„ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №625 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023958
125
28/03/2023
ვებგვერდი, 29/03/2023
300280000.10.003.023958
„ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №625 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2023 წლის 28 მარტი

   ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №625 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №625 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, 300280000.10.003.023181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერ-გიის მწარმოებლები (წარმოების ლიცენზიატები)

თბოელექტროსადგურის დასახელება

სიმძლავრე

(მგვტ-ში)

უზრუნველყოფის პერიოდი

1.  შპს „მტკვარი ენერჯი“

გარდაბნის

თბოელექტროსადგური,

№9 ენერგობლოკი

180

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2023 წლის 1  ივლისამდე

2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

გარდაბნის თბოელექტროსადგური

№3 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2023 წლის 1 ივლისამდე

გარდაბნის თბოელექტროსადგური

№4 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან

2023 წლის 1 ივლისამდე

3. შპს „ჯიფაუერი“

აირტურბინული ელექტროსადგური

80

2010 წლის 1 დეკემბრიდან

2011 წლის 1 სექტემბრამდე,

2012 წლის 1 აპრილიდან

2014 წლის 1 თებერვლამდე

და 2016 წლის 1 აპრილიდან

2019 წლის 4 მარტამდე

65

2011 წლის 1 მარტიდან

2012 წლის 1 აპრილამდე და

2014 წლის 1 თებერვლიდან

2016 წლის 1 აპრილამდე

60

2019 წლის 4 მარტიდან

2023 წლის 1 ივლისამდე

4. შპს „გარდაბნის თბოსადგური“

გარდაბნის თბოსადგური

162

2015 წლის 1 ნოემბრიდან

2040 წლის 1 ნოემბრამდე

5. შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“

გარდაბნის თბოსადგური 2

170

2023 წლის  1  ივლისიდან

2035 წლის 28 მარტამდე

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი