დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017564 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის შემთხვევაში, ამავე კანონის შესაბამისად შედგენილ და სანოტარო ან სათანადო წესით დადასტურებული წესდების ასლს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადოდ დამოწმებულ ასლს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ბ.ა) სახელწოდებას; ბ.ბ) ყველა მონაწილის ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერას, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს; ბ.გ) იურიდიულ მისამართს; ბ.დ) მონაწილეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს; ბ.ე) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს); ბ.ვ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს და პირობებს; ბ.ზ) მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს; ბ.თ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ბ.ი) საქმიანობის ხანგრძლივობას; ბ.კ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს; ბ.ლ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; ბ.მ) კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა დებულებებს;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო საწარმოს/ორგანიზაციის, რომელსაც არ აქვს გავლილი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ დადასტურებულ/დამოწმებულ ასლს – იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დამფუძნებელს/წევრს წარმოადგენს ასეთი პირი;“; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ამ პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია);“; დ) მე-5 პუნქტის: დ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე; გ) დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა და დამფუძნებელთა რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ მონაცემებს არ შეიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია);“; დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში, ასევე – დოკუმენტს, რომლიდანაც ვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართის და ადგილობრივი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ;“; ე) 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე – იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება, და, არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საწარმოს მართვის ადგილის საქართველოში გადმოტანა;“; ვ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დიპლომატიური პასპორტის ასლს;“; ზ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს;“; თ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია;“. 3. დანართი №I-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართი №I-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დანართი №I-021 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას. ამასთან, გაერთიანების, ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის შემთხვევაში (გარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობისა), სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ასევე მოიცავს ამხანაგობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის მონაწილე პირების (წევრების) შესახებ მონაცემების შეცვლას.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–16 პუნქტები: „11. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს; გ) თუ სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ გაცემულ და სანოტარო წესით დადასტურებულ მინდობილობას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებულ დოკუმენტს. 12. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ და ნოტარიულად დადასტურებულ კრების (სხდომის) ოქმს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს), სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილების შესახებ ინფორმაცია. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრების (სხდომის) ოქმთან ერთად, გადასახადის გადამხდელისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე წევრთა ან მმართველობის/წარმომადგენლობის ორგანოს სხვა გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუბიექტის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას; გ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადო წესით დადასტურებულ ასლს (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში); დ) სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით ან/და იწვევს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას. 13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში); გ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს. 14. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე. 15. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) შესაბამისი ცვლილების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ წერილს. 16. თუ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ამ მუხლის 12-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ: ა) სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. 42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები