“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 25 სექტემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებისა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.648
  • Word
36
07/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
290.160.000.24.016.009.648
“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 25 სექტემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებისა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 25 სექტემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებისა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.648

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №36

2006 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  2001 წლის 25 სექტემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2001 წლის 25 სექტემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში” (სსმ III, 2001 წ., №104, მუხლი 757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ბ) და დ) ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ბ) P (P‘) – მილიონ ლარზე ნაკლები სადაზღვევო პრემია (მილიონ ლარზე მეტი სადაზღვევო პრემია) – მოქმედ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული ჯამური სადაზღვევო ბრუტო-პრემია გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შექმნაზე მიმართული თანხების, აკვიზიციური ხარჯებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით;

დ) Z (Z‘) – 0.7 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალების ოდენობა (0.7 მილიონ ლარზე მეტი ზარალე-ბის ოდენობა) – მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობას დამატებული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის ოდენობა დაზღვევის (გარდა სიცოცხლის) სახეობების მიხედვით.

2. მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მუხლი 3.

დაწესდეს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი

A>P1K - სა და Z1K-ს შორის მეტზე

სადაც,

P1= 0,19 P + 0,17 P‘

Z1= 0,27 Z + 0,24 Z‘.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე