დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 625 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.023181 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2021 - 28/02/2022)
|
| მუხლი 1 |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა, გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი:
|
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (შესატყვისი ელექტროსადგურების მეშვეობითა და ვადით) საჯარო მომსახურებას ახორციელებენ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) მეშვეობით, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებზე კონცეფციით გათვალისწინებული საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებისთვის, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით.
2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების: ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამოქმედების შემდეგ, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორთან/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, ტარიფის დადგენის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მხრიდან ასანაზღაურებელი სახელშეკრულებო კომპენსაციის განსაზღვრის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარული გადახედვა, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით და საქართველოს მთავრობისთვის სათანადო ინფორმაციისა და წინადადებების წარმოდგენა.
|
| მუხლი 5 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილება.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები