგზავნამდე ბარგის შენახვის ვადაგასული დღეებისთვის საფასურის მიღების უფლებას.

თავი XX

ბარგის ან ქვითრის დაკარგვა და გადაზიდვის უწესივრობანი

    მუხლი 114

1. ბარგი დაკარგულად მიიჩნევა და მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ღირებულების ანაზღაურება, თუ ბარგი არ მივა დანიშნულების სადგურში ადგილზე მიტანის ვადის დამთავრებიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, თუ იგი არ დააყოვნეს საგამოძიებო ან საბაჟო ორგანოების განკარგულებით.

2. დაკარგული ბარგის ღირებულებას ანაზღაურებს რკინიგზა ხელწერილით ამ წესების 263-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. ფულის მიღებისას გაცემულ ხელწერილში მგზავრს შეუძლია განაცხადოს, რათა ნაპოვნი ბარგი მას უფასოდ მიუტანონ რკინიგზის ერთ-ერთ სადგურში.

4. ბარგის ძებნისა და დამატებით მიტანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია მიიღოს იგი მოსვლის შესახებ შეტყობინების მომენტიდან 30 დღის განმავლობაში. ბარგის მიღებისას იგი მოვალეა დააბრუნოს კომპენსაციის სახით მიღებული ფული.

    მუხლი 115

ბარგის ქვითრის, სამგზავრო დოკუმენტის ან იარლიყის დაკარგვის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა გადაზიდვა, მგზავრს ბარგს გადასცემენ მას შემდეგ, რაც გადაახდევინებენ ტვირთბარგის ტარიფით გადაზიდვის საფასურის სხვაობას წერილობითი განცხადებით (თუ წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ გზავნილი მას ეკუთვნის) ხელწერილით მიმღების გვარის, სახელის, მამის სახელის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნით (პასპორტის ან პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად). საგზაო უწყისში კეთდება მიმღების და სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერებით დამოწმებული აღნიშვნა ბარგის ქვითრის, სამგზავრო დოკუმენტის ან იარლიყის წარუდგენლად ბარგის გაცემის მიზეზების შესახებ.

    მუხლი 116                                     

ბარგის წონის ან ადგილების დანაკლისისას, აგრეთვე დაზიანებისას, თუ ბარგის მიმღები თანახმაა მიიღოს იგი ასეთი სახით, ბარგს გასცემენ. ქვითარი რჩება სადგურში, ხოლო ბარგის მიმღებს მისი მოთხოვნით მხოლოდ ადგილების გახსნის ან შიგთავსის შემოწმების შემდეგ (მიმღების მიერ წარმოდგენილი აღწერის თანახმად) გადასცემენ კომერციულ აქტს, რომელშიც, დანაკლისის ან დაზიანების შესახებ მონაცემების გარდა, აღნიშნული უნდა იყოს მიმღების სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი, გამოცხადებული ფასეულობის თანხა, თუ იგი აღნიშნული იყო. ამ აქტით მგზავრს შეუძლია განუცხადოს პრეტენზია გაგზავნის ან დანიშნულების რკინიგზის სადგურს, აგრეთვე მიიღოს ბარგის ნაპოვნი დანაკლისი ადგილები.

    მუხლი 117

1. პრეტენზიის განხილვისას, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, რკინიგზა აწარმოებს ანაზღაურებას თითოეული ადგილის გამოცხადებული ფასეულობის თანახმად ან თუ შეფასება საერთო იყო ყველა ადგილისთვის – დაკარგული ბარგის ნაწილის წონის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბარგის ჩაბარებისას მისი ფასეულობა გამოცხადებული არ ყოფილა, ანაზღაურება დანაკლისი წონისთვის ხდება წესით და ოდენობით ამ წესების 263-ე მუხლის შესაბამისად.

3. ბარგის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება ბარგის ნაწილის ან მთელი ბარგის ღირებულება ექსპერტიზის მიერ წარმოებული შეფასების თანახმად, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ფასეულობის თანხას. თუ ბარგის გაფუჭება მოხდა მისი ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო, ის კი ჩაბარებული იყო ფასეულობის გამოცხადებით, ამ უკანასკნელს მგზავრს უხდიან გაფუჭებული ბარგის წონის პროპორციულად.

    მუხლი 118

1. თუ ნაპოვნი ბარგის მფლობელს მისი პრეტენზიის მიხედვით უკვე გადაუხადეს საკომპენსაციო თანხა, ბარგს გასცემენ იმ პირობით, თუ იგი დააბრუნებს მიღებულ თანხას.

2. თუ ბარგის მიღების შემდეგ პრეტენზია უქმდება, აქტი რჩება რკინიგზას, რომელმაც ბარგი გასცა, ხოლო პრეტენზიის მხოლოდ ნაწილის გაუქმებისას აქტის პირზე კეთდება აღნიშვნა სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერით ბარგის ნაპოვნი ადგილების გაცემის შესახებ.

თავი XXI

ბარგის მისამართის შეცვლა (გადამისამართება), მოსული ბარგის შენახვა და მოუკითხავი ბარგის რეალიზაცია

    მუხლი 119

1. იმ შემთხვევაში, როცა ბარგი არ მოსულა დანიშნულების სადგურში, ხოლო მისი ადგილზე მიტანის ვადა გასულია, ბარგის ქვითრის წარმომდგენს შეუძლია მოითხოვოს ბარგის გადამისამართება სხვა სადგურში,

2. ბარგის გადამისამართების შესახებ ბარგის მფლობელმა თავდაპირველი დანიშნულების სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, როდის, რომელი სადგურიდან და რომელ სადგურამდე ჩაიბარეს გადასაზიდად ბარგი, ბარგის გზავნილის ნომერი, ბარგის ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება და ბარგის მფლობელის ზუსტი მისამართი. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), რომელმაც განცხადება მიიღო, ბარგის ქვითრის უკანა მხარეს აკეთებს შემდეგი შინაარსის აღნიშვნას: „განცხადება . . . . . . სადგურამდე ბარგის ხელმეორედ გაგზავნის შესახებ მისი არადროული მოსვლის მიზეზით მიღებულია”.

3. აღნიშვნას ამოწმებენ კალენდარული შტემპელით და სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერით. ბარგის ქვითარს უბრუნებენ მგზავრს.

    მუხლი 120

1. დანიშნულების თავდაპირველ სადგურში ბარგის მოსვლის შემდეგ მისი გადამისამართება ხდება დაუყოვნებლივ ახალი ბარგის დოკუმენტით, რომლებიც სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) სახელით შედგენილია ბარგის მფლობელის სახელზე. ახალი ბარგის საგზაო უწყისში აღნიშნავენ თავდაპირველი საბარგო გზავნილის ნომერს.

2. გადამისამართებული ბარგი მიდის საგზაო უწყისით, ხოლო ბარგის ქვითარს ხელმეორედ გაგზავნის შესახებ განცხადებასთან ერთად აკრავენ ქვითრის ყდაზე და ძველ საგზაო ბარგის უწყისთან ერთად უგზავნიან ანგარიშგებისას რკინიგზას.

    მუხლი 121

1. ბარგის მოსვლის და გადამისამართების შესახებ თავდაპირველი დანიშნულების სადგური წერილობით ატყობინებს მფლობელს, ამასთან აღნიშნავს გადამისამართების დროს და ბარგის დამატებით მიტანის ქვითრის ნომერს.

2. ახალი დანიშნულების სადგურში ბარგის გაცემა წარმოებს უფასოდ, ამასთან, ბარგის მფლობელს ჩამოართმევენ თავდაპირველი გაგზავნის ბარგის ქვითარს.

    მუხლი 122

1. ბარგის გადამისამართება დაშვებულია იმ შემთხვევებშიც, როცა ბარგი არ მოსულა, ხოლო მისი ადგილზე მიტანის ვადა ჯერ არ გასულა. ასეთ შემთხვევებში მგზავრის წერილობითი განცხადებით ბარგს გადაამისამართებენ განცხადებაში აღნიშნულ ახალი დანიშნულების სადგურში ახალი გადაზიდვის დოკუმენტებით. დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ მგზავრს გადასცემენ ქვითარს თავდაპირველი გაგზავნის სადგურის მიერ გაცემული ქვითრის ნაცვლად, რომელიც განცხადებასთან ერთად ინახება სადგურში ბარგის მოსვლამდე.

2. ბარგის მოსვლის შემდეგ ბარგის ქვითარი (თანდართულ განცხადებასთან ერთად) ტარდება ბარგის გაცემის ანგარიშგების მიხედვით.

    მუხლი 123

1. დანიშნულების სადგურში მოსული ბარგი უფასოდ ინახება 1 დღის განმავლობაში მოსვლის დღის ჩაუთვლელად.

2. 1 დღე-ღამეზე მეტი ხნით ბარგის შენახვისას მგზავრს ახდევინებენ შენახვის 189-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს.

    მუხლი 124

30 დღის განმავლობაში მოსვლის დღის ჩაუთვლელად მოუკითხავი, აგრეთვე უსაბუთო ბარგი გადაეცემა რეალიზაციისთვის ტვირთის გადაზიდვის წესებით გათვალისწინებული წესით. ბარგის ქვითრის წარმომდგენს ექვსი თვის ვადის განმავლობაში უფლება აქვს რკინიგზის მეშვეობით მიიღოს მოუკითხავი ბარგის გაყიდვით მიღებული თანხა რკინიგზის კუთვნილი საფასურის დაქვითვით.

კარი IV

ტვირთბარგის გადაზიდვა

თავი XXII

ტვირთბარგის გადასაზიდად მიღების პირობები

    მუხლი 125       

1. ტვირთბარგი მოქალაქეებისგან მიიღება წერილობითი განცხადებით რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტის წარუდგენლად. იურიდიული პირებისგან ტვირთბარგი მიიღება, თუ არის ამის შესაძლებლობა, სადგურის უფროსის ან მისი მოადგილის ნებართვით. როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული ტვირთბარგის გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს ტვირთბარგის გადაზიდვის ტარიფით.

2. დაუშვებელია 89-ე მუხლით გათვალისწინებული ტვირთის, აგრეთვე 80 კგ-ზე მეტი წონის, 3 მ-ზე მეტი სიგრძის საგნების, მინისტარიანი სითხის, ცარიელი კასრებისა და ყუთების, კაბელის დოლების, მათარების, ქვეშების, დასაშლელი ქვეშების ტვირთბარგად გადაზიდვა.

3. მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება სვლის გზაზე გადაუტვირთავად 129-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) მატარებლის დგომის დროის ან საბარგო ვაგონში ადგილების არსებობის მიხედვით უფლება აქვს შეზღუდოს ერთდროულად გადასაზიდად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წონა და რაოდენობა. ამ შემთხვევაში მისი გაგზავნა უნდა გაფორმდეს რამდენიმე გზავნილად.

5. მინის ნაკეთობები ან სარკიანი ნივთები ყველა მატარებლის საბარგო ვაგონებში გადასაზიდად მიიღება სვლის გზაზე გადაუტვირთავად.

6. რკინიგზის კვანძებში ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ გასვლის სადგურის იმ ხაზიდან, საიდანაც ტვირთბარგი იგზავნება.

7. საკვანძო სადგურებში გაგზავნილი ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება რკინიგზის იმ სადგურის დანიშნულებით, რომლითაც ტვირთბარგი მოდის კვანძში. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის სადგურებისთვის თავდაპირველ გაგზავნის სადგურად ითვლება ფართო ლიანდაგთან მიერთების პუნქტი.

8. ტვირთბარგს გადასაზიდად იღებენ, თუ ტვირთბარგის გაგზავნის და მისი დანიშნულების სადგურში მატარებლის დგომის ხანგრძლივობა 5 წუთზე ნაკლები არ არის. ტვირთბარგის მიღება შეიძლება წინასწარ. წინასწარ მიღებული ტვირთბარგის შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 189-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.

    მუხლი 126

1. ტვირთბარგს გადასაზიდად იღებენ როგორც შეფუთული, ისე შეუფუთავი სახით. შეფუთული ტვირთბარგის მიღება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როცა შესაფუთის უქონლობა არ იძლევა მისი დაცულობის გარანტიას, ან შეიძლება დააზიანოს ამ ტვირთბარგთან ერთად გადასაზიდი სხვა საგნები. ამ შემთხვევებში შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს ბარგისადმი ამ წესების 86-88-ე მუხლებით წაყენებულ მოთხოვნებს.

2. ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება სახსტანდარტის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი შეფუთვით.

3. მინის ნაკეთობების ან სარკიანი ნივთების გადასაზიდად მიღება წარმოებს შეფუთვით, რომელიც იძლევა დატვირთვა-გადმოტვირთვისას მინის ან სარკის მთლიანობის გარანტიას. თითოეულ ადგილზე უნდა იყოს წარწერა: „ფრთხილად, მინაა“.

4. სვლის გზაზე გადაუტვირთავად გადაზიდვისას ელექტროტექნიკურ მოწყობილობის იღებენ შეფუთვით, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას, ხოლო გადატვირთვით გადასაზიდად – მხოლოდ მაგარი შეფუთვით. ტელევიზორებისა და რადიომიმღებების გადაზიდვის გაფორმებისას შესაფუთზე ზემოდან ან ერთ-ერთ გვერდით კედელზე მკაფიოდ უნდა წაიწეროს: „ფრთხილად, ტელევიზორია“ ან “ფრთხილად, რადიომიმღებია“.

5. სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეფუთული უნდა იყოს ყუთებში, კალათებში, ტომრებში, ხოლო თაფლი – ლითონის მათარებში ან ხის პატარა კასრებში. შეფუთვა უნდა იძლეოდეს გადასაზიდი პროდუქტების დაცულობის გარანტიას.

6. მოტოველოსიპედების, მოტოციკლების, მოპედებისა, მოტოროლერების და მოტოეტლების ავზები გაწმენდილი უნდა იყოს საწვავისა და ზეთებისაგან. მოტოციკლებს (165 კგ-მდე წონისა), მოტოროლერებსა და მოპედებს გადასაზიდად იღებენ საქარხნო ან სხვა მაგარი შეფუთვით (მოლარტყვით).

    მუხლი 127

1. მოქალაქეებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა, იმ სადგურებიდან და სადგურებამდე, რომლებიც ღიაა ტვირთბარგის ოპერაციებისთვის სვლის გზაზე გადატვირთვით.

2. იურიდიული პირებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ თითოეული ადგილის წონისა სვლის გზაზე გადაუტვირთავად ტვირთბარგის ოპერაციებისთვის გახსნილ სადგურებს შორის, გარდა 128-ე მუხლში მითითებული ტვირთისა.

3. ნებადართულია, გამონაკლისის წესით, იმ პროდუქციის მიღება, რომელიც უბრუნდებათ დამამზადებელ ქარხნებს რემონტის ან მისი შეცვლის შემდეგ (ტელევიზორები, მაცივრები, მოტოციკლები და ა.შ.) მხოლოდ კერძო პირების მისამართით არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა ტვირთბარგის მიღება-გაცემისთვის ღია სადგურებამდე სვლის გზაზე გადატვირთვით.

4. ტვირთბარგის ოპერაციებისთვის ღია სადგურების ნუსხა გამოქვეყნებულია საფოსტო-საბარგო მატარებლებისა და საბარგო ვაგონების შედგენის ქსელურ გეგმაში.

    მუხლი 128

ტვირთბარგად გადასაზიდად პირველ რიგში მიიღება მედიკამენტები, სამედიცინო მოწყობილობა და აპარატურა, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოების მისამართით გასაგზავნი ტვირთი.

    მუხლი 129

1. 128-ე მუხლში დასახელებული ტვირთის შემდგომ ტვირთბარგად გადასაზიდად სვლის გზაზე გადაუტვირთავად მიიღება შემდეგი მალფუჭდებადი ტვირთი: ხორცი და რძე, ყველა სახის ხიზილალა, საფუარი, კვერცხი, კიბო, ბოსტნეული, ხილი და კენკრა, სამატარებლო ვაგონ-რესტორნებისა და ბუფეტების პროდუქტები, საკვები ცხიმები, ღვინო, ლუდი, პური, პურფუნთუშეული, მცენარეები და ნერგები.

2. მალფუჭებადი ტვირთი გადააქვთ სამგზავრო მატარებლების საბარგო ვაგონებით სვლის გზაზე ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად (ტვირთმგზავნის პასუხისმგებლობით).

3. საბარგო ვაგონებით ზემოთ ჩამოთვლილი მალფუჭდებადი ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალურად დასაშვები მანძილები განისაზღვრება დანართით 1.

    მუხლი 130       

1. მალფუჭებადი ტვირთის გაცემის (შენახვის) შემცირებული ვადები განისაზღვრება დანართით 2.

2. ვადების გასვლის შემდეგ ეს ტვირთი მოუკითხავად ითვლება და ექვემდებარება ლიკვიდაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. შენახვის ვადა დანარჩენი მალფუჭებადი ტვირთისთვის არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.

    მუხლი 131

1. მალფუჭებადი ტვირთი სადგურების მიერ გამგზავნისგან მიიღება მას შემდეგ, რაც სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) დაადგენს, თუ რომელი მატარებლით შეიძლება გაიგზავნოს იგი, მაგრამ ამ მატარებლის გასვლამდე არა უადრეს 2 საათისა.

2. მიმღების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როდის უნდა მიაკითხოს მალფუჭებად ტვირთს, გამგზავნის ვალდებულებას წარმოადგენს.

თავი XXIII

ნერგებისა და მცენარეების გადაზიდვა

    მუხლი 132       

1. მოქალაქეებისგან გადასაზიდად მიიღება მცენარეები, ნერგები და სხვა სარგავი მასალები, თუ მათი შეფუთვა იძლევა გადაზიდვის დაცულობის გარანტიას და ისინი არ აბინძურებენ სხვა მგზავრთა ბარგს. გზავნილის თითოეული ადგილი ამ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს წონით 25 კგ-ს და სიმაღლით 2 მ-ს.

2. კარანტინგამოცხადებული რაიონების ტერიტორიაზე არსებული სადგურებიდან აღნიშნულ გზავნილებს იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი დადგენილი წესების თანახმად წარმოადგენს გადაზიდვის უფლების დამადასტურებელ საკარანტინო დოკუმენტს.

    მუხლი 133

რკინიგზა არ აგებს პასუხს მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისთვის, რომელიც გამოიწვია მისმა ბუნებრივმა თვისებებმა ან კლიმატურმა პირობებმა, თუ ტვირთი ადგილზე მიტანილია ან შეიძლებოდა გადასცემოდა მიმღებს ზემოთ დადგენილი გაცემის ვადის განმავლობაში და თუ რკინიგზის მიზეზით არ დაზიანებულა შეფუთვა, რამაც ტვირთის გაფუჭება გამოიწვია.

თავი XXIV

ტვირთბარგის მიღება და გადასაზიდად გაფორმება

    მუხლი 134

1. ტვირთბარგის გაგზავნის შესახებ გამგზავნი სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) წარუდგენს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ადგილების რაოდენობას, წონას და შეფუთვის სახეობას;

ბ) ტვირთის (საოჯახო ნივთების) დასახელებას;

გ) დანიშნულების სადგურსა და რკინიგზას;

დ) მიმღების დასახელებას (სახელი, გვარი, მამის სახელი) და მის მისამართს საფოსტო ინდექსის ჩვენებით;

ე) გამგზავნის დასახელებას (სახელი, გვარი, მამის სახელი) და მის მისამართს საფოსტო ინდექსის ჩვენებით;

2. რკინიგზას შეუძლია მოამარაგოს გამგზავნი ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ განცხადებათა ფორმებით რკინიგზის მიერ დადგენილი საფასურით.

3. ტვირთბარგის გადაზიდვის ნებართვის მიცემისას სადგურის უფროსი ნიშნავს ტვირთბარგის მიღების დროს (რიცხვი, თვე, საათი), რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა განცხადებაზე.

    მუხლი 135

1. ტვირთბარგის გადასაზიდად მიღება ფორმდება დადგენილი ფორმის გადაზიდვის დოკუმენტებით განცხადებაში აღნიშნული მონაცემების თანახმად.

2. გამგზავნს აძლევენ ქვითარს, რომელზეც დასახელებულია გამგზავნი, მიმღები და მათი მისამართები.

3. მოქალაქეებისგან ტვირთბარგის მიღებისას ბარგის ქვითარში ბილეთების ნომრების ნაცვლად აღნიშნავენ: „განცხადებით“.

4. ტვირთის დასახელების სისწორეში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რკინიგზას შეუძლია მოითხოვოს შეფუთვის გახსნა ტვირთის დასათვალიერებლად. თუ გამგზავნი უარს ამბობს შეფუთვის გახსნაზე, ტვირთბარგი გადასაზიდად არ მიიღება.

5. გამგზავნი მოვალეა ტვირთბარგის ყველა ადგილი წარმოადგინოს საჭირო ნიშანსადები წარწერებით, გამგზავნებს შეუძლიათ სადგურში ნიშანსადები წარწერების გასაკეთებლად მიიღონ სპეციალური ჭდეები.

    მუხლი 136

1. გამგზავნს უფლება ეძლევა გადასაზიდი ტვირთბარგის ფასეულობა გამოაცხადოს ბარგისთვის დადგენილი წესით და პირობებით. გადაზიდვისა და გამოცხადებული ფასეულობის საფასურს ახდევინებენ გაგზავნისას დადგენილი ტარიფით.

2. თუ გამგზავნი უარს ამბობს გამოაცხადოს ტვირთბარგის ფასეულობა, ტვირთბარგის ქვითარში კეთდება აღნიშვნა – „უარს ვამბობ ფასეულობის გამოცხადებაზე“, რომელსაც ხელს აწერს გამგზავნი.

თავი XXV

ტვირთბარგის მოსვლა და გაცემა, მისი შენახვა და რეალიზაცია

    მუხლი 138

1. დანიშნულების სადგური მოვალეა ტელეფონით ან შეკვეთილი წერილით (შეკვეთილი ღია ბარათით) შეატყობინოს მიმღებს ტვირთბარგის მოსვლის შესახებ.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიმღების სურვილით, შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს დეპეშით. შეტყობინებისთვის ახდევინებენ საფასურს 196-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 139

1. იურიდიული პირების მისამართით მოსული ტვირთის გაცემა ხდება ერთჯერადი ან მუდმივი მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერენ ხელმძღვანელი და ბუღალტერი, ტვირთბარგის მიღებისთვის უფლებამოსილი პირის პირადი დოკუმენტის წარდგენით და მისი ხელწერილით საგზაო ტვირთბარგის უწყისის უკანა მხარეზე.

2. ერთჯერად მინდობილობას ტვირთბარგის მიმღებს ჩამოართმევენ.

3. მინდობილობების გაცემა ხდება ტვირთის გაცემის გაფორმების წესების შესაბამისად.

4. ტვირთბარგის მიღებისას ტვირთბარგის ქვითრის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ტვირთბარგის მიმღები პირი უფლებამოსილია გადაიღოს საგზაო ტვირთბარგის უწყისის პირი, რომელიც საბარგო სალარომ უნდა დაამოწმოს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.

5. ცალკეული პირების მისამართით მოსულ ტვირთბარგს გადასცემენ მიმღებს (ან მისი მინდობილობით სხვა პირს), რომელიც წარადგენს პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს საგზაო უწყისის უკანა მხარეზე ხელწერილით პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნით.

    მუხლი 140

მიმღები ტვირთბარგის მიღებისას უფლებამოსილია შეამოწმოს მისი წონა. ტვირთბარგის წონის შემოწმებისთვის მიმღები სადგურში იხდის საფასურს 190-ე მუხლით განსაზღვრული წესით, თუ გადაწონისას არ აღმოჩნდა წონის დანაკლისი.

    მუხლი 141

1. დანიშნულების სადგურში მოსული ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში (ტვირთბარგის  გადმოტვირთვის დღის ჩაუთვლელად) შემდგომი შენახვისთვის მიმღები იხდის შენახვის საფასურს 189-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. შეტყობინების გაგზავნის შემდეგ 7 დღის მანძილზე მოუკითხავი ტვირთი დანიშნულების სადგურში ექვემდებარება შესაბამისი ორგანიზაციებისთვის გადაცემას დადგენილი წესით.

    მუხლი 142

1. ტვირთბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის (საფოსტო-საბარგო თუ სამგზავრო მატარებლის) სვლის დროით, რომლითაც იგი გადაიზიდება.

2. თუ ტვირთბარგი მიდის სვლის გზაზე გადატვირთვით, მისი ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება შეთანხმებული მატარებლებით ტვირთბარგის სვლის დროით, ამას ემატება 2 დღე თითოეული პუნქტში გადატვირთვისთვის.

3. ტვირთბარგის დაკარგვისთვის, დანაკლისისა და გაფუჭებისთვის, აგრეთვე ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისთვის რკინიგზას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი V

ხელბარგის შენახვა

თავი XXVI

ხელბარგის შენახვის პირობები

    მუხლი 143

1. რკინიგზის სადგურები მგზავრთა ხელბარგის დროებითი შენახვის უზრუნველსაყოფად აღჭურვილია თვითმომსახურების ავტომატური შემნახველი საკნების ბლოკებით. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით შეიძლება აგრეთვე გაიხსნას შემნახველი საკნები, რომლებსაც მეკუჭნავეები მოემსახურებიან.

2. განცხადებებს თვითმომსახურების ავტომატური შემნახველი საკნების სარგებლობის წესების, აგრეთვე შესანახი საკნების მუშაობის დროისა და წესის შესახებ, რომლებსაც მეკუჭნავეები ემსახურებიან, შემნახველი საკნების სათავსებში მგზავრთა საყურადღებოდ განათავსებენ თვალსაჩინო ადგილებზე.

    მუხლი 144

1. სტაციონარულ შესანახ საკნებში, რომლებსაც მეკუჭნავეები ემსახურებიან, შეიძლება ხელბარგის ჩაბარება ყოველნაირი შეფუთვით, მისი სახეობის მიუხედავად, თუ კი ეს შესაძლებელია ზოგიერთი ნივთის მიღება შეიძლება შეუფუთავად.

2. ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, სოკოს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს შესანახად იღებენ ნებისმიერი ტარით, რომელიც იძლევა გადატანისას მათი დაცულობის გარანტიას.

3. შესანახად ჩაბარებული მალფუჭდებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისთვის რკინიგზას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

4. შესანახად ცალკე მიღებული ხელბარგის ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 50 კგ-ს და თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს სამარჯვე, რომელიც იძლევა მისი გადატანის საშუალებას. ჩაბარებულ ხელბარგთან მიბმული თითოეული ნივთი ითვლება ცალკე ადგილად.

5. აკრძალულია ცხოველებისა და ფრინველების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, ცეცხლსაშიში, ადვილაალებადი, მომწამვლელი და მყრალი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ნივთების შესანახად ჩაბარება და მიღება, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს ან დააზიანოს სხვა მგზავრთა ნივთები.

6. დაუშვებელია ხელბარგში ფულადი თანხების, ობლიგაციების, დოკუმენტებისა და სხვა ფასეულობათა შენახვა.

    მუხლი 145

თუ შესანახ საკანში ნივთების მიღებისას აღმოჩნდა ატრასწორედ შეფუთული ნივთები, მათი მფლობელი მოვალეა აღმოფხვრას ისინი ან ხელი მოაწეროს საერთო ფორმის აქტს, რომელსაც ადგენს მეკუჭნავე.

    მუხლი 146

50 კგ-ზე მეტი წონის ან დიდგაბარიტიან ნივთებს, რომლებიც არ ეტევა ავტომატური შესანახი საკნების უჯრედებში (ნიშებში), აგრეთვე ტელევიზორებს, მაცივრებს, სარეცხ მანქანებს და სხვა ნივთებს შესანახად იღებენ სპეციალურად გამოყოფილ დიდგაბარიტიანი ნივთების შესანახ საკანში და შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 192-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 147

1. ნივთების შესანახად მიღებისას, თვითმომსახურების ავტომატური შემნახველი საკნების გარდა, მეკუჭნავე მგზავრს გადასცემს ჟეტონს და მის ნომერს აღნიშნავს სპეციალური წიგნის გრაფაში „გაცემა“. მგზავრის მიერ ხელბარგის მიღებისას ამ ჟეტონის ნომერს მეკუჭნავე აღნიშნავს გრაფაში „მიღება“.

2. ნივთების შენახვა ნაზღაურდება რკინიგზის მიერ დაწესებული განაკვეთებით. ნივთებს გასცემენ ჟეტონის წარდგენისას, რომელიც ამ დროს ჩამოერთმევა მგზავრს.

    მუხლი 148

1. თუ დაიკარგა შესანახად ჟეტონით ჩაბარებული ნივთი, 200 ლარამდე თანხის პრეტენზიას, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის პირობით, განიხილავს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), ხოლო 200 ლარზე მეტი თანხის პრეტენზიას – რკინიგზის სამგზავრო სამსახური.

2. დაკარგული ნივთებისთვის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობითა და ამ წესებით დადგენილი წესით.

3. თუ ნივთები მოგვიანებით მოძიებულ იქნება, მფლობელს მათ გადასცემენ დაკარგული ბარგის გაცემისთვის დადგენილი წესებით მიღებული ანაზღაურების დაბრუნების შემდეგ.

4. თუ დაიკარგა მგზავრის მიერ იმ შემნახველი საკნისთვის მიბარებული ბარგი, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, პასუხს მგზავრის წინაშე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აგებს შემნახველი საკნის მფლობელი იურიდიული ან ფიზიკური პირი.

    მუხლი 149

1. ჟეტონის დაკარგვისას შემნახველ საკანში მიღებულ ნივთებს მფლობელს გადასცემენ მას შემდეგ, რაც იგი 115-ე მუხლით განსაზღვრული წესით წარადგენს მტკიცებულებებს, რომ ნივთები მას ეკუთვნის.

2. მგზავრის მიერ დაკარგული ჟეტონის სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობა განსაზღვრება რკინიგზის მიერ.

    მუხლი 150

1. შემნახველ საკანში ჩაბარებული ნივთები იქ რჩება ერთი კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგ კი მათ გადასცემენ სადგურის სასაწყობო სათავსში.

2. თუ 30 დღის განმავლობაში მფლობელი თავის ნივთებს არ წაიღებს, ხდება მათი რეალიზება კანონმდებლობითა და ამ წესებით დადგენილი წესით.

კარი VI

გადაყვანა-გადაზიდვის კონტროლი

თავი XXVII

კონტროლის საერთო პირობები

    მუხლი 151

1. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, კონტროლიორ-რევიზორები ამოწმებენ:

ა) მგზავრების სამგზავრო და გადაზიდვის დოკუმენტებს;

ბ) ვაგონების გამყოლების მიერ სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების სისწორეს;

გ) სამატარებლო ბრიგადის მიერ ვაგონების სათანადო მოვლა-შენახვასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს;

დ) მგზავრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მატარებელში, ვაგზლებში და მგზავრებისა და რკინიგზის მუშაკების მიერ ამ წესების მოთხოვნების შესრულებას;

ე) სამგზავრო დოკუმენტების რეალიზაციის ორგანიზაციას;

ვ) სამგზავრო მატარებლებში თავისუფალი და გასათავისუფლებელი ადგილების აღრიცხვისა და ადგილების შესახებ ცნობების გადაცემის სისწორეს;

ზ) ვაგონით (სასამსახურო, სარგებლობის უფლებით გაცემული, სხვა უწყებების კუთვნილი და ა.შ.) სარგებლობის სისწორეს, მისი მფლობელის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განმახორციელებელი პირები, რომლებიც სადგურებსა და მატარებლებში გამოავლენენ ნაკლოვანებებს სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ორგანიზაციასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხში, უფლებამოსილი არიან განახორციელონ მათი აღმოფხვრის ღონისძიებები.

    მუხლი 152

1. მატარებლებში კონტროლს ახორციელებენ მატარებლების კონტროლიორ-რევიზორები, სამგზავრო მატარებლებისა და ვაგზლების კონტროლის რევიზორ-ინსტრუქტორები, მატარებლების უფროსები (მექანიკოს-ბრიგადირები), ვაგონების გამყოლები და რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკები.

2. 151-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განმახორციელებელ პირებს უნდა ჰქონდეთ მატარებლების კონტროლის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან დამტკიცებული ფორმის მითითებანი.

    მუხლი 153

1. თუ კონტროლიორ-რევიზორს ეჭვი შეეპარა იმ ბავშვის ასაკში, რომელიც მგზავრობს მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე, ან საბავშვო სამგზავრო დოკუმენტებით, მას შეუძლია მგზავრს მოსთხოვოს წარმოადგინოს ბავშვის ასაკის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ჩანაწერი მშობელთა პასპორტში და ა.შ.).

2. თუ სამგზავრო დოკუმენტების პირველი შემოწმებისას მაკონტროლებელ პირს არ გაუჩნდა ასეთი ეჭვი, მომდევნო რევიზიების დროს კონტროლიორ-რევიზორსა და მგზავრებს შორის ბავშვთა ასაკის გამო ყოველგვარი დავა დაუშვებელია.

3. საგარეუბნო შეღავათიანი სააბონემენტო სახელობითი ბილეთების შემოწმებისას კონტროლიორ-რევიზორს უფლება აქვს მოსთხოვოს მგზავრს წარმოადგინოს მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თავი XXVIII

უბილეთო მგზავრობა და ბილეთით არასწორი სარგებლობა

    მუხლი 154

1. თუ მატარებლის კონტროლისას აღმოჩნდა მგზავრი, რომელსაც არა აქვს სამგზავრო დოკუმენტი ან აქვს სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გვარი არ შეესაბამება პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შეცვლილია (გასწორებულია), აგრეთვე აქვს შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტი და არა აქვს მისით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მან ადგილზე უნდა გადაიხადოს შესაბამისი ბილეთის საფასურის რკინიგზის მიერ განსაზღვრული გაზრდილი ოდენობა.

2. თუ მგზავრი უარს ამბობს ბილეთის საფასურის ორმაგი ღირებულების გადახდაზე, კონტროლიორ-რევიზორი ადგენს აქტს, რომელშიც აღნიშნავს მგზავრის სახელსა და გვარს, მის საცხოვრებელ მისამართს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს. მგზავრი წყვეტს მგზავრობას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უახლოეს სადგურში, ხოლო აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნება მგზავრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს.

3. თუ მგზავრის სამგზავრო დოკუმენტში მითითებული არ არის გვარი, იგი ჩამოერთმევა მგზავრს და მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) მიერ შედგენილ აქტთან ერთად სამსახურებრივი მოკვლევისთვის ეგზავნება რკინიგზის იმ სადგურს, რომელმაც დოკუმენტი გაყიდა, მგზავრი კი მიემგზავრება დანიშნულების სადგურამდე.

4. მგზავრების მატარებლიდან გაძევება დაუშვებელია დასახლებული ადგილებიდან დაშორებულ სადგურებში. ამ სადგურების ნუსხას ადგენს რკინიგზა.

    მუხლი 155

მგზავრი, რომელიც ადგილობრივ ან საერთაშორისო სამგზავრო მატარებელში მგზავრობს საგარეუბნო მატარებლის ბილეთით, უბილეთოდ ითვლება და ის ანაზღაურებს ზიანს 154-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

    მუხლი 156

მგზავრმა, რომელიც შეცდომით ჩაჯდა არა იმ მიმართულების მატარებელში, რომელიც აღნიშნულია მის სამგზავრო დოკუმენტში, უნდა დატოვოს მატარებელი უახლოეს სადგურში. ამ შემთხვევაში მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ადგენს აქტს, რომელიც მგზავრს აძლევს უფლებას დაბრუნდეს ჩაჯდომის ძირითად სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადაუხდელად. მგზავრი, რომელიც შეცდომით აღმოჩნდა არა იმ მიმართულების მატარებელში, მგზავრობის საფასურს არ იხდის.

    მუხლი 157

მგზავრს, რომელიც სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულ ვადაზე ადრე ჩაჯდა მატარებელში, მატარებლიდან არ აძევებენ. პირველ გზად მდებარე სადგურში, სადაც მატარებელი საკმარისი ხნით ჩერდება, მგზავრმა უნდა გადააფორმოს თავისი სამგზავრო დოკუმენტები იმ მატარებელსა და ვაგონში, სადაც იგი ადგილს იკავებს, აგრეთვე გადაიხადოს დამატებითი საფასური საწოლი ადგილისთვის.

    მუხლი 158

მგზავრი, რომელიც აღმოჩნდა მეტი ღირებულების კატეგორიის ვაგონში სამგზავრო დოკუმენტებით, რომლებიც არ იძლევა ამ ვაგონით მგზავრობის უფლებას, მოვალეა გადავიდეს თავისი სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის ვაგონში ან, თუ არის თავისუფალი ადგილები, დარჩეს ამ ვაგონში და დაფაროს საფასურებს შორის შესაბამისი სხვაობა ადგილის ფაქტობრივი დაკავების სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე მგზავრობისთვის.

    მუხლი 159

პირი, რომელიც მგზავრობს ყალბი ან სხვა პირის სამგზავრო დოკუმენტით ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება. ასეთი მგზავრი, მატარებლის სვლის გზაზე მდებარე უახლოეს სადგურში, უნდა გადაეცეს სატრანსპორტო პოლიციას, რის შესახებ დგება სათანადო აქტი.

    მუხლი 160

1. თუ მგზავრმა წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც ეჭვს ბადებს მათ ნამდვილობაში, კონტროლიორ-რეევიზორი არკვევს მგზავრის მიერ მგზავრობისთვის გადახდილი ღირებულების ოდენობას, სამგზავრო დოკუმენტის შეძენის ადგილს, მგზავრის პიროვნებას, მის საცხოვრებელ ადგილს და ადგენს აქტს. სამგზავრო დოკუმენტი როგორც დეფექტური უფასოდ იცვლება ახალზე.

2. სამგზავრო დოკუმენტის გამოცვლა წარმოებს სადგურის სალაროში მგზავრის მიუწვევლად.

    მუხლი 161

მგზავრი, რომელმაც დაკარგა დოკუმენტი მგზავრობის გასაგრძელებლად იძენს ახალ სამგზავრო დოკუმენტს.  

თავი XXIX

დეფექტები სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებისას

    მუხლი 162

1. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპიუტერულმა სისტემამ ხელნაწერი ინფორმაციით, ითვლება ბათილად.

2. უკომპოსტერო, დანიშნულების სადგურის აღუნიშნავი სამგზავრო დოკუმენტები, სადაც მცდარად არის დასახელებული სადგურები და რკინიგზის მუშაკთა მიზეზით დაშვებულია სხვა უზუსტობანი, მიიჩნევა დეფექტურად და ჩამოერთმევა მგზავრს. ამის შესახებ ადგენენ აქტს, ხოლო მგზავრს აძლევენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს. ასეთ სამგზავრო დოკუმენტებს შემდეგი წესით ცვლიან:

ა) შეცვლის აქტს მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) მონაწილეობით ადგენენ უახლოეს სადგურში, სადაც მატარებელი საკმარისი ხნით ჩერდება, ხოლო გაჩერების შემდეგ მგზავრობის განახლებისას აქტს ადგენს სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი);

ბ) სადგურის საბილეთო სალარო აქტისა და მასზე თანდართული დეფექტიანი სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე, უფასოდ გასცემს ახალ დოკუმენტს ისეთივე კატეგორიის ვაგონით და მატარებლით მგზავრობისთვის, როგორითაც მგზავრობის უფლებას იძლეოდა შესაცვლელი დოკუმენტი. სამგზავრო დოკუმენტის უკანა მხარეზე აკეთებენ აღნიშვნას: „გაცემულია ჩამორთმეულის ნაცვლად“. ახალი სამგზავრო დოკუმენტი და შედგენილი აქტი ხელმოსაწერად მიაქვთ მგზავრთან მატარებლის ვაგონში;

3. საგარეუბნო მატარებელში დეფექტიანი სააბონემენტო ბილეთის აღმოჩენისას ამ ბილეთს მგზავრს ჩამოართმევენ და ადგენენ ლუ-4 ფორმის აქტს (სამ ეგზემპლარად). ერთ ეგზემპლარს აბარებენ მგზავრს. აქტის საფუძველზე საბილეთო სალაროში უფასოდ გასცემენ ახალ ბილეთს, რომელზეც აკეთებენ აღნიშვნას: „გაცემულია ჩამორთმეული დეფექტურის ნაცვლად“. კონტროლიორ-რევიზორის მიერ ჩამორთმეულ დეფექტურ ბილეთს ურთავენ აქტის ორ სხვა ეგზემპლარს, რომლებსაც მოსაკვლევად და ღონისძიებათა განსახორციელებლად გადასცემენ შესაბამისად სამგზავრო სამსახურის უფროსს ან იმ ტერიტორიული სამმართველოს უფროსს, სადაც წარმოებდა შემოწმება.

თავი XXX

ბავშვთა უბილეთო მგზავრობა და ნორმაზე მეტი ხელბარგის გადაზიდვა

    მუხლი 163

1. თუ საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები არ გააჩნიათ და ისე მგზავრობენ 5-დან 10 წლამდე და მეტი ასაკის ბავშვები ან 5 წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბავშვი ერთ სრულწლოვან მგზავრთან ერთად, სრულწლოვანი მგზავრი იხდის უბილეთო ბავშვების შესაბამისი რაოდენობის საბავშვო სამგზავრო დიკუმენტების ღირებულების ორმაგ საფასურს.

2. გზის გასაგრძელებლად მგზავრი მოვალეა შეიძინოს საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები ბავშვთა მგზავრობის წესების თანახმად.

    მუხლი 164

1. თუ საბავშვო სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობენ 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები, ბავშვების თანმხლები მგზავრი იხდის შესაბამისი ბილეთის სრული ღირებულების ორმაგ საფასურს.

2. ბავშვები, რომლებიც უთანმხლებოდ მგზავრობენ და აღმოჩნდება, რომ სამგზავრო დოკუმენტები არ გააჩნიათ, უნდა გადასცენ უახლოეს დიდ სადგურში სატრანსპორტო პოლიციის მორიგეს.

    მუხლი 165

მატარებლის კონტროლიორ-რევიზორმა თუ აღმოაჩინა, რომ მგზავრს მიაქვს ხელბარგი დადგენილ ნორმაზე გადამეტებით უნდა შესთავაზოს მგზავრს გადაიხადოს რკინიგზის მიერ დადგენილი ხელბარგის ზედმეტი წონისთვის გადაზიდვის ორმაგი საფასური სვლის მთელი გზისთვის (საწყისი სადგურიდან) ბარგისთვის დადგენილი ტარიფით.

თავი XXXI

გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნება

    მუხლი 166       

1. მატარებლის გასვლის შემდეგ გამყოლი მოვალეა ჩამოართვას მგზავრებს სამგზავრო დოკუმენტები და გააუქმოს ისინი. გამონაკლისს შეადგენს იმ მგზავრთა სამგზავრო დოკუმენტები, რომლებსაც სურთ გაჩერება სვლის გზაზე. ასეთი სამგზავრო დოკუმენტები უქმდება დანიშნულების სადგურში უშუალოდ მგზავრთა ჩასვლის წინ.

2. ბლანკის სამგზავრო დოკუმენტების გაუქმება შემდეგნაირად წარმოებს: სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის შუაზე გაკეცვის შემდეგ მოიხევა ნაკეცის ზედა კუთხე (არა უმეტეს 1 სმ). მუყაოს ბილეთები უქმდება გახევის გზით.

3. მგზავრთა მოთხოვნით მათ უბრუნდებათ გაუქმებული სამგზავრო დოკუმენტები, ხოლო დანარჩენებს ვაგონის გამყოლი ანადგურებს. იკრძალება სამგზავრო დოკუმენტების იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებსაც არ უმგზავრიათ.

კარი VII

ტარიფების სახეობები და მგზავრობა შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით

თავი XXXII

სამგზავრო ტარიფების სახეობები

    მუხლი 167

რკინიგზის სამგზავრო ტარიფებად მიჩნეულია მგზავრთა გადაყვანისთვის, ბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვისთვის რკინიგზის მიერ დადგენილი საფასური.

    მუხლი 168

1. რკინიგზაზე გამოიყენება შემდეგ სახეობათა სამგზავრო ტარიფები: საერთაშორისო – საქართველოს საზღვრის გადაკვეთით მგზავრობისას; საერთო სამგზავრო – ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას; საგარეუბნო – საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას (საგარეუბნო ზონის ფარგლებში, 50 კმ-მდე ჩათვლით მანძილზე).

2. საგარეუბნო ტარიფები იყოფა ზონურ, სააბონემენტო, კილომეტრობრივ და საერთო ტარიფებად დაზღვევის საფასურის გარეშე. სამგზავრო ტარიფები გამოიყენება მუდმივ ექსპლუატაციაში შეტანილ საერთო სარგებლობისთვის გახსნილ ყველა ფართო და ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ხაზზე.

3. ადგილობრივი და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფებს ამტკიცებს რკინიგზა.

    მუხლი 169

მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის ღირებულება დგინდება ვაგონის სახეობის მიხედვით: მაგარი საერთო (დასაჯდომადგილებიანი), მაგარი პლაცკარტის (საწოლადგილებიანი), მაგარი კუპეებიანი და რბილი ორადგილიანი კუპეებით, I, II და III კლასის, აგრეთვე მატარებლის კატეგორიის მიხედვით: ჩქარი, სამგზავრო, საფირმო და მგზავრობის მანძილის მიხედვით.

თავი XXXIII

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე და შეღავათიანი ფასით

    მუხლი 170

1. საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობის ნებართვისთვის სადგურის (ვაგზლის) საბილეთო სალაროში ბილეთის გაცემისთვის უნდა წარადგინონ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული ერთიანი ნიმუშის მოწმობა და საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობის ნებართვის ტალონი.

2. შეღავათიანი მგზავრობისთვის მოქალაქეებმა სადგურის (ვაგზლის) საბილეთო სალაროში რკინიგზის შეღავათიანი ბილეთის გასაცემად უნდა წარადგინონ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული ერთიანი ნიმუშის მოწმობა და შეღავათიანი მგზავრობის უფლების დამადასტურებელი მგზავრობის ნებართვის ტალონი.

    მუხლი 171

საერთაშორისო მიმოსვლაში შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტების გაცემა წარმოებს მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ასევე მასზე თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქციისა და საერთაშორისო სამგზავრო ტარიფების შესაბამისად.

    მუხლი 172

1. ორგანიზებული ჯგუფების მიერ ბილეთების შეძენისას ფასდაკლების პირობებს განსაზღვრავს რკინიგზა.

2. ჯგუფის შემადგენლობის რაოდენობის განსაზღვრისას ორი 10 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებმაც გადაიხადეს საბავშვო ბილეთების საფასური, ითვლება ერთ მოზრდილ მგზავრად.

3. საერთაშორისო მიმოსვლაში ორგანიზებულ ჯგუფებზე შეღავათიანი ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა წარმოებს მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად.

4. ჯგუფური მგზავრობის საფასურის გადახდა დასაშვებია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

    მუხლი 173

1. ის პირი რომელიც სარგებლობს შეღავათიანი მგზავრობის უფლებით ვალდებულია მატარებელში ჩასხდომის წინ ვაგონის გამყოლს და მატარებლის კონტროლიორ-რევიზორებს წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი. პირი, რომელიც ვერ წარმოადგენს შეღავათიანი მგზავრობის უფლების შესაბამის საბუთს, რომლითაც გაიცა ბილეთი, ითვლება უბილეთო მგზავრად და იხდის ბილეთის საფასურს 154-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

2. თუ სამგზავრო დოკუმენტი არასწორად იქნა გაცემული შეღავათიანი ტარიფით, კონტროლიორ-რევიზორი მოვალეა, შეადგინოს აქტი და წარუდგინოს იგი რკინიგზის სამგზავრო მეურნეობის სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი ზომების მისაღებად.

თავი XXXIV

დამატებითი საფასური სიჩქარისთვის, სააბონემენტო და სატალონო ბილეთები

    მუხლი 174

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის და ტვირთბარგის გადაზიდვის დაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 175

პირდაპირი მიმოსვლის ვაგონით მგზავრობისას, რომელიც სვლის გზაზე მიებმება სხვადასხვა სიჩქარის მატარებელს, მგზავრობის საფასურის გადახდევინება ხდება მგზავრის სვლის მთელი გზისთვის იმ მაღალი კატეგორიის მატარებლისთვის დაწესებული ტარიფით, რომლითაც მიემართება ვაგონი.

    მუხლი 176

1. ერთჯერადი ბილეთების გარდა საგარეუბნო სალაროები აწარმოებენ სხვა სახის სააბონემენტო ბილეთების გაყიდვას, მათ შორის შეღავათიანის.

2. ყველა სახის სააბონემენტო ბილეთის ფასს და გაყიდვის ორგანიზაციის წესს ადგენს რკინიგზა.

3. სააბონემენტო ბილეთები იძლევა მგზავრობის უფლებას ყველა საგარეუბნო მსვლელობის მატარებლებით ერთი მიმართულებით 50კმ. საგარეუბნო ზონაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უბანზე არ მოძრაობს საგარეუბნო მატარებლები, რკინიგზის განკარგულებით მგზავრებს ეძლევათ ნებართვა იმგზავრონ ადგილობრივი მსვლელობის მატარებლების საერთო ვაგონით.

4. სააბონემენტო ბილეთების გაყიდვა წარმოებს წინასწარ და არა უმეტეს 5 დღისა მათი მოქმედების ვადის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბილეთზე დაისმება დათარიღებული რიცხვის კომპოსტერი, საიდანაც დაიწყება ბილეთის მოქმედება.

5. ერთი სააბონემენტო ბილეთის (შეღავათიანი) გაყიდვა ნებადართულია საგარეუბნო ზონის გასაჩერებელ პუნქტიდან საკვანძო პუნქტის გავლით მეორე მიმართულების საგარეუბნო ზონის გასაჩერებელ პუნქტამდე, მათ შორის ერთ ვაგზალში ჩასვლით და მეორე ვაგზლიდან გასვლით. ასეთ შემთხვევაში მგზავრობის საერთო მანძილმა არ უნდა გადააჭარბოს 50კმ-ს.

6. შეღავათიან სააბონემენტო ბილეთში ნაჩვენები უნდა იქნეს გასვლის და დანიშნულების გასაჩერებელი და საკვანძო პუნქტების დასახელებები და ბილეთის ღირებულება.

    მუხლი 177

1. სააბონემენტო ბილეთები იყიდება დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, წარმოებებში შემძენის გვარის, სახელის მითითებით.

2. სააბონემენტო ბილეთის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა.

    მუხლი 178

სააბონემენტო სახელობითი ბილეთები (უშეღავათო) მიეყიდებათ დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს, რომლებზეც აღინიშნება იმ პირის სახელი და გვარი, რომლისთვისაც შეძენილია ბილეთი. სააბონემენტო ბილეთის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა.

    მუხლი 179

რკინიგზა ახორციელებს გაყიდვას: „წარმომდგენზე“ ერთთვიანი სააბონემენტო ბილეთებისას (ნებისმიერი რიცხვიდან) კვირის ნებისმიერ დღეს მგზავრობისთვის, ასევე „გამოსასვლელი დღის“ (წარმომდგენზე) პარასკევს, შაბათს, კვირას, ორშაბათს, სადღესასწაულო დღეებში მგზავრობის მოქმედებით, ნული ზონიდან წარმოებს არათავდაპირველი კვანძის სადგურიდან ზონამდე. ასეთი სააბონემენტო ბილეთების გაფორმება წარმოებს არათავდაპირველი კვანძის სადგურიდან, ამგვარი სააბონემენტო ბილეთის გაფორმება ნებადართულია მხოლოდ კონკრეტული მიმართულების აღნიშვნით.

    მუხლი 180

1. ცალკეული უბნების ფარგლებში სხვადასხვა იურიდიული პირების მუშაკთა სამსახურებრივი საჭიროებით მგზავრობისთვის რკინიგზა აწარმოებს დადგენილი ფორმის უსახელო სატალონო ბილეთების გაყიდვას.

2. სატალონო ბილეთს (პირველ და მეორე გვერდებს) გაცემისას ავსებს რკინიგზის საფინანსო სამსახური, რომელიც თითოეული ტალონის წინა პირზე აღნიშნავს მისი ვარგისობის ვადას.

3. თითოეულ ცალკეულ ტალონს ავსებს მოლარე მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მორიგი მგზავრობის სატალონო ბილეთის წარდგენისას, რომელზეც სატალონო ბილეთია გაცემული.

4. ტალონის შევსების შემდეგ ბილეთის მოლარე ადებს მას კომპოსტერულ ნიშნებს.

5. სატალონო ბილეთები ნამდვილია ბილეთზე აღნიშნული ვადის განმავლობაში და მხოლოდ იმ უბნის ფარგლებში მგზავრობისთვის, რომელზეც გაცემულია ისინი.

6. თითოეული ტალონი ნამდვილია ერთი მგზავრობისთვის და მხოლოდ ერთი მიმართულებით. უკანა მიმართულებით მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ მომდევნო ტალონი.

    მუხლი 181

1. უსახელო სატალონო ბილეთის ღირებულების გამოანგარიშება ხდება რკინიგზის მიერ დადგენილი წესით.

2. მაღალი კატეგორიის ვაგონებითა და მატარებლებით მგზავრობისთვის პირებმა, რომლებსაც აქვთ სატალონო ბილეთი, დამატებით უნდა გადაიხადონ სხვაობა მგზავრობის პირობებსა და იმ პირობებს შორის, რომელთა უფლებას იძლევა სატალონო ბილეთი.

3. თუ სატალონო ბილეთით მგზავრობა ხდება დაბალი კატეგორიის მატარებლით ან ვაგონით იმ უფლებასთან შედარებით, რომელსაც ეს ბილეთი იძლევა, საფასურის გადაანგარიშება არ ხდება და უკან არ უბრუნდებათ.

4. თითოეული ტალონის ვარგისობის ვადა იწყება დასმული კომპოსტერის თარიღის შესაბამისად. სვლის გზაზე გაჩერება დაშვებულია ტალონის ვარგისობის ვადის ფარგლებში. ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

    მუხლი 182

1. პირები, რომლებიც წარმოადგენენ ბილეთისაგან მოხეულ ტალონებს ან ბილეთებს, რომლებზეც არ არის შესაბამისი წარწერები და აღნიშვნები, ითვლებიან უბილეთო მგზავრებად და იხდიან ბილეთის საფასურს 154-ე მუხლით განსაზღვრული წესით, ხოლო პირები, რომლებსაც კონტროლისას აღმოაჩნდებათ ამონაშალიანი და გადასწორებული სატალონო ბილეთები, გარდა ამისა, გადაეცემიან სატრანსპორტო პოლიციის ორგანოებს, ამ ბოლო შემთხვევაში სატალონო ბილეთი მგზავრს ჩამოერთმევა.

2. სატალონო ბილეთის მოქმედების ვადა გამოიანგარიშება კალენდარული წლის ფარგლებში.

3. ამ ვადის განმავლობაში გამოუყენებელი ტალონები ძალას კარგავს და მათი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

კარი VIII

ბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვის საფასურის სახეობები      

თავი XXXV

ბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვის ანაზღაურების ზოგადი წესი

    მუხლი 183

1. ბარგის და ტვირთბარგის საერთო ტარიფები გამოიყენება საერთო სარგებლობისთვის გახსნილ ფართო და ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ხაზებზე, რომლებიც ჩართულია მუდმივ ექსპლუატაციაში, გარდა ხაზებისა, რომლებიც მიერთებული არ არის რკინიგზის საერთო ქსელთან.

2. ბარგისა და ტვირთბარგის ტარიფის განაკვეთებს განსაზღვრავენ პრეისკურანტის გაანგარიშებული ცხრილით.

    მუხლი 184

ბარგისა და ტვირთბარგის გზავნილის მინიმალური გაანგარიშებული წონა 10 კგ-ია.

5 კგ. ბარგისა და ტვირთბარგის გზავნილის მინიმალური წონა ნაზღაურდება როგორც 10 კგ-ისთვის.

    მუხლი 185

1. საბარგო ვაგონით ცალობრივი საგნების (არაძრავიანი და ძრავიანი ველოსიპედების, ეტლ-პროთეზების, საბავშვო ეტლებისა და საბავშვო ავტომობილების) გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ როგორც 20 კილოგრამიანი ბარგის ან ტვირთბარგისთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედთან, საბავშვო ეტლთან და სხვა საგნებთან ერთად წარმოდგენილია სხვა ნივთები, ისინი ერთად უნდა აიწონოს და საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ერთი ქვითრით საერთო წონისთვის.

3. მოტოციკლები, მოტოროლერები, მოპედები გადასაზიდად მიიღება ფაქტობრივი წონით.

    მუხლი 186

1. ადგილობრივი და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებით, მგზავრის თანხლებისას, აგრეთვე საბარგო ვაგონებით ძაღლების, პატარა ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა ნაზღაურდება ცალკე ან ადგილზე, როგორც 20 კილოგრამიანი ბარგისთვის.

2. საგარეუბნო მატარებლებით მგზავრის თანხლებით ძაღლები, პატარა ცხოველები და ფრინველები გადაჰყავთ საგარეუბნო საბილეთო სალაროებში შეძენილი ბილეთებით.

3. საგარეუბნო მატარებლებით შინაური ცხოველების, ფრინველების, ველოსიპედებისა და ხელბარგის დამატებით წონის გადაზიდვის სატარიფო განაკვეთების ოდენობას ადგენს რკინიგზა.

თავი XXXVI

შენახვისა და წონის შემოწმების, ხელბარგის, დიდგაბარიტული ნივთებისა და საგნების შენახვის საფასური, ტრანზიტის საფასური

    მუხლი 187

1. ადგილობრივი და საერთაშორისო მატარებლების სამგზავრო ვაგონებით, მგზავრის თანხლებისას, აგრეთვე საბარგო ვაგონებით ძაღლების, პატარა ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა ნაზღაურდება ცალზე ან ადგილზე, როგორც 20 კგ ბარგისთვის. საგარეუბნო მატარებლებით მგზავრის თანხლებით ძაღლები, პატარა ცხოველები და ფრინველები გადაჰყავთ ბილეთებით, რომლებიც საგარეუბნო საბილეთო სალაროებში იყიდება.

2. საგარეუბნო მატარებლებით შინაური ცხოველების, ფრინველების, ველოსიპედებისა და ხელბარგის დამატებითი წონის გადაზიდვის სატარიფო განაკვეთების ოდენობას ადგენს რკინიგზა.

    მუხლი 188

გამოცხადებული ფასეულობის საფასური განისაზღვრება რკინიგზის მიერ დადგენილი პრეისკურანტით. არასრული 1 ლარი, 10 ლარი და გარბენის 100 კმ. ითვლება სრულად.

    მუხლი 189

1. მოსული ბარგისა და ტვირთბარგის, დარჩენილი და ნაპოვნი საგნების შენახვის საფასური დგინდება რკინიგზის მიერ.

2. ნაპოვნი მცირეფასიანი საგნების (რომლებიც რეალიზაციას არ ექვემდებარება) შენახვისათვის საფასურს არ ახდევინებენ.

3. რკინიგზის მიერ ბარგისა და ტვირთბარგის შესანახად წინასწარ მიღებისას (ბარგის გასაგზავნი მატარებლის გასვლამდე ორ კალენდალურ დღე-ღამეზე ადრე) მგზავრი იხდის რკინიგზის მიერ დადგენილ საფასურს.

    მუხლი 190       

1. ბარგის წონის შემოწმებისთვის დამატებით საფასურს მგზავრები არ იხდიან.

2. ტვირთბარგის წონის შემოწმებისთვის ახდევინებენ საფასურს რკინიგზის მიერ დაწესებული ოდენობით. ამ ოპერაციის ანაზღაურების შესახებ ქვითარში გადაწონილი ტვირთის წონა არ აღინიშნება.

3. ბარგის დანაკლისისას და კომერციული აქტის შედგენისას საფასურს აწონისთვის მგზავრები არ იხდიან.

    მუხლი 191

ავტოტრანსპორტით ერთი ვაგზლიდან მეორეში პირდაპირი მიმოსვლის სატრანზიტო ბარგისა და ტვირთბარგის გადაგზავნისათვის საფასური თითოეული ადგილის მიხედვით განისაზღვრება რკინიგზის მიერ.

    მუხლი 192

1. მგზავრის მიერ ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით სარგებლობა ფასიანია.

2. საფასური ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით სარგებლობისთვის განისაზღვრება რკინიგზის მიერ სარგებლობის ყოველი დღის მიხედვით.

3. დიდგაბარიტიანი ნივთებისა და საგნების შენახვისას, რომლებიც არ განეკუთვნება ხელბარგს, ავტომატური და სტაციონარული შემნახველი საკნებით ყოველი კალენდარული დღე-ღამით სარგებლობისთვის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა.

4. მგზავრის თხოვნით თვითმომსახურების ავტომატური შესანახი საკნების ორ უჯრედამდე იძულებითი გახსნისთვის (შიფრის დავიწყების შემთხვევაში) ახდევინებენ რკინიგზის მიერ განსაზღვრულ საფასურს, ორზე მეტი უჯრედის იძულებითი გახსნა დაუშვებელია, ამ შემთხვევაში ხელბარგის ძებნა და დანიშნულებით გაგზავნა წარმოებს დადგენილი წესით მგზავრის განაცხადის მიხედვით.

    მუხლი 193

1. მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების სახეობების მიხედვით მგზავრი იხდის რკინიგზის მიერ განსაზღვრულ საფასურს.

2. 1-ლ პუნქტში დადგენილი საფასური არ გადაეხდევინებათ სპეციალური იჯარით გაცემულ ვაგონებსა და მატარებლებზე სამსახურებრივ და ერთჯერად რკინიგზის ბილეთებზე, თუ ასეთი ბილეთები არ საჭიროებს დაკვეთით ან მაღალი კატეგორიის ვაგონით ან მატარებლით მგზავრობის გაფორმებას.

თავი XXXVII

სამგზავრო დოკუმენტების ღირებულების დაბრუნების, ბარგისა და ტვირთბარგის გაფორმების საფასური

    მუხლი 194

1. შეძენილ სამგზავრო დოკუმენტზე გადახდილი საკომისიო საფასური არ დაბრუნდება, თუ მისი დაბრუნება გამოწვეული არ არის რკინიგზის მიზეზით.

2. საკომისიო საფასური არ გადაეხდევინებათ გამოუყენებელი ბილეთების დაბრუნების ოპერაციების შესრულებისთვის, იმ კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მგზავრობენ საფასურის გადახდის გარეშე მიღებული ან შეღავათიანი სამგზავრო დოკუმენტით.

    მუხლი 195

რკინიგზა მოვალეა ბარგის ან ტვირთბარგის გამგზავნის მოთხოვნით გადასცეს მგზავრს ბლანკ-განაცხადი და საჭდე. ბირკისთვის, ბლანკ-განაცხადისთვის და საჭდის შევსებისთვის ან გაგზავნის ნიშანდების დადებისთვის საფასური განისაზღვრება რკინიგზის მიერ.

    მუხლი 196

მომხმარებლებისთვის მათი მისამართით მოსული ბარგის ან ტვირთბარგის შესახებ შეტყობინების საფასურს ადგენს რკინიგზა.

თავი XXXVIII

საცნობარო-საინფორმაციო მომსახურებისა და ვაგზლებში მგზავრთათვის გაწეული სხვა მომსახურების ორგანიზაცია

    მუხლი 197

1. მგზავრთნაკადისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სადგურებსა და ვაგზლებში მგზავრთა ინფორმირება ხორციელდება ავტომატური საცნობარო დანადგარების, ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის, სხვადასხვაგვარი ცნობარებისა და ტაბლოების მეშვეობით, რადიოთი და ტელეფონით, აგრეთვე ცნობათა ბიუროს მეშვეობით.

2. ცნობათა ბიურო ცნობებს გასცემს ზეპირი ფორმით. წერილობითი ცნობები გაიცემა მხოლოდ სამგზავრო მატარებლების დაგვიანების შემთხვევაში.

    მუხლი 198

მებარგულის მიერ ხელბარგის ან ბარგის გადაზიდვა ნაზღაურდება რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 199

დასასვენებელი ოთახებით, დედისა და ბავშვის ოთახებით სარგებლობა, აგრეთვე მგზავრებისთვის გაწეული სხვა არასავალდებულო მომსახურება (ბილეთებისა და ბარგის ადგილზე მიტანა, ბლანკ-განაცხადებისა და საჭდეების გაცემა, შეტყობინებათა გაგზავნა, საბარგო ურიკებით სარგებლობა, შეფუთვა, განცხადებების სადგურის რადიოთი გამოცხადება, მოტოციკლების, მოპედების, ველოსიპედების შენახვა საბარგო საწყობებში და ა.შ.) ანაზღაურდება რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით.

კარი IX

მგზავრთა გადაყვანის განსაკუთრებული პირობები

თავი XXXIX

სხვა უწყებათა გამგებლობაში არსებული და დროებით სარგებლობაში გადაცემული ვაგონებით მგზავრობა

    მუხლი 200                 

სახელმწიფო უწყებათა და იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ვაგონების (საბარგოების გარდა) მსვლელობას სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში გაგზავნის სადგური აფორმებს საგზაო უწყისით (ფორმა ლუ-12გ), საბარგო ვაგონებისას – საგზაო ტვირთბარგის უწყისით (ფორმა ლუ-12ბ) მიბმის ნებართვის არსებობისას გამგზავნის განაცხადში აღნიშნული მონაცემების, გადაყვანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტის თანახმად და ვაგონით სარგებლობის უფლების მოწმობის წარდგენით.

    მუხლი 201

1. გადაზიდვის დოკუმენტების შედგენისას ახდევინებენ საფასურს ვაგონის გარბენისთვის და სამგზავრო დოკუმენტების ღირებულებას და (ვაგონის სახეობისა და მატარებლის კატეგორიის მიუხედავად) ფაქტობრივად მიმავალ პირთა რიცხვის მიხედვით. სხვა სამინისტროების, უწყებების, იურიდული და ფიზიკური პირებისა და სხვა გამგზავნების გამგებლობაში არსებული ვაგონებით ტვირთის გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ მხოლოდ ვაგონის გარბენისთვის.

2. გადაზიდვის საფასური ფორმდება გუ-57 ფორმის ქვითრით, რომელიც გაიცემა ვაგონის სვლის თითოეულ უბანზე მისი ხელახალი მიბმის სადგურამდე და რომელშიც აღინიშნება სვლის ფაქტობრივი მარშრუტი და ტვირთის ნამდვილი წონა. ხელბარგის გადაზიდვა ხდება გადაზიდვის საყოველთაოდ დადგენილი ნორმებითა და წესებით.

    მუხლი 202

თუ სვლის გზაზე ან გაგზავნისას წარმოიშობა სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულზე მეტი რაოდენობის მგზავრთა გადაყვანის საჭიროება, დამატებით უნდა შეიძინონ შესაბამისი რაოდენობის სამგზავრო დოკუმენტები სამგზავრო მატარებლის მაგარი საერთო ვაგონის ტარიფით.

    მუხლი 203

სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენისთვის საფასურის გადახდევინება ხდება რკინიგზის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 204

1. სამგზავრო პარკის ვაგონები შეიძლება დროებითი სარგებლობისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული დროებითი სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ გაიცემა ვაგონებით სარგებლობის უფლების მოწმობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში, ამასთან აღინიშნება რეგულარული მიმოსვლის რკინიგზა.

    მუხლი 205

რკინიგზის სამგზავრო პარკის ვაგონების დროებითი სარგებლობისთვის საფასურის ოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს რკინიგზა.

    მუხლი 206

1. ცარიელი სასამსახურო ვაგონის (ვაგონ-სალონის) გადაგზავნისთვის საფასურის გადახდა წარმოებს რკინიგზის მიერ დადგენილი წესით.

2. სასამსახურო ვაგონით (ვაგონ-სალონით) სარგებლობის უფლების მოწმობა გაიცემა შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.

    მუხლი 207

1. მთელი გზისთვის ორივე მიმართულებით დროებითი სარგებლობისთვის საფასურის გადახდევინებას უზრუნველყოფს რკინიგზა ან ტერიტორიული სამმართველო დამტკიცებული მარშრუტების მგზავრობის დაწყებამდე, ამასთან ფორმდება სარგებლობის საფასურის მიღება და გაცემა სამგზავრო ვაგონებით მოსარგებლე იურიდიული პირისთვის მარშრუტის ყოველ ანაზღაურებულ უბანზე გუ-57 ფორმის ქვითრით. ქვითარში აღინიშნება ვაგონით ფაქტობრივად მიმავალ მგზავრთა რაოდენობა.

2. მგზავრისათვის გაცემული ვაგონით სარგებლობის უფლების მოწმობის უკანა მხარეზე ჩამოთვლილი უნდა იყოს მარშრუტის ყველა უბანი და აღინიშნოს შესაბამისი ქვითრების ნომრები.

    მუხლი 208

1. ორი და მეტი რკინიგზის ფარგლებში მიმავალ სამგზავრო თუ საფოსტო-საბარგო მატარებელთან დროებით სარგებლობაში გადაცემული ვაგონის მიბმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არის უცხო სახელმწიფოთა რკინიგზების შესაბამისი სამსახურების თანხმობა, ხოლო ადგილობრივი რეგულარული მიმოსვლის (გზის ფარგლებში) მატარებლებთან მიბმა – რკინიგზის უფროსის ან მოადგილის ნებართვით მას შემდეგ, რაც მიბმის სადგური შეადგენს მარშრუტის თანახმად შეუჩერებელი მსვლელობის უბანზე ლუ-12გ (საბარგო ვაგონებისათვის ლუ-12 ბ) ფორმის გადაზიდვის დოკუმენტებს და დროებით მოსარგებლე პირი წარადგენს გუ-57 ფორმის შესაბამის ქვითარს გადაყვანის ან ტვირთბარგის გადაზიდვის ანაზღაურების შესახებ.

2. ლუ-12გ (ლუ-12ბ) საგზაო უწყისის სვეტში გადახდილია გაგზავნისას” აღინიშნება. გადაზიდვის ტარიფი . . . თანხით გადახდევინებულია № . . . გუ-57 ფორმის ქვითრით, რკინიგზის . . . . . . სადგურში”.

3. გუ-57 ქვითარს ამაგრებენ საგზაო უწყისის ყუაზე, მის სანაცვლოდ ვაგონებით მოსარგებლე პირს გადასცემენ ლუ-12გ (ლუ-12 ბ) ფორმის საგზაო უწყისის ქვითარს.

4. თუ სამგზავრო მატარებელთან ვაგონის მიბმა ნებადართულია მარშრუტიდან გადახრით, დადგენილ საფასურს ახდევინებენ სრულად მიბმის სადგურში ლუ-12გ (საბარგო ვაგონისათვის ლუ-12 ბ) ფორმის გადაზიდვის დოკუმენტის შედგენისას როგორც ახალი მგზავრობისთვის.

5. სამგზავრო მატარებლით დროებით სარგებლობაში გადაცემული ვაგონის გადაზიდვის საგზაო უწყისს სადგური გადასცემს მექანიკოს-ბრიგადირს, რომელიც გაჰყვება ამ ვაგონს.

    მუხლი 209

1. განსაკუთრებული განაცხადით მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფის გადასაყვანად შეიძლება გამოიყოს სამგზავრო მატარებლის ცალკე შემადგენლობა პირდაპირ მიმოსვლაში რკინიგზის მიერ დადგენილი რაოდენობით, საგარეუბნო მატარებლების გარდა. ეს მატარებლები ინიშნება მხოლოდ რკინიგზის ნებართვით.

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით მატარებლის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მის გაგზავნამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე.

    მუხლი 210

1. ცალკე მატარებლის დანიშვნისას ახდევინებენ სარგებლობის საფასურს მატარებლის ყველა ვაგონისთვის.

2. მატარებლის დანიშვნისთვის საფასურის გადახდევინება ხდება მის გაგზავნამდე 20 დღით ადრე. მატარებლის დანიშვნისას დროებითი სარგებლობის საფასური გამოიანგარიშება მატარებლის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში აღნიშნული მთელი დროისთვის.

3. მატარებელში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მატარებლში ადგილების რაოდენობას.

4. ქვეშაგები გაიცემა რკინიგზის მიერ დადგენილი დამატებითი საფასურით.

    მუხლი 211

რკინიგზის მიერ სხვა პირთა ვადიან სარგებლობაში გადაცემული მატარებლით მიმავალ მგზავრთა ბარგი უნდა გადაიზიდოს საბარგო ვაგონებით ნორმის შეუზღუდავად და არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის ტვირთამწეობის ძალას.

    მუხლი 212

დროებით სარგებლობაში გადაცემული სამგზავრო შემადგენლობის ან ცალკე ვაგონის (ცარიელის) გადაგზავნისას მისი მიწერის (შედგენის) პუნქტიდან მოსარგებლის მიერ მისი დაკავების ადგილამდე ან მიწერის პუნქტამდე მოიჯარის მიერ მისი გათავისუფლების ადგილიდან სარგებლობის საფასურის გარდა ახდევინებენ შემადგენლობის ან ვაგონის გადაგზავნის ღირებულებას 1 ვაგონ-კილომეტრისათვის რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით.

თავი XL

ტურისტთა გადაყვანა სპეციალური ტურისტულ-საექსკურსიო მატარებლით

    მუხლი 213                                     

1. ტურისტებსა და სხვა საექსკურსიო ჯგუფებს სამგზავრო მატარებლები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გადაეცეთ დროებით სარგებლობაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. დროებით სარგებლობაში გადასაცემი სამგზავრო ვაგონების რაოდენობისა და სახეობის საკითხს წყვეტს რკინიგზა.

    მუხლი 214

1. ვაგონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დროებით მოსარგებლე პირი იხდის კანონმდებლობით დადგენილი წესით რკინიგზის მიერ განსაზღვრულ სარგებლობის საფასურს.

2. საგარეუბნო მიმოსვლისთვის რკინიგზის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული სამგზავრო ვაგონებით სარგებლობის საფასურს განსაზღვრავს რკინიგზა.

3. ტურისტულ-საექსკურსიო მატარებლის გაგზავნამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს რკინიგზის მის მიერ ხელშემკვრელი მხარისთვის გაწეული მომსახურებისა და მიწოდებული ქონებით სარგებლობის ყველა საფასური.

5. ტურისტულ ორგანიზაციებს გადაეცემათ ხელშეკრულების ორი ეგზემპლარი და ორი გუ-57 ფორმის ქვითარი (ერთი – ერთი მიმართულებით, მეორე – მეორე მიმართულებით მგზავრობისათვის).

6. ამ გადაყვანის თაობაზე გუ-57 ფორმის ქვითრის ტალონებით საფინანსო სამსახურის სამგზავრო სექტორში ადგენენ ანგარიშს სამგზავრო დოკუმენტების (ფო-2 ფორმა) გაყიდვის შესახებ.

7. ტურისტულ-საექსკურსიო მატარებლის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების პირი, რომელზეც რკინიგზას აღნიშნული აქვს, რომ მან მიიღო ხელშემკვრელი მხარის მიერ გადახდილი საფასურები და ქვითარი (ფორმა გუ-57) ინახება ტურისტების თანხმლებ პასუხისმგებელ პირთან, რომლებსაც წარადგენს მსვლელობის გზაზე კონტროლისას.

8. თუ ტურისტი მატარებელს ჩამორჩა რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ტურისტული მატარებლის ადგილსამყოფლამდე მისი მგზავრობა ხდება საკუთარი ხარჯით.

9. თუ ტურისტი მატარებელს ჩამორჩა რკინიგზის მიზეზით, მისი მგზავრობა ტურისტული მატარებლის ადგილსამყოფლამდე ფორმდება ამ წესების თანახმად.

თავი XLI

ავადმყოფთა გადაყვანა და საბარგო-საფოსტო ვაგონებითა და საბარგო ვაგონებით  ფოსტის გადაზიდვა

    მუხლი 215

1. იმ ავადმყოფთა გადაყვანა, რომლებიც იზოლაციას მოითხოვენ, წარმოებს თანმხლებ პირებთან ერთად იზოლირებულ კუპეში, დაკავებულ კუპეში მიმავალთა რიცხვის მიუხედავად, ყველა ადგილის სრული ღირებულების ანაზღაურებით.

2. ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც გზავნიან ამ ავადმყოფებს, მოვალენი არიან წინასწარ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღით ადრე სადგურის უფროსზე (დირექტორზე) შეიტანონ განაცხადი ცალკე კუპეს მოსამზადებლად.

3. განაცხადს უნდა ერთოდეს ექიმის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია გადაყვანის პირობები.

4. ცალკე სანიტარიული ვაგონებით ავადმყოფთა გადაყვანა ხდება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ანაზღაურების საერთო პირობებით.

    მუხლი 216

1. რკინიგზით ფოსტის გადაზიდვა საფოსტო ვაგონებით წარმოებს საფოსტო წესების, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოსა და რკინიგზას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. საფოსტო საწარმოების მიერ საფოსტო ვაგონებში კონტროლისას რკინიგზის გადაზიდვის დოკუმენტებით გაუფორმებელი ტვირთის ან სხვა არასაფოსტო გზავნილების აღმოჩენის შემთხვევაში, გადაზიდვის ღირებულების ანაზღაურება წარმოებს ტვირთბარგის გაორმაგებული ტარიფით ტვირთის ნამდვილი წონისთვის და ვაგონით გადაზიდვის მთელი მანძილისთვის.

    მუხლი 217

1. საფოსტო გადაზიდვები და საფოსტო ვაგონების ექსპლუატაცია წარმოებს საერთო სარგებლობის რკინიგზის ხაზებზე. ფოსტა გადაიზიდება როგორც საფოსტო საწარმოს სპეციალური ვაგონებით, ასევე რკინიგზის ვაგონებით, სამგზავრო ჩქაროსნული და საფოსტო-საბარგო მატარებლებში ჩართვით.

2. საფოსტო გადაზიდვები შესაძლებელია საგარეუბნო მატარებლებითაც (მოტორვაგონიან შემადგენლობაში საფოსტო ვაგონის ჩაურთველად).

3. საფოსტო, საფოსტო-საბარგო ვაგონებით და სპეციალურად მოწყობილი განსაკუთრებული ვაგონებით გადასაზიდი ფოსტა გაცილებული უნდა იქნეს საფოსტო საწარმოს მუშაკის მიერ.

4. საფოსტო საწარმოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა საფოსტო ვაგონის სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში ჩაბმის შესახებ გათვალისწინებული უნდა იქნეს სამგზავრო მატარებლის განრიგის შედგენისას.

    მუხლი 218

1. საფოსტო გზავნილებით გაცვლა წარმოებს მატარებლის სვლის გზის სადგურში განრიგით დგომის დროის განმავლობაში. საფოსტო გზავნილის მიღება-ჩაბარების მოუმზადებლობის გამო მატარებლის დაყოვნება არ დაიშვება.

2. მატარებლის დაგვიანებისას, რომლითაც გადაიზიდება ფოსტა, სადგურში დგომის შემცირების და დაგვიანების ლიკვიდაციისთვის მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ვალდებულია აცნობოს საფოსტო ვაგონის უფროსს.

3. სადგურის (ვაგზლის) მორიგემ, რომელიც ხელმძღვანელობს ფოსტის გაცვლას უნდა მიუთითოს რამდენად იქნება შემცირებული მოცემული მატარებლის დგომის დრო. განრიგით დადგენილი დროის 5 წუთზე ნაკლები დროით შემცირება არ დაიშვება.

    მუხლი 219

საფოსტო ვაგონებით (ან სხვა პირობებით) გადაზიდვისთვის, საფოსტო საწარმო ვალდებულია გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება რკინიგზასთან, სადაც განსაზღვრული უნდა იქნეს საფოსტო ვაგონების რემონტის, სამანევრო სამუშაოების წარმოების და ამ სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებები, ასევე დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის მიწოდების ვადა და საფოსტო ან საბარგო ვაგონებით ფოსტის გადაზიდვისთვის შემადგენლობაში ჩართვა, ასევე საფოსტო ვაგონებით გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა პირობები.

    მუხლი 220

1. საფოსტო ვაგონებით ან ცალკეული სამგზავრო, საბარგო და სხვა ვაგონებით გადაიზიდება ყველა სახის საფოსტო გზავნილები შესაბამისი წესით.

2. ტვირთების გადაზიდვა საფოსტო ვაგონებით აკრძალულია.

3. საფოსტო ვაგონებით საფოსტო საწარმოს ნებართვით შეიძლება გადაიზიდოს სამსახურებრივი დიდგაბარიტული ტვირთები და თითოეული ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს.

4. საფოსტო საწარმოს მიერ გადასაზიდად მიღებული სამსახურებრივი ტვირთები გაფორმებული უნდა იქნეს საფოსტო დოკუმენტებით. გაგზავნის წინ აღნიშნული დოკუმენტები წარედგინება გასაფორმებლად საბარგო ან საბილეთო სალაროს მოლარეს, რომელიც თავის მხრივ ადგენს გზავნილის უწყისს და აღნიშნავს გაგზავნის თარიღს, საფოსტო დოკუმენტის ნომერს, ტვირთის გაგზავნის და დანიშნულების სადგურის დასახელებას.

5. საფოსტო დოკუმენტს, რომლითაც იგზავნება სამსახურებრივი ტვირთი, მოლარე აწერს ხელს და უსვამს სადგურის შტამპს. დოკუმენტზე ასეთი აღნიშვნის გაკეთება არის იმის დამადასტურებელი, რომ სამსახურებრივი ტვირთის გაგზავნა შეთანხმებულია რკინიგზასთან.

    მუხლი 221

მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, საფოსტო გზავნილების და სამსახურებრივი ტვირთების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის ტვირთამწეობას. ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში რკინიგზას უფლება აქვს შეამოწმოს ფოსტის წონა სავაგონო სასწორით და წონის (მასის) გადამეტების შემთხვევაში ვაგონი მატარებელში არ ჩართოს.

    მუხლი 222

საფოსტო ვაგონების გაგზავნა ფორმდება შესაბამისი გადასაზიდი დოკუმენტით (ფორმა ლუ-12პ), რომელიც დგება თითოეულ ვაგონზე გამგზავნი სადგურის საფოსტო განყოფილების განაცხადის შესაბამისად. ასეთივე დოკუმენტით ფორმდება ფოსტის გადაზიდვა სხვა სახის ვაგონებით, საფოსტო საწარმოს მუშაკთა გაცილებით.

    მუხლი 223

რკინიგზის მიერ მის ბალანსზე რიცხული საბარგო-საფოსტო ვაგონებით საფოსტო საწარმოსთვის მომსახურების გაწევის შესახებ მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

    მუხლი 224

1. ფოსტის გადაზიდვა დასაშვებია საბარგო ვაგონებით, საფოსტო საწარმოს მუშაკის გამცილებლის გარეშე რკინიგზასა და საფოსტო საწარმოს შორის შეთანხმებული პირობებით.

2. ასეთ შემთხვევაში საფოსტო გზავნილები წარმოდგენილი უნდა იქნეს მატარებლის გასვლამდე 3 საათით ადრე, ხოლო შუალედურ სადგურებში მატარებლის მოსვლამდე 30 წუთით ადრე.

    მუხლი 225

1. საფოსტო გზავნილები საბარგო ვაგონებით გადასაზიდად მიიღება საფოსტო წესების თანახმად, სპეციალურად ჩაკეთებულ ტომრებში და გაიცემა დანიშნულების სადგურში შესაბამის საფოსტო საწარმოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ პირზე (დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ) სადამრიგებლო სიის მიხედვით.

2. გამგზავნი სადგური სადამრიგებლო სიაზე საფასურის გადახდევინების მიზნით ადგენს ტვირთბარგის გადასაზიდად დოკუმენტს და მასში აღნიშნავს სადამრიგებლო სიით ნომერს და საფოსტო კორესპოდენციების წონას.

    მუხლი 226

გზის მსვლელობაში საბარგო ვაგონის ახსნის შემთხვევაში, რომლითაც საფოსტო ორგანიზაციის მუშაკების გაცილების გარეშე გადაიზიდება საფოსტო გზავნილები, საფოსტო გზავნილები სხვა მგზავრების ბარგთან ერთად გადაიტვირთება გაუმართავი ვაგონის ნაცვლად წარმოდგენილ სხვა ვაგონში, რაზედაც დაუყონებლივ ეცნობება გამგზავნ საფოსტო საწარმოს პასუხისმგებელ პირს.

    მუხლი 227

1. საფოსტო გზავნილების მსვლელობისას, საფოსტო გზავნილების გზაში გაცილების, დამუშავების, დაცვის და გაცვლისთვის სპეციალურად დანიშნულ მუშაკებს საფოსტო და საფოსტო-საბარგო ვაგონით მგზავრობის ნებართვა ეძლევათ საფოსტო საწარმოს მიერ გაცემული ფოტოსურათიანი მოწმობის საფუძველზე (ფორმა №1).    

2. 1-ლ პუნქტში მითითებულ მუშაკთა კატეგორიას მიეკუთვნებიან:

ა) საფოსტო ვაგონის უფროსი;

ბ) საფოსტო ვაგონის უფროსის თანაშემწე;

გ) ელექტრომონტიორი-გამყოლი და ფოსტალიონი;

დ) დამხარისხებელი;

ე) სპეცკავშირის ფელდეიგერი;

3. ყველა აღნიშნულ მუშაკთა მგზავრობისთვის მათი გვარები შეტანილ უნდა იქნეს ვაგონის საგზაო ფურცელში და დამოწმებული უნდა იყოს საფოსტო განყოფილების უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით.

4. საფოსტო ვაგონში საგზაო ფურცელში ჩაუწერავი პირების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი მიჩნეულ იქნებიან უბილეთო მგზავრებად და მათზე გავრცელდება ბილეთის ადგილზე შეძენის 154-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

5. საფოსტო ვაგონით მგზავრობისთვის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ თან გადაიტანონ ხელბარგი, მგზავრობისთვის დადგენილი ნორმის ფარგლებში.

    მუხლი 228

1. იმ პირების გარდა, რომლებიც მითითებულია 227-ე მუხლის მე-2 პუნქტში, საფოსტო ვაგონებში მგზავრობის უფლებით სარგებლობენ ბრიგადის მუშაობის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირები საფოსტო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფორმა №2 მოწმობით სამივლინებო ფურცლის საფუძველზე.

2. საფოსტო საწარმოს სხვა მუშაკებს, რომლებსაც აქვთ შეხება საფოსტო ვაგონებთან, შეუძლიათ იმგზავრონ სადგურის სალაროში შეძენილი შესაბამისი კატეგორიის მატარებლის საერთო ვაგონის ფორმა №3 მოწმობის საფუძველზე გაცემული რკინიგზის ბილეთით.

    მუხლი 229

სამგზავრო მატარებლების შემადგენლობებში ჩართული ვაგონ-რესტორნებისა და კაფე-ბუფეტების მომსახურების მიზნით, ცალკეულ საწარმოებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება.

თავი XLII

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ბანკის ტვირთის გადაზიდვა

    მუხლი 230

1. ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა ან კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) თხოვნით, რკინიგზამ შეიძლება განსაკუთრებული საფასურით გამოყოს სამგზავრო, საბარგო, აგრეთვე სპეციალური ვაგონები ბანკის ტვირთის გადასაზიდად.

2. საფასური ფინანსთა სამინისტროსა და ბანკის ტვირთის იმ ვაგონებით გადაზიდვისთვის, რომლებიც მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გამოუყო რკინიგზამ, განისაზღვრება რკინიგზის მიერ.

2. სამგზავრო მატარებლებთან ფინანსთა სამინისტროს და ბანკის ვაგონების (როგორც მათი საკუთარი, ისე რკინიგზისგან დროებით სარგებლობაში გადაცემული ვაგონების) მიბმა წარმოებს კავშირგაბმულობის კორესპონდენციების გადაზიდვისთვის დადგენილი წესით.

    მუხლი 231

1. ფასეულობათა გადაზიდვასთან ერთად ნებადართულია თანმხლებთა უფასო მგზავრობა.

2. ვაგონის თანმხლებ პირთა ხელბარგი დასაშვებია დადგენილი ნორმის ფარგლებში – 36 კოლოგრამი ერთ პირზე. ამ რაოდენობაზე მეტი ხელბარგის გადაზიდვა უნდა ანაზღაურდეს ბარგის ტარიფით.

    მუხლი 232

1. გადასაზიდი ტვირთის თითოეულ ადგილს დადებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან ბანკის პლომბები. ტვირთს აბარებენ თანდართული ბარათით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ადგილების რიცხვი და თითოეული ადგილის წონა.

2. ადგილების რიცხვს და მათ წონას რკინიგზის მუშაკები არ ამოწმებენ.

3. თანდართული ბარათით დგება ზედნადები ვაგონის თანმხლები უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

4. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღნიშნული უნდა იყოს: „-----(ბანკის სახელწოდება)---------------- ბანკის ტვირთი” ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტვირთი” ადგილების რიცხვის, ტვირთის წონისა და თანმხლებთა რაოდენობის აღუნიშნავად.

5. ამ თავში მითითებული წესის შესაბამისად შევსებული ზედნადების საფუძველზე დგება საგზაო უწყისი, ხოლო ვაგონის თანმხლებს აძლევენ ქვითარს, რომელიც წარმოადგენს სამგზავრო დოკუმენტს.

    მუხლი 233

1. ინკასატორებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ბანკის ფასეულობები, სამგზავროდ გამოეყოფად სპეციალური კუპე.

2. ცალკე კუპეების გამოყოფის შესახებ განაცხადებით საბანკო დაწესებულებები ვაგზლის უფროსს (დირექტორს) მიმართავენ თავდაპირველი სადგურიდან მატარებლის გაგზავნამდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე.

3. სამგზავრო დოკუმენტების მიყიდვა თანმხლებთათვის წარმოებს საერთო საფუძველზე ფაქტობრივად მიმავალ პირთა რიცხვის მიხედვით, მაგრამ ეს რიცხვი კუპეში ადგილების რიცხვზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. ბანკის ინკასატორების მიერ ცალკე კუპით ტვირთის გადაზიდვისთვის ახდევინებენ საფასურს ბარგის ტარიფით როგორც 300 კილოგრამისთვის, ადგილების ფაქტობრივი რაოდენობისა და წონის მიუხედავად.

5. ბანკის დაწესებულების განაცხადით შუალედური სადგურიდან ფასეულობათა გაგზავნისას რკინიგზა აწარმოებს ცალკე კუპის დაჯავშნას თავდაპირველი გაგზავნის პუნქტიდან.

6. ცალკე კუპის გამოყოფისთვის განაცხადის ჩაბარებისას იხდიან ვაგონისა და მატარებლის შესაბამისი კატეგორიების სამგზავრო დოკუმენტების ღირებულების შესაბამის საფასურს კუპეში ადგილების რიცხვის მიხედვით დაჯავშნული კუპეს სვლის მთელი მანძილისთვის.

7. ცალკე კუპეს გამოყოფისა და აღნიშნული საფასურის მიღების დასადასტურებლად სადგური გასცემს სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

8. ფასეულობათა გადაზიდვის დოკუმენტები და კუპეში ადგილების რიცხვის მიხედვით თანმხლებთა გადაყვანის სამგზავრო დოკუმენტები გაიცემა იმ სადგურამდე, სადაც მიდის ტვირთი.

თავი XLIII

ტვირთის გადაზიდვა ცალკე სატვირთო ვაგონებით

    მუხლი 234

საერთაშორისო სამგზავრო მატარებლების შემადგენლობებში დატვირთული ცალკე საბარგო ვაგონების მიბმა და სვლა წარმოებს რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების პირობების შესაბამისად.

    მუხლი 235

1. გამგზავრებისთვის გამოყოფილი სამგზავრო მატარებლების სამგზავრო პარკის ცალკე საბარგო და სხვა ვაგონებით ტვირთის გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ მხოლოდ ვაგონების გარბენისთვის რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით 1 ვაგონ-კილომეტრში სვლის მთელი გზისთვის (ორივე მიმართულებით) რეგულარული მიმოსვლისთვის გამოყოფილი მატარებლების კატეგორიის მიუხედავად.

2. რკინიგზის პარკის დახურული საბარგო ვაგონებით ტვირთის გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ მხოლოდ ტვირთის სვლის მარშრუტით ვაგონების გარბენისთვის რკინიგზის მიერ დადგენილი წესით.

3. ტვირთის გადაზიდვისას დახურული სატვირთო ვაგონებით, რომლებიც განეკუთვნება რკინიგზის პარკს (რომლებიც ეკუთვნის როგორც სარკინიგზო საწარმოებს, ისე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს), საფასურს ახდევინებენ მხოლოდ ვაგონების გარბენისთვის რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით სვლის მთელი გზისთვის (ორივე მიმართულებით).

4. ასეთი ვაგონების სვლა უნდა გაფორმდეს გადაზიდვის დოკუმენტების შედგენით, რომლებშიც აღინიშნება გადასაზიდი ტვირთის ნამდვილი წონა:

ა) ერთი მიმართულებით – ფორმა ლუ-12ბ (საგზაო ტვირთბარგის უწყისი) შემობრუნების პუნქტამდე სვლის მთელი მარშრუტისთვის;

ბ) მეორე მიმართულებით – ფორმა გუ-57, სადაც აღინიშნება სვლის ფაქტობრივი მარშრუტი, რომელიც შემობრუნების პუნქტში იცვლება ლუ-12ბ ფორმის დოკუმენტზე (საგზაო ტვირთბარგის უწყისი).

5. სატვირთო მატარებლების სამგზავრო პარკის საბარგო და სხვა ვაგონებით ტვირთის გადაზიდვისას საფასური განისაზღვრება სატარიფო სქემებით (ვაგონის კუთვნილების მიხედვით) ვაგონში მთელი ტვირთისთვის, მაგრამ არანაკლებ 66 ტონისთვის.

6. სატვირთო მატარებლებით სამგზავრო ვაგონების გადაზიდვა ნაზღაურდება მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის მიხედვით.

    მუხლი 236

სამგზავრო მატარებლებით მიმავალი ნაკრები და საკურსო მაცივარ-ვაგონებით მალფუჭებადი ტვირთის, რძის პროდუქტების გარდა, გადაზიდვა ნაზღაურდება მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად სამგზავრო მატარებლებით ტვირთის გადაზიდვისთვის (ტვირთბარგი), მაგრამ გზავნილის მხოლოდ ნამდვილი წონისთვის.

    მუხლი 237

1. სამგზავრო მატარებლებით ტვირთის გადაზიდვისთვის საფასურს ახდევინებენ მიმდინარე წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად ორჯერ გაზრდით – ცოცხალი თევზის ვაგონში ოთხჯერ გაზრდით – ცოცხალი თევზისთვის ორვაგონიან რეფრიჟერატორულ სექციაში.

2. სამგზავრო მატარებლებით მიმავალი ცოცხალი თევზის გადასაზიდად განკუთვნილი ცარიელი ვაგონების გადაზიდვისთვის საფასურს ახდევინებენ მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად ორჯერ გაზრდით.

3. სამგზავრო მატარებლებით მიმავალი ვაგონებით ცოცხალი კიბოს გადაზიდვისთვის საფასურს ახდევინებენ მოქმედი სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად.

    მუხლი 238

1. ვაგონ-მაღაზიების, აგრეთვე დამტარებელი, მათ შორის საზიდი ვაგონების, როგორც უშუალოდ ვაგონიდან, ისე სახაზო მაღაზიების, ფარდულების, ჯიხურების მეშვეობით რკინიგზელთა მოსამარაგებლად გათვალისწინებული პურსაზიდი ვაგონების გარბენის საფასურს ახდევინებენ ამ წესების საფუძველზე რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით.

2. სამგზავრო მატარებლებით მიმავალი ვაგონ-მაღაზიებისა და საზიდი ვაგონების გადაზიდვა ფორმდება ლუ-12გ ფორმის საგზაო უწყისით, ხოლო სატვირთო მატარებლებით მიმავალი ვაგონების გადაზიდვა გუ-64 ფორმის საგზაო უწყისით. სამგზავრო მატარებლების საბარგო ვაგონებით გამომცხვარი პურის, აგრეთვე პურის ცარიელი ტარის გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ ბარგის ტარიფით.

თავი XLIV

სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და რძის ნაწარმის გადაზიდვა

    მუხლი 239

50 კილოგრამის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაზიდვა (მათ შორის, 36კგ-ისა უფასოდ და 14კგ-ისა საფასურით ბარგის ტარიფის მიხედვით) დასაშვებია სამგზავრო მატარებლებით, რომლებიც რეგულარულად მიმოდიან 200კმ-მდე მანძილზე, ანუ საგარეუბნო და ადგილობრივი მატარებლებით.

    მუხლი 240                 

რძისა და რძის პროდუქტების გადაზიდვა წარმოებს სამგზავრო მატარებლების იზოთერმული ან საბარგო ვაგონებით მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესების თანახმად. რძისა და რძის პროდუქტების გადაზიდვა ნაზღაურდება მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად.

    მუხლი 241

რძისა და რძის პროდუქტების საბარგო ვაგონებით გადაზიდვა იმ უბნებზე, სადაც მათი წარდგენა შეადგენს დღეში 50 ადგილზე ნაკლებს, ფორმდება რძის გადაზიდვისთვის დადგენილი ქვითრებით, ისევე, როგორც იზოთერმული ვაგონებით მათი გადაზიდვისას.

    მუხლი 242

სამგზავრო მატარებლებით წვრილმან გზავნილებად რძისა და რძის პროდუქტების ცარიელი დასაბრუნებელი ტარის გადაზიდვისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი დოკუმენტით მიდის ტარა, ყველა შემთხვევაში საფასურს ახდევინებენ მისი ნამდვილი წონისთვის გაუზრდელად მიმდინარე წლის სატარიფო პოლიტიკით წვრილმანი გზავნილებისთვის.

თავი XLV

პოლიგრაფიული ნაწარმის გადაზიდვა

    მუხლი 243

1. სამგზავრო მატარებლებით პოლიგრაფიული ნაწარმის გადაზიდვა წარმოებს ტვირთბარგის ტარიფით და ფორმდება:

ა) ტვირთბარგის ქვითრებით;

ბ) განსაკუთრებული სარიგებელი სიებით.

2. ჟურნალ-გაზეთების გადაზიდვა შეიძლება აგრეთვე გაფორმდეს სპეციალური საგაზეთო საგზაო უწყისებით.

    მუხლი 244

დაბეჭდილი ნაწარმი გადასაზიდად მიიღება სამგზავრო მატარებელში უპირატესად სხვა ტვირთის გზავნილების წინ და ფორმდება ტვირთბარგის გადაზიდვისთვის დადგენილი წესებით.

    მუხლი 245

1. რკინიგზის სადგურებში წიგნის ვაჭრობის აგენტების მისამართით გასაგზავნი ნაბეჭდი ლიტერატურის გადაზიდვა გამგზავნის სურვილით შეიძლება განსაკუთრებული სარიგებელი სიებით. ამ შემთხვევაში გამგზავნი დაბეჭდილი ლიტერატურის გადასაზიდად ჩაბარებისას მოვალეა წარუდგინოს ისინი სადგურს განსაკუთრებული სარიგებელი სიებით (მათ პირებთან და ქვითრებთან ერთად), რომლებიც დგება საგანგებო ბლანკებზე.

2. ამ მუხლი 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ბლანკებს, რომლებიც შედგება სამი მოსახევი ნაწილისგან (სარიგებელი სია, მისი პირები და ქვითრები) ამზადებს და ნომრავს უშუალოდ თვითონ გამგზავნი.

3. გაგზავნის სადგური, რომელიც გამგზავნისაგან იღებს შევსებულ სარიგებელ სიას პირებითურთ და ქვითრებითურთ, განსაზღვრავს გადაზიდვის საფასურს და ტვირთის გადასაზიდად მიღების დასადასტურებლად გამგზავნს გადასცემს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით დამოწმებული სარიგებელი სიის ქვითარს.

4. საოპერაციო დღის გასვლის შემდეგ ერთი გამგზავნის ყველა სარიგებელი სიისთვის სადგურმა უნდა გამოწეროს დღეში გადასახდელი მთელი თანხა გუ-57 სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, ამასთან მასში აღნიშნავს სარიგებელი სიების ნუმერაციას. ერთ დღეში ყველა სარიგებელი სიის გრაფაში “ბარგის ქვითარი № . . .“ აღინიშნება სხვადასხვა საფასურის ქვითრის ნომერი.

5. სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გადაეცემა გამგზავნს, ქვითრის ტალონი სარიგებელი სიების პირებთან ერთად წარედგინება რკინიგზის საფინანსო სამსახურს ანგარიშგებისას, ხოლო ქვითრის ყუა რჩება სადგურის საქმეებში. სარიგებელი სია დაბეჭდილ ლიტერატურასთან ერთად გადაეცემა მიმღებ-ჩამბარებელს, რომელიც მოვალეა დაარიგოს გზავნილები სიაში ჩამოთვლილ სადგურებში მიმღების ხელწერილით.

6. დანიშნულების ბოლო სადგურში სარიგებელი სია უნდა ჩაბარდეს საბარგო მოლარეს, რათა ანგარიშგებისას წარდგენილ იქნეს რკინიგზაში.

7. იმ შემთხვევაში, თუ მატარებლის მოსვლისთვის სარიგებელ სიაში აღნიშნული მიმღები არ გამოცხადდა, დაბეჭდილი ლიტერატურა გადაეცემა სადგურის (ვაგზლის) მორიგეს სარიგებელ სიაში ხელწერილით, სადგურის (ვაგზლის) უფროსთან (დირექტორთან) ჩაბარებით. ასეთ შემთხვევაში ტვირთის მისაღებად მიმღები მიმართავს უშუალოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს). ერთ სარიგებელ სიაში შეიძლება მხოლოდ რკინიგზის ერთი სადგურის შეტანა და თანაც მატარებლის სვლის გზაზე მდებარე სადგურისა. იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა გადატვირთვა, მიმღები მოვალეა შეადგინოს ცალკე სიები.

    მუხლი 246

1. პერიოდული გამოცემების (ჟურნალ-გაზეთების) გადაზიდვა შეიძლება საგაზეთო საგზაო უწყისებით, რომლებიც დამზადებულია გამგზავნის სახსრებით.

2. თითოეული გზავნილისთვის, რომელიც იგზავნება რომელიმე სადგურის მისამართით ერთი მიმღების სახელზე, გამგზავნი ადგენს საგზაო უწყისს.

3. გადასაზიდად წარდგენილი პერიოდული პრესის დასტები და ფუთები უნდა იყოს მჭიდროდ დაწყობილი, ორი ფენა გასახვევი ქაღალდით შეხვეული და ჯვარედინად მაგარი კანაფით ან თოკით შეკრული. ამასთან თითოეულ გასაგზავნ ადგილს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 x 18 სმ ზომის იარლიყ-ეტიკეტი, რომელზეც აღინიშნება:

ა) პერიოდული გამოცემის სახელწოდება;

ბ) გზავნილის, ე.ი. საგაზეთო საგზაო უწყისის ნომერი;

გ) გაგზავნის რკინიგზის სადგურის სახელწოდება;

დ) მიმღების დასახელება (სასურველია ტელეფონის ნომერი);

ე) გზავნილში ადგილების რაოდენობა;

ვ) დანიშნულების სადგურის და რკინიგზის სახელწოდება.

4. იარლიყ-ეტიკეტი მზადდება გამგზავნის სახსრებით სტამბური წესით. მასში მონაცემები შეიტანება შტემპელით ან ხელით მსხვილად და გარკვევით, ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1 სმ (საბეჭდი მანქანით წარწერის გაკეთება ნებადართული არ არის).

    მუხლი 247       

1. საგაზეთო საგზაო უწყისები, რომლებიც ეხება ერთი მარშრუტით მიმავალ გზავნილებს, გამგზავნის მიერ უნდა ჩაიწეროს განსაკუთრებულ სიაში დანიშნულების სადგურისა და გადამცემი პუნქტის გეოგრაფიული განლაგების წესით.

2. გზავნილებს საგაზეთო საგზაო უწყისებთან ერთად აბარებენ სადგურში საგაზეთო საგზაო უწყისების სიაში ჩანაწერის წესით შერჩეულებს.

3. გასაგზავნად ტვირთის მიღების დადასტურება ხდება საგაზეთო საგზაო უწყისზე სადგურის შტემპელით (სადგურის სახელწოდების, მატარებლის ნომრის, წლის, თვის, დღის აღნიშვნით).

4. მიღების დამთავრების შემდეგ გამგზავნს გადაეცემა საგაზეთო საგზაო უწყისების სიაში არსებული წინასწარი ხელწერილი, ხოლო გამომცემლობის ექსპედიციასთან შეთანხმებულ დროში მას უბრუნდება დანიხრული სიის ერთი ეგზემპლარი და წარმოებს ანგარიშსწორება ერთი საბანკო დღის განმავლობაში მოცემული გამგზავნისგან მიღებულ ყველა გზავნილზე ერთი ტვირთბარგის ქვითრის ამონაწერის გზით.

5. საბარგო სალაროდან მატარებელში გზავნილების ჩაბარება წარმოებს იმ საგაზეთო უწყისის ჩასაბარებელი სიებით, რომლებსაც საბარგო საგზაო უწყისების მნიშვნელობა აქვს.

6. დანიხვრის შემდეგ საგზაო უწყისების სიის მეორე ეგზემპლარი წარედგინება ანგარიშგებისთვის. დანიშნულების სადგურში გზავნილებს მიმღებ-ჩამბარებლებს აბარებენ ისეთივე წესით, როგორც ბარგს. მიმღებს ტვირთი ეძლევა ხელწერილით საგაზეთო საგზაო უწყისზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის მოსვლის მომენტიდან 6 საათის განმავლობაში მიმღები არ გამოცხადდება, მას ეგზავნება შეტყობინება წერილობით ან დეპეშით. დამთავრებულ საგაზეთო საგზაო უწყისებს მიმღების ხელწერილებით დანიშნულების სადგური წარადგენს ანგარიშგებისას. დაბეჭდილი ლიტერატურის გადაზიდვის საფასურის გამოანგარიშება ხდება ტვირთბარგის ტარიფით.

თავი XLVI

ტვირთის გადაზიდვა ცალკე გამოყოფილი კუპეთი და ბიოპრეპარატების გადაზიდვა

    მუხლი 248

1. დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წინასწარი განაცხადებით არა უგვიანეს 5 დღით ადრე სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) უფლებამოსილია გამოყოს ცალკე კუპე მაგარ კუპირებულ ვაგონში თანმხლებ პირებთან არსებული 150 კგ-მდე წონის ზოგიერთი სახეობის ტვირთის (ხელსაწყოების, აპარატურის, დოკუმენტაციის და ა.შ.) გადასაზიდად. ასეთი გადაზიდვა ფორმდება ამ წესების 251-ე მუხლის შესაბამისად.

2. ტვირთი უნდა გადაიზიდოს რბილი შეფუთვით, რომელიც არ გააფუჭებს და არ გააჭუჭყიანებს კუპეს და მას უნდა ჰქონდეს გაბარიტები, რომლებიც უზრუნველყოფს მის სწრაფ ჩატვირთვას და მოსახერხებელ განლაგებას კუპეში.

    მუხლი 249

 1. სამგზავრო მატარებლებში გადასაზიდად ბიოპრეპარატები მიიღება უპირველესად ტვირთბარგის ტარიფის მიხედვით გადაზიდვის ანაზღაურებით შემდეგი პირობებით:

ა) ზაფხულის პერიოდში სადგურებში სატრანზიტო სამგზავრო მატარებლებზე – 400კგ-მდე, ხოლო მატარებლების თავდაპირველი გაგზავნის პუნქტებში – 500კგ-მდე სვლის გზაზე გადაუტვირთავად;

ბ) ზამთრის პერიოდში მაგარი კუპეებიანი ვაგონის ერთ კუპეში 300კგ-მდე, როცა ახლავს თანმხლები, კუპეში ყველა ადგილის და 300კგ ტვირთისთვის ანაზღაურებით, აგრეთვე მგზავრის ხელზე ხელბარგად 75კგ-მდე ამ ტვირთის ტვირთბარგის გადაზიდვის ტარიფის მიხედვით ანაზღაურებით.

2. ცალკე კუპეს გამოსაყოფად მატარებლის გაგზავნამდე არა უგვიანეს ერთი დღით ადრე უნდა გაკეთდეს წერილობითი განაცხადი. ამ კუპეში სამგზავრო დოკუმენტების სხვა მგზავრებისთვის მიყიდვა არ დაიშვება.

3. თანმხლები პირის მგზავრობა ფორმდება საერთო წესით სამგზავრო დოკუმენტების გაცემით. კუპეში დარჩენილი დაუკავებელი ადგილების საფასურის გადახდა ხდება სრული სატარიფო ღირებულების მიხედვით და ფორმდება გუ-57 ქვითრის გაცემით, რომელშიც აღინიშნება განაღდებული ადგილების რაოდენობა და ნომრები წარწერით “ბიოპრეპარატები”.

4. ცალკე კუპეში ან ხელბარგად ზამთრის პერიოდში ბიოპრეპარატების გადაზიდვის საფასურს ახდევინებენ შესაბამისად 300კგ და 75კგ გაანგარიშებული წონისთვის და აფორმებენ ტვირთბარგის საგზაო უწყისით, რომელსაც წაეწერება “ტვირთი ხელზე”; ტვირთბარგის ქვითარი უქმდება და რჩება ყუასთან ერთად.

5. სამგზავრო ვაგონებში გადასაზიდად წარდგენილი ბიოპრეპარატები ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ უზრუნველყოფდეს მათ დაცულობას, აგრეთვე არ აფუჭებდეს ან არ აჭუჭყიანებდეს ვაგონს და ტარის გაბარიტები ისეთი იყოს, რომ შეუფერხებლად და სწრაფად ჩაიტვირთოს და განლაგდეს ვაგონში ბიოპრეპარატები უნდა ჩაიტვირთოს მგზავრთა ჩასხდომის წინ.

6. შუალედური სადგურიდან ბიოპრეპარატების გაგზავნის უზრუნველსაყოფად, როცა კუპეში თავისუფალი ადგილები არ არის, სატრანზიტო მატარებლებში დასაშვებია მათი დაჯავშნა ამ წესების 233-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

თავი XLVII

სამსახურებრივი გადაყვანა

    მუხლი 250

სარკინიგზო ტრანსპორტის ორგანიზაციათა საჭიროებისთვის სამგზავრო მატარებლებით სამსახურებრივი გადაყვანა ხორციელდება საერთო საფუძვლებზე ამ წესების შესაბამისად, თუ არ არის განსაკუთრებული მითითებანი ან სპეციალური წესები.

    მუხლი 251

საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი სამსახურებრივი და სპეციალური ვაგონებით გადაყვანა-გადაზიდვის ანაზღაურება და გაფორმება წარმოებს ამ წესების მე-200, 201-ე, 207-ე, 208-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 252

1. ყველა მატარებლით რკინიგზის პარკის სამგზავრო ვაგონების გადაზიდვა სარემონტოდ და რემონტიდან ანაზღაურდება მიმდინარე წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად გამოყენებული ინდექსაციის გათვალისწინებით.

2. სამსახურებრივ-ტექნიკური და სანიტარიული ვაგონებით რკინიგზის საექიმო-სანიტარიული დაწესებულებებისთვის საჭირო სამკურნალწამლო პრეპარატებისა და მედიკამენტების გადაზიდვის საფასურს ახდევინებენ მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად გამოყენებული ინდექსაციის გათვალისწინებით.

3. ვაგონის გარბენისთვის საფასურს ახდევინებენ საერთო საფუძვლებზე.

    მუხლი 253

სამგზავრო მატარებლების შემადგენლობით მიმავალ სამგზავრო ვაგონებში მყოფ პირებს უნდა ჰქონდეს სათანადოდ გაფორმებული დადგენილი ნიმუშის საფასურის გადახდის გარეშე მიღებული ან ფასიანი სამგზავრო დოკუმენტები, ხოლო ბარგისთვის შესაბამისი გადაზიდვის დოკუმენტები.

თავი X LVIII

მიცვალებულთა გადაზიდვა

    მუხლი 254

1. რკინიგზაზე მიცვალებულის კუბოში გადაზიდვა ხდება საბარგო და საფოსტო-საბარგო ვაგონებით ან მათი ნაკვეთურებით სვლის გზაზე გადაუტვირთავად, თუ გაგზავნის სადგურში მიცვალებულის თანმხლები პირი წარადგენს ადგილობრივი ადმინისტრაციული და სანიტარიული ორგანოებისაგან გადაზიდვის ნებართვას, აგრეთვე საბუთს (განწესს), რომელიც ადასტურებს, რომ მიცვალებულის გადასაზიდად შეძენილი იყო ლითონის კუბო.

2. რკინიგზაზე მიცვალებულის გადაზიდვა უნდა ხდებოდეს კარგად დარჩილული ლითონის კუბოთი, რომელიც მოთავსებულია ხის ყუთში, რომლის თავისუფალი სივრცე ამოვსებული უნდა იყოს ნახერხით ან ნახშირით, ტორფით, გოგირდით და სხვ.

    მუხლი 255

1. მიცვალებულთა კუბოების გადაზიდვა რკინიგზაზე შეიძლება მხოლოდ თანმხლებებითურთ. თუ თანმხლები გზაში ჩამორჩა მატარებელს, რომელშიც მიცვალებულიანი კუბოა, კუბოს დანიშნულების ადგილზე მიტანას არ აფერხებენ.

2. თანმხლები მიდის მატარებლით და მას უნდა ჰქონდეს სამგზავრო დოკუმენტი.

    მუხლი 256

1. საბარგო და საფოსტო-საბარგო ვაგონებით ან მათი სპეციალურად აღჭურვილი ნაკვეთურებით მიცვალებულიანი კუბოს გადაზიდვისთვის საფასურს ახდევინებენ როგორც 300 კგ ბარგის გადაზიდვისთვის.

2. საბარგო ვაგონებით ფერფლიანი ურნების გადაზიდვისას საფასურს ახდევინებენ მოქმედი წლის სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად 4-ჯერ გაზრდით, ამასთან, საანგარიშო წონად მიღებულია 100კგ.

კარი X

პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურება და გადახდილი საფასურის დაბრუნება

თავი XLIX

პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება

    მუხლი 257

1. რკინიგზას ეკისრება პასუხისმგებლობა მგზავრების წინაშე, ხოლო მგზავრებს – რკინიგზის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რკინიგზას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა გადასაზიდად მიღებული ბარგისა და ტვირთბარგის დაცულობისათვის გადასაზიდად მიღების მომენტიდან ბარგის მფლობელისთვის ჩაბარებამდე დროის შუალედში.

3. რკინიგზას არ ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა მგზავრის წინაშე მატარებლის არადროული მოსვლის ან გასვლისთვის. მგზავრის თხოვნით მას ეძლევა ცნობა მატარებლის დაგვიანების შესახებ.

    მუხლი 258

1. თუ მგზავრი ბარგის სახით გადაზიდავს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით გადასაზიდად აკრძალულ ნივთებს, იგი მიეცემა პასუხისმგებლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენისთანავე კონტროლიორ-რევიზორი და მატარებლის უფროსი ატოვებინებენ მგზავრს მატარებელს უახლოეს სადგურში.

3. თუ მგზავრის მიერ გადასაზიდად აკრძალული ნივთების გადაზიდვამ გამოიწვია სხვა მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების დაზიანება ან მოსპობა მგზავრი სრულად ანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალეულ პირზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

4. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში კონტროლიორ-რევიზორი ვაგონის გამყოლზე ადგენს აქტს, რომელიც იგზავნება გამყოლის სამუშაო ადგილზე ან სამგზავრო მეურნეობის სამსახურში განხილვისა და ზომების მისაღებად.

    მუხლი 259

სამგზავრო მატარებლით დადგენილი ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვის და საფასურის გადახდის გარეშე შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე გადაიხადოს შესაბამისი კატეგორიის მატარებლით მგზავრობის საფასურის და ზედმეტი წონის ხელბარგის გადაზიდვის ორმაგი ღირებულება.

    მუხლი 260

1. თუ მგზავრს აღმოაჩნდა ზედმეტი წონის ხელბარგი, კონტროლიორ-რევიზორმა უნდა შეადგინოს აქტი ვაგონის გამყოლზე, რომელმაც ვაგონში დაუშვა დადგენილ ნორმაზე მეტი ხელბარგიანი მგზავრი.

2. აქტი იგზავნება გამყოლის სამუშაო ადგილზე ან სამგზავრო მეურნეობის სამსახურში განხილვისა და ზომების მისაღებად.

    მუხლი 261

თუ მგზავრს არ გამოეყო თავისი სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი საწოლი ადგილი და თუ მგზავრი უარს ამბობს მისთვის შეთავაზებული ადგილის შეცვლაზე, რკინიგზა სრულად უბრუნებს მას სამგზავრო დოკუმენტში გადახდილი საფასურის ოდენობას.

    მუხლი 262

1. ბარგის ადგილზე მიტანის დაგვიანებისთვის რკინიგზა ანაზღაურებს ზიანს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბარგის ადგილზე მიტანის დაგვიანების დრო გამოიანგარიშება იმ დღის 24 საათის დადგომიდან, როცა ბარგი უნდა მოსულიყო.

3. ბარგის ადგილზე მიტანის დაგვიანებისთვის საურავის გადახდას უზრუნველყოფს დანიშნულების სადგურის უფროსი, მგზავრის მოთხოვნით რკინიგზის მუშაკების მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.

4. თანხის გადახდის შესახებ შედგენილ აქტში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ბარგის ქვითრის ნომერი, გადასაზიდად ბარგის მიღების დრო, ბარგის მოსვლის დრო, ბარგის ადგილზე მიტანის ვადის თარიღი, გადაზიდვისთვის გადახდევინებული თანხა, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, გადასახდელი თანხა, ბარგის მიმღების სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი (სიტყვიერად), პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გაცემის თარიღი, ვის მიერ არის გაცემული და ნომერი.

    მუხლი 263

1. მგზავრის გამოცხადებული ფასეულობის ბარგის დაკარგვის შემთხვევაში სადგურის უფროსი (დირექტორი) უზრუნველყოფს ერთი დღის ვადაში კომპენსაციის გაცემას სადგურის ამონაგებიდან გამოცხადებული ფასეულობის გადახდილი გადაზიდვის საფასურის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა დაამტკიცებს, რომ გამოცხადებული ფასეულობა აღემატება დაკარგული ბარგის საბაზრო ფასს ანაზღაურება ხდება საბაზრო ღირებულების ოდენობით. თუ ბარგის ფასეულობა არ გამოცხადებულა, სადგურის უფროსი (დირექტორი) დაუყოვნებლივ ანაზღაურებს სადგურის ამონაგებიდან წონის მიხედვით რკინიგზის მიერ დადგენილი ოდენობით.

2. თუ მგზავრი განაცხადებს პრეტენზიას კომპენსაციის სიმცირის გამო, მისი დაკმაყოფილების საკითხს წყვეტს (იმ პირობით, თუ მგზავრი წარადგენს მტკიცებულებებს) გამგზავნი ან დანიშნულების რკინიგზა, სადაც სადგურის უფროსი (დირექტორი) გადაგზავნის ყველა დოკუმენტს.

თავი L

სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნება

    მუხლი 264

1. სადგურის უფროსი (დირექტორი) მოვალეა უზრუნველყოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტებისა და ბარგის არშემდგარი გადაზიდვის საფასურის დაბრუნება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მგზავრს არ გამოუყოფენ ადგილს მატარებელში (საგარეუბნოს გარდა) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტის თანახმად. ამ შემთხვევაში მგზავრის მოთხოვნით გაგზავნის სადგური ადგენს აქტს, რომლის საფუძველზე მას დაუყოვნებლივ სრულად უბრუნებენ სამგზავრო დოკუმენტებისა და ბარგის არშემდგარი გადაზიდვის საფასურს აქტის უკანა მხარეზე ხელწერილით. იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრს იმავე მატარებელში გამოყოფილი აქვს ადგილი დაბალი კატეგორიის ვაგონში, სადგური აბრუნებს სხვაობას მგზავრობის მიღებულ თანხასა და იმ ვაგონში ნამდვილ ღირებულებას შორის, რომელშიც გამოყოფილია ადგილი;

ბ) თუ რკინიგზის სადგურის სალაროში აბრუნებენ გამოუყენებელ დოკუმენტებს, როცა მატარებლის გასვლამდე დარჩენილია არანაკლებ 15 საათისა, გადაიხადოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის სრული ღირებულება;

გ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროის განმავლობაში;

დ)   ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში და არა უგვიანეს მატარებლის გასვლის მომენტიდან 3 საათის განმავლობაში;

ე) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის მთლიანი საფასური ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე, ხოლო ამ დროის გადაცილებისას-ბილეთის საფასურის 70%;

ვ) გასავლელი მანძილის მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.

2. ხელით გაფორმებული გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნება ხდება ვაგზლის უფროსის (დირექტორის) ან მორიგე ადმინისტრატორის განკარგულებით მგზავრის ზეპირი განცხადების საფუძველზე. წარმოდგენილ სამგზავრო დოკუმენტებს ვაგზლის უფროსი (დირექტორი) ან მორიგე ადმინისტრატორი აუქმებს გადახაზვით, მათზე დაისმება შტამპი ანაზღაურდეს . . . % გამოქვითვით”, ხელმოწერა, წარმოდგენის თარიღი და საათი.

3. თუ მგზავრი კომპიუტერული სისტემით აღჭურვილ სპეციალიზებულ სალაროში აბრუნებს ამ სისტემის მეშვეობით გაფორმებულ სამგზავრო დოკუმენტებს, ადმინისტრატორის მიერ აღნიშვნის გაკეთება საჭირო არ არის.

    მუხლი 265

1. ადმინისტრატორის მიერ აღნიშვნის გაკეთების შემდეგ მოლარეს უფლება აქვს მგზავრს დაუბრუნოს ერთ დანიშნულების სადგურამდე ერთდროულად მხოლოდ სამი სამგზავრო დოკუმენტის საფასური.

2. თუ წარმოდგენილია ამ რაოდენობაზე მეტი, მაგრამ 9-ზე ნაკლები სამგზავრო დოკუმენტი, მათი საფასურის დაბრუნება შეიძლება სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის), მისი მოადგილეების ან ვაგზლის უფროსის მორიგე თანაშემწის ნებართვით მას შემდეგ, რაც ისინი შეამოწმებენ სამგზავრო დოკუმენტებს. ჯგუფური განცხადებით (10 კაცი და მეტი) საფასურის დაბრუნება ხდება პრეტენზიის წარდგენის გზით რკინიგზის მეშვეობით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშისწორებით. ჯგუფური განცხადებით (10 კაცი და მეტი) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის ფულის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით მოსწავლეთა გადასაყვანად ხდება ჯგუფის ხელმძღვანელის განაცხადით, სადაც აღნიშნულია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი.

    მუხლი 266

1. პრეტენზიებს სამგზავრო დოკუმენტის საფასურის დაბრუნების შესახებ დამატებითი გადახდის ქვითრებით, რომლებიც გაცემულია ერთჯერადი ბილეთებისთვის, განიხილავს რკინიგზა, თუ ქვითრის გარდა წარმოდგენილი იქნება სამგზავრო დოკუმენტებიც, რომლებზეც წარმოებული იყო დამატებით გადახდა.

2. კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გაფორმებული და სისტემის ტერმინალით აღჭურვილ სალაროებში დაბრუნებულ ყველა სახეობის სამგზავრო ბილეთებზე დამატებითი გადახდის ქვითრებით საფასურის გადახდა ხდება უშუალოდ სადგურის (ვაგზლის) სალაროში.

3. უწყისის (ხელწერილის) შევსებას, დასაბრუნებელი თანხის გამოანგარიშებასა და საფასურის დაბრუნებას აწარმოებს მოლარე, რომელსაც მისცეს მითითება დააბრუნოს ფული:

ა) თუ აბრუნებენ საფასურს სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით, რომლებზეც დადებულია ორი ან მეტი კომპოსტერი ან არის შტამპი შეჩერების შესახებ ვარგისობის ვადის გახანგრძლივებით;

ბ) თუ მგზავრი ტოვებს მატარებელს ავადმყოფობის გამო;

გ) სადგური, სადაც მგზავრმა შეწყვიტა მგზავრობა, მოვალეა შეადგინოს აქტი და მგზავრის მოთხოვნით ამ აქტის საფუძველზე დაუბრუნოს მას საფასური სამგზავრო დოკუმენტებისთვის გაუვლელი მანძილის ღირებულების 70% გამოქვითვით;

დ) თუ მგზავრი მოისურვებს განაგრძოს მგზავრობა, სადგურის უფროსი მოვალეა მგზავრს გაუგრძელოს სამგზავრო დოკუმენტების ვადა ან მისცეს ახალი სამგზავრო დოკუმენტები დანიშნულების ადგილამდე, ამასთან ანგარიშს დაურთოს ჩამორთმეული დოკუმენტები როგორც საფუძველი ახალი დოკუმენტების უფასო გაცემისთვის. გარდა ამისა, უნდა უზრუნველყონ ამ მგზავრის გაგზავნა იგივე მარშრუტის უახლოესი მატარებლით;

ე)    თუ მოხდა მატარებლების მოძრაობის შეფერხება, რამაც გამოიწვია მგზავრის უარი მგზავრობის გაგრძელებაზე.          სადგური, სადაც მგზავრს მოუსწრო მატარებლის მოძრაობის შეფერხებამ, მგზავრის განცხადებით აბრუნებს ყველა სამგზავრო დოკუმენტის საფასურს გაუვლელი მანძილისთვის;

ვ)    თუ მგზავრს მატარებელზე (საგარეუბნოს გარდა) დაუგვიანდა ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად, 3 დღის განმავლობაში მატარებლის გასვლის მომენტიდან, რომელზეც შეძენილი იყო სამგზავრო დოკუმენტი, განუახლოს სამგზავრო დოკუმენტების მოქმედება დამატებითი საფასურის გადაუხდელად (პლაცკარტის ღირებულების გარდა) ან სადგურის უფროსი უზრუნველყოფს მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას მისი 70%-ით, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში მატარებელზე (საგარეუბნოს გარდა) დაგვიანებისას მისი გაგზავნის მომენტიდან 3 საათის განმავლობაში დაეკავება ბილეთის ღირებულების 30%;

ზ) თუ სვლის გზაზე შეწყდა მგზავრობა, დაუბრუნოს სამგზავრო დოკუმენტების ღირებულება გაუვლელი მანძილის საფასურიდან 70%-ის ოდენობით;

4. მგზავრობის შეწყვეტის დრო უნდა დაამოწმოს სადგურის (ვაგზლის) უფროსმა (დირექტორმა), რომელიც სამგზავრო დოკუმენტზე აკეთებს აღნიშვნას: სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეწყვეტილია”, აღნიშნავს თარიღს და სადგურის შტემპელს.

    მუხლი 267

1. მგზავრობის შეწყვეტისას სამგზავრო დოკუმენტის საფასურის დაბრუნება წარმოებს სადგურის უფროსის (დირექტორის) განკარგულებით მგზავრის განცხადების თანახმად.

2. აკრძალულია აღნიშვნების გაკეთება სამგზავრო დოკუმენტების მოქმედების შეწყვეტის შესახებ იმ სადგურებში, რომლებიც არ არის გაგზავნის ან უკან დასაბრუნებელი გზად მდებარე სადგურები წარდგენილი დოკუმენტის მიმართ.

    მუხლი 268

იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისთვის მათ მიერ ამ წესების მე-15 მუხლში აღნიშნული განაცხადებით შეძენილი სამგზავრო დოკუმენტების რკინიგზის სადგურის სალაროში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე 3 დღე-ღამეზე ნაკლები დროის პერიოდში, უკავებენ ბილეთის საერთო საფასურის 15%-ს, ხოლო მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 4 საათისა 30%-ს (მათ შორის უკან დასაბრუნებელი დოკუმენტების) ღირებულებას.

    მუხლი 269

სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნების ვადის მიუხედავად (მაგრამ მატარებლის გასვლამდე) მგზავრობის ღირებულებიდან თანხების დაკავება არ წარმოებს, თუ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული მატარებელი მოიხსნა ან მისი გაგზავნა ერთი საათზე მეტი ხნით შეფერხდა, თუ მგზავრთა გაგზავნა არ მოხდა იმის გამო, რომ მგზავრს არ მისცეს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული ადგილები და მგზავრი არ არის თანახმა ისარგებლოს სხვა ადგილით.

    მუხლი 270

განრიგით გაუთვალისწინებელი მატარებლის მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით სვლის გზაზე მგზავრის მიერ მგზავრობის შეწყვეტისას მას უბრუნებენ მგზავრობის ღირებულებას გაუვლელი მანძილისთვის.

    მუხლი 271

1. შემძენს ფოსტით გაგზავნილი გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების საფასური შეიძლება დაუბრუნდეს მისი პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა გამოიანგარიშება რკინიგზაში მისი რეგისტრაციის თარიღიდან.

2. რკინიგზის მიერ დაწესებულებებისთვის, საწარმოებისთვის, ტურისტული და სხვა ორგანიზაციებისთვის საფასურის დაბრუნება გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტებისთვის წარმოებს, თუ სამგზავრო დოკუმენტებზე არის აღნიშვნები სადგურების ან ვაგზლების მიერ მათი გაუქმებისა და გამოუყენებელი ადგილების ჩაბარების დროის (რიცხვი, საათი) შესახებ.

3. კომპიუტერული სისტემის მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორებით გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნების საკითხს განიხილავს რკინიგზა წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე სისტემაში სავალდებულო დაბრუნების პირობით.

    მუხლი 272

1. სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა ნამდვილობა ეჭვს იწვევს, საფასურის დაბრუნების საკითხს განიხილავს რკინიგზა წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულმა მატარებლებმა დაიგვიანეს, მგზავრისთვის გაცემული სხვა სადგურიდან გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი ინარჩუნებს ნამდვილობას და ხელმეორედ უნდა დაკომპოსტერდეს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულ დანიშნულების სადგურამდე მიმავალ უახლოეს მატარებელზე.

3. თუ მგზავრი უარს ამბობს მგზავრობაზე და მისთვის სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებაზე რკინიგზის მიზეზით სამგზავრო მატარებლების დაგვიანების გამო, გადაყვანის და საკომისიო საფასურები მას მთლიანად უბრუნდება. ამასთან დაბრუნების ოპერაციისთვის საფასურს მგზავრი არ იხდის.

4. დასაშვებია კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გაცემული საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტის სამჯერადი შეცვლა.

5. ახალი მგზავრობის გასაფორმებლად საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელმა წინათ შეძენილი სამგზავრო დოკუმენტი დაბრუნების სალაროში უნდა დააბრუნოს მატარებლის გასვლამდე. კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დაბრუნების ოპერაციის შემდეგ მოლარე მფლობელს უბრუნებს უფასო სამგზავრო დოკუმენტს აღნიშვნით – “კომპოსტერი მოხსნილია”, (თარიღის და საათის მითითებით) და დაბრუნების სპეციალურ ბლანკს, რომელიც იძლევა ახალი მგზავრობის გაფორმების უფლებას.

6. როცა ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტით გაემგზავრა ჯგუფის მონაწილეთა არასრული რაოდენობა, მისი ხელმძღვანელი მოვალეა მატარებლის გასვლამდე ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტი წარუდგინოს გაგზავნის სადგურის (ვაგზლის) უფროსს, რათა მან გააკეთოს აღნიშვნა ამის თაობაზე. გამოუყენებელი ადგილები გადაეცემა სალაროს და მათი ღირებულების დაბრუნება ხდება ამ წესებით დადგენილი წესით.

    მუხლი 273

1. სვლის გზაზე (ვაგზლებსა და მატარებლებში) ჯგუფურ სამგზავრო დოკუმენტებში აღნიშნულზე ნაკლები რაოდენობის მგზავრთა გადაყვანის შესახებ აღნიშვნებს არ აკეთებენ და გაუვლელი მანძილისთვის საფასურს არ აბრუნებენ.

2. უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით ჯგუფური განაცხადებით (მოსწავლეთა ჯგუფების გარდა) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის საფასურის დაბრუნება წარმოებს წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ იმ ორგანიზაციის ან დაწესებულების ანგარიშსწორების ანგარიშით, რომელმაც შეიძინა სამგზავრო დოკუმენტები.

3. გადაჯდომის პუნქტში მთლიანად ჯგუფის მგზავრობაზე უარის შემთხვევაში სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უფლება აქვს შეთანხმებული მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 საათით ადრე შეწყვიტოს ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუვლელი მანძილის საფასურის დაბრუნების საკითხს პრეტენზიის წარდგენის საფუძველზე განიხილავს რკინიგზა.

    მუხლი 274

1. გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების საფასურის ანაზღაურებისთვის დაბრუნება წარმოებს გადახდის წარმოდგენის დღის 24.00 საათამდე.

2. გამოუყენებელი საგარეუბნო ბილეთებისთვის გადახდილი ღირებულება არ ანაზღაურდება.

    მუხლი 275

1. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი) საგარეუბნო სააბონემენტო ბილეთებით გამოუყენებელი დროისთვის გადახდილ საფასურს აბრუნებს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამსახურიდან დათხოვნისას;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისას;

გ) სამუშაო ადგილის შეცვლისას;

დ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

ე) სამსახურებრივი ხანგრძლივი მივლინებისას (ერთ თვეზე მეტი);

ვ) ავადმოყოფობისას;

ზ) ბილეთის მფლობელის გარდაცვალებისას.

2. საფასურის დაბრუნება ხდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი სადგურის (ვაგზლის) უფროსთან (დირექტორთან) შეიტანს დასაბუთებულ წერილობით განცხადებას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს ვარგისი ბილეთის დაბრუნების მომენტიდან დაწყებული მისი მოქმედების ვადის ბოლომდე. დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება რკინიზგის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 276

1. სამგზავრო დოკუმენტების (საგარეუბნო მიმოსვლაში ბილეთების გარდა) დაბრუნებისას მგზავრს ექვითება ბილეთის ღირებულების ამ წესებით განსაზღვრული ოდენობა.

2. 264-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნების შემთხვევებში დაქვითვა არ წარმოებს.

    მუხლი 277

სვლის გზაზე მგზავრობის შეწყვეტის შემთხვევაში, გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასურის მგზავრისთვის დაბრუნება ხორციელდება ამ წესების 264 – 274 მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 278

1. რკინიგზის მიზეზით ნაკლებფასიან ვაგონში მგზავრის გადაყვანის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულების სხვაობის გადახდა მგზავრის სურვილით უნდა მოხდეს მატარებლის გაგზავნის ან დანიშნულების სადგურში აქტის ან შესაბამისი ცნობის (სადაც აღნიშნული იქნება მატარებლის, ვაგონის, სამგზავრო დოკუმენტების ნომრები, რიცხვი, თვე, გადაყვანის სადგური და მგზავრის გვარი) წარდგენით.

2. აქტს ან ცნობას გასცემს მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და ამოწმებს სადგურის შტამპელით.

3. ნაკლებფასიან ვაგონში მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ღირებულების სხვაობის გადახდა ხდება გაგზავნის სადგურში მატარებლის გასვლის დღეს, დანიშნულების სადგურში – მატარებლის ჩასვლის დღეს.

4. მგზავრს, რომელიც არ ისარგებლებს თავისი უფლებით მიიღოს გაგზავნის სადგურში ან დანიშნულების სადგურში მგზავრობის ღირებულების სხვაობა, შეუძლია ანაზღაურების უფლების მოთხოვნის წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს პრეტენზია რკინიგზაში.

    მუხლი 279

სადგურის მიერ გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტებისა და ბარგის არშემდგარი გადაზიდვისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების ყველა შემთხვევაში მგზავრს უნდა ჩამოერთვას ყველა სამგზავრო დოკუმენტი, რომლებიც წარმოადგენს სადგურის ამონაგებიდან საფასურის დაბრუნების საფუძველს.

    მუხლი 280

1. მგზავრებს ამ წესებით გაუთვალისწინებელ ყველა სხვა შემთხვევაში გადახდილი საფასური შეიძლება დაუბრუნდეს მხოლოდ გაგზავნის ან მგზავრის ჩამოსვლის სადგურში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საპრეტენზიო წესით.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში განცხადებას გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ უნდა დაერთოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტები, საჭიროებისას სხვა დოკუმენტები და ცნობებიც.

3. გაუვლელი მანძილისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების გამო პრეტენზიებს განიხილავს რკინიგზა.

    მუხლი 281

მგზავრთა გადაყვანიდან, ბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვიდან გამომდინარე ყველა პრეტენზიის წარდგენა და განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებით.

კარი XI

სამგზავრო დოკუმენტების გაფორმება და ცალკეული კატეგორიის მგზავრთა გადაყვანის წესი

თავი LI

სამგზავრო დოკუმენტების გაფორმების წესი

    მუხლი 282

1. სამგზავრო დოკუმენტები მგზავრისთვის გაცემის წინ უნდა შეივსოს საჭირო ცნობებით, რომლებიც გათვალისწინებულია დოკუმენტის ფორმით. სატრანზიტო მატარებლებზე სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვისას ადგილების ნომრები არ აღინიშნება, იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივი პირობების მიხედვით აღნიშვნების გაკეთება შესაძლებელია.

2. ყველა დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეივსოს წერილობითი სახით გარკვევით, სიტყვების შეუმოკლებლად, შეიძლება მზატექსტიანი შტემპელების გამოყენება.

3. დაუშვებელია სამგზავრო დოკუმენტების ბლანკებზე ყოველგვარი ამოშლა, გასწორება ან შესწორება.

4. გაჭრისას, დაკომპოსტერებისას ან შევსებისას შეცდომის შემთხვევაში ბლანკი მიიჩნევა დეფექტურად და სადღეღამისო ანგარიშში ტარდება როგორც გაფუჭებული. ამ შემთხვევაში მგზავრს მიეცემა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.

    მუხლი 283

1. სამგზავრო დოკუმენტის ორივე მხარეზე, დამატებითი გადახდის ქვითარსა და მათ ყუებზე ყველა საჭირო გრაფის შემდეგ ბლანკი ისე იჭრება, რომ სატარიფო სარტყელი და ფასი, რომლებიც შეესაბამება დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე მანძილს, რჩება მგზავრისთვის მიცემულ სამგზავრო დოკუმენტზე ან დამატებითი გადახდის ქვითარზე.

2. მგზავრისთვის გაცემულ სამგზავრო დოკუმენტზე აუცილებლად უნდა იყოს დადებული კომპოსტერი.

    მუხლი 284

1. გაგზავნის სადგურში სამგზავრო დოკუმენტების გაცემისას ადებენ მხოლოდ ნემსოვან კომპოსტერს. გადაჯდომის სადგურებში სატრანზიტო მატარებლის დოკუმენტების დაკომპოსტერება წარმოებს მხოლოდ მასტიკის შტამპელით, რომელშიც უნდა აღინიშნოს: სალაროს ნომერი, სადგურის სახელწოდება, მატარებლის ნომერი და გასვლის თარიღი.

2. ბლანკის სამგზავრო დოკუმენტების და დამატებითი გადახდის ქვითრების დაკომპოსტერება წარმოებს ყუებთან ერთად გადანაკეცზე მას შემდეგ, რაც ისინი ორად გადაიკეცება ჰორიზონტალური ხაზით და მოიცავს მარჯვენა ნაწილს, ამასთან ყუა უნდა ჩაიდოს ბლანკში.

3. მუყაოს ცალკეული სამგზავრო დოკუმენტების დაკომპოსტერება ხდება ერთი მხრიდან. კომპოსტერი უნდა იყოს მკაფიო, ადვილგასარჩევი, თანაც ცნობები უნდა განლაგდეს შემდეგნაირად: მატარებლის ნომერი, რიცხვი, თვე და წელი. თვე აღინიშნება რომაული ციფრით, დანარჩენი ციფრები – არაბულით, ხოლო წელი – მხოლოდ ბოლო ორი ციფრით.

4. უნივერსალური კომპოსტერით სამგზავრო დოკუმენტის დაკომპოსტერებისას ყველა ციფრი აღინიშნება არაბული შრიფტით, ხოლო თვე – სამასოიანი სიტყვით.

    მუხლი 285

1. ყოველი თვის პირველი ცხრა დღის განმავლობაში მიმავალ მატარებლებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებზე კომპოსტერის ნიშანში თვის და წლის ერთნიშნა ციფრის წინ, უნდა დაისვას ციფრი ნული.

2. თუ მატარებელს აქვს სამნიშნა ნუმერაცია, პირველი ციფრი ან სრულად მატარებლის ნომერი სამგზავრო დოკუმენტზე აღინიშნება ხელით, დანარჩენი მონაცემები აღინიშნება კომპოსტერის ნიშნებით.

3. სამნიშნა ნუმერაციის მქონე მატარებლებზე მუყაოს სამგზავრო დოკუმენტების გაცემისას ნებადართულია მათი დაკომპოსტერება ბილეთის სიგრძეზე.

4. საგარეუბნო სამგზავრო დოკუმენტებზე კომპოსტერის დადებისას მატარებლის ნომერი არ ისმება.

    მუხლი 286

1. თუ მგზავრი შეძენილი სამგზავრო დოკუმენტით გასვლის სადგურიდან გაემგზავრება საგარეუბნო მატარებლით იმავე დღეს გზაში საერთაშორისო ან ადგილობრივ მატარებელზე გადაჯდომით, თავდაპირველ სამგზავრო დოკუმენტზე კომპოსტერით აღინიშნება საერთაშორისო ან ადგილობრივი მატარებლის ნომერი.

2. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი საგარეუბნო მატარებლიდან საერთაშორისო ან ადგილობრივი მატარებელით მგზავრობას აგრძელებს მომდევნო დღეს, თავდაპირველ სამგზავრო დოკუმენტზე დაისმება ორი კომპოსტერი შესაბამისი გასვლის თარიღებით და მატარებლის ნომრების აღნიშვნით: ერთი – გასვლის სადგურიდან, მეორე – გადაჯდომის სადგურიდან.

3. ბავშვთა გადაყვანისთვის გაიცემა სპეციალური, როგორც მუყაოს, ისე ბლანკის, საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები ვაგონის სახეობისა და მატარებლის კატეგორიის მიხედვით.

4. მოზრდილი მგზავრების გადაყვანისთვის გათვალისწინებული სამგზავრო დოკუმენტების ბავშვებისთვის გაცემა აკრძალულია.

5. სააბონემენტო სამგზავრო დოკუმენტების გაცემისას მათზე იდება ნემსოვანი კომპოსტერი.

6. კომპოსტერის გაუქმებისას ისმება შტამპი კომპოსტერი გაუქმებულია” და აღინიშნება გაუქმების თარიღი და საათი. ეს აღნიშვნები დამოწმებული უნდა იყოს სადგურის მუშაკის ხელმოწერით და შტემპელით.

თავი LII

ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სამგზავრო დოკუმენტების გაფორმების წესი

    მუხლი 287

1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სამგზავრო დოკუმენტები ფორმდება ზუსტი ანგარიშგების სტანდარტულ ბლანკებზე. ინფორმაცია ბლანკებში შეაქვთ სპეციალური ბილეთსაბეჭდი მოწყობილობით, რომელიც მიერთებულია სისტემის ტერმინალთან.

2. დოკუმენტის ფორმა ითვალისწინებს შემდეგ საჭირო ცნობებს: მატარებლის ხუთნიშნა ნომერს, გაგზავნის თარიღს, გასვლის დროს (საათი, წუთი), ვაგონის ნომერს, ვაგონის ტიპს, მგზავრობის ფასს, გაგზავნისა და დანიშნულების სადგურების სახელწოდებას, ადგილების ნიშნებს, სამსახურეობრივ ინფორმაციას და ცნობებს მგზავრთა შესახებ.

3. ავტომატიზებული სისტემით გაცემულ სამგზავრო დოკუმენტზე კომპოსტერი არ დაისმება.

    მუხლი 288

1. ავტომატიზებული სისტემის ბლანკებზე ამონაშლები და გასწორებები დაუშვებელია. სამგზავრო დოკუმენტის გაფუჭების შემთხვევაში ბლანკს აუქმებენ, ხელით ჩაწერილი ინფორმაციის მქონე სამგზავრო დოკუმენტი ბათილად ითვლება.

2. დაშვებულია მხოლოდ მატარებლის ნომრის გასწორება იმ შემთხვევაში, თუ იგი იცვლება მატარებლის სვლის დროს.

    მუხლი 289

1. მგზავრების გაფორმებისას შეიძლება რამდენიმე ვარიანტიანი შეკვეთის გამოყენება. მგზავრობის ვარიანტის შეცვლის პირობებს და მათ თანამიმდევრობას ათანხმებენ მგზავრთან.

2. ერთ ბლანკზე ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით შეიძლება გაფორმდეს სამგზავრო დოკუმენტი რამდენიმე მგზავრზე.

    მუხლი 290

მატარებლის სვლის გზაზე შუალედურ სადგურებში მგზავრობისას მგზავრს აძლევენ სამგზავრო დოკუმენტს, რომელზეც აღნიშნულია ვაგონის ნომერი, მასზე არ აღინიშნება ადგილის ნომერი.

    მუხლი 291

1. გადაჯდომით სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას სამგზავრო დოკუმენტი დაკომპოსტერებელად ითვლება პირველი გადაჯდომის პუნქტამდე, თუ ბილეთზე აღნიშნული მატარებლის ნომერი ემთხვევა დამატებითი საფასურის ქვითარში აღნიშნულ მატარებლის ნომერს.

2. გადაჯდომის სადგურში ან თავდაპირველი გაგზავნის სადგურებში ტრანზიტული მგზავრის მიერ სამგზავრო დოკუმენტების დაკომპოსტირება პირდაპირი პლაცკარტით სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას ხორციელდება ავტომატიზებული სისტემის სატერმინალო მოწყობილობის მეშვეობით, სამგზავრო დოკუმენტის უკანა მხარეზე კომპოსტერი შეიცავს 15 ნიშანს: სალაროს ხუთნიშნა ნომერს, მატარებლის ხუთნიშნა ნომერს, გასვლის თარიღს (წელი, რიცხვი, თვე).

    მუხლი 292

1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საბავშვო ბილეთის ნულოვანი ღირებულების დამატებითი საფასური იბეჭდება ბლანკზე „დასაჯდომი ტალონი“. სრული ღირებულების მოზრდილის ბილეთზე საბავშვო ბილეთის (იმავე ადგილებზე) გადაფორმებისას მგზავრს ეძლევა ახალი სამგზავრო დოკუმენტი და დაბრუნების ბლანკი.

2. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სამგზავრო დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს ერთი გადაჯდომით.

    მუხლი 293

თუ ერთზე მეტ მგზავრზეა გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი მგზავრს აქვს ადგილების ნაწილობრივი დაბრუნების უფლება. ამასთან მას აძლევენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს იმ რაოდენობის მგზავრისთვის, რომელიც იმგზავრებს და უბრუნებენ საფასურს 277-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 294

1. მგზავრობის გაფორმებისას საფასურის გადახდის გარეშე გაიცემა შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი.

2. სამხედრო პირების გადაყვანის გაფორმება ხორციელდება სამხედრო მოთხოვნის ან პლაცკარტის ტალონის უკანა მხარეზე სამინისტროს ან უწყების კენტი შიფრით. დაზღვევის ღირებულება არ შედის სისტემის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის ღირებულებაში.

    მუხლი 295

1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებისას ადმინისტრატორის აღნიშვნები საჭირო არ არის.

2. დაშვებულია დასაბრუნებლად ცალკე იმ სამგზავრო დოკუმენტებიდან დამატებითი საფასურის მიღება, რომლებთანაც არის გაფორმებული დამატებითი გადახდა.

    მუხლი 296

1. დასაშვებია გაცემული დოკუმენტის – „საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტი“  შეცვლა მხოლოდ სამჯერ.

2. ახალი მგზავრობის გასაფორმებლად საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტით მოსარგებლე პირმა შეძენილი სამგზავრო დოკუმენტი სალაროში უნდა დააბრუნოს მატარებლის გასვლამდე.

3. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დაბრუნების ოპერაციის შემდეგ მოლარე მგზავრს უბრუნებს საფასურის გადახდის გარეშე მიღებულ სამგზავრო დოკუმენტს აღნიშვნით – “კომპოსტერი მოხსნილია”, თარიღი და საათი და დაბრუნების დამხმარე ბლანკს.

    მუხლი 297

ადრე საფასურის გადაუხდევინებლად მიღებული სამგზავრო დოკუმენტისა და ბლანკის  „დაბრუნება“ საფუძველზე მგზავრს უფორმებენ საფასურის გადახდის გარეშე მიღებულ სამგზავრო დოკუმენტს. საფასურის გადახდის გარეშე წინათ გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი და ბლანკი „დაბრუნება“ სალაროში რჩება ანგარიშგებისთვის.

    მუხლი 298

1. უნაღდო ანგარიშსწორებით გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებისას სისტემა აწარმოებს ადგილების დაბრუნებას.

2. გადახდილ თანხებს აბრუნებენ პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

თავი LIII

საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის წესი

    მუხლი 299

1. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით გადაყვანისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები.

2. რკინიგზის მუშაკები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად შეასრულონ მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობანი და განახორციელონ ღონისძიებანი მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად.

3. გამყოლები მოვალენი არიან:

ა) გამოუყონ მგზავრებს დადგენილი საფასურით ქვეშაგები და გამოართვან იგი დანიშნულების სადგურში მატარებლის ჩასვლამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე;

ბ) უზრუნველყონ სამგზავრო დოკუმენტების შენახვა სვლის გზაზე და მგზავრის მოთხოვნით დაუბრუნონ ისინი დანიშნულების სადგურში ჩასვლამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე;

გ) არა უგვიანეს 30 წუთით ადრე გააფრთხილონ მგზავრები, რომ მატარებელი უახლოვდება მათი დანიშნულების თუ გადაჯდომის სადგურს;

დ) საწოლადგილებიან ვაგონებში უზრუნველყონ მგზავრები ჩაით დადგენილი საფასურით დღეში არანაკლებ ორჯერ;

ე) დროულად და ხარისხიანად დაალაგონ ვაგონების სალონები, ტუალეტები, სანაგვე ყუთები;

ვ) ღიად იქონიონ ვაგონში ორივე ტუალეტი.

მგზავრს უფლება აქვს:

ა) სვლის გზაზე გადავიდეს მაღალფასიანი კატეგორიის ვაგონში, თუ იქ არის თავისუფალი ადგილები, ამასთან უნდა გადაიხადოს მგზავრობის საფასურში სხვაობა;

ბ) სვლის გზაზე გააკეთოს ერთი გაჩერება არა უმეტეს 10 დღისა ერთ პუნქტში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით, ამასთან სადგურის (ვაგზლის) ადმინისტრაციაში სამგზავრო დოკუმენტზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა;

გ) გადაიყვანოს უფასოდ 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი ცალკე ადგილის დაუკავებლად. თუ მგზავრთან ერთად არის 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვი ან 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, ცალკე ადგილის დაკავებით აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის შეძენილ იქნეს საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები;

დ) გადაზიდოს უფასოდ 36 კგ-მდე წონის ხელბარგი ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ხელბარგის მთლიანობისა და დაცულობისთვის ზრუნვა მგზავრის მოვალეობაში შედის;

ე) გადაზიდოს დადგენილი საფასურით ტელევიზორი ან რადიომიმღები (ერთ სამგზავრო დოკუმენტზე მხოლოდ ერთი), როცა მგზავრი საწოლადგილებიანი ვაგონით მიემართება.

2. კიდობნის დაკავების უპირატესი უფლება აქვს მგზავრს, რომელიც იკავებს ქვედა საწოლს.

    მუხლი 300

1. სამგზავრო მატარებლების ვაგონებში მგზავრობისას აკრძალულია:

ა) მგზავრობა, თუ არა აქვთ სამგზავრო დოკუმენტები სვლის მთელი გზისთვის;

ბ) მგზავრობა ვაგონების საფეხურებზე და სახურავებზე, ჩაჯდომა და ჩამოსვლა მატარებლის მსვლელობისას;

გ) ისეთი ხელბარგის გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრები, აგრეთვე დატენილი იარაღის, მყრალი, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა;

დ) დაჯდომისას ან სვლის გზაზე სიმთვრალე, მგზავრობის წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სპირტიანი სასმელების სმა, სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა;

ე) უმიზეზოდ მატარებლის გაჩერება საჩერებელი ონკანით;

ვ) მგზავრობა ტამბურში და გადასავლელ ბაქნებზე;

ზ) თამბაქოს მოწევა დაუწესებელ ადგილებში. თამბაქოს მოწევა ვაგონებით მგზავრობისას შეიძლება მხოლოდ ტამბურში არასაქვაბე მხრიდან;

თ) ვაგონების ფანჯრიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაგდება.

2. მგზავრს, რომელიც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ჩაიდენს, უარს ეუბნებიან გადაყვანაზე, ამასთან ამის შესახებ აკეთებენ შესაბამის აღნიშვნას სამგზავრო დოკუმენტზე. ასეთ შემთხვევებში მგზავრს მგზავრობის და ბარგის გადაზიდვის საფასური არ უბრუნდება.

3. ვაგონის შიდა მოწყობილობის, ქვეშაგების და ვაგონების მინების დაზიანების, ინვენტარის და მოწყობილობის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში მგზავრს ახდევინებენ დაზიანებული ქონების ღირებულებას.

4. რკინიგზით მგზავრობის წესების, საზოგადოებრივი წესრიგის, ხანძარსაწინაღო უსაფრთხოების დაუცველობაში ბრალეულ პირებს ეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 301

1. მგზავრთა უბილეთო მგზავრობისთვის, აგრეთვე 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე შეიძინოს ბილეთი, რისთვისაც იხდის ბილეთის ღირებულების ორმაგ საფასურს.

2. დაწესებული ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვის შემთხევაში მგზავრი იხდის მგზავრობის და ზედმეტი ხელბარგის გადაზიდვის ღირებულების ორმაგ საფასურს.

3. ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ასაფეთქებელი და შხამიანი ნივთიერებებისა და საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას, ხოლო თუ არსებობს მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების ხელყოფისა და დაზიანების საფრთხე ასეთ შემთხვევაში წესების დამრღვევ პირს ვაგონის გამყოლი სატრანპორტო პოლიციასთან ერთად დაუყონებლივ ატოვებინებს მატარებელს.

4. თვითნებურად უმიზეზოდ გასაჩერებელი ონკანით მატარებლის გაჩერებისას, თუ ამ მოქმედებას მოჰყვა უბედური შემთხვევა, მოძრავი შემადგენლობის მარცხი, დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები, ბრალეულ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა.

5. მატარებლის მოძრაობისას ჩაჯდომა და ჩამოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობის შემთხვევაში მგზავრს ატოვებინებენ მატარებელს, ხოლო თუ რკინიგზას მიადგა ქონებრივი ზარალი, მგზავრობის წესების დამრღვევი პირი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

6. სამგზავრო ვაგონების შიდა მოწყობილობისა და მინების დაზიანებისას მგზავრს ეკისრება დაზიანებული მოწყობილობის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

7. ვაგონებში თამბაქოს მოწევა ამისთვის დაუწესებელ ადგილებში, ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა ითვალისწინებს გაფრთხილებას.

8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში რკინიგზისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება რკინიგზის უფლებამოსილ მუშაკებთან.

    მუხლი 302

სადგურებში, ვაგზლებში, მატარებლებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ბრალეულ პირებს ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

თავი LIV

საგარეუბნო მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის წესი

    მუხლი 303

1. საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები.

2. მგზავრი მოვალეა შეინახოს სამგზავრო დოკუმენტი (მათ შორის სააბონემენტო) მთელი მგზავრობის განმავლობაში და წარუდგინოს იგი მატარებლებში კონტროლის განმხორციელებელ პირებს.

    მუხლი 304

ერთეული საგარეუბნო ბილეთი, აგრეთვე უკან წამოსასვლელი ბილეთების კუპონები ერთი მიმართულებით ნამდვილია საბილეთო სალაროების მიერ მათი გაცემის დღის განმავლობაში. ერთი მიმართულებით მატარებელზე შეძენილი საგარეუბნო ბილეთები ნამდვილია მათი შეძენის ერთი დღე-ღამის მომდევნო ღამემდე; უკან დასაბრუნებელი კუპონის საგარეუბნო ბილეთები – ერთი დღე-ღამის განმავლობაში, გაცემის დღეს.

    მუხლი 305

1. მგზავრთან ერთად უბილეთო მგზავრობის უფლება აქვს ხუთ წლამდე ასაკის ერთ ბავშვს. თუ მგზავრს ახლავს ხუთ წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვი, სხვა ბავშვებისთვის, აგრეთვე 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეძენილ უნდა  იქნეს საბავშვო ბილეთები.

2. მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაზიდოს 36 კგ-მდე წონის ხელბარგი და დამატებით 50 კგ საფასურით.

    მუხლი 306

1. 10-16 წლამდე ასაკის ბავშვთა უბილეთო გადაყვანის შემთხვევაში მგზავრმა ადგილზე უნდა შეიძინოს ბილეთი, რისთვისაც იხდის შესაბამისი ბილეთის ღირებულების ორმაგ საფასურს.

2. 5-10 წლის ასაკამდე ბავშვთა უბილეთო გადაყვანის შემთხვევაში მგზავრმა ადგილზე უნდა შეიძენოს საბავშვო ბილეთი, რისთვისაც იხდის შესაბამისი ბილეთის გაზრდილ ღირებულებას რკინიგზის მიერ განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 307

ელექტროტექნიკური მოწყობილობის (მცირეგაბარიტიანების გარდა) გადაზიდვისთვის მათი წონისა და ზომების მიუხედავად ახდევინებენ ორმაგ საფასურს ბარგის ტარიფის 30 კგ-ის ანგარიშით.

    მუხლი 308

მგზავრთან ერთად საგარეუბნო მატარებლებით ძაღლები, პატარა ცხოველები და ფრინველები გადაიყვანებიან საგარეუბნო საბილეთო სალაროებში გასაყიდი ბილეთებით.

    მუხლი 309

1. საგარეუბნო მატარებლებში იკრძალება:

ა) ისეთი ტანსაცმლით ან ხელბარგით მგზავრობა, რომელიც აჭუჭყიანებს მგზავრებსა და ვაგონებს;

ბ) სათანადოდ შეუფუთავი ხელბარგის, საგნების, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრთა ნივთები, აგრეთვე დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის, მყრალი, ცეცხლსაშიში, მომწავლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა;

გ) ალკოჰოლური (სპირტიანი) სასმელების სმა და ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მგზავრობა;

დ) ავტომატური შესა ვლელი კარების გაღების ან დახურვის შეკავება, კარის გაღება მატარებლის მოძრაობის დროს;

ე) ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივებისა და ვაგონების მინების დაზიანება;

ვ) სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა, აზარტული თამაშები, დანაგვიანება;

ზ) უმიზეზოდ მატარებლის საჩერებელი ონკანით მატარებლის გაჩერება, ვაგონის შიდა მოწყობილობის გაფუჭება.

თ) თამბაქოს მოწევა ვაგონებსა და ტამბურებში.

2. რკინიგზით სარგებლობის წესების, წესრიგისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და სანიტარ ული წესების დაუცველობაში ბრალეულ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 310

ცეცხლსაშიში, მომწავლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი, შხამიანი ნივთიერებებისა და საგნების ხელბარგად გადაზიდვის წესების დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას, ხოლო თუ არსებობს მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების ხელყოფის ან დაზიანების საფრთხე, ასეთ შემთხვევაში წესების დამრღვევ პირს ვაგონის გამყოლი სატრანპორტო პოლიციასთან ერთად დაუყო ნებლივ ატოვებინებს მატარებელს.

    მუხლი 311       

1. მატარებლის მსვლელობისას მგზავრთა ჩასხდომისა და ჩამოსხდომის, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობის მცდელობის შემთხვევაში მგზავრს მიეცემა გაფრთხილება, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების განხორციელებისას გამყოლი უახლოეს სადგურში ატოვებინებს მას მატარებელს.

2. თუ 1-ლ პუნქტში მითითებული ქმედების ჩადენით მგზავრმა ზიანი მიაყენა სხვა მგზავრის ან რკინიზგის ქონებას, მას ეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

    მუხლი 312

ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივებისა და ვაგონების მინების დაზიანების შემთხვევაში მგზავრებს ეკისრება დაზიანებული მოწყობილობის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

    მუხლი 313

თამბაქოს მოწევა საგარეუბნო მატარებლების ვაგონებში (მათ შორის ტამბურებშიც), ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა ვაგონების ფანჯრიდან, კარებიდან ითვალისწინებს გაფრთხილებას.   

    მუხლი 314

1. სადგურებში, ვაგზლებში, მატარებლებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ბრალეული პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში რკინიგზისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება რკინიგზის უფლებამოსილ მუშაკებთან.

    მუხლი 315

რადიოსამაუწყებლო კავშირგაბმულობით აღჭურვილ მატარებლებში აცხადებენ გასაჩერებელ პუნქტებს, აგრეთვე გადაიცემა მგზავრობასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

    მუხლი 316

საბავშვო ვაგონები განკუთვნილია ბავშვებიანი მგზავრების, ინვალიდებისა და ხანდაზმული ასაკის მოქალაქეთა მგზავრობისთვის. ყველა დანარჩენ ვაგონში ამ მგზავრებისთვის გამოიყენება სპეციალური ადგილები.

    მუხლი 317

თუ მატარებლიდან გამოსვლისას მგზავრი აღმოაჩენს, რომ მას მატარებელში დარჩა ნივთები, მან უნდა მიმართოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) ან სადგურის მორიგეს.

    მუხლი 318

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი ეკისრებათ რკინიგზის და პოლიციის მუშაკებს. 

თავი LV

ცალკეული კატეგორიის მგზავრების შეღავათიანი პირობებით გადაყვანის წესი

    მუხლი 319

საფასურის გადახდის გარეშე და შეღავათიანი სამგზავრო ბილეთების გაცემა მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კატეგორიის მგზავრებისთვის სახელმწიფოს ან შეღავათის დამდგენი სხვა პირის მხრიდან შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბილეთო სალაროში შესაბამისი მოწმობების და ტალონის წარდგენით, რომლებიც ადასტურებს რკინიგზით შეღავათიანი სარგებლობის უფლებას.

    მუხლი 320

319-ე მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის მოქალაქეების მიერ საფასურის გადახდის გარეშე ან შეღავათიანი სამგზავრო ბილეთის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს რკინიგზა.

 

 

 

დანართი 1

გადაზიდვის მაქსიმალურად დასაშვები მანძილის ცხრილი ცალკეული კატეგორიის მალფუჭებადი ტვირთისთვის

 

ტვირთის დასახელება

გადაზიდვის მაქსიმალური მანძილი, კმ

წლის თბილ პერიოდში

წლის ცივ პერიოდში

1. ხორცი და ხორცის პროდუქტები, ყველა სახეობის ხორცი და ფრინველი

დაკლული გაცივებულ მდგომარეობაში

არ გადაიზიდება

შეუზღუდავად

ძეხვეული (უმშებოლილი)

5000

იგივე

ხორცისა და ხორც-მცენარეულის კონსერვები თუნუქის და მიწის ქილებით (გამგზავნის მიერ პლომბდადებულ ხის ყუთებში)

შეუზღუდავად

შეუზღუდავად

2. თევზი და თევზის პროდუქტები:

გაყინული თევზი

არ გადაიზიდება

იგივე

პაიუსის და მარცვლოვანი ხიზილალა მინის და ლითონის ქილებით (გამგზავნის მიერ პლომბდადებულ ყუთებში)

შეუზღუდავად

შეუზღუდავად

ხმელი და გამოყვანილი და  თევზის შაშხეული

1000

იგივე

თევზის კონსერვები ზეთში, ტომატის სოუსში მინის და თუნუქის ქილებით (გამგზავნის მიერ პლომბდადებულ ყუთებში)

შეუზღუდავად

არ გადაიზიდება

3. რძის პროდუქტები:

ახალი რძე (გამგზავნის მიერ პლომბდადებულ ბიდონებში)

200

200

არაჟანი, ნაღები

300

300

ყველი

2000

არ გადაიზიდება

ბრინზა

2000

შეუზღუდავად

ხაჭოს ყველი

200

იგივე

ძროხის კარაქი ქილებით ყუთებში

1000

იგივე

ძროხის კარაქი კასრებით

არ გადაიზიდება

იგივე

ძროხის ერბო ლითონის ტარით

3000

იგივე

მარგარინი და სამზარეულო ცხიმები ლითონის ტარით.

200

იგივე

შაქრიანი, კაკაოიანი და ყავიანი შედედებული რძე თუნუქის ქილებით (გამგზავნის მიერ პლომბდადებულ ყუთებში)

შეუზღუდავად

იგივე

4. საფუარი ხის ყუთებში

600

იგივე

5. კვერცხი ღრეჩოებიანი და ხმელი ხის ბურბუშელის შუასადებიანი ხის ყუთებით

3000

არ გადაიზიდება

6. ცოცხალი კიბო (ყინულით, აქეთ-იქიდან ხავსით ჩაფენილი)

100

იგივე

7. ბოსტნეული, ხილი და კენკრა, საადრეო ბოსტნეული: კარტოფილი, კიტრი, ბადრიჯანი, ჭარხალი, პამიდორი, მოუმწიფებელი ნესვი

600

არ გადაიზიდება

ბადრიჯანი, წიწაკა, სტაფილო, კომბოსტო

700

იგივე

ხახვი, ნიორი

4000

იგივე

ბოლოკი, სალათა, კამა, მჟაუნა და სხვა მწვანილი

600

იგივე

ვაშლი, ციტრუსები, კომში, ბროწეული

3500

იგივე

მსხალი და ყურძენი

2000

იგივე

ჟოლო, ხენდრო, წითელი და თეთრი მოცხარი

300

იგივე

ბალი, ალუბალი, შავი მოცხარი, ხურტკმელი ქლიავი, შინდი, ალუჩა

800

იგივე

შტოში

არ გადაიზიდება

შეუზღუდავად

საგვიანო კარტოფილი თბილ და გარდამავალ პერიოდებში შეუზღუდავად

არ გადაიზიდება

შეუზღუდავად

8. ღვინო, ლუდი, წყლები:

ლუდი, წყლები, სიროფები ბოთლებით (კალათებში და ყუთებში). ყურძნის ღვინოები ბოთლებით (გამგზავნის პლომბებთან მჭიდრო ფიცრის ტარაში)

500

არ გადაიზიდება

9. პური და პურფუნთუშეული (სპეციალურ ტარაში)

200

200

10. მცენარეები და ნერგები

აღნიშნავს გამგზავნი

არ გადაიზიდება

11. ბიოპრეპარატები

 

 

 

 

 დანართი 2

მალფუჭებადი ტვირთის გაცემის შემცირებული ვადები

 

ახალი რძე

6 სთ.

 

ახალი ხილი და კენკრა, ხორცი და

დაკლული ფრინველი, ახალი ბოსტნეული, კარტოფილის, ჭარხლისა და კომბოსტოს გარდა, ყოველგვარი ახალი თევზი, კიბო, საფუარი, რძის პროდუქტები

 

 

 

12 სთ.

საადრეო კარტოფილი, ჭარხალი და კომბოსტო

4 სთ.

დანართი 3

 

ძირითადი შტამპების დასახელება, რომლებიც სამგზავრო დოკუმენტებზე დაისმება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად

 

 შტემპელის ტექსტი

 

რა შემთხვევებში ისმება:

1. სამგზავრო დოკუმენტის

ვარგისობის ვადა გაგრძელებულია

 

…. . . რიცხვი . . . თვე . . . წელი

 

 სადგური

(ხელმოწერა)

 

როცა მგზავრს არ გამოუყოფენ ადგილს მატარებელში (საგარეუბნოს გარდა);

შეთანხმებული მატარებლების დაგვიანებისას

გადაჯდომის პუნქტებში;

მგზავრის ავადმყოფობისას.

2. სამგზავრო დოკუმენტის

ნამდვილობა აღდგენილია

. . . წელი . . . რიცხვი . . . თვე. . . .

 

სადგური

(ხელმოწერა)

 

მატარებელზე (საგარეუბნოს გარდა) მგზავრის დაგვიანებისას, თუ ეს გაცხადებულია 3 სთ-ის განმავლობაში, ხოლო დოკუმენტებით დამოწმებული ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო 3 დღე-ღამის განმავლობაში

 

კომპოსტერი მოხსნილია

. . . წელი . . . რიცხვი . . . თვე

 . . . საათი

 

. . . . . სადგური

(ხელმოწერა)

თუ მგზავრს სურს იმ მატარებელზე უფრო ადრე გაემგზავროს, რომელზეც მისთვის გაცემულია სამგზავრო დოკუმენტი, და სხვ.

 

 

4. ბილეთის მოქმედება შეწყვეტილია

. . . წელი . . . რიცხვი

. . . თვე…. . . საათი .... წუთი

. . . . . სადგური

(ხელმოწერა)

სამგზავრო დოკუმენტები დარჩა გამცილებელთან; მსვლელობის გზაზე მგზავრობის შეწყვეტისას.

გაჩერება სამგზავრო დოკუმენტის

ვარგისობის ვადის გაგრძელებით

. . . . წელი . . . . რიცხვი

. . . . თვე . . . . საათი

. . . . სადგური

(ხელმოწერა)

გზაში გაჩერებისას –

ერთ პუნქტში არა უმეტეს 10 დღე-ღამისა სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით.

 

ანაზღაურდეს . . . პროცენტით

. . . . წელი. . . . რიცხვი

. . . . თვე . . . . საათი

. . . . სადგური

მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 3 საათისა მგზავრის მიერ სამგზავრო დოკუმენტების წინასწარი დაბრუნებისას.

 

შტამპები რეკომენდებულია დამზადდეს 2,5 X 4,5 სმ ზომის ფარგლებში