საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 02/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 11/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.587
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25
02/12/2002
სსმ, 119, 11/12/2002
040.230.000.17.014.005.587
საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (11/12/2002 - 23/05/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.587

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება  25

2002 წლის 2 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე

     „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად,

     1. დამტკიცდეს თანდართული წესი „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ.

     2. ეს წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     თავმჯდომარე   მ. ჯიბუტი

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ

 წ ე ს ი

თავი I

ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი) მე-15, მე-18 და მე-19 მუხლების, ასევე 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად და განსაზღვრავს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებების განხორციელების წესებს და საბროკერო კომპანიათა სპეციფიკურ პოლიტიკასა და პროცედურებს საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებებში შუამავლობასთან დაკავშირებით.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობის, ლიკვიდურობის და კონკურენტუნარიანობის, საჯარო ფასიანი ქაღალდების მიწოდებისა და მოთხოვნისას (შეძენისა და გასხვისებისას) სამართლიანი საბაზრო ფასის დადგენის და ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის კანონიერების უზრუნველყოფა.

3. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის გარეშე ნასყიდობა, მისი დამალვა არასაბირჟო გარიგებით, ანდა საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა ან მათი მიმოქცევის სხვა წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით დადებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობანი გააჩნია. ამასთან, ქვემოაღნიშნული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით:

ა) „არასაბირჟო გარიგებები – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის გარიგებები საჯარო ფასიანი ქაღალდით, რომლებიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანის გარეშე საბროკერო კომპანიის მეშვეობით იდება;

ბ) „განკარგულება – ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი წარსადგენი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც საკუთრების უფლების წარმოშობას, შეცვლას ან/და შეწყვეტას ადასტურებს იმ საჯარო ფასიან ქაღალდზე, რომლის რეესტრსაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს. განკარგულება სამი სახისაა:

ბ.ა) „გასხვისების განკარგულება – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არასაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, რომლის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს არასაბირჟო გარიგებით ასხვისებს;

ბ.ბ) „გირავნობის განკარგულება” – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არსაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, როგორც საჯარო ფასიანი ქაღალდის დაგირავებაა და რომლის შედეგად ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს აგირავებს;

ბ.გ) „გადასაცემი განკარგულება” – რომელიც დგება რეგისტრირებული მფლობელის მიერ თავის პირად ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ნომინალური მფლობელი ფასიან ქაღალდებს გადასცემს იმ პირს (კლიენტს), რომლის ინტერესებისათვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი;

გ) „გაყიდვა” – გამოყენებულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ცნების „ნასყიდობა” შესაბამისი მნიშვნელობით;

დ) „დაკავშირებული პირები” – ორი ან მეტი პირი, რომლებიც შეთანხმებულნი არიან ანგარიშვალდებული საწარმოს კონტროლის, მართვის ან/და აქციონერთა საერთო კრებაზე ხმის მიცემის ურთიერთკოორდინირებულად განხორციელებაზე.

ე) „საბირჟო ვაჭრობა” - ფასიანი ქაღალდის ნასყიდობის გარიგების დადება საფონდო ბირჟაზე;

ვ) „პირადი ანგარიში” - ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელის სახელზე გახსნილი ფასიანი ქაღალდების ანგარიში.

თავი II

საბირჟო ვაჭრობა და არასაბირჟო გარიგებები. საბირჟო ვაჭრობისა და არასაბირჟო გარიგებების შეზღუდვები და გამონაკლისები

    მუხლი 3. არასაბირჟო გარიგებანი საჯარო ფასიანი ქაღალდებით

1. საბროკერო კომპანიის მეშვეობით უნდა დაიდოს შემდეგი არასაბირჟო გარიგებები:

ა) საჯარო ფასიანი ქაღალდის ჩუქება;

ბ) საჯარო ფასიანი ქაღალდის დაგირავება;

გ) საჯარო ფასიანი ქაღალდის ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით;

დ) საჯარო ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობა;

ე) იმ საჯარო ფასიანი ქაღალდის ნასყიდობა ან გაცვლა, რომელიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული არ არის;

ვ) სხვა გარიგებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. არასაბირჟო გარიგება დადებულად ჩაითვლება, თუ იგი განხორციელდა საბროკერო კომპანიის მეშვეობით. ამგვარი გარიგების შედეგად საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:

ა) ამ გარიგების ფაქტთა შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან რეგისტრაციის მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს საბროკერო კომპანიის მეშვეობით შედგენილი განკარგულება;

ბ) ნომინალურ მფლობელთან რეგისტრაციის მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.

 

    მუხლი 4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით ზოგიერთი გარიგების დადების შეზღუდვები

1. დაუშვებელია იმ ფასიანი ქაღალდის საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანა, რომლის საფასური მისი ემიტენტისათვის სრულად არ არის დაფარული. თუ ამგვარი აქციის კლასი საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია, მის გასაყიდად ჯერ საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ გადაცემულ იქნეს ნომინალურ მფლობელობაში.

2. დაუშვებელია იმ საჯარო ფასიანი ქაღალდის გაცვლა, რომელიც სავაჭროდ საფონდო ბირჟაზეა დაშვებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის შესაბამისი წესები.

3. დაუშვებელია ერთი საჯარო ფასიანი ქაღალდის მხოლოდ ნაწილის გადაცემა ნომინალურ მფლობელობაში, მისი გადაცემა უნდა მოხდეს მთლიანად, ყველა თანამესკუთრის თანხმობით.

4. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებებზე ამ წესის მოქმედება ვრცელდება კანონით და ამ იურიდიულ პირთა წესებით (წესდებით) განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. ფასიანი ქაღალდების სესხება ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამგვარი გარიგების დასადებად გარიგების ერთი მხარე მაინც უნდა ფლობდეს საბროკერო კომპანიის ლიცენზიას.

 

    მუხლი 5. საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის ისეთი შემთხვევები, რომლებიც საფონდო-საბირჟო ვაჭრობასა და საბროკერო კომპანიის შუამავლობას არ საჭიროებს

1. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას, საბროკერო კომპანიის შუამავლობასა და ამ წესით გათვალისწინებულ განკარგულებათა შედგენას არ ექვემდებარება საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან/და შეწყვეტა:

ა) მემკვიდრეობის საფუძველზე;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

     გ) საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდით შესრულებისას;

დ) საწესდებო კაპიტალის ოდენობას ან/და სტრუქტურასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ემიტენტის მიერ განხორციელებული კორპორაციული საქმიანობის შედეგად, კერძოდ:

დ.ა) საწარმოს დაფუძნებისას საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა საწარმო დამფუძნებლისათვის (შენატანის შესრულება);

დ.ბ) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების შეწყვეტა საწარმოს საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით შენატანის უკან დაბრუნების (მათ შორის, გამოსყიდვის) შედეგად;

დ.გ) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვალა ან შეწყვეტა საწარმოს გარადაქმნის, შერწყმის ან ნატურით გაყოფის შედეგად:

დ.დ) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიის (მათ შორის, აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების) შედეგად. აგრეთვე, საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ფასიანი ქაღალდის მფლობელის თხოვნით მის მფლობელობაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზებაში შეტანის შედეგად;

დ.ე) საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა საჯარო ფასიან ქაღალდის დანაწევრების, შერწყმის ან კონვერსიის შედეგად.

2. ამ წესით არ რეგულირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდის სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესებით გასხვისება, თუ ეს ფასიანი ქაღალდი მისი მესაკუთრის მიერ ბირჟაზე სავაჭროდ არ არის გამოტანილი.

3. ხელშეკრულებები, რომლებიც წარმოებულ ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს (ფიუჩერსი, ოფცია და სხვ.) და რომელთა საგანი ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდებია, კანონისა და ამ წესის მოთხოვნებს ექვემდებარება.

4. საბროკერო კომპანიის მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებით შესყიდული ფასიანი ქაღალდების შემდგომი გასხვისება ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მოთხოვნებს.

5. ფასიანი ქაღალდის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა და ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდის გადაცემა იმ პირისათვის, რომლის ინტერესებისათვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი. საბირჟო ვაჭრობად და საბროკერო კომპანიის საშუამავლო არასაბირჟო გარიგებად არ ითვლება და რეგულირდება ამ წესის V თავით.

თავი III

საბროკერო კომპანიების სპეციფიკური პოლიტიკა და პროცედურები საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებებში შუამავლობისას

 

    მუხლი 6. განკარგულების შემდგენი საბროკერო კომპანიის მოვალეობანი

1. საჯარო ფასიან ქაღალდების არასაბირჟო გარიგებით შეძენა-გასხვისებისას (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა) საბროკერო კომპანიის მიერ შედგენილ უნდა იქნეს გასხვისების განკარგულება ამ წესის პირველი დანართით გათვალისწინებული ფორმით, ხოლო დაგირავებისას – გირავნობის განკარგულება ამ წესის მე-2 დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. გასხვისებისა და გირავნობის განკარგულებანი უნდა დაიბეჭდოს საბროკერო კომპანიის სატიტულო ფურცელზე, რომელზეც, სულ მცირე, ამ კომპანიის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ლიცენზიის ნომერი და განკარგულების საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა იყოს აღნიშნული.

3. საბროკერო კომპანია, რომელსაც არასაბირჟო გარიგების შესახებ განკარგულების შედგენა დაევალა, მოვალეა:

ა) გარიგების მხარეებს ხელი შეუწყოს მათი უფლებების განხორციელებასა და კანონიერი ინტერესების დაცვაში;

ბ) გარიგების მხარეებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობანი და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საანგარიშგებო ან სხვა შესაბამისი მოთხოვნები მოცემული გარიგებისადმი;

გ) გარიგების მხარეებს აცნობოს შესაძენ-გასხვისებული ან დასაგირავებელი საჯარო ფასიანი ქაღალდის საფონდო-საბირჟო ფასი, თუ მას ასეთი ფასი გააჩნია;

დ) უზრუნველყოს, რომ გარიგების მხარეებმა გარიგება მისი დადების მომენტისათვის ობიექტურად შესაძლებელი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით დადონ;

     ე) გარიგების მხარეები გააფრთხილოს შესასრულებელი საშუამავლო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ, რათა ინვესტირების საკითხებსა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაში მხარეთა გაუთვითცნობიერებლობა მათივე ინტერესების საზიანოდ არ იქნეს გამოყენებული.

4. თუ გარიგების მხარე წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ბროკერი მოვალეა წაუკითხოს მას განკარგულების ტექსტი. თუ გარიგების მხარე ყრუ ან/და მუნჯია, ბროკერმა განკარგულების შედგენას უნდა დაასწროს შესაბამისი სპეციალისტი ან იგი, ვინც თავისუფლად ამყარებს კონტაქტს ამგვარ პირთან და ვისაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი.

5. საბროკერო კომპანიამ თავისი საშუამავლო მოქმედება უნდა შეასრულოს იმ თანამშრომლის მეშვეობით, რომელსაც ბროკერის საქმიანობის ლიცენზია გააჩნია და რომლის ლიცენზიის მოქმედება შეჩერებული არ არის.

6. ბროკერის ბრალეულობის ფარგლებში, საბროკერო კომპანია პასუხისმგებელია მისი ბროკერის მიერ შედგენილი განკარგულების კანონიერებაზე. ამგვარი პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ გარიგების ბათილობა ან უკანონობა გამოწვეულია გარიგების მხარ(ეებ)ის ბრალით.

7. ყოველი განკარგულებით შემდგარი გარიგება უნდა გატარდეს ოპერაციათა აღრიცხვის ჟურნალში (პირველადი გატარებების დავთარში).

 

    მუხლი 7. მოთხოვნები განკარგულების შედგენისადმი

1. არასაბირჟო გარიგებისას განკარგულების შესადგენად საბროკერო კომპანიას უნდა წარედგინოს:

ა) ამონაწერი რეესტრიდან, რომლითაც დადასტურებულია შესაბამისი კლასისა და რაოდენობის ფასიან ქაღალდზე პირის საკუთრების უფლება;

ბ) ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) თანამესაკუთრეობის შემთხვევაში, აგრეთვე ყველა თანამესკუთრის წერილობითი თანხმობა ან სანოტარო წესით დადასტურებული რწმუნებულება, რომ თანამესაკუთრე სხვების სახელით მოქმედებს;

     დ) საწარმოს შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) თანხმობა მოცემული კლასის ფასიანი ქაღალდების გადაცემაზე, თუ ამ კლასის გადაცემა საწარმოს წესდებით ამგვარ თანხმობას საჭიროებს;

ე) თუ გარიგებას არასრულწლოვანი ან შეზღუდული ქმედუნარიანი პირი თავად დებს, მაშინ მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობა;

ვ) გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადებისას:

     ვ.ა) თუ ფიზიკური პირია წარმოდგენილი – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამასთან, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის სახელით ჩუქება დაუშვებელია), ან თუ იგი ამ პირის მშობელია – პირადობის და მშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ.ბ) თუ იურიდიული პირია წარმოდგენილი – იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც კანონით, წესდებით (დებულებით) ან რწმუნებულებით მინიჭებული აქვს გარიგების დადების უფლება წარმოდგენილი იურიდიული პირის სახელით. საბროკერო კომპანია მოვალეა გაეცნოს იურიდიული პირის წესდებას (დებულებას, კანონს, რწმუნებულებას) და შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა შესასრულებელი მოქმედება მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. თუ იურიდიული პირის მართვა კოლეგიური ორგანოს მიერ ხდება, ამ ორგანოს ხელმძღვანელს მოეთხოვება საბუთი თანამდებობაზე არჩევისა და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესახებ.

2. ფიზიკური პირის ვინაობა შეიძლება დადგინდეს ძალაში არსებული რომელიმე შემდეგი დოკუმენტით:

ა) მოქალაქის პირადობის მოწმობით;

ბ) ბინადრობის მოწმობით;

გ) 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობით;

დ) სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – სამხედრო ნაწილისა და სამხედრო დაწესებულების სარდლობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობით და სამხედრო ბილეთით.

3. საბროკერო კომპანიის მიერ განკარგულების შედგენისას დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ტექსტი ნათლად და გარკვევით უნდა ჩაიწეროს;

ბ) შეძენილ-გასხვისებული ან დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა როგორც რიცხვით, ასევე სიტყვებით უნდა დაიწეროს;

გ) იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება (დასახელება) შეუმოკლებლად უნდა დაიწეროს;

დ) იმ ფასიანი ქაღალდების ჩუქების, გაცვლის ან დაგირავებისას, რომლის ფასი ემიტენტისათვის სრულად არ არის დაფარული, საკუთრებაში მიმღებ მხარეს ან მოგირავნეს განკარგულებაზე ხელმოწერამდე უნდა ეცნობოს ფასის არასრულად დაფარვის შესახებ;

ე) თუ გარიგების მხარე არასრულწლოვანი ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია და იგი გარიგებას თავად, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დებს, მაშინ საბროკერო კომპანიას უნდა წარედგინოს ეს თანხმობა. ამასთან, ამგვარმა პირმა სატენდერო შეთავაზება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ თავისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, ხოლო ორმხრივი გარიგება დადოს – ამგვარი თანხმობის გარეშეც, თუ მისთვის ეს გარიგება სარგებლიანია და ეს საფონდო-საბირჟო მონაცემებით დასტურდება. ორმხრივი გარიგების დადებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობით, ან საბროკერო კომპანიის მიერ მიღებულ იქნეს ზეპირად უშუალოდ წარმომადგენლისაგან.

4. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდის გაცვლის გარიგების ის მხარე, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდს გადასცემს, სანაცვლოდ ისეთ ქონებას იღებს, რომელზედაც საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს რომელიმე საკანონმდებლო აქტით დადგენილი ფორმის დაცვით წარმოიშობა (მათ შორის, უსერტიფიკატოდ გაცემულ არასაჯარო ფასიან ქაღალდს), მაშინ საჯარო ფასიანი ქაღალდის გაცვლის გარიგებისას გასხვისების განკარგულების შესადგენად სავალდებულოა, რომ დაცულ იქნეს აღნიშნული ფორმა.

5. არასაბირჟო გარიგების მხარეებმა განკარგულებაზე ხელი ბროკერის თანდასწრებით უნდა მოაწერონ (ბლოკირების მოხსნის მოთხოვნისას ხელმოწერების გარდა). თუ იგი ხელმოწერას არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაუდასტუროს, რომ განკარგულებას ხელი მან მოაწერა. თუ გარიგების მხარე განკარგულებას ხელს თვითონ ვერ აწერს წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის ან ავადმყოფობის გამო, მას შეუძლია ხელის მოწერა სანოტარო ფორმის დაცვით სხვას მიანდოს.

 

    მუხლი 8. თანამესაკუთრეობა და თანამოგირავნეობა არასაბირჟო გარიგებისას

1. თუ გასასხვისებელი ან დასაგირავებელი საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ი რამდენიმე პირის საკუთრებაშია (ანუ ერთი პირადი ანგარიში რამდენიმე მფლობელის სახელზეა გახსნილი), მაშინ საბროკერო კომპანიას ყველა თანამესაკუთრის წერილობითი თანხმობა უნდა წარედგინოს, რაც თან უნდა დაერთოს განკარგულებას.

2. თანამესაკუთრეს გააჩნია წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე სურვილის რამდენიმე თანამესაკუთრის მიერ გამოთქმის შემთხვევაში, იგი მათზე თანაბარწილად გადანაწილდება, თუ თანამესაკუთრეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ის შემძენი ან მოგირავნე რამდენიმე პირია, მაშინ განკარგულებაში უნდა გაკეთდეს მითითება დანართებზე, რომლებშიც ყველა შემძენი ან მოგირავნე უნდა აღინიშნოს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის მე-4 დანართით გათვალისწინებული ფორმა, საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დანართი შეივსება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამესაკუთრის თანხმობა შეიძლება მიღებულ იქნეს იმ პირისგანაც (მათ შორის, ერთ-ერთი თანამესაკუთრისგანაც), ვისაც სხვა თანამესაკუთრ(ეებ)ის სახელით მოქმედების უფლებამოსილება სანოტარო წესით დადასტურებული რწმუნებულებით აქვს მინიჭებული.

6. თანამესაკუთრის მიერ თავისი წილის ჩუქებისათვის თანამესაკუთრეთა თანხმობა არ მოითხოვება.

 

    მუხლი 9. არასაბირჟო გარიგებისას საშუამავლო მოქმედების შეჩერება

საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო  გარიგების შემთხვევაში საბროკერო კომპანიამ საშუამავლო მოქმედების შესრულება უნდა შეაჩეროს:

ა) თუ არ დაკმაყოფილებულა ამ წესის რომელიმე შესაბამისი მოთხოვნა – ვიდრე ის არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ საჭიროა მოცემული საჯარო ფასიანი ქაღალდების საფონდო-საბირჟო ფასის დადგენა.

 

    მუხლი 10. ჩუქების გარიგებისას განკარგულების შემდგენი საბროკერო კომპანიის საანგარიშგებო მოვალეობა

1. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით ჩუქების შემთხვევაში, რომელთა საერთო საფონდო-საბირჟო ფასი 10.000 ლარს აღემატება, ამ გარიგების განკარგულების შემდგენელმა საბროკერო კომპანიამ ასეთი გარიგების დადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი მონაცემების შემცველი შეტყობინება უნდა წარუდგინოს კომისიას:

ა) გარიგების სახე და დადების თარიღი;

ბ) გაჩუქებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება);

გ) გაჩუქებული საჯარო ფასიანი ქაღალდების როგორც რიცხობრივი, ისე პროცენტული რაოდენობა ამავე კლასის ფასიანი ქაღალდების მიმართ;

დ) გაჩუქებული ფასიანი ქაღალდის საფონდო-საბირჟო ფასი, ამ ფასის კოტირების თარიღის მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება წარდგენილ უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც განკარგულების შემდგენელმა საბროკერო კომპანიამ იცის, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთმა და იმავე მჩუქებელმა გაასაჩუქრა ან ერთი წლის განმავლობაში ერთმა და იმავე დასაჩუქრებულმა საჩუქრად მიიღო ასეთი ღირებულების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ერთი და იმავე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდები.

თავი IV

სატენდერო შეთავაზება და მსხვილი პაკეტის ნასყიდობა

 

    მუხლი 11. საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობა სატენდერო შეთავაზების გზით

1. თუ პირს ან დაკავშირებულ პირთა ჯგუფს ანგარიშვალდებულ საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, ამ საწარმოს ხმის უფლების მქონე საჯარო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სურს იმ რაოდენობით, რომ მის საკუთრებაში ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 5 %-ზე მეტი აღმოჩნდეს, მას შეუძლია ეს გააკეთოს ნებისმიერი ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) საბროკერო კომპანიის შუამავლობით საფონდო ბირჟაზე, საბირჟო ვაჭრობით;

ბ) სატენდერო შეთავაზებით, რაც ნიშნავს აღნიშნული პირის ან დაკავშირებულ პირთა ჯგუფის (სატენდერო შემთავაზებელი) ან, მისი დავალებით, სატენდერო შემთავაზებლის აგენტის მიერ შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა შორის სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელებას მათგან ფასიანი ქაღალდების შესყიდვის შესახებ, სატენდერო შეთავაზების პირობები, ინფორმაცია და რეკომენდაცია ერთნაირი უნდა იყოს ყოველი ამგვარი მფლობელისათვის.

2. თუ სატენდერო შემთავაზებელს ანგარიშვალდებული საწარმოს რომელიმე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სურს იმ რაოდენობით, რომლის შედეგადაც მის საკუთრებაში აღმოჩნდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტი, მან სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელებამდე კომისიაში უნდა წარადგინოს შეტყობინება სატენდერო შეთავაზების სურვილის შესახებ და თან უნდა დაურთოს შეთავაზების განცხადების პროექტი.

3. სატენდერო შეთავაზების განცხადება შემდეგი შემცველობის უნდა იყოს:

ა) ფასიანი ქაღალდების ის კლასი, რომლის შესყიდვაც სურს შემთავაზებელს;

ბ) ფასიანი ქაღალდების ის რაოდენობა, რომლის შესყიდვაც სურს შემთავაზებელს;

გ) ის ფასი, რომლითაც შემთავაზებელს ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სურს;

დ) მოცემული ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ყოველი ფასიანი ქაღალდის კლასი და როგორც პროცენტული, ასევე რიცხობრივი რაოდენობა, რომლის რეგისტრირებული მფლობელიც ან/და მინდობილობით მფლობელიც არის შემთავაზებელი;

ე) სატენდერო შეთავაზების ვადა;

ვ) ის პირობა, რომ სატენდერო შეთავაზება შედგება მხოლოდ მაშინ, თუ შემთავაზებელი განცხადებაში აღნიშნული რაოდენობის გაყიდვაზე მიიღებს თანხმობას;

ზ) ის პირობა, რომ სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და დადგენილი წესით გავრცელდება;

თ) ის პირობა, რომ შემთავაზებლისათვის გათვალისწინებულზე მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში ფასიანი ქაღალდები შესყიდულ იქნება თანაბარწილად, პროცენტულობის ან რაოდენობის მიხედვით;

ი) ის პირობა, რომ შესყიდვა მოხდება სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;

კ) შეთავაზების აგენტის საფირმო სახელწოდება, ლიცენზიის ნომერი, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ლ) თუ შემთავაზებელს სურს, რომ რეგისტრირებულ მფლობელებს რაიმე რეკომენდაცია მისცეს ან თავისი სამომავლო მოქმედების გეგმა აცნობოს, მას შეუძლია ეს განცხადებაში შეიტანოს.

4. სატენდერო შეთავაზების ვადა 2 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელების დღიდან.

5. სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელება უნდა მოხდეს მოცემული ფასიანი ქაღალდების ყველა რეგისტრირებულ მფლობელს შორის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, ემიტენტის, საფონდო ბირჟის და გაზეთის მეშვეობით, ამასთან:

ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა განცხადების ასლები შემთავაზებლის ხარჯით დაზღვეული ფოსტით უნდა დაგზავნოს ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელებს პირადად გადასცეს, ამ გადაცემის დადასტურებით;

ბ) ემიტენტმა და საფონდო ბირჟამ ყველა დაინტერესებული პირისათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას ცნობა სატენდერო შეთავაზების შესახებ და განცხადების ასლების გადაღება ხელმისაწვდომი გახადოს;

გ) შერჩეული გაზეთი მთელ იმ ტერიტორიაზე უნდა ვრცელდებოდეს, რომელზედაც საქართველოს იურისდიქცია მოქმედებს.

6. თუ სატენდერო შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლამდე ცვლის სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობას, მან უნდა მოამზადოს და ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გაავრცელოს სატენდერო შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია. ამასთან, თუ იგი შეთავაზებულ თანხას ზრდის, მაშინ მან განახლებული ვერსიის გავრცელებამდე დათანხმებულ ყველა რეგისტრირებულ მფლობელებსაც გაზრდილი თანხა უნდა გადაუხადოს. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც უნდა იქნეს დაცული.

7. გაყიდვაზე თანხმობა შეიძლება გაკეთდეს შეთავაზების ვადის გასვლამდე წერილობით ან ზეპირად, მაგრამ მისი მიღების წერილობითი დადასტურებით. თუ თანხმობა გაყიდვაზე ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელისაგან მიღებულ იქნა სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ,  მაგრამ თანხმობიდან ირკვევა, რომ იგი დროულად არის გამოგზავნილი, თანხმობა დაგვიანებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ სატენდერო შემთავაზებელი ან მისი აგენტი დამთანხმებელს დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ. შემთავაზებელს უფლება აქვს მისაღებად ჩათვალოს დაგვიანებული თანხმობაც, ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით.

8. საჯარო ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელს, რომელიც შეთავაზების პირობებს დათანხმდა, სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლამდე უფლება აქვს წერილობით უარი განაცხადოს თავის თანხმობაზე.

9. თუ სატენდერო შემთავაზებელი უფრო მეტი საჯარო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას მიიღებს, ვიდრე ეს შეთავაზების განცხადებაში იყო აღნიშნული, მაშინ მან ფასიანი ქაღალდები შეთავაზებით გათვალისწინებული რაოდენობით თანაბარწილად უნდა შეისყიდოს ყველა დათანხმებული რეგისტრირებული  მფლობელისაგან.

10. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს და მასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება:

ა) სატენდერო შეთავაზების გარდა, სხვა ნებისმიერი გზით შეისყიდოს, ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ან მათში კონვერსირებადი ფასიანი ქაღალდების შესახებ;

ბ) გაასხვისოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული საწარმოს ფასიანი ქაღალდები.

11. სატენდერო შემთავაზებელმა უნდა შეარჩიოს საბროკერო კომპანია (შემთავაზებლის აგენტი), რომელმაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა თანხმობები უნდა მიიღოს და ფასიან ქაღალდთა თითოეული შესყიდვის შესახებ ცალკე გასხვისების განკარგულება შეადგინოს სატენდერო შეთავაზებით ნასყიდობის აღნიშვნით. თუ შემთავაზებელი მოცემული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელია, მაშინ შემთავაზებლის აგენტი შეიძლება კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობით მოქმედებდეს.

12. თუ სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელების ან სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ სატენდერო შემთავაზებელს მოცემული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა აღარ სურს ან სატენდერო შეთავაზების გზით აღარ სურს, მაშინ მას უფლება აქვს გააუქმოს შეთავაზება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი პირობა სატენდერო შეთავაზების განცხადებაში აღნიშნული იყო, ან ვადის გასვლის შემდეგ მიღებულ არ იქნება შემთავაზებლისათვის სასურველი რაოდენობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე თახმობები. შემთავაზებელმა გაუქმების თაობაზე ყველა რეგისტრირებულ მფლობელს იმავე წესებით უნდა აცნობოს, რომელიც მან განცხადების გავრცელებისას გამოიყენა, თუ შეთავაზების განცხადებაში სხვა რამ  არ არის გათვალისწინებული.

13. გასხვისების განკარგულებათა შედგენა შეიძლება მხოლოდ სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

14. საბროკერო კომპანია, რომელსაც საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზებით ნასყიდობის განკარგულების შედგენა ეთხოვა, ვალდებულია, რომ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად რეგისტრაციამდე ეს გარიგება საფონდო ბირჟაზე დაარეგისტრიროს.

 

    მუხლი 12. საჯარო ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობა

1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა მსხვილი პაკეტის ნასყიდობად ჩაითვლება, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) გაყიდვა ხდება რეგისტრირებული მფლობელის ან დაკავშირებული პირების მიერ თავის საკუთრებაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდების წინასწარ ცნობილ პირსა ან დაკავშირებულ პირებზე;

ბ) იყიდება ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე საჯარო ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომლის შედეგადაც მყიდველი პირის ან დაკავშირებული პირების საკუთრებაში აღმოჩნდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 50 პროცენტი და კიდევ ერთი ხმა;

     გ) ნასყიდობის მხარეები საწარმოს კორპორაციულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასა ან/და კომერციულ პარტნიორობაზე თანხმდებიან, ანუ ითქმება ისეთი დამატებითი ერთი ან რამდენიმე პირობაც, რომელსაც შესასყიდი ფასიანი ქაღალდი თავისთავად არ მოიცავს (მაგ., საწარმოს ვალების სრულად ან ნაწილობრივად გადახდა, საწარმოსათვის სუბორდინირებული სესხის მიცემა, ძირითადი ან წარმოებისათვის მნიშვნელოვანი საბრუნავი საშუალებების ან მიწის საწარმოს სარგებლობაში გადაცემა და სხვა.).

     2. ამ მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებულ შემთხვევაში, საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება მსხვილი პაკეტის ნასყიდობად არ ჩაითვლება და, თუ ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, მათი გაყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საფონდო ბირჟაზე.

     3. თუ მსხვილი პაკეტის მყიდველს უფრო მეტი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდის შესყიდვა სურს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით, და ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ საფონდო ბირჟაზეა დაშვებული, მაშინ ნამეტი რაოდენობა მან საბირჟო ვაჭრობის გზით უნდა შეისყიდოს.

     4. საწარმოთა ურთიერთკავშირი (კონცერნი) რეგულირდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით.

     5. საბროკერო კომპანია, რომელსაც საჯარო ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობის განკარგულების შედგენა ეთხოვა, ვალდებულია, რომ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად რეგისტრაციამდე ეს გარიგება საფონდო ბირჟაზე დაარეგისტრიროს.

თავი V

ფასიანი ქაღალდის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა. ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდის გადაცემა კლიენტისათვის

 

    მუხლი 13. ამ თავის რეგულირების სფერო

1. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ა) რეგისტრირებული მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით;

ბ) ნომინალური მფლობელის მიერ ფასიანი ქაღალდების გადაცემა იმ პირისათვის (კლიენტისათვის), რომლის ინტერესებისთვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი.

2. ეს თავი არ არეგულირებს ნომინალური მფლობელების მიერ თავიანთ ნომინალურ მფლობელობაში არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით საბირჟო ვაჭრობას ან არასაბირჟო გარიგებების დადებას, რაც ექვემდებარება კანონის, ამ წესისა და იმ საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება საბირჟო ვაჭრობა.

 

    მუხლი 14. გადასაცემი განკარგულება

1. ფასიანი ქაღალდი იმ მომენტიდან ჩაითვლება გადაცემულად მისი რეგისტრირებული მფლობელის მიერ ნომინალურ მფლობელობაში, აგრეთვე ნომინალური მფლობელის მიერ იმ პირისათვის (კლიენტისათვის), რომლის ინტერესებისათვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი , როდესაც დადგენილი წესით მოხდება ამ ფაქტთა რეგისტრაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან.

2. თუ ნომინალურ მფლობელობაში გადასაცემი ფასიანი ქაღალდ(ებ)ი რამდენიმე პირის საკუთრებაშია (ანუ ერთი პირადი ანგარიში რამდენიმე რეგისტრირებული მფლობელის სახელზეა გახსნილი), მაშინ გადაცემისათვის საჭიროა ყველა თანამესაკუთრის წერილობითი თანხმობა, რაც თან უნდა დაერთოს გადასაცემ განკარგულებას. ამ თანხმობებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 დანართით გათვალისწინებული ფორმა. საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დანართი უნდა შეივსოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაცემათა რეგისტრაციისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უნდა წარედგინოს გადასაცემი განკარგულება გადაცემის იმ მხარის (მისი წარმომადგენლის) მიერ, რომლის პირად ანგარიშზეც არის გადასაცემი ფასიანი ქაღალდები რეგისტრირებული.

4. გადასაცემი განკარგულება შედგენილ უნდა იქნეს ამ წესის მე-3 დანართით განსაზღვრული ფორმით.

თავი VI

განკარგულებები

    მუხლი 15. განკარგულების შინაარსი და დანიშნულება

1. განკარგულება და მისი დანართები არ წარმოადგენს თავად ამ გარიგებისა და მისი პირობების შესახებ წერილობით შეთანხმებას, არამედ:

ა) ფასიანი ქაღალდებით გარიგების მხარეთა, ხოლო არასაბირჟო გარიგებისას, აგრეთვე, საბროკერო კომპანიის მიერ იმის დადასტურება, რომ გადაცემა (გასხვისება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა ან დაგირავება) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა;

ბ) ამ განკარგულების ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის წარდგენა წარმოადგენს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის ან /და შეწყვეტის ფაქტთა რეგისტრაციის საფუძველს.

2. ფასიანი ქაღალდის არასაბირჟო გარიგებით შეძენა გასხვისების, დაგირავების ან ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა-მიღების ფაქტები შესაბამის პირად ანგარიშ(ებ)ში დადგენილი წესით უნდა დარეგისტრირდეს:

ა) თუ ფასიანი ქაღალდების გამსხვისებლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გასხვისების განკარგულება;

ბ) თუ ფასიანი ქაღალდების დამგირავებლის ან /და მოგირავნის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გირავნობის განკარგულება;

გ) თუ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადამცემის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის განკარგულება;

დ) თუ განკარგულება წარდგენილია მისი შემდგენი საბროკერო კომპანიის წარმომადგენლის ან ბროკერის მიერ და მასში აღნიშნულია, რომ განკარგულების წარდგენა ამ საბროკერო კომპანიას აქვს დავალებული.

    მუხლი 16. განკარგულების შემცველობა

1. განკარგულება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:

ა) გამსხვისებლის, ნომინალურ მფლობელობაში გადამცემის ან დამგირავებლის შესახებ:

ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

–   სახელი, გვარი და მოქალაქეობა;

–   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი;

– საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

–   პირადი ანგარიშის ნომერი;

– თუ ამ პირის სახელით მოქმედებს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, უნდა აღინიშნოს ამ უკანასკნელის სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი;

ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

–   საფირმო სახელწოდება (დასახელება);

– რეგისტრაციის ადგილი, თარიღი, ნომერი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

–   იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

–   პირადი ანგარიშის ნომერი;

– იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე (თანამდებობა) და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი, ვინც წარმოდგენილი იურიდიული პირის სახელით მოქმედებს;

ბ) მონაცემები გასხვისების, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის ან გირავნობის და გასხვისებული, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ან დაგირავებული ფასიანი ქაღალდის შესახებ:

ბ.ა) ფასიანი ქაღალდის ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება);

ბ.ბ) ფასიანი ქაღალდის კლასი;

ბ.გ) ფასიანი ქაღალდის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ფქსსნ), თუ მინიჭებული აქვს;

ბ.დ) შეძენილ-გასხვისებული, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემულ ან დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

ბ.ე) ფასიანი ქაღალდის გასხვისების შემთხვევაში – მითითება გარიგების სახეზე (ნასყიდობა, ნასყიდობა სატენდერო შეთავაზების გზით, მსხვილი პაკეტის ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა); გადაცემის განკარგულების შემთხვევაში – მითითება გადაცემის სახეზე (მესაკუთრის მიერ ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა, ნომინალური მფლობელის მიერ მესაკუთრისათვის გადაცემა); ხოლო ფასიანი ქაღალდის დაგირავების შემთხვევაში – უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობა, სარგებლის ოდენობა, მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, შესაძლო მესამე მოვალის ვინაობა;

გ) შემძენის, ნომინალურ მფლობელობაში ან ნომინალური მფლობელობიდან მიმღების ან მოგირავნის შესახებ;

გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

–   სახელი, გვარი და მოქალაქეობა;

–   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი;

– საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

–   პირადი ანგარიშის ნომერი, თუ გახსნილი აქვს;

– თუ ამ პირის სახელით მოქმედებს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, უნდა აღინიშნოს ამ უკანასკნელის სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი;

–   გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

–   საფირმო სახელწოდება (დასახელება);

–   იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

– რეგისტრაციის ადგილი, თარიღი, ნომერი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

–   პირადი ანგარიშის ნომერი, თუ გახსნილი აქვს;

– იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე (თანამდებობა) და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია და ნომერი, ვინც წარმოდგენილი იურიდიული პირის სახელით მოქმედებს;

დ) განკარგულების დანართთა რაოდენობის აღნიშვნა, თუ მას დანართები ერთვის;

ე) მითითება იმ ფაქტზე, თუ განკარგულების ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის წარდგენა მის შემდეგ საბროკერო კომპანიას დაევალა;

ვ) იმ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება უნდა წარედგინოს;

ზ) მოთხოვნა, რომ:

ზ.ა) გასხვისების ან ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში – განკარგულება რეგისტრაციაში გატარდეს და მასში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გამსხვისებლის პირადი ანგარიშიდან გადატანილ იქნეს შემძენის პირად ანგარიშზე;

ზ.ბ) გირავნობის შემთხვევაში – განკარგულება რეგისტრაციაში გატარდეს და მასში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდების ბლოკირება (გასხვისების შეზღუდვა) მოხდეს დამგირავებლის ანგარიშზე;

თ) გამსხვისებელი, ნომინალურ მფლობელობაში გადამცემი ან დამგირავებელი და შემძენი, ნომინალურ მფლობელობაში მიმღები ან მოგირავნე პირის (ან მათი უფლებამოსილი წარმომადნგენლების) ხელმოწერები, თარიღი;

ი) არასაბირჟო გარიგებისას, ასევე, გარიგების შუამავალი საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ლიცენზიის ნომერი; განკარგულების შემდგენი ბროკერის სახელი, გვარი, ლიცენზიის ნომერი, ხელმოწერა, თარიღი;

კ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და რეგისტრაციის მოთხოვნის შესრულების თარიღი;

ლ) გირავნობის შემთხვევაში, ასევე, მოთხოვნა, რომ ბლოკირება მოხსნილ იქნეს:

ლ.ა) რომელიც დადასტურებულ უნდა იქნეს დამგირავებლის და მოგირავნის (ან მათი წარმომადგენლების) ხელმოწერებით, მოთხოვნის თარიღის აღნიშვნით;

ლ.ბ) რომლის შესრულებაც, შესრულების თარიღის აღნიშვნით, დადასტურებულ უნდა იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2. გასხვისების და გირავნობის განკარგულებათა მონაცემები ივსება განკარგულების შემდგენი საბროკერო კომპანიის მიერ ან მისი თანდასწრებით, გარდა:

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტის და ლ.ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, რომლებიც ივსება იმ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ, რომელსაც შესაბამისი მოთხოვნა წარედგინა;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის “ლ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, რომლებიც ივსება მოგირავნის (კრედიტორის) და დამგირავებლის მიერ მაშინ, როდესაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს განკარგულებაში აღნიშნული ბლოკირების მოხსნა მოეთხოვება.

3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდის გირავნობის გარიგების მხარეები მოთხოვნის უზრუნველყოფის იმ ვადის გადავადებაზე შეთანხმდებიან, რაც აღნიშნული იყო გირავნობის განკარგულებაში, ეს ამ განკარგულებაში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს.

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

კომისიის 2002 წლის “------“ -------------------

N --------- დადგენილებით

 

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ”

წესის დანართი 1

 

გასხვისების განკარგულება N.........................

1.   გამსხვისებელი:

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .................................................................................................................

(სახელწოდება):    .................................................................................................................................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება); ..........................................................................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ...................................................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: ..........................................................................................................................

●    წარომომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

..............................................................................................................................................

2. მონაცემები გასხვისებისა და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების შესახებ:

●    ემიტენტის სახელწოდება ...........................................................................................................................

●    კლასი: .............................................................................................................................................................

●    ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს) ....................................................................................................................

●    რაოდენობა: ...................................................................................................................................................

●    გარიგების სახე:

­­     ჩუქება     გაცვლა   სესხება                    ნასყიდობა. მასთან, თუ ნასყიდობა

                                                                                     ხდება შემდეგი გზით, შესაბამისი უჯრედი

                                                                                     აღინიშნოს:

                                                                                  ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით

                                                                                  მსხვილი პაკეტის ნასყიდობა

                                                       

3. შემძენი:

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა ....................................................................................................................

(სახელწოდება):    ....................................................................................................................................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);............................................................................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ....................................................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: ...........................................................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

....................................................................................................................................................................................

4. განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

5. განკარგულების წარდგენის თაობაზე:

 

 განკარგულებას გამსხვისებელი                  განკარგულების წარდგენა საბროკერო

      წარადგენს                                                            კომპანიას დაევალოს

6. ფ/ქ რეგისტრატორის ან ნომინალური მფლობელის საფირო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება:

.......................................................................................................................................................................................

7. გთხოვთ, განკარგულება რეგისტრაციაში გაატაროთ და მასში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გამსხვისებლის პირადი ანგარიშიდან შემძენის პირად ანგარიშზე გადაიტანოთ:

 

               გამსხვისებელი:                                                               შემძენი:

 

ხელმოწერა: ...........................................    ხელმოწერა ..........................................

თარიღი: “........”......................................    თარიღი: “........”......................................

                 20 ............ წ.                                              20 ............. წ.

 

 

8. გარიგების შუამავალი საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ბროკერის ხელმოწერა:

 

საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და .................................................................

ლიცენზიის N:                                                           ......

ბროკერის სახელი, გვარი და .................................................................................

ლიცენზიის N:                                                           ......

ბროკერის ხელმოწერა: ................................................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ.

               

9. რეგისტრაციის მოთხოვნა შესრულებულია:

 

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

კომისიის 2002 წლის “------“ -------------------

N --------- დადგენილებით

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ”

წესის დანართი 2

 

გირავნობის განკარგულება N .........................

1. დამგირავებელი  :

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);

●    .......................................................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

..............................................................................................................................................

2. მონაცემები გირავნობასა და დაგირავებულ ფასიან ქაღალდებზე :

●    ემიტენტის სახელწოდება ................................................................................................

●    კლასი: .............................................................................................................................

●    ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს) ..........................................................................................

●    რაოდენობა: ...................................................................................................................

●    მოთხოვნის მოცულობა .................................................................................................

●    სარგებელი ....................................................................................................................

●    გირავნობის ვადა:...........................................................................................................

●    მესამე მოვალე: ...........................................................................................................

     

3. მოგირავნე (კრედიტორი):

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

..............................................................................................................................................

4. განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

5. განკარგულების წარდგენის თაობაზე:

 

განკარგულება წარედგინება მხარეე(ეებ)ის   განკარგულების წარდგენა საბროკერო                                                                           

    მიერ                                                                     კომპანიას დაევალოს

6. ფ/ქ რეგისტრატორის ან ნომინალური მფლობელის საფირო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება:

.........................................................................................................................................

7. გთხოვთ, განკარგულება რეგისტრაციაში გაატაროთ და მასში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდების ბლოკირება (გასხვისების შეზღუდვა) მოახდინოთ დამგირავებლის ანგარიშზე:

              

                 დამგირავებელი:                                                               მოგირავნე:

ბელმოწერა: ...........................................    ხელმოწერა ..........................................

თარიღი: “........”......................................    თარიღი: “........”......................................

                 20 ............ წ.                                              20 ............. წ.

 

8. გარიგების შუამავალი საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ბროკერის ხელმოწერა:

 

საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და .................................................................

ლიცენზიის :                                                           ......

ბროკერის სახელი, გვარი და .................................................................................

ლიცენზიის :                                                           ......

ბროკერის ხელმოწერა: ................................................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ.

               

9. ბლოკირების რეგისტრაციის მოთხოვნა შესრულებულია:

 

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ.

 

10. გთხოვთ, ამ განკარგულებაში აღნიშნული ბლოკირება მოხსნათ:

 

                               დამგირავებელი                                  მოგირავნე

 

ხელმოწერა: ...........................................    ხელმოწერა ..........................................

 

თარიღი: “........”......................................    თარიღი: “........”......................................

                 20 ............. წ.                                                   20 ............. წ.

11 . ბლოკირების მოხსნის მოთხოვნა შესრულებულია:

 

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

კომისიის 2002 წლის “------“ -------------------

N --------- დადგენილებით

 

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ”

წესის დანართი 3

 

გადასაცემი განკარგულება .........................

1. გადამცემი  :

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

..............................................................................................................................................

2. მონაცემები გადაცემული ფასიანი ქაღალდების შესახებ:

●    ემიტენტის სახელწოდება ................................................................................................

●    კლასი: .............................................................................................................................

●    ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს) ..........................................................................................

●    რაოდენობა: ...................................................................................................................

●    გადაცემის სახე:

●კლიენტის მიერ ნომინალურ მფლობელობაში         _ ნომინალური მფლობელის მიერ

    გადაცემა                                                                   კლიენტისათვის დაბრუნება

 

3. მიმღები:

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);..................................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:

..............................................................................................................................................

4. განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

 

 

5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება:......................................................................................................................

 

6. გთხოვთ, განკარგულება რეგისტრაციაში გაატაროთ და მასში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გადამცემის პირადი ანგარიშიდან გადაიტანოთ მიმღების პირად ანგარიშზე:

         

          გადამცემის ხელმოწერა .............................................

          თარიღი: “........”......................................   20 ........ წ.

 

 7. რეგისტრაციის  მოთხოვნა შესრულებულია:

 

მარეგისტრირებელის

ხელმოწერა:                                     .....................................................................

თარიღი:                                           “........”...................................... 20 ............. წ

 

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

კომისიის 2002 წლის “------“ -------------------

N --------- დადგენილებით

 

                                     

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

დანართი 4

 

..............   განკარგულების დანართი  .........................

 

1. ___ გამსხვისებლის თანამესაკუთრე                    ___ შემძენის თანამესაკუთრე

    ___ დამგირავებლის თანამესაკუთრე                  ____ თანამოგირავნე

 

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.............................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

 

2.  

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:................................................................................................................

●    ხელმოწერა

 

3.   ბროკერის ხელმოწერა:

                                                          .....................................................................

 

დანართის შევსების თარიღი:            “........”...................................... 20 ............. წ

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული

კომისიის 2002 წლის “------“ -------------------

N --------- დადგენილებით

 

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების  შესახებ” წესის

დანართი 5

 

N ..............  განკარგულების დანართი  N.........................

 

ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფასიანი ქაღალდების თანამესაკუთრე:

 

●    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

(სახელწოდება):    .........................................

●    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.............................................................................................

●    მისამართი და  საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:................................................................................................................

●    ხელმოწერა.....................................................................

 

 თარიღი:            “........”...................................... 20 ............. წ