დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის №625 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.024059 |
|
„ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის №625 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის №625 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, 300280000.10.003.023181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.“. 2. მე-2 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. შპს „ჯიფაუერმა“, არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიმართოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს აირტურბინული ელექტროსადგურის მეშვეობით ავარიულ სწრაფ რეზერვზე (სიმძლავრე 60 მეგავატი) ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაციისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მოთხოვნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები