„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის №30 დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშისა და 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის №30 დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშისა და 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 23/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 04/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.857
  • Word
32
23/05/2003
სსმ, 53, 04/06/2003
040.230.000.17.014.005.857
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის №30 დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშისა და 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის №30 დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშისა და 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.857

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 32

2003 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის 30 დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშსა და 2002 წლის 2 დეკემბრის 25 დადგენილებით დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 თებერვლის 30 დადგენილებით (სსმ III, 2003 წ., 11) დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებით ფორმის ნიმუშში ცვლილების შეტანისა და თანდართული ფორმის დამტკიცების მიზნით, კომისია ადგენს:

     1. დადგენილებით დამტკიცებული გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ნიმუშში წინადადება: „გთხოვთ გაატაროთ რეგისტრაციაში შემდეგი ფასიანი ქაღალდების გადაცემა“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „გთხოვთ, გააკეთოთ სათანადო ჩანაწერი შესაბამის პიროვნულ ანგარიშზე შემდეგი ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ:“

     2. დამტკიცდეს გადასაცემი განკარგულების დროებითი ფორმის ახალი ნიმუში.

    მუხლი 2

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის 25 დადგენილებით (სსმ III, 2002 წ., 119, მუხ.1044) დამტკიცებულ წესში „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

     1. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ა) „არასაბირჟო გარიგებები“ – ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის გარიგებები საჯარო ფასიანი ქაღალდით, რომლებიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანის გარეშე საბროკერო კომპანიის მეშვეობით იდება;.

     2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „2) არასაბირჟო გარიგება დადებულად ჩაითვლება, თუ იგი განხორციელდა საბროკერო კომპანიის მეშვეობით. ამგვარი გარიგების შედეგად საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:

     ა) ამ გარიგების ფაქტთა შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს საბროკერო კომპანიის მეშვეობით შედგენილი განკარგულება;

     ბ) ნორმალურ მფლობელთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.“.

     3) მე-11 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:

     „14. „საბროკერო კომპანია, რომელსაც საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზებით ნასყიდობის განკარგულების შედგენა ეთხოვა, ვალდებულია, რომ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების გაკეთებამდე ეს გარიგება საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს.“.

     4. მე-12 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „5. საბროკერო კომპანია, რომელსაც საჯარო ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობის განკარგულების შედგენა ეთხოვა, ვალდებულია, რომ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების გაკეთებამდე ეს გარიგება საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს.“

     5.ე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1) „ფასიანი ქაღალდი იმ მომენტიდან ჩაითვლება გადაცემულად მისი რეგისტრირებული მფლობელის მიერ ნომინალურ მფლობელობაში, აგრეთვე ნომინალური მფლობელის მიერ იმ პირისათვის (კლიენტისათვის), რომლის ინტერესებისათვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი, როდესაც დადგენილი წესით გაკეთდება რეგისტრატორთან ჩანაწერი ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ.“

     6. მე-14 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაცემათა შესახებ სათანადო ჩანაწერების გასაკეთებლად ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უნდა წარედგინოს გადასაცემი განკარგულება გადაცემის იმ მხარის (მისი წარმომადგენლის) მიერ, რომლის პირადი ანგარიშიდანაც ხდება ფასიანი ქაღალდების გადატანა.“

     7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ბ) ამ განკარგულების ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის წარდგენა წარმოადგენს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის ან/და შეწყვეტის ფაქტების თაობაზე სათანადო ჩანაწერების გაკეთების საფუძველს.“.

     8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „2. ფასიანი ქაღალდის არასაბირჟო გარიგებით შეძენა-გასხვისების, დაგირავების ან ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა-მიღების ფაქტები შესაბამის პირად ანგარიშ(ებ)ში დადგენილი წესით უნდა აისახოს სათანადო ჩანაწერების სახით:

     ა) თუ ფასიანი ქაღალდების გამსხვისებლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გასხვისების განკარგულება;

     ბ) თუ ფასიანი ქაღალდების დამრიგებლის ან/და მოგირავნის ( ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი გირავნობის განკარგულება;

     გ) თუ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადამცემის ( ან მისი წარმომადგენლის) მიერ წარდგენილია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შედგენილი ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის განკარგულება;

     დ) თუ განკარგულება წარდგენილია მისი შემდგენი საბროკერო კომპანიის წარმომადგენლის ან ბროკერის მიერ და მასში აღნიშნულია, რომ განკარგულების წარდგენა ამ საბროკერო კომპანიას აქვს დავალებული.“

     9. მე-16 პუნქტის, პირველი პუნქტის, ,,“,,“,,და კ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ზ.ა) გასხვისების ან ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში – განკარგულებაში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გამსხვისებლის პირადი ანგარიშიდან გადატანილ იქნეს შემძენის პირად ანგარიშზე;

     ზ.ბ) გირავნობის შემთხვევაში – განკარგულებაში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდების ბლოკირება (გასხვისების შეზღუდვა) მოხდეს დამგირავებლის ანგარიშზე;

     კ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის შესრულების თარიღი.“

     10) გასხვისების განკარგულების (დანართი 1) მე-7, გირავნობის განკარგულების (დანართი 2) მე-7 და გადასაცემი განკარგულების (მე-3 დანართი) მე-6 პუნქტებში სიტყვები „გთხოვთ, განკარგულება რეგისტრაციაში გაატაროთ და მასში“ შეიცვალოს სიტყვებით „გთხოვთ, განკარგულებაში აღნიშნული“.

     გასხვისების განკარგულების (დანართი 1) მე-9, გირავნობის განკარგულების (დანართი 2) მე-9 და გადასაცემი განკარგულების (მე-3 დანართი) მე-7 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რეგისტრაციის“.

    მუხლი 3

წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    კომისიის თავმჯდომარე მ. ჯიბუტი

 

 დანართი N 1

დამტკიცებულია სფქეკ-ის

2003 წლის „23 მაისის

N 32 დადგენილებით

გადასაცემი განკარგულება ______________

 „____“ ___________________________ _________ წ.

რეგისტრატორს ________________________________________________

(სრული ოფიციალური დასახელება)

რეგისტრირებული პირი:

სახელი, გვარი ან სრული დასახელება _________________________________

საიდენტიფიკაციო ნომერი _____________ პიროვნული ანგარიშის ________

პირის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი ________________

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი _______ სერია ______ ________

გთხოვთ გააკეთოთ სათანადო ჩანაწერი შესაბამის პიროვნულ ანგარიშზე ფასიანი

ქაღალდების გადაცემის შესახებ:

ფასიანი ქაღალდების ემიტენტი __________________________________________

 (სრული ოფიციალური დასახელება

ფასიანი ქაღალდების კლასი _____________________ ფქსსნ __________________

რაოდენობა ____________________ (_______________________________) ცალი

ნომინალური ღირებულება __________________________________

ფასიანი ქაღალდების გადაცემის საფუძველი (გაყიდვა, ჩუქება, ნომინალური მფლობელობა

და სხვა)

____________________________________________________________________

შემდეგ პირზე: _________________________________________________________

 (სახელი, გვარი ან საწარმოს (დაწესებულების) სრული დასახელება)

იურიდიული პირისათვის:

რეგისტრირებულია _________________________________________________ მიერ

რეგისტრაციის თარიღი _________________ რეგისტრაციის ნომერი _____________

ფიზიკური პირისათვის:

პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი __________________________________

სერია ______ ნომერი _______ როდის და ვის მიერ არის გაცემული ______________

 (აღინიშნოს აუცილებელი)

 მოცემული პირი უკვე არის რეგისტრირებული პირი პიროვნული ანგარიშის შემდეგი

ნომრით _________________

 პიროვნული ანგარიშის გასახსნელად საჭირო მონაცემები მოცემულია ანკეტაში.

თანამესაკუთრეობის შემთხვევაში ანკეტას თან ერთვის ყველა თანამესაკუთრის მონაცემები.

პირი, რომელიც გადასცემს ფასიან ქაღალდებს _____________________________________ ბ.ა.

 (ხელმოწერა)

თანამესაკუთრეები : ____________________________________________________________ ბ.ა.

(ხელმოწერეები)

ხელმოწერა დამოწმებულია _____________________________________________________ ბ.ა.

(ხელმოწერა)

(ფასიანი ქაღალდების მფლობელის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში

ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ)

დოკუმენტი დადასტურებულია __________________ მიერ _________________________ ბ.ა.

 (ხელმოწერა)

(დოკუმენტის დადასტურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდების გადაცემა

ხორციელდება ბროკერის მეშვეობით)

___________________________________________________________________

გადასაცემი განკარგულება რეგისტრირებულია „__“ ______ 200 _____წ. ნომრით _____

რეგისტრატორი ____________________________ __________________________________ ბ.ა.

 (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

____________________________________________________________________

●    მატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების და სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში

ისინი უნდა წარედგინოს რეგისტრატორს გადასაცემ განკარგულებასთან ერთად)

●    თანამესაკუთრეობის დროს სავალდებულოა ყველა თანამესაკუთრის ხელმოწერა.

●    გადასაცემ განკარგულებას ნომერს ანიჭებს რეგისტრატორი.