დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/09/2021 - 27/07/2023)
|
წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1012 ბრძანება (matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016262).
|
| მუხლი 3 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდების მქონე წვევამდელი, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის არ აქვს გავლილი შესაბამისი სასწავლო კურსი/პროგრამა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით დამტკიცებული სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იგზავნება 2022 წლის პირველ იანვრამდე.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი
|
მუხლი 1
წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი (გარდა გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურისა) განისაზღვრება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 2 წვევამდელის მიერ სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. მუხლი 3 ამ წესის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მისაღებ წვევამდელებზე. მუხლი 4 1. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება 18 წლის ასაკიდან, თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. 2. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება სასწავლო კურსის/პროგრამისა და სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. მუხლი 5 1. წვევამდელი, სპეციალური კონკურსის გავლამდე, იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით დამტკიცებული სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ - აკადემია) ან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. 2. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად იგზავნება ამავე დეპარტამენტში, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში მისაღები, ხოლო აკადემიაში − სამინისტროს სისტემის ყველა სხვა დანაყოფში მისაღები წვევამდელი. 3. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის დანაყოფში მიღებული წვევამდელი წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის გაგზავნას შესაბამისი სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად. 4. წვევამდელის მიერ სასწავლო კურსის/პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში დასაშვებია მისი ხელახალი წარდგენა სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად. 5. სასწავლო კურსის/პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში წვევამდელის სპეციალური წოდებით მიღების საკითხი აღარ განიხილება. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წვევამდელებზე, რომლებიც სამინისტროს სისტემაში მიღებისას, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ირიცხებიან აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან აკადემიაში გავლილი აქვთ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა/კურსი. მუხლი 6 თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წვევამდელს სპეციალური წოდება მიენიჭება შემდეგი პირობებით: ა) იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უმცროსი სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ წვევამდელს ენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება, ან უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება; ბ) იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ წვევამდელს ენიჭება „უმცროსი ლეიტენანტის“ საშუალო სპეციალური წოდება, ან უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება. მუხლი 7 სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური წვევამდელს ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება სამხედრო წოდება „რიგითი“. მუხლი 8 საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი სამხედრო ვალდებულებისადმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები