დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 28/01/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 14/02/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.09.010.005.138 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2002 - 12/06/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.09.010.005.198
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №10
2002 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.
2. საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს – ზურაბ სინატაშვილს.
3. ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებმა, ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, განსაზღვრონ საჯარო მოხელე, რომელსაც დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისწვდომობის უზრუნველყოფა.
4. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და ასლის გაცემა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-38-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.
6. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – ვლადიმერ პატარიძეს.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. მოლაშვილი
დანართი
საჯარო რეესტრი
| № | საჯარო ინფორმა-ციის დასახელება | საჯარო ინფორმა-ციის მიღების თარიღი | საჯარო ინფორმა-ციის რეესტრში შეტანის თარიღი | პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია | პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია | ინფორმაციის გაცემის თარიღი | ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებული გრიფი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები