საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111-ორგ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 21/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.20.013.010.767
111-ორგ
20/08/2007
სსმ, 118, 21/08/2008
040.150.000.20.013.010.767
საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

 

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №111-ორგ

2007 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,კ“ პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდარ­თული ფორმა.

    მუხლი 2.

კონტროლის პალატის საჯარო რეეს­ტრის წარმოება დაევალოს ადმინისტრაციული დეპარ­ტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს.

    მუხლი 3.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებმა, ბრძანების ძალა­ში შესვლიდან 15 დღის ვადაში, განსაზღვრონ სა­ჯა­­რო მოხელე, რომელსაც დაევალება პასუხისმგებ­ლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

    მუხლი 4.

კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ მირონ ჩიგოგიძეს.

    მუხლი 5.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 28 იანვრის №10 ბრძანება (სსმ III, 14.02.02.წ., №15).

    მუხლი 6.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭოლაძე

 

 

 


დანართი

საჯარო რეესტრი

 

№

საჯარო ინფორმაციის დასახელება

საჯარო

ინფორმაციის მიღების თარიღი

საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეტანის თარიღი

პირის დასახელება, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ინფორმაცია

პირი, რომელმაც მოითხოვა ინფორმაცია

ინფორმა-ციის გაცემის თარიღი

ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგე-ბელი პირი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                   

 

საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებული გრიფი