”რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
”რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 310010000.22.024.016185
  • Word
1-1/1382
26/06/2012
ვებგვერდი, 27/06/2012
310010000.22.024.016185
”რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1 382

2012 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის 24 ბრძანებით (სსმ III, 17.04. 2003,. № 34, მუხ.279 ) დამტკიცებულ რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესების მთელ ტექსტში სიტყვა „საგარეუბნო” შეიცვალოს სიტყვით „რეგიონული”, სიტყვა „ადგილობრივი” – სიტყვით „მაგისტრალური”, სიტყვა „კონტროლიორ-რევიზორი” – სიტყვებით „მაკონტროლებელი პირი”, სიტყვები „სატრანსპორტო პოლიცია” – სიტყვით „პოლიცია”.

2. მე-2 მუხლის:

ა) ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაკონტროლებელი პირი – რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე სათანადოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანისა და მათი მომსახურების ამ წესებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლს ”;

ბ) „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სააბონემენტო ბილეთი – რეგიონული მიმოსვლის მატარებლით არაერთჯერადი მგზავრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ფასს, მოქმედების ვადას და სხვა პირობებს ადგენს რკინიგზა”.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

3. სამგზავრო (მათ შორის, რეგიონული მიმოსვლის) მატარებლების მოძრაობის განრიგი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგში შეტანილი ყველა ცვლილება მგზავრთა საყურადღებოდ ოპერატიულად უნდა იქნეს გამოცხადებული”.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. რკინიგზის ქსელში მსხვილ სარკინიგზო კვანძებში სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, ხოლო იქ, სადაც არ არის კომპიუტერული სისტემა, გაყიდვა ორგანიზებულია სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში წარმოებს რეგიონული მიმოსვლის სააბონემენტო ბილეთის გაყიდვა, ხოლო ერთჯერადი მგზავრობის ბილეთის გაყიდვა ხორციელდება გაყიდვის ავტომატური საშუალების გამოყენებით, მატარებელში.”.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

მატარებლის გასვლამდე ბილეთების სხვადასხვა საშუალებით რეალიზაციის ვადებს ადგენს რკინიგზა.”.
6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

მგზავრთა ჯგუფების გადასაყვანად წინასწარი განაცხადების მიღების წესს ადგენს რკინიგზა.”.

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რკინიგზით მგზავრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი, რომლის წინა მხარეზე აღნიშნულია მგზავრის გვარი, თუ რკინიგზის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.”.

8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 კაცი და მეტი) გამგზავრების უზრუნველსაყოფად შემკვეთისგან მატარებელში დასაკავებელ ადგილებზე წერილობითი განაცხადების მიღების წესს ადგენს რკინიგზა”.

9. ამოღებულ იქნეს 24-ე, 28-ე და 29-ე მუხლები.

10. ამოღებულ იქნეს 30-ე მუხლის მე- 2 პუნქტი.

11. ამოღებულ იქნეს 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

12. 65-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრს უფლება აქვს გამგზავრებისას თან იქონიოს არაუმეტეს 36 კგ ხელბარგი, ხოლო რეგიონული მიმოსვლის მატარებლით მგზავრობისას – არა უმეტეს 50 კგ ხელბარგი”.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგიონული მიმოსვლის მატარებლებში ხელბარგად გადაზიდვისთვის დაუშვებელია 50 კგ-ზე მეტი წონის მცენარეები, ნერგები და სხვა სარგავი მასალები – კრონით შემოკრული და შეფუთული ფესურებით. ამასთანავე, ასეთი ხელბარგის თითოეული ადგილი არ უნდა აღემატებოდეს წონით 18კგ-ს და სიმაღლით 1,5 მ-ს”.

13. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაგისტრალურ და საერთაშორისო მატარებლებში თითოეული გადასაზიდი ელექტროტექნიკური მოწყობილობის წონის მიუხედავად (მცირეგაბარიტიანი პორტატიულების გარდა) მგზავრი იხდის საფასურს რკინიგზის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად”.

14. ამოღებულ იქნეს 153-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

15. 162-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგიონული მიმოსვლის მატარებელში დეფექტიანი სააბონემენტო ბილეთის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირების წესს განსაზღვრავს რკინიგზა”.

16. 165-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 165 1 მუხლი:

„მუხლი 165 1

ეს თავი არ ვრცელდება რეგიონული მიმოსვლის მატარებლებზე”.

17. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 168

მაგისტრალური და რეგიონული მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფებს და მათ სახეობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს რკინიგზა”.

18. ამოღებულ იქნეს 169-ე მუხლი.

19. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 177

სააბონემენტო ბილეთები შესაძლებელია მიეყიდოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რკინიგზის მიერ დადგენილი ტარიფებისა და წესების შესაბამისად”.

20. ამოღებულ იქნეს 178 და 179-ე მუხლები.

21. ამოღებულ იქნეს 285-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

22. ამოღებულ იქნეს 286-ე მუხლი.

23. ამოღებულ იქნეს 304-ე მუხლი.

24. 305-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 305

1. მგზავრთან ერთად უბილეთოდ მგზავრობის უფლება აქვს ხუთ წლამდე ასაკის ერთ ბავშვს.

2. მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაზიდოს არა უმეტეს 50 კგ ხელბარგი”.

25. ამოღებულ იქნეს 306-308-ე მუხლები.

26. 309-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

„ი) ბილეთების გაყიდვის ავტომატური საშუალებებისადმი დაუდევარი მოპყრობა”.

27. 311-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატარებლის მსვლელობისას მგზავრთა ჩასხდომისა და ჩამოსხდომის, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობის მცდელობის შემთხვევაში მგზავრს მიეცემა გაფრთხილება, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების განხორციელებისას რკინიგზის უფლებამოსილი პირი უახლოეს სადგურში ატოვებინებს მას მატარებელს, თუ ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, სხვა რამ არ გამომდინარეობს”.

28. ამოღებულ იქნეს 313-317-ე მუხლები.

29. 318-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 318

1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი ეკისრებათ რკინიგზისა

და პოლიციის მუშაკებს.

2. რეგიონული მიმოსვლის მატარებლების კონტროლის წესს ადგენს რკინიგზა, თუ საქართველოს

კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. მიქელაძე