დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 06/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.12.220.005.449 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.12.220.005.449
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება N 15
2002 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში დამატებების შეტანის თაობაზე
I. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით მომზადებულ დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის) სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განსაზღვრის წესში (28.09.2001 ბრძანება N 22) შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ) ქვეპუნქტი:
„ზ) K1 – შესწორების კოეფიციენტი, რომელიც დაკავშირებულია მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით ნაკისრ ვალდებულებასთან.“
2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41.
K1 (შესწორების კოეფიციენტი) გამოითვლება მზღვეველის მიერ ერთი რისკის დაზღვევით (გადაზღვევის გარეშე) ნაკისრი ვალდებულებების შეფარდებით მის აქტივებთან. ეს კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 0,15-ს.“
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები