„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025630
81
25/02/2026
ვებგვერდი, 26/02/2026
300160070.10.003.025630
„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2026 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2022, 300160070.10.003.023579) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მიწის დაბინძურებით გარემოზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის დანართ 1-ის შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მიწის დეგრადაციით გარემოზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას საბაზისო ნორმატივის (N) მნიშვნელობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის დანართ 1-ის შესაბამისად.“;

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომლის თანდასწრებით, მოხსნილი ან/და გადაადგილებული ნიადაგის  მოხსნის ადგილზე დაბრუნებისა და განფენის შემთხვევაში, რაც დასტურდება შედგენილი შესაბამისი აქტითა და ფოტოვიდეო მასალით;

დ) თუ ნარჩენების დაყრა ხდება ადგილზე არსებულ ნაყარზე.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით (სარგებლობით) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას, მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი С კოეფიციენტის (C=5, გარდა ქვიშის, ხრეშის, ქვიშა-ხრეშისა, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენისა (წიდა) და მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) გათვალისწინებით. ქვიშის, ხრეშის, ქვიშა-ხრეშის უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C=25, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C=2000, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი წყლის უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C = 10.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (გარდა ქვიშის, ხრეშის, ქვიშა-ხრეშისა და ამ მუხლის  მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) განისაზღვრება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარითა და ზევით, ხოლო ქვიშის, ხრეშის, ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარითა და ზევით.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ზედაპირული წყლის ობიექტიდან აღებული წყლის გამოყენებისას, თუ ჩამდინარე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიღებული მაჩვენებელი არ აღემატება ზედაპირული წყლის ობიექტის ფონური მაჩვენებლისა და კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერების დადგენილი ნორმის ჯამს, ზიანი არ გამოანგარიშდება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტის ფონური მაჩვენებლის განსაზღვრისათვის სინჯების აღება ხორციელდება უშუალოდ წყლის აღების წერტილში ან, თუ ეს შეუძლებელია, მის უახლოეს მიმდებარე წერტილში (მდინარის/არხის შემთხვევაში, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით).“.

5. მე-6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი 6

თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების უკანონო მოპოვების შედეგად

მიყენებული ზიანის ოდენობა

 

 №

მოპოვებული რესურსი

ზიანის ოდენობა ერთ კილოგრამზე ლარებში

ქიცვიანი ზვიგენისებრნი

 

1

ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი)

24,3

სკაროსისებრნი

 

2

ზღვის მელა, ქიცვიანი სკაროსი

22,3

კუდჩხვლეტიასებრნი

 

3

ზღვის კატა

22,3

ზუთხისებრნი

 

4

სვია

155

5

ფორეჯი (ჯარაღანა)

155

6

შავი ზღვა – აზოვის (კოლხური ზუთხი)

155

7

ფორონჯი (ატლანტური ზუთხი)

155

8

ტარაღანა

155

ქაშაყისებრნი

 

9

შავი ზღვის ქარსალა (შპროტი)

6

10

ჩვეულებრივი ქარსალა

6

11

ტროპიკული სარდინე

21,7

12

სარდინელა

21,7

13

პალიასტომის ქაშაყი (ღიპა ქაშაყი)

21,7

14

აზოვის ქაშაყი

21,7

15

შავი ზღვის ქაშაყი

24,5

16

შავი ზღვის ქაფშია

8,2

17

აზოვის ქაფშია

8,2

ორაგულისებრნი

 

18

შავი ზღვის ორაგული

126

19

მდინარის/ტბის კალმახი

84,8

20

ცისარტყელა კალმახი

49.8

სიგისებრნი

 

21

ჭაფალა

55

22

ლადოგური რიპუსი

26,4

23

პელიადი

26,4

24

ლადოგური სიგი

26,4

ქარიყლაპიასებრნი

 

25

წერი (ქარიყლაპია)

24,1

გველთევზასებრნი

 

26

მდინარის გველთევზა

120

27

ზღვის გველთევზა

120

კობრისებრნი

 

28

ნაფოტა

18,5

29

მორევის ნაფოტა

41,2

30

კავკასიური ქაშაპი

20,5

31

ჯუჯა ქაშაპი

12,8

32

ფარფლწითელა

14,4

33

შავწარბა

25,2

34

სქელშუბლა

22,1

35

ჭერეხი

41,2

36

გუწუ (ლოქორია)

28,2

37

ტობი

41,2

38

ამიერკავკასიური ციმორი

41,2

39

ხრამული

60

40

წვერა

43

41

თრისა (შამაია)

45

42

კარჩხანა

18,7

43

თეთრი ამური

31,9

44

ჩვეულებრივი ბლიკა

38,2

45

ამიერკავკასიური ბლიკა

18,5

46

კაპარჭინა

41

47

მცირე ვიმბა

26,4

48

ტაფელა

10

49

ველური კობრი, გოჭა

60

50

მურწა

40

51

ჭანარი

41,2

ღლავისებრნი

 

52

მდინარის ღლავი (ლოქო)

70

სარღანისებრნი

 

53

სარღანი

82,5

ვირთევზასებრნი

 

54

ზღვის ღლაბუტა

21,7

55

მერლანგი

78,9

56

მერლუზა

26,3

 ზღვის ქორჭილასებრნი

 

57

ლავრაკი

36,5

მდ. ქორჭილასებრნი

 

58

მდინარის ქორჭილა

18,2

59

ფარგა

34,3

სტავრიდასებრნი

 

60

შავი ზღვის სტავრიდა

73,5

61

აზოვის სტავრიდა

73,5

ლუფარისებრნი

 

62

ლუფარი

36,5

ნაგვერდულასებრნი

 

63

ბაცი და მუქი ნაგვერდულა (კუზანულა)

66,3

სპარისებრნი

 

64

ზღვის კარჩხანა

21,7

სმარიდისებრნი

 

65

სმარიდა

21,7

ხონთქარასებრნი (ბარაბულისებრნი)

 

66

შავი ზღვის ხონთქარა (ბარაბული)

87,3

ლაბრადისებრნი

 

67

მწვანულა

21,7

ზღვის ურჩხულისებრნი

 

68

ზღვის ურჩხული

25,8

ვარსკვლავთმრიცხველისებრნი

 

69

ზღვის ძროხა (ვარსკვლავთმრიცხველი)

21,7

გველმზგავსასებრნი

 

70

გველმზგავსა (ოფიდიონი)

21,7

სკუმბრიასებრნი

 

71

თინუსი

37,5

72

პელამიდა

28

73

სკუმბრია

25,5

ღორჯოსებრნი

 

74

მდინარის ღორჯოები

8,8

75

ზღვის ღორჯოები

22,1

76

ღორჯოსებრნი

14,4

სკორპენასებრნი

 

77

სკორპენა (ზღვის ჩიქვი)

21,7

ზღვის მამლისებრნი

 

78

ზღვის მამალი

40

კეფალისებრნი

 

79

ჩვეულებრივი კეფალი (ლობანი)

32

80

 ოქროსფერი კეფალი

32

81

მახვილცხვირა კეფალი

32

82

 ელინგასი

32

ზღვის ენისებრნი

 

83

ზღვის ენა

19,1

კალკანისებრნი

 

84

შავი ზღვის კალკანი

142

კამბალასებრნი

 

85

მდინარის კამბალა (გლოსა)

38,2

86

მდინარის კიბო

70

87

ღაპანი

21,2

88

მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები

28,9

89

გარნელი (კრევერები) და სხვა ათფეხიანი კიბორჩხალები

25

სხვა თევზები და ჰიდრობიონტები

 

90

 სხვა თევზები და ჰიდრობიონტები

12,5

91

 წყალმცენარეები

0,50

ზღვის ძუძუმწოვრები

ზიანის ოდენობა თითოეულ  ეგზემპლარზე, ლარებში

92

თეთრგვერდა დელფინი

7000

93

აფალინა

50 000

94

ზღვის ღორი

10 500.“.