დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023579 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/07/2022 - 09/08/2022)
|
| მუხლი 1 |
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ტექნიკური რეგლამენტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და ადგენს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესს. 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესის დადგენა. 3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პირის მიერ უკანონო ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ისეთ ზიანზე, რომელიც: ა) კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანად; ბ) კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანად და ამავე დროს სახეზეა კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; გ) ისეთ ზიანზე, რომელიც გათვალისწინებულია კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ-თ“ ქვეპუნქტებით. 4. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხორციელდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდა სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად პირის მიერ განხორციელებული ქმედებით ან/და უმოქმედობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ. 5. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების მიზნებისთვის გაწეული ხარჯების (გაზომვების ჩატარება, სინჯების აღება, ლაბორატორიული ანალიზები) ანაზღაურების ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება დამრღვევს, რომელიც პასუხისმგებელია ზიანის მიყენებაზე. 6. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესს გარემოს შემდეგი კომპონენტებისთვის: ა) მიწა (დაბინძურება და დეგრადაცია); ბ) ტყის რესურსები და მწვანე ნარგავები; გ) თევზი და სხვა ჰიდრობიონტები; დ) გარეული ცხოველები და ფრინველები; ე) სასარგებლო წიაღისეული (მათ შორის მიწისქვეშა წყალი); ვ) ზედაპირული წყლის ობიექტები (მათ შორის შავი ზღვის წყალი). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია − საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო, თავდაცვითი ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მინიჭებული სხვა) სტატუსის მქონე ტერიტორია; ბ) მიწის ფონური (საბაზისო) მდგომარეობა − მდგომარეობა მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ განიცდის ან/და არ განუცდია ტექნოგენური ზემოქმედება; გ) სასარგებლო წიაღისეულის (წიაღის) უკანონოდ მოპოვება (სარგებლობა): გ.ა) ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე; გ.ბ) წიაღით სარგებლობის ობიექტზე წიაღით მოსარგებლის, ასევე ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირის მიერ, სამთო მინაკუთვნის ფარგლებში დადგენილ საერთო მოცულობაზე მეტი ოდენობით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება; გ.გ) წიაღით მოსარგებლის ასევე ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სამთო მინაკუთვნის საზღვრებს (როგორც მიწის ზედაპირზე, ასევე სიღრმეში) გარეთ; დ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები. მუხლი 3. მიწების დაბინძურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. მიწების (მათ შორის, დაცული ტერიტორიების მიწებისა და ტყის ნიადაგის) ქიმიური ნივთიერებით/ნაერთით დაბინძურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: V = N x S x E x K x H (1) ა) სადაც: ა.ა) V – არის მიწების დაბინძურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ლარებში; ა.ბ) N – საბაზისო ნორმატივი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობები განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების დროს საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობად აიღება 14286 ლარი. ა.გ) S – დაბინძურებული მიწის ფართობი ჰა; ა.დ) E – ტერიტორიის ეკოლოგიური კოეფიციენტი. დაცული ტერიტორიის მიწების დაბინძურების შემთხვევაში ეკოლოგიური კოეფიციენტი ტოლია 4-ის, ხოლო სხვა ტერიტორიის შემთხვევაში – 1,5-ის; ა.ე) K – მიწის დაბინძურების დონეზე (ხარისხზე) დამოკიდებული გადასაყვანი კოეფიციენტი, რომელიც გამოიანგარიშება ლაბორატორიული ანალიზისა და ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის მიხედვით; ა.ვ) H – მიწის დაბინძურების სიღრმის მიხედვით გადასაყვანი კოეფიციენტი, ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიაზე არ ფიქსირდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენა – H=5. 2. იმ შემთხვევაში, თუ მიწების დაბინძურება გამოწვეულია ერთზე მეტი სახიფათო ნივთიერებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება იმ ქიმიური ნივთიერების მიხედვით, რომლის დაბინძურების დონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (დანართი 2). 3. იმ შემთხვევაში, თუ ქიმიური ნივთიერებები/ნაერთები არ არის შეტანილი დანართ 2-ში, გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება ამ მუხლის ფორმულა (1) ით, ხოლო K-ს მნიშვნელობად აიღება L კოეფიციენტი, დანართი 2-ის მიხედვით. ამ შემთხვევაში L-კოეფიციენტის მნიშვნელობა გამოიანგარიშება ფორმულა (2)-ით: C=(C ფაქტობრივი)/(C ფონური) (2) ა) სადაც, ლაბორატორიული კვლევის შედეგად: ა.ა) C ფაქტობრივი – არის ქიმიური ნივთიერების/ნაერთის ფაქტობრივი შემცველობა მიწაში; ა.ბ) C ფონური – ქიმიური ნივთიერების/ნაერთის შემცველობა მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ განიცდის ან/და არ განუცდია ტექნოგენური ზემოქმედება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ფონურ ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების/ნაერთების შემცველობა C ფონური =0,1, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფონურ ტერიტორიაზე ფიქსირდება შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების/ნაერთების შემცველობა, C ფონური ტოლია ამ ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერებების/ნაერთების შემცველობის. 4. გარემოსთვის მიყენებული ზიანი არ გამოანგარიშდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დაბინძურების შემთხვევაში. 5. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი მიწის დაბინძურებისას განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით და ზევით. მუხლი 4. მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. მიწების (მათ შორის, დაცული ტერიტორიების მიწისა და ტყის ნიადაგის) დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: Z=N x S x D x E (1) ა) სადაც: ა.ა) Z – არის მიწის დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ლარებში; ა.ბ) N – საბაზისო ნორმატივი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დეგრადაციით გარემოზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობები განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დეგრადაციით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების დროს საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობად აიღება 14 286 ლარი; ა.გ) S – დეგრადირებული ტერიტორიის ფართობი ჰა; ა.დ) D – მიწების დეგრადაციის ხარისხის მაჩვენებელი; ა.ე) E – ტერიტორიის ეკოლოგიური კოეფიციენტი. 2. ტერიტორიის ეკოლოგიური კოეფიციენტი E ტოლია: ა) ნაკრძალების მიწების დეგრადაციის შემთხვევაში – 4-ის; ბ) სხვა დაცული ტერიტორიის მიწების, ასევე საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული დაცვითი ტყეების ტყის ნიადაგის დეგრადაციის შემთხვევაში – 3-ის; გ) ტყის ნიადაგის შემთხვევაში ტოლია 2-ის; დ) სხვა ტერიტორიის შემთხვევაში – 1,5-ის. 3. მიწების დეგრადაციის ხარისხის მაჩვენებელი – D ხასიათდება შემდეგი ხარისხებით: ა) სუსტად დეგრადირებული – ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემცირება ფონურ მაჩვენებელთან 1-10% ჩათვლით – D=0,2; ბ) საშუალოდ დეგრადირებული − ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემცირება ფონურ მაჩვენებელთან 11-30% ჩათვლით – D=0.5; გ) ძლიერდეგრადირებული − ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემცირება ფონურ მაჩვენებელთან 31-60% ჩათვლით D=1; დ) ძალზე ძლიერ დეგრადირებული – ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემცირება ფონურ მაჩვენებელთან 61-100% ჩათვლით D=2. 4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) ნიადაგის ნაყოფიერი ფენა აღრეულია ნიადაგის წარმომქმნელ ქანებთან, მიწის დეგრადაციის ხარისხის მაჩვენებელი D=0.5; ბ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენა აღრეულია სხვა მასასთან (მასალა, ნივთიერება, ნაერთი, ნარჩენი და სხვა), მიწის დეგრადაციის ხარისხის მაჩვენებელი D=2. 5. თუ არსებობს მიწის დეგრადაციის ხარისხის შეფასების ორი ან მეტი განსხვავებული მაჩვენებელი, მაშინ აიღება ის მაჩვენებელი, რომლის დეგრადაციის ხარისხი უფრო მაღალია. 6. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიწების დეგრადაციის ხარისხის მაჩვენებლის – D განსაზღვრა, ასეთ შემთხვევაში D=2. 7. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ადგილი გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
Z=V x K (2); სადაც, Z − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა; V − ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობა (მ3); K – ასამაღლებელი კოეფიციენტი K=300 ლარი. 8. გარემოსთვის მიყენებული ზიანი არ გამოანგარიშდება: ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დეგრადაციის შემთხვევაში; ბ) თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ ფიქსირდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენა. 9. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი მიწის დეგრადაციისას განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით და ზევით. მუხლი 5. საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით ზიანის მიყენებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება ამ მუხლით ან/და დანართი 4-ის შესაბამისად. 2. საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული დაცული ან დაცვითი კატეგორიის ტყეებში, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე (გარდა დაცული ლანდშაფტისა, აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონისა, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) ამ მუხლით ან/და დანართი 4-ით გათვალისწინებული უკანონო ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით გამოანგარიშებული ზიანის ორმაგი ოდენობით (გარდა მე-4 დანართის მე-7 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 3. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე სამართალდარღვევის ადგილიდან წაღებულია და შეუძლებელია ხის ტაქსაციური დიამეტრის დადგენა, მაშინ ტაქსაციური დიამეტრის დასადგენად გამოიყენება დანართები 18-23-ით გათვალისწინებული ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) შესაბამისი ცხრილები და ფორმულები. ანალოგიურად, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხე-ტყე მთლიანად ან ნაწილობრივ წაღებულია ან მოჭრილი ხის მთლიანობა დარღვეულია (დაჭრილია) და ჯირკის გადანაჭერზე შეინიშნება ხმობის, ფაუტიანობის ან ღრუიანობის ნიშნები, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება მე-4 დანართის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო თუ ჯირკის გადანაჭერზე არ შეინიშნება ხმობის, ფაუტიანობის ან ღრუიანობის ნიშნები, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება მე-4 დანართის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უკანონოდ მოპოვებული მერქნის ჩამორთმევა და როცა ამ მერქნის რაოდენობა (მოცულობა) ცნობილია, გაანგარიშებული ზიანის თანხას ემატება ხის შესაბამისი მერქნული რესურსის სარგებლობისთვის დაწესებული მოსაკრებლის ერთმაგი ოდენობა, შესაბამისი მოცულობის გათვალისწინებით (ნამრავლით). 5. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობებზე უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანის გამოანგარიშება ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით, გაანგარიშებული ზიანის ორმაგი ოდენობით. 6. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარეების (მათ შორის, მოზარდ-აღმონაცენის) ან/და ბუჩქების დაზიანების (რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვოს ან რასაც შესაძლოა მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოეწვია), უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის ან განადგურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ან მეტს. მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (საქართველოს ტყის გარდა) არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანებით, ამოძირკვით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი 1. მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მათი აღდგენითი ღირებულება ლარებში. 2. დიამეტრი იზომება მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე. 3. I ჯგუფს განეკუთვნება: უხრავი, მუხა – ყველა სახეობის, ცხენისწაბლი, იფანი, ცაცხვი, ძელქვა, ნეკერჩხალი (გარდა იფან-ფოთოლასი), აბრეშუმა აკაცია, სოფორი, მაკლურა, მაგნოლია – ყველა სახეობის, ევკომია, პალმა, კაკალი, კეთილშობილი დაფნა, წაბლი, წიფელი, საკმლის ხე, ჩვეულებრივი და კოლხური ჯონჯოლი, ქართული თხილი, შიშველი აკაკი, თუთა – ყველა სახეობის, თელა – ყველა სახეობის, ქაცვი – აღდგენითი ღირებულება განისაზღვრება დანართი 5-ის შესაბამისად. 4. II ჯგუფს განეკუთვნება: უთხოვარი, კედარი – ყველა სახეობის, ფიჭვი – ყველა სახეობის, კვიპაროსი – ყველა სახეობის, ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი – ყველა სახეობის, კრიპტომერია, სექვოია – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 5-ის შესაბამისად. 5. III ჯგუფს განეკუთვნება: ჭადარი, ნეკერჩხალი (იფან-ფოთოლა), რცხილა, ჯაგრხცილა, აკაცია, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატაპლა, კუნელი, ვერხვი – ყველა სახეობის, მურყანი, ტირიფი, ნუში, ალვის ხე – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართი 5-ის შესაბამისად. 6. IV ჯგუფს განეკუთვნება: ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, მაჰონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული, ბზა – ყველა სახეობის, ჩიტავაშლა, ვაზი – ყველა სახეობის, იასამანი, შინდანწლა, სურო – ყველა სახეობის, გრაკლა, თრიმლი, ფშატი, ვარდი – ყველა სახეობის, იაპონური კომში, ბროწეული, დეიცია, ბუდლეია, ხე-ტუხტი, გლიცინია, ამპელოფსისი, პართენოცესუსი, ჩინური ვისტარია, ირმის რქა, ბიოტა, კვიდო – ყველა სახეობის, ოქროწვიმა, კურდღლის ცოცხი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართი 5-ის შესაბამისად. 7. V ჯგუფს განეკუთვნება: მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი, ხურმა – ყველა სახეობის, ნუში, კვრინჩხი, ზღმარტლი და სხვა სახეობები – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართი 5-ის შესაბამისად. 8. ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები; მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისისთვის – ადმინისტრაციული საზღვრიდან 7-კილომეტრიანი ზოლი, ქალაქებისთვის: ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, გორი, თელავი – 5-კილომეტრიანი ზოლი, ხოლო სხვა დასახლებული პუნქტებისთვის – 3-კილომეტრიანი ზოლი. 9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავები/ხე-მცენარეები (ცოცხალი, ნედლი მცენარეები), მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყოფა 3 კატეგორიად: ა) პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა.ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ა.ბ) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; ა.გ) პროსპექტების, გზატკეცილების, მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; ა.დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს, ასევე ქარსაფარი (მინდორსაცავი) ზოლების ნარგავები; ბ) მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული ნარგავები; გ) მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედიან პირველ და მეორე კატეგორიებში. 10. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები − 2, 1,5 და 1, რომლებზეც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა და გამოითვლება მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანების, მოჭრის, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 11. მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს მათი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს. 12. მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების), ასევე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ან სხვა დამცავი ნარგაობის უკანონოდ ამოძირკვისას აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართი 5-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ამოძირკვული ხის სახეობის და დიამეტრის დადგენა შეუძლებელია, ზიანის გაანგარიშება ხდება აღნიშნულ ან მიმდებარე ფართობზე გაშენებული ან გაბატონებული მწვანე ნარგავების/ხე-მცენარეების სახეობისა და საშუალო დიამეტრის მიხედვით. 13. ქ. თბილისსა და მისი საზღვრებიდან შვიდკილომეტრიან ზოლში გარემოსთვის მიყენებული ზიანი იანგარიშება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 14. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისთვის განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარით და ზევით. მუხლი 7. თევზის მარაგსა და სხვა ჰიდრობიონტებზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. უკანონო თევზჭერით და სხვა ჰიდრობიონტების (გარდა წყლის მცენარეებისა) უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება ფორმულით: N1 = N2 x P (1) ა) სადაც: ა.ა) N1 – არის უკანონო თევზჭერით და სხვა ჰიდრობიონტების უკანონო მოპოვებით გამოწვეული ზიანი ლარებში; ა.ბ) N2 – უკანონო თევზჭერით და სხვა ჰიდრობიონტების უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის ოდენობა ერთ კილოგრამზე, ლარებში (დანართი 6-ის მიხედვით); ა.გ) P – მოპოვებული რესურსის რაოდენობა, კილოგრამებში; ბ) გამოანგარიშება ყველა სახეობაზე, რომელიც ფაქტობრივად არის მოპოვებული, ხდება ცალ-ცალკე და შემდეგ იკრიბება. 2. მავნე ზემოქმედების შედეგად შთამომავლობის დანაკარგით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის ოდენობა განისაზღვრება (გამოიანგარიშება) შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც: ა.ა) N2 – შთამომავლობის დანაკარგით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი ლარებში; ა.ბ) n – უკანონოდ მოპოვებული და/ან დაღუპული თევზის რაოდენობა ცალებში; ა.გ) Q – ქვირითობის საშუალო ნაყოფიერება თითოეული სახეობისათვის; ა.დ) K – ქვირითისაგან მიღებული თევზის კვლავწარმოების კოეფიციენტი %-ში; ა.ე) p – მწარმოებლის საშუალო წონა, კგ-ში; ა.ვ) c – პოპულაციაში მდედრი ინდივიდების სტატისტიკური წილი, %; ა.ზ) z – ქვირითობის ჯერადობა სიცოცხლის განმავლობაში; ა.თ) Z – ერთი კგ თევზის ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი ლარებში. 3. წყლის მცენარეებზე მავნე ზემოქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: N3 = P x Zა) სადაც: ა.ა) N3 – მცენარეებზე მავნე ზემოქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი ლარებში; ა.ბ) P – მცენარეების ბიომასა კგ-ში; ა.გ) Z – 1 კგ მცენარეთა ბიომასის საბაზრო ღირებულება ლარებში (გამოიანგარიშების დროისათვის). 4. წყალამღებ მოწყობილობაში მოხვედრილი თევზების საერთო რაოდენობა საანგარიშო პერიოდში განისაზღვრება (გამოიანგარიშება) შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც: ა.ა) K – დროის გარკვეულ მონაკვეთში არხში მოხვედრილი თევზის რაოდენობა ცალობით; ა.ბ) Sk– არხის ფართობი განივ კვეთაში, მ2; ა.გ) Sl – „მახე-ბადის“ სარკმლის ფართობი, მ2; ა.დ) n – „მახე-ბადეში“ მოხვედრილი თევზების რაოდენობა ცალობით, დროის ერთეულში; ა.ე) M – ფაქტორის მოქმედების ხანგრძლივობა დროის ერთეულში; ბ) არხის ფართობი განივ კვეთაში გამოიანგარიშება ფორმულით:
სადაც ბ.ა) D – მილის დიამეტრია; ბ.ბ) π – კონსტანტა = 3,14; გ) არხის ფართობი წყლის სამკუთხედი დინებისას გამოიანგარიშება ფორმულით:
სადაც: გ.ა) L – წყლის დინების სიგანეა; გ.ბ) h – მისი სიღრმე; დ) არხის ფართობი ტრაპეციული წყლის დინებისას გამოიანგარიშება ფორმულით:
სადაც – L1 და L2 წყლის დინების სიგანეა ფსკერისაკენ და ზედაპირისკენ, ხოლო h მისი სიღრმე; ე) თუ გვხვდება წყლის დინების რთული ფორმა, მაშინ ცოცხალი დინების ფართობის განსაზღვრისათვის აუცილებელია ჰიდროლოგიური კვეთით გადაღების ჩატარება. 5. თევზებისთვის, უხერხემლოებისთვის, აგრეთვე წყლის მცენარეებისთვის აღწარმოების პირობების გაუარესებით გამოწვეული მავნე ზემოქმედება გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: A = S (B – B1)Z
ა) სადაც: ა.ა) A – აღწარმოების პირობების გაუარესებით გამოწვეული ზემოქმედებაა; ა.ბ) S – ფართობი, რომელზედაც მოქმედებს არახელსაყრელი ფაქტორი; ა.გ) B – მოცემული ფართობის ბიოპროდუქტიულობა ზემოქმედების შედეგად პირობების გაუარესებამდე (კგ/ჰა); ა.დ) B1 – მოცემული ფართობის ბიოპროდუქტიულობა პირობების გაუარესების შემდეგ, (კგ/ჰა); ა.ე) Z – სახეობის ან ბიომასის ერთი კგ-ის ღირებულება ლარებში; 6. თევზებსა და სხვა ჰიდრობიონტებზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშების ფორმულებში რესურსის ღირებულებად გამოიყენება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რესურსის მოსაკრებლის 100-მაგი ოდენობა. 7. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება. 8. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ამ მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსისთვის განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარით და ზევით. მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება დანართი 7-ის მიხედვით. 2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება. 3. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, ამ მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსისთვის, განისაზღვრება 2 000 (ორი ათასი) ლარით და ზევით. მუხლი 9. სასარგებლო წიაღისეულზე (მათ შორის მიწისქვეშა წყლებზე) უკანონო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით (სარგებლობით) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას, მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი С კოეფიციენტის (C=5, გარდა ქვიშა-ხრეშისა და სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენისა (წიდა)) გათვალისწინებით. ქვიშა-ხრეშის უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი C=25, ხოლო სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი C=2000. 2. სასარგებლო წიაღისეულით (წიაღით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს სასარგებლო წიაღისეულის (წიაღით) უკანონოდ მოპოვების (სარგებლობის) შემთხვევაში. 3. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: ა) უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში; ბ) კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში. 4. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებისას (სარგებლობისას) გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულით: P=Q × K × C + M (1) ა) სადაც: ა.ა) P – გარემოსთვის მიყენებული ზიანია ლარებში; ა.ბ) Q – უკანონოდ მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა, შესაბამის ზომის ერთეულებში; ა.გ) K – კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში; ა.დ) C – კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი; ა.ე) M − კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სალიცენზიო მოსაკრებელი ლარებში. 5. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისას საბადოებზე მიწისქვეშა წყლების დაბინძურების, წყლის დებიტის შემცირების ან დაშრეტისას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის და მავნე ზემოქმედების მაჩვენებელია: ა) სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ კონკრეტული მიწისქვეშა წყლის საბადოზე (ან საბადოებზე) ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების წარმოებისას, გეოლოგიური და ტექნოლოგიური ნორმების მოთხოვნების დარღვევის ან სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სავალდებულო საპროექტო მოთხოვნების დარღვევის შედეგად, მოქმედ საექსპლუატაციო ჭაბურღილში (ან ჭაბურღილებში) კონკრეტული მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების გაუარესება; ბ) მიწისქვეშა წყლის ობიექტის მკაცრი სანიტარიული დაცვის ზონაში (პირველი სარტყელი) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლის დაბინძურება, დაშრეტა ან/და დებიტის შემცირება; გ) ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პროცესები, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების ხარისხობრივი ან/და რაოდენობრივი პარამეტრების გაუარესება. 6. მიწისქვეშა წყლების საბადოზე (საბადოებზე) მე-5 პუნქტში მოყვანილი ან/და სხვა ანალოგიური მაჩვენებლების მიხედვით, მიწისქვეშა წყლებზე გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება კონკრეტულ მიწისქვეშა წყლებზე ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მიწისქვეშა წყლით სარგებლობის პროცესში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მე-5 პუნქტში მოყვანილ ზიანს და მავნე ზემოქმედებას როგორც ცალკეული, ასევე ყველა შემთხვევების დროს და, გამომდინარე აქედან, გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის ცალ-ცალკე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ტიპური დამახასიათებელი მაჩვენებლების მიხედვით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოანგარიშდება ფორმულა 2-ის გამოყენებით: P= (Qწყ x K2 წყ x C) + V (2) ა) სადაც: ა.ა) P – არის გარემოსთვის მიყენებული ზიანი ლარებში; ა.ბ) Qწყ. – მიწისქვეშა წყლის მოცულობა, შესაბამის ზომის ერთეულში – მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისას, კონკრეტული დროის პერიოდში საბადოებზე მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ან მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი (დებეტის შემცირების ან დაშრეტის) ან ხარისხობრივი პარამეტრების გაუარესების შედეგად, შემცირებული, დაშრეტილი ან/და დაბინძურებული მიწისქვეშა წყლის მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში (კონკრეტული დროის პერიოდის უკუათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება მიწისქვეშა წყლების დაბინძურების, წყლის დებიტის შემცირების ან დაშრეტის შესახებ (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა), ხოლო თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც მიწისქვეშა წყლების დაბინძურების, წყლის დებიტის შემცირების ან დაშრეტის შესახებ ფაქტი არ გამოვლენილა − აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა); ა.გ) K2წყ –კონკრეტული მიწისქვეშა წყლისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში; ა.დ) C – კონკრეტული მიწისქვეშა წყლით სარგებლობისთვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (C = 5); ა.ე) V – არის მიწების დაბინძურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ლარებში, რომელიც გამოიანგარიშება მე-3 მუხლის შესაბამისად. 8. წიაღით სარგებლობის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, ასევე ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შეუქცევადი ბუნებრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების დაშრეტა ან/და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების გაუვარგისება (მოსპობა), გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა ხორციელდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის დამდგენი კომისიის მიერ, რომელიც, კომპეტენციის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, სპეციალურად იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით. 9. გარემოსთვის მიყენებული ზიანი არ გამოანგარიშდება, თუ პირის მიერ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ხორციელდება ცენტრალიზებული სასმელი წყლით მომარაგების მიზნით. 10. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ქვიშის ან/და ხრეშისა) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით, ხოლო ქვიშის ან/და ხრეშის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარითა და მის ზევით. მუხლი 10. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებას: ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმების შეთანხმებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას, ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩამდინარე წყალთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა რაოდენობაც აღემატება ზ.დ.ჩ.-ის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) უფლებამოსილ პირთან შეთანხმებულ ნორმებს ან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ჩაშვებით; ბ) ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩაშვებას და რომლის საქმიანობაც არ წარმოადგენს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას ან რომელთა ზედაპირული წყლის ობიექტ(ებ)ში ჩაშვება არ შეიძლება მოქმედი კანონმდებლობით. 2. ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება წარმოებს მე-8 დანართში მოცემული დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვებისათვის. 3. ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა (P) განისაზღვრება: ა) ინსტრუმენტული გაზომვებითა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება, დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით. 4. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ინსტრუმენტული გაზომვების შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
P=Q x (F – D) x t x 10-6 (1) ა) სადაც: ა.ა) P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში; ა.ბ) Q – დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი მ3/საათში; ა.გ) F – ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია, მგ/ლ; ა.დ) D – ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია, თანახმად ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმებისა, მგ/ლ; ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელ ობიექტს კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერებ(ებ)ისათვის არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) შეთანხმებული ნორმები, D – დასაშვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაქვემდებარებული ობიექტებისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში (ზ.დ.კ.), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულია ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომლისთვისაც არ არის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.) – D=0; ა.ვ) t – არის დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლიობა საათებში. 5. ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ხანგრძლივობად ჩაითვლება უშუალოდ დამაბინძურებელი ნივთიერების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პერიოდი (მაგრამარ აუმეტეს 12 თვისა), ხოლო თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტი არ ფიქსირდება − დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაშვების პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა). 6. წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშება ფორმულით: Y=P A (2) ა) სადაც: ა.ა) Y – არის გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობა ლარებში; ა.ბ) P – ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში; ა.გ) A – ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების მაჩვენებელი ლარებში, რომელიც თითოეული ნივთიერებისთვის მოცემულია მე-8 დანართში.
მუხლი 11. შავი ზღვის წყლების დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი 1. შავი ზღვის წყლების დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხორციელდება: ა) ზღვის წყლების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია მასში ხმელეთზე ან ზღვაში განლაგებული სტაციონარული საწარმოო ან სხვა ობიექტებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა იმ რაოდენობის მუდმივი ჩაშვებით, რომელიც აღემატება ზღვაში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებულ ნორმატივებს; ბ) ზღვის წყლების დაბინძურებისას, რომელიც გამოწვეულია მასში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ავარიული ჩაშვებით როგორც გემებიდან, ისე სტაციონარული საწარმოო ან სხვა ობიექტებიდან. 2. ავარიულ ჩაშვებად ითვლება, როდესაც დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა 10-ჯერ და მეტად აღემატება ზღვაში მავნე ნივთერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებულ ნორმატივებს, აგრეთვე დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ჩაშვება. 3. ეს წესი არ ვრცელდება „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის“ − ბუქარესტის 1992 წლის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე. 4. ვიზუალური დათვალიერებით ან ინსტრუმენტული გაზომვებით განისაზღვრება ზღვის წყლების დაბინძურების ყოველი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ფაქტის გამოვლენით, კერძოდ: ა) მცურავი საშუალებებიდან, წყალმოსარგებლე ან სხვა საწარმოო ობიექტებიდან და გაზსადენის ან ნავთობსადენის სისტემიდან ერთი ან რამდენიმე დამაბინძურებელი ნივთიერების ზღვაში ჩაშვება; ბ) ზღვის ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია ნავთობპროდუქტების ან ზეთის შემცველი აფსკით, მასზე ცურავს ნარჩენი ან ზღვის ზედაპირმა დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების შედეგად შეიცვალა თავისი პირვანდელი შეფერილობა; გ) შავი ზღვის მოცემულ აკვატორიაში დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაცია აღემატება აღნიშნული აკვატორიის ფონური დაბინძურების დონეს; დ) ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაღუპვა ან განადგურება. 5. შავი ზღვის წყლების დაბინძურებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლებში. 6. შავი ზღვის წყლების დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის Aა და Aმ-ს მნიშვნელობები გამოიანგარიშება ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასიდან (P) გამომდინარე შესაბამის დანართებში მოყვანილი მონაცემების მეშვეობით, კერძოდ: ა) დანართ 9-ში – ნავთობპროდუქტებისთვის; ბ) დანართ 10-ში – ორგანული ნივთიერებებისთვის (ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების მიხედვით); გ) დანართ 11-ში – შეწონილი ნაწილაკებისთვის; დ) დანართ 12-ში – გემების მიერ თხევადი ან მშრალი ტვირთების სახით გადასატანი მავნე ნივთიერებებისთვის (მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით, დანართი 13); ე) სადაც Aა და Aმ – არის დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით ზღვის წყლების დაბინძურების გამო გარემოსთვის მიყენებული ზიანის სიდიდეები (ათას ლარებში). 7. დამბინძურებლის მიერ დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული (გამოანგარიშებული) ზიანის რაოდენობა მცირდება და განისაზღვრება (გამოიანგარიშება) ფორმულით: ა) ავარიული ჩაშვების დროს: Yა= Aა x (1 – α/100 x Kშ) ათას ლარებში ბ) მუდმივი ჩაშვების დროს: Yმ= Aმ x (1 – α/100 x Kშ) ათას ლარებში გ) სადაც: გ.ა) Yა და Yმ – დამაბინძურებელი ნივთიერებებით ზღვის წყლების დაბინძურების გამო გარემოსთვის მიყენებული ზიანის სიდიდეებია, დაბინძურების სალიკვიდაციოდ გატარებულ ღონისძიებათა გათვალისწინებით; გ.ბ) Aა და Aმ – ზიანის სიდიდეებია, რომელთა დაანგარიშება ხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით; გ.გ) Kშ – ზიანის სიდიდის შემცირების მაჩვენებელი კოეფიციენტია, რომელიც დამოკიდებული არის სალიკვიდაციო სამუშაოზე დახარჯულ დროზე (t ჩაშვების დამთავრებიდან დამაბინძურებელი ნივთიერების ΔP მასის აკრეფის დამთავრებამდე) და ისაზღვრება დანართი 14-ის მიხედვით; დ) ΔP და α – აკრეფილი დამაბინძურებელი ნივთიერებათა მასა და პროცენტი დროის მონაკვეთში: α = ΔP x 100/P % 8. სანაპირო ობიექტებიდან შავ ზღვაში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა განისაზღვრება: ა) ზღვაში ავარიულად, ასევე მუდმივად ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების მასა განისაზღვრება დამბინძურებელი ობიექტის გამოკვლევისას იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებითაც ხასიათდებიან: ტექნოლოგიური მოცულობებიდან და მილსადენებიდან ჟონვის სიდიდე და ხანგრძლივობა, კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ავარიული ჩაშვება. ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების მასა შეიძლება განისაზღვროს აფსკის გარე ნიშნებით (დანართი 15), როდესაც ღელვის დროს შეუძლებელია ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენება; ბ) ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა როგორც ავარიული, ასევე მუდმივი ჩაშვების შემთხვევაში, განისაზღვრება ფორმულით:
P=Q x (F – D) x t x 10-6 სადაც: ბ.ა) P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში; ბ.ბ) Q – დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ3/საათში; ბ.გ) F – ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია, მგ/ლ; ბ.დ) D – ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია, თანახმად ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმებისა, მგ/ლ; ბ.ე) იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელ ობიექტს კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერებ(ებ)ისათვის არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) შეთანხმებული ნორმები, D – დასაშვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაქვემდებარებული ობიექტებისთვის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში (ზ.დ.კ.), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულია ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომლისთვისაც არ არის დადგენილი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.) – D=0; ბ.ვ) t – დამაბინძურებელი ნივთიერების რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლივობა სთ; გ) დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ხანგრძლივობად ჩაითვლება უშუალოდ დამაბინძურებელი ნივთიერების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პერიოდი (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა), ხოლო თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტი არ ფიქსირდება − დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ჩაშვების პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა). 9. გემებიდან ზღვაში ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობა განისაზღვრება: ა) გემებზე დაგროვილი სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა შემდეგი ფორმულით: Q საანგ = q x n x t x 10-3 სადაც: ა.ა) Q საანგ – არის სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა (კუბ. მ), რომელიც უნდა დაგროვდეს გემზე ზღვის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების თანახმად; ა.ბ) q – გემის ტიპის მიხედვით სამეურნეო-ფეკალური წყლების ხარჯი (ლიტრებში), რომელიც არის დადგენილი 1 კაცზე დღე-ღამეში (ლ/დღ.კაცი); ა.გ) n – გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა რაოდენობა; ა.დ) t – განვლილი დროის ხანგრძლივობა (დღე-ღამე) მას შემდეგ, რაც უკანასკნელად მოხდა სამეურნეო-ფეკალური წყლების შემაგროვებელი მოცულობების დაცლა; ა.ე) პირველი კატეგორიის გემზე სამეურნეო-ფეკალური წყლების დღეღამური ხარჯი 1 კაცზე შეადგენს 50 ლიტრს, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის გემებზე 25 ლიტრს, (პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან გემები, რომელთა ნაოსნობის რაიონი არ არის შეზღუდული, ხოლო სიგრძე აღემატება 65 მეტრს, მიუხედავად ეკიპაჟის წევრთა რაოდენობისა); ბ) გემებიდან ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობა გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
Q ჩაშ = Q საანგ – Q ფაქ სადაც: ბ.ა) Q საანგ – სამეურნეო-ფეკალური წყლების საანგარიშო მოცულობა კუბ.მ, რომელიც განისაზღვრება ზემოთ მოყვანილი ფორმულით; ბ.ბ) Q ფაქ – სპეციალურ მოცულობაში დაგროვილი სამეურნეო-ფეკალური წყლების ფაქტობრივი მოცულობა კუბ.მ; გ) გემებს, რომელთაც გააჩნიათ „მარპოლ-73/78“ კონვენციის II, III, IV და V დანართების შესაბამისად მიღებული სერტიფიკატები, უფლება აქვთ, მოახდინონ სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვება შავ ზღვაში დადგენილი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. დაჯარიმებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ის გემები, რომელთაც, „მარპოლ-73/78“ კონვენციის II, III, IV და V დანართების შესაბამისად, დანადგარები გამოსული აქვთ მწყობრიდან ან თუ ისინი არ შეესაბამებიან კონვენციის მოთხოვნებს. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია, ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, დაამტკიცოს დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ან კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. 10. გემებიდან და სანაპირო ობიექტებიდან ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების მასა გამოიანგარიშება: ა) ჩატვირთვა-გადმოტვირთვითი ოპერაციების ჩატარების დროს მილსადენებიდან დაღვრილი ნავთობის მასა გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
Pნ =ρ x Q x t სადაც: ა.ა) Pნ – ჩატვირთვა-გადმოტვირთვითი ოპერაციების ჩატარების დროს მილსადენებიდან დაღვრილი ნავთობის მასა ტონებში; ა.ბ) ρ – ნავთობის კუთრი წონა, გ/სმ3; ა.გ) Q – ჩატვირთვის ინტენსიურობა, მ3/სთ; ა.დ) t – დრო, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა ნავთობის დაღვრა, სთ; ბ) ტანკებში (რეზერვუარებში) ნავთობის მოცულობის გაზომვის საშუალებით დაღვრილი ნავთობის მასა გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
Pნ = ρ x (V1 – V2) სადაც: ბ.ა) Pნ – ტანკებში (რეზერვუარებში) ნავთობის მოცულობის გაზომვის საშუალებით დაღვრილი ნავთობის მასა ტონებში; ბ.ბ) ρ – ნავთობის კუთრი წონა, გ/სმ3; ბ.გ) V1 – ტანკში (რეზერვუარში) ნავთობის მოცულობა დაღვრამდე, მ3; ბ.დ) V2 – ტანკში (რეზერვუარში) ნავთობის მოცულობა დაღვრის შემდეგ, მ3; გ) ნაპირზე გამორიყული ნავთობის მასის (Pნ) გამოანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:
Pნ = S x h x P1 სადაც: გ.ა) Pნ – ნაპირზე გამორიყული ნავთობის მასა ტონებში; გ.ბ) S – ნავთობით დაბინძურებული ნაპირის ფართობი, მ2; გ.გ) h – ნიადაგში ნავთობის შეღწევის სიღრმე, მ; გ.დ) P1 – დაღვრილი ნავთობის მასა (გ), რომელსაც შეიცავს 1 კუბ. სმ დაბინძურებული ნიადაგი (გ/სმ3); გ.ე) ნაპირზე გამორიყული ნავთობის მასა შეიძლება განისაზღვროს ვიზუალურადაც, დანართი 16-ის გამოყენებით. 11. გემებიდან ზღვაში გაუწმენდავი სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
Aფეკ.= Qჩაშ x a ფეკ. ა) სადაც: ა.ა) Aფეკ. – არის სამეურნეო-ფეკალური წყლების ზღვაში ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა(ათას ლარებში); ა.ბ) Qჩაშ – არის ზღვაში ჩაშვებული სამეურნეო-ფეკალური წყლების მოცულობა, რომლის განსაზღვრა წარმოებს ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით; ა.გ) a ფეკ. – არის ზღვაში 1 კუბ.მ სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდე, რომელიც შეადგენს 1100 ლარს. 12. ზღვაში თხევადი ან მშრალი მავნე ნივთიერებების ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით: ა) ზღვაში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება წარმოებს ჩაშვებულ ნივთიერებათა მასისა და მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით და გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების „მარპოლ-73/78“ კონვენციის მოთხოვნათა გათვალისწინებით; ბ) ზღვაში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა მასა განისაზღვრება ამ პუნქტში მოყვანილი ხერხებით, აგრეთვე სპეციალურად ჩატარებული დაკვირვებების შედეგების მიხედვით; გ) თხევადი ან მშრალი ტვირთის სახით გადასატანი მავნე ნივთიერებების ტოქსიკურობის კატეგორია დგინდება დანართი 13-ის მიხედვით. ის ნივთიერებები, რომლებიც არ არიან შესული ამ დანართში და რომელთა ტოქსიკურობაც არ არის განსაზღვრული, ზიანის დაანგარიშებისას მიეკუთვნებიან A კატეგორიას. 13. ბალასტური წყლების შავ ზღვაში უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა გამოიანგარიშება დანართი 17-ში განსაზღვრული ზღვაში ჩაღვრილი ბალასტური წყლების როადენობის (Pბალ.) მიხედვით. მუხლი 12. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 1 საბაზისო ნორმატივები საქართველოს მუნიციპალიტეტების მიხედვით (ლარებში)
დანართი 2 მიწების დაბინძურების ხარისხის შეფასების ცხრილი
დანართი 3 მიწების დაბინძურების სიღრმის მიხედვით გადასაყვანი კოეფიციენტი (H)
დანართი 4 საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით ზიანის მიყენებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება
შენიშვნა: დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ დასაშლელი ან/და მობილური კონსტრუქციული სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა). დანართი 5 მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულება ლარებში
თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა
დანართი 7 ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება
დანართი 8ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსაანგარიშებელი ცხრილი
დანართი 9ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსაანგარიშებელი ცხრილი
შენიშვნა დანართ 9-ზე: Aანავთ.-ს და Aმნავთ.-ს შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისთვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pნავთ<0,10 ტ, ზიანის მნიშვნელობები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: ავარიული ჩაშვებისთვის: Aა ნავთ. = 184,4 (ათასი ლარი/ტ) ფ Pნავთ.(ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმ ნავთ. = 24,9 (ათასი ლარი/ტ) ფ Pნავთ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pნავთ.>50 ტ, ზიანის მნიშვნელობები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულებით: ავარიული ჩაშვებისთვის: Aა ნავთ. = 28,41 (ათასი ლარი/ტ) ფ Pნავთ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმ ნავთ. = 0,90 (ათასი ლარი/ტ) ფ Pნავთ. (ტ)
დანართი 10 ზღვაში ორგანულ ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსაანგარიშებელი ცხრილი (ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების მიხედვით)
შენიშვნა დანართ 10-ზე: Aაჟბმ და Aმჟბმ შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისთვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pჟბმ < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ავარიული ჩაშვებისთვის: Aაჟბმ = 151,4 (ათასი ლარი/ტ) ფ P ჟბმ (ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმჟბმ = 41.9 (ათასი ლარი/ტ) ფ Pჟბმ (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც PPჟბმ > 50,0 ტ, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ავარიული ჩაშვებისთვის: A აჟბმ = 45,87 (ათასი ლარი/ტ) ფ Pჟბმ (ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმჟბმ = 0.71 (ათასი ლარი/ტ) ფ Pჟბმ(ტ) დანართი 11 ზღვაში შეწონილი ნაწილაკების ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსაანგარიშებელი ცხრილი
შენიშვნა დანართი 11-ზე: Aა შ.ნ. და Aმ შ.ნ. შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისთვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pშ.ნ. < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ავარიული ჩაშვებისთვის: Aა შ.ნ. = 74,0 (ათასი ლარი/ტ) ფ Pშ.ნ. (ტ); მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმ შ.ნ. = 7,1 (ათასი ლარი)/ტ) ფ Pშ.ნ. (ტ); იმ შემთხვევაში, როდესაც Pშ.ნ. > 50,0 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულებით: ავარიული ჩაშვებისთვის: Aა შ.ნ. = 11,52 (ათასი ლარი)/ტ) ფ Pშ.ნ. (ტ); მუდმივი ჩაშვებისთვის: Aმ შ.ნ. = 0,36 (ათასი ლარი)/ტ) ფ Pშ.ნ. (ტ).
დანართი 12 ზღვაში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსაანგარიშებელი ცხრილი, მათი ტოქსიკურობის კატეგორიების მიხედვით
შენიშვნა დანართი 12-ზე: Aამ.ნ.-ს და Aმმ.ნ.-ს შუალედური მნიშვნელობების (რომლებიც არ არიან ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისთვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pმ.ნ.<0.10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება მავნე ნივთიერებების ტოქსიკურობის კატეგორიის (A, B, C და D) მიხედვით, შემდეგი ფორმულების გამოყენებით: ავარიული ჩაშვებისთვის: A-კატეგორიისათვის: Aზ(ა)მ.ნ.= 1688,4 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის : Aზ(ა)მ.ნ.= 320,4 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის: Aზ(ა)მ.ნ.= 63,0 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: A-კატეგორიისათვის: Aმმ.ნ.= 113,4 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის : Aმმ.ნ.= 154,8 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის: Aმმ.ნ.= 22,6 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pმ.ნ.>50 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება მავნე ნივთიერებათა ტოქსიკურობის კატეგორიის (A, B, C და D) მიხედვით, შემდეგი ფორმულების მიხედვით: ავარიული ჩაშვებისთვის: A-კატეგორიისათვის: Aზ(ა)მ.ნ.=13,92 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის : Aზ(ა)მ.ნ.= 18,70 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის: Aზ(ა)მ.ნ.= 3,78 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) მუდმივი ჩაშვებისთვის: A-კატეგორიისათვის: Aმმ.ნ.= 5,52 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) B-კატეგორიისათვის : Aმმ.ნ.= 1,10 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) C და D-კატეგორიისათვის: Aმმ.ნ.= 0,22 (ათ. ლარი/ტონა) ფ Pმ.ნ. (ტ) დანართი 13გემების მიერ თხევადი ან მშრალი ტვირთის სახით გადასატანი მავნე ნივთიერებების ტოქსიკურობის კატეგორიები
შენიშვნა დანართ 13-ზე: ის ნივთიერებები, რომლებიც არ არის შესული ამ ცხრილში და რომელთა ტოქსიკურობაც არ არის განსაზღვრული ზიანის გასაანგარიშებლად, მიეკუთვნებიან A კატეგორიას.
დანართი 14 ზღვის დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სიდიდის შემცირება მის სალიკვიდაციოდ დამბინძურებლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით ამ სამუშაოებზე დახარჯული დროიდან გამომდინარე
დანართი 15ნავთობის მასის რაოდენობა წყლის ზედაპირის 1 მ2-ზე, რომელიც დგინდება ნავთობის აფსკის ვიზუალური შეფასებით (გასაშუალოებული მონაცემები)
დანართი 16ნავთობის მასა სანაპირო ზოლში ნავთობის აფსკის სხვადასხვა გარეგნული იერსახეობის მიხედვით
დანართი 17ზღვაში ბალასტური წყლების უნებართვო ჩაღვრის შემთხვევაში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების (ბაქტერიები, ჩხირები და ა.შ.) შემოტანით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების ცხრილი
შენიშვნა დანართ 17-ზე: Aბალ.პათ.-ს შუალედური მნიშვნელობის (რომელიც არ არის ნაჩვენები ცხრილში) განსაზღვრისთვის გამოიყენება ინტერპოლაცია უახლოეს მნიშვნელობებს შორის. იმ შემთხვევაში, როდესაც Pბალ. < 0,10 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: Aბალ.პათ. = 32,2 ათასი ლარი/ტ ფ Pბალ. (ტ) იმ შემთხვევაში, როდესაც Pბალ. > 80,0 ტონაზე, ზიანის სიდიდეები გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: Aბალ.პათ. = 1088 ათასი ლარი/ტ ფ Pბალ. (ტ).
დანართი 18 ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი ნაძვისა და სხვა წიწვოვანი სახეობებისთვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: ნაძვი – D t = 0.7171 x D ძ + 0.3205 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, ნაძვის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 12 სმ-დან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 15 სმ-დან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ. და ა.შ. დანართი 19
ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი სოჭის სახეობისთვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებულ უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: სოჭი – D t = 0.8015 x D ძ + 0.3946 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, სოჭის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 11 სმ-დან 12 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 13 სმ-დან 15 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა.შ.
დანართი 20 ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი ფიჭვის სახეობისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: ფიჭვი – D t = 0.7097 x D ძ + 0.066 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, ფიჭვის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 12 სმ-დან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 15 სმ-დან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა.შ. დანართი 21
ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი მუხის, წაბლის, თელის (ყველა სახეობა), ძექვის, იფნის, კაკლის, ლაფანის, პანტის (ყველა სახება) და თუთის სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: მუხა – D t = 0.8147 x D ძ – 4.1349 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, მუხის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 14 სმ-დან 16 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 17 სმ-დან 19 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა.შ. დანართი 22
ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი წიფლის, ჭადრის, ევკალიპტის (ყველა სახეობა), ვერხვის (ყველა სახეობა) და ცაცხვის სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: წიფელი D t = 0.7034 x D ძ – 0.5706 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, წიფლის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 13 სმ-დან 15 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 16 სმ-დან 18 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა.შ. დანართი 23
ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი რცხილის, ნეკერჩხლის (ყველა სახეობა) აკაკის, ჯაგრცხილის და სხვა ფოთლოვანი სახეობებისთვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცებულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულა: რცხილა – D t = 0.6967 x D ძ + 0.2453 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, რცხილის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 13 სმ-დან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 15 სმ-დან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა.შ.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები