დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 646 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.023202 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2021 - 12/06/2023)
|
მუხლი 1 |
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების თანდართული ნუსხა. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.
|
|
პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხა
I. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები
|
1. საქართველოს პარლამენტი;
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო; 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი; 6. საქართველოს ეროვნული ბანკი; 7. საქართველოს პროკურატურა; 8. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი; 9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; 10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; 11. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; 12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; 13. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; 14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდული პირი – მომსახურების სააგენტო; 17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“; 18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; 19. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; 20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 21. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; 22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; 23. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 24. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური; 25. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი; 26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; 27. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 28. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 29. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა; 30. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო; 31. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; 32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; 33. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; 34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; 35. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; 36. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; 37. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 38. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 39. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; 40. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური; 41. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 42. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო; 43. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო; 44. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; 45 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 46. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; 47. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; 48. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; 49. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; 50. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; 51. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; 52. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო; 53. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; 54. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო; 55. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო; 56. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 57. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 58. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო; 59. შპს „საქაერონავიგაცია“; 60. შპს „საქართველოს ფოსტა“; 61. სს „საქართველოს რკინიგზა“.
II. მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები
1. შპს „მაგთიკომი“; 2. სს „სილქნეტი“; 3. შპს „ვიონი-საქართველო“; 4. შპს „ახალი ქსელები“; 5. შპს „დელტა-კომმი“; 6. შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპტნეტი“; 7. შპს „კავკასუს ონლაინი“; 8. შპს „სისტემ ნეტი“.
III. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები
1. სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“; 2. სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“; 3. სს „პსპ დაზღვევა“; 4. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“; 5. სს „არდი დაზღვევა“; 6. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“; 7. სს „თიბისი დაზღვევა“; 8. ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრი; 9. შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“; 10. სს „თელასი“; 11. შპს „თბილისი ენერჯი“; 12. შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“; 13. შპს „აჭარ ენერჯი-2007“; 14. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; 15. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“; 16. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო); 17. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“; 18. სს „საქართველოს ბანკი“; 19. სს „თიბისი ბანკი“; 20. სს „ლიბერთი ბანკი“; 21. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“; 22. შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“; 23. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“; 24. შპს „შავი ზღვის ტერმინალი“; 25. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“; 26. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“; 27. შპს „ჯორჯიან ეარვეის“; 28. შპს „ლასარე“; 29. შპს „თბილისი კარგო სერვისი“. |
დოკუმენტის კომენტარები