საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
56/ნ
16/05/2022
ვებგვერდი, 17/05/2022
430210000.22.022.018164
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/05/2022 - 02/11/2023)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №190/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) პირველად სტრუქტურულ ერთეულს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;

გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა;

დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა;

ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა, სამეცნიერო-კვლევითი საუნივერსიტეტო ქსელის შექმნისა და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა;

თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა;

ი) მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით;

მ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა;

ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის პროცესში ჩართულობა;

პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა და ღია მეცნიერების პოლიტიკის მხარდაჭერა;

ჟ) ქვეყნის საჭიროებების და საერთაშორისო სამეცნიერო პრიორიტეტების გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების ინტერდისციპლინური განვითარების მხარდაჭერა;

რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;

ს) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ტ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით;

უ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ფ) უცხოელი სტუდენტების მიერ ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა;

ქ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

ღ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლებისა და უცხოეთში პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ყ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;

შ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო;

ბ) ქართული ენის სამმართველო.

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

მუხლი 7

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეები.

2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებას დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ, ასევე დეპარტამენტში შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და შტატების შესახებ, დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციისა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებას;

ო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 9

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოხელეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) აკონტროლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციის შესრულება მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება დაევალოს სამმართველოს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

მუხლი 10

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;

გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა;

დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა;

ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა, სამეცნიერო-კვლევითი საუნივერსიტეტო ქსელის შექმნისა და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა;

თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა;

ი) მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით;

მ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა;

ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის პროცესში ჩართულობა;

პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა და ღია მეცნიერების პოლიტიკის მხარდაჭერა;

ჟ) ქვეყნის საჭიროებების და საერთაშორისო სამეცნიერო პრიორიტეტების გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების ინტერდისციპლინური განვითარების მხარდაჭერა;

რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა.

2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 11

1. ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ბ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით;

გ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

დ) უცხოელი სტუდენტების მიერ ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა;

ე) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

ვ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლების, უცხოეთში პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება.

2. ქართული ენის სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.