„პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.024055
222
12/06/2023
ვებგვერდი, 14/06/2023
010240010.10.003.024055
„პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2021, 010240010.10.003.023202) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის:

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;“;

) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. საქართველოს დაზვერვის სამსახური;“;

) 22- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 პუნქტი:

„221. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;“;    

) 61- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-– 71- პუნქტები:

„62. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;

63. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

64. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

65. შპს „ვარდნილჰესების კასკადი“;

66. სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“;

67. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;

68. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;

69. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

70. შპს „გარდაბნის თბოსადგური“;

71. შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 30- პუნქტი:

„30. შპს „ტავ ურბან საქართველო“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი