„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის N56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 100/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 22/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018355
100/ნ
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
430210000.22.022.018355
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის N56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №100/ნ

2023 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №56/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 17/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018164) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;

გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;

ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;

ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;

ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;

ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;

პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;

რ) სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან კომუნიკაციის წახალისება;

ს) ქალთა შორის მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობა და ქალი მეცნიერების წარმატებების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ტ) ქართულ სამეცნიერო დიასპორასთან საქმიანი კავშირურთიერთობის ხელშეწყობა;

უ) ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება;

ფ) სამეცნიერო ეთიკის პოპულარიზაცია ფორმალური და არაფორმალური განათლების თითოეულ საფეხურზე;

ქ) „Horizon Europe“-ის ეროვნული ოფისის და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების  საქმიანობის ხელშეწყობა;

ღ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

ყ) მეცნიერების საერთაშორისო მობილობის გაძლიერება; საქართველოს კვლევით უნივერსიტეტებსა და ცენტრებში უცხოელი გამოჩენილი მეცნიერებისა და სამეცნიერო დიასპორის მოწინავე წარმომადგენლების მოზიდვის ხელშეწყობა;

შ) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ჩ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ც)  ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

ძ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;

წ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათი მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში  დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

დ) დადგენილი წესისამებრ, განიხილავს და რეაგირებს, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსულ კორესპონდენციებზე, ავიზებს დეპარტამენტის სამმართველოებში მომზადებული დოკუმენტების პროექტებს;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის სამმართველოების მიერ შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებული ფუნქციების/მოვალეობების შესრულებას;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას.“.

4. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;

გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;

დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;

ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;

ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;

ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;

მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება. ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;

ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;

ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;

პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;

ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;

რ) სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან კომუნიკაციის წახალისება;

ს) ქალთა შორის მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობა და ქალი მეცნიერების წარმატებების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ტ) ქართულ სამეცნიერო დიასპორასთან საქმიანი კავშირურთიერთობის ხელშეწყობა;

უ) ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება;

ფ) სამეცნიერო ეთიკის პოპულარიზაცია ფორმალური და არაფორმალური განათლების თითოეულ საფეხურზე;

ქ) „Horizon Europe“-ის ეროვნული ოფისის და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების  საქმიანობის ხელშეწყობა;

ღ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

ყ) მეცნიერების საერთაშორისო მობილობის გაძლიერება; საქართველოს კვლევით უნივერსიტეტებსა და ცენტრებში უცხოელი გამოჩენილი მეცნიერებისა და სამეცნიერო დიასპორის მოწინავე წარმომადგენლების მოზიდვის ხელშეწყობა;

შ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 11

1. ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;

ბ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

გ)  ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;

დ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება.

2. ქართული ენის სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
 
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი