“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/09/2001
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 02/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.12.220.004.994
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
25/09/2001
სსმ, 104, 02/10/2001
290.160.000.12.220.004.994
“დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/10/2001 - 06/08/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.12.220.004.994

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №22

2001 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი” (თან ერთვის)

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი

    მუხლი 1

1. ,,დაზღვევის  (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი” შემუშავებულია ,,დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს სადაზღვევო ორგანიზაციების აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის გამოთვლისა და გამოყენების წესს.

2. აღნიშნული წესი არ გამოიყენება დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევის სახეობებში აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრისას.

    მუხლი 2

1. “დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის თანაფარდობის ნორმატივში გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) A – თავისუფალი აქტივების ნორმატიული ოდენობა; ამ ნორმატივის მიხედვით, აქტივების ფაქტიური ოდენობა არის მზღვეველის ქონება, გამოსახული ძირითად საშუალებებში, მატერიალურ ფასეულობებში, ფულად საშუალებებში და ფინანსურ დაბანდებებში. ხოლო, თავისუფალი აქტივები არის მზღვეველის ქონება, რომლებიც განთავისუფლებულნი არიან მომავალი ვალდებულებისაგან გარდა დამფუძნებლის (აქციონერების) წინაშე ვალდებულებისა. ფაქტიური თავისუფალი აქტივები გამოითვლება შევსებული საწესდებო კაპიტალის, სარეზერვო ფონდის (დამატებითი კაპიტალის), წინა წლების და მიმდინარე წლის გაუნაწილებელი მოგების სხვა და სხვა ფონდების ჯამს გამოკლებული არამატერიალური აქტივები და დაუფარავი ხარჯები. დამატებითი კაპიტალი არის მზღვეველის ქონების (გარდა იმ ქონებისა რომელიც შეძენილია სადაზღვევო რეზერვების ხარჯზე) ის ზედმეტი ნაწილი, რომელიც დაფიქსირდა ქონების გადაფასების დროს. არამატერიალური აქტივები გამოირიცხება თავისუფალი აქტივების ფაქტიური ოდენობიდან ნარჩენი საბალანსო ღირებულებით.

ბ) P – სადაზღვევო პრემია – მოქმედ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული ჯამური სადაზღვევო ბრუტო–პრემია გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შექმნაზე მიმართული თანხების, აკვიზიციური ხარჯებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით;

გ) P1- პრემიების ინდექსი;

დ) Z – ზარალების ოდენობა – მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობას დამატებული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის ოდენობა დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის)  სახეობების მიხედვით.

ე) Z1- ზარალიანობის ინდექსი;

ვ) K- შესწორების კოეფიციენტი. იგი გამოითვლება საანგარიშო წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ ანაზღაურებულ ზარალს გამოკლებული დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში) გადამზღვევის წილი ანაზღაურებულ ზარალში, შეფარდებული მთლიანად საანგარიშო წლის განმავლობაში ანაზღაურებულ ზარალზე. აღნიშნული კოეფიციენტი თუ არ არის ნაკლები 0,5 მაჩვენებელზე, მაშინ კოეფიციენტი იანგარიშება 0,5 ოდენობით.

2. შესწორების კოეფიციენტი არ გამოიყენება თავისუფალი აქტივების ნორმატივით   განსაზღვრული ოდენობის გამოთვლის დროს, თუ საანგარიშო პერიოდში მზღვეველს აქვს გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება.

    მუხლი 3

დაწესდეს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი 

AK ≥ P1 K-სა და Z1K-ს შორის მეტზე

სადაც,

P1 = (0,19P (1 მილიონ ლარზე ნაკლები პრემია) + 0,17 P(1 მილიონ ლარზე მეტი პრემია))

Z1 = (0,27Z(0,7 მილიონზე ნაკლები საშუალო სამი წლის ზარალები) + 0,24 Z (0,7 მილიონზე მეტი საშუალო სამი წლის ზარალები))

    მუხლი 4

მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს.

    მუხლი 5

1. მზღვეველს, რომლის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი შეუსაბამობამობაშია ამ წესის მოთხოვნებთან, მიეცემა მითითება არაუმეტეს 2 თვის ვადაში ამ წესით გათვალისწინებული ეკონომიკური ლიმიტის დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე.

2. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური გაატარებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.