„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 08/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.19.012.011.342
  • Word
1
08/01/2008
სსმ, 4, 14/01/2008
040.230.000.19.012.011.342
„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.19.012.011.342

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება 1

2008 წლის 8 იანვარი

 ქ. თბილისი

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის 25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე2007 წლის 29 ივნისის 5162 საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის, ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ» წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის N25 დადგენილებით (სსმ III, 11.12.2002 წ., N119, მუხ. 1044) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-15, მე-18 და მე-19 მუხლების, ასევე 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად და განსაზღვრავს საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების სახეებს, მათი დადების წესსა და საბროკერო კომპანიის სპეციფიკურ პოლიტიკასა და პროცედურებს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებებში შუამავლობასთან დაკავშირებით, ასევე განსაზღვრავს საბროკერო კომპანიისათვის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის პროცედურებს საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების დაფიქსირებისას.

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. ამ წესის მოთხოვნების დარღვევისათვის საბროკერო კომპანიას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და საფონდო ბირჟას ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასაბირჟო გარიგებები _ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანის გარეშე.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 1ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.

5. II თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

   

თავი II

საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებები.

 

6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე საჯარო ფასიანი ქაღალდებით შეიძლება დაიდოს შემდეგი სახის არასაბირჟო გარიგებები :

ა) საჯარო ფასიანი ქაღალდების ჩუქება;

ბ) საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავება;

გ) საჯარო ფასიანი ქაღალდების გაცვლა;

დ) საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობა, მათ შორის სატენდერო შეთავაზებით;

ე) ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 531 მუხლის თანხმად;

ვ) საწესდებო კაპიტალში საჯარო ფასიანი ქაღალდებით შენატანის განხორციელებისას;

ზ) სხვა გარიგებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.“.

7. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

11. თუ ერთი პირადი ანგარიშით რამდენიმე მესაკუთრე ფლობს გასასხვისებელ ან დასაგირავებელ საჯარო ფასიან ქაღალდ(ებ)ს (თანასაკუთრება), მაშინ გარიგებაში მონაწილე საბროკერო კომპანიას ან ფასიან ქაღალდების რეგისტრატორს წარედგინება ყველა თანამესაკუთრის წერილობითი თანხმობა.“.

12. წილის უპირატესი შესყიდვის უფლება განისაზღვრება თანამესაკუთრეთა შეთანხმებით, კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბროკერო კომპანიის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მონაწილეობით 100 ლარზე მეტი თანხის ოდენობით საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების დადებისას საფონდო ბირჟაზე საჯარო ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ფასის დაფიქსირება ხდება საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად.

3. საბროკერო კომპანიამ ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარიგების დადებისას საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ფასის დაფიქსირება უნდა მოახდინოს გარიგების დადებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წესის დანართი 6-ის შესაბამისად.“.

9. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საფონდო ბირჟა ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებისას საბროკერო კომპანიის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით მომზადებული განაცხადი (დანართი 6) ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ფასის დაფიქსირების თაობაზე და ასახოს იგი საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად.“.

10. მე-31 მუხლი ამოღებული იქნას.

11. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5

საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურებს არ საჭიროებს.

12. III თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

თავი III

საბროკერო კომპანიების სპეციფიკური პოლიტიკა და

 პროცედურები საჯარო ფასიანი ქაღალდებით იმ არასაბირჟო

 გარიგებებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებს საბროკერო

 კომპანია».

13. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ არასაბირჟო გარიგებით საჯარო ფასიანი ქაღალდების შეძენა-გასხვისების ან დაგირავებისას, რომელშიც მონაწილეობს საბროკერო კომპანია (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, გამოსყიდვა ,,მეწარმათა შესახებ საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად, საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდებით შესრულება), საბროკერო კომპანიის მიერ შედგენილ უნდა იქნეს გასხვისების განკარგულება, ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით, ხოლო დაგირავებისას – გირავნობის განკარგულება, დანართი 2-ით გათვალისწინებული ფორმით.

14. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბროკერო კომპანია, რომელსაც დაევალა გარიგების შესახებ განკარგულების შედგენა, მოვალეა:

ა) გარიგების მხარეებს ხელი შეუწყოს მათი უფლებების განხორციელებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში;

ბ) გარიგების მხარეებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობანი და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საანგარიშგებო ან სხვა შესაბამისი მოთხოვნები მოცემული გარიგებებისადმი;

გ) გარიგების მხარეებს აცნობოს შემძენი, გასასხვისებელი ან დასაგირავებელი საჯარო ფასიანი ქაღალდის საფონდო ბირჟაზე დადგენილი უკანასკნელი საშუალო შეწონილი ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) უზრუნველყოფოს, რომ გარიგების მხარეებმა გარიგება მისი დადების მომენტისათვის ობიექტურად შესაძლებელი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით დადონ;

ე) გარიგების მხარეები გააფრთხილოს შესასრულებელი საშუამავლო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ, რათა ინვესტირების საკითხებსა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაში მხარეთა გაუთვითცნობიერებლობა მათივე ინტერესების საზიანოდ არ იქნს გამოყენებული.“.

15. მე-8 მუხლი ამოღებული იქნს.

16. მე-9 მუხლი ამოღებული იქნს.

17. მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებული იქნს.

18. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნს.

19. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განკარგულება და მისი დანართები არ წარმოადგენს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებისა და მისი პირობების შესახებ წერილობით შეთანხმებას, არამედ საბროკერო კომპანიის მიერ არის იმის დადასტურება, რომ გადაცემა (გასხვისება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა ან დაგირავება) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდა.“.

20. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებით შეძენა-გასხვისების, დაგირავების ან ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა-მიღების ფაქტები შესაბამის პირად ანგარიშ(ებ)ში უნდა აისახოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო ჩანაწერის სახით:

ა) თუ ფასიანი ქაღალდების გამსხვისებლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გასხვისების განკარგულება;

ბ) თუ ფასიანი ქაღალდების დამგირავებლის ან მოგირავნის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გირავნობის განკარგულება;

გ) თუ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადამცემის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის განკარგულება;

დ) თუ განკარგულება უფლებამოსილი საბროკერო კომპანიის მიერაა წარდგენილი და ამ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მისი წარდგენა ამ საბროკერო კომპანიას აქვს დავალებული.“.

21. მე-16 მუხლი ამოღებული იქნას.

22. მე-6 დანართი დამტკიცდეს თანდართული სახით.

     მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქადაგიძე

 დანართი 6

 

ივსება ბირჟის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ

 

არასაბირჟო გარიგების დაფიქსირების განაცხადი N __________

ხელმოწერა მიღების თარიღი ”_______” ______________ 200 წ

 

 

ივსება საბროკერო კომპანიის ან რეგისტრატორის მიერ

 

 

დამფიქსირებელი პირი    

(საბროკერო კომპანია ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი)

გთხოვთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროთ შემდეგი გარიგება:

ემიტენტის სახელწოდება 

ფასიანი ქაღალდის კლასი

 

ერთი ცალი ფასიანი ქაღალდის ფასი (ლარებში)

 

 

ფასიანი ქაღალდების რაოდენობა

 

 

 

გარიგების ღირებულება (ლარებში)

 

 

 

გარიგების დადების თარიღი

 

შენიშვნები:

    

                      

საბროკერო კომპანიის ან ფასიანი

ქაღალდების რეგისტრატორის

უფლებამოსილი წარმომადგენელი          /

ბ.ა.