დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017378 |
50
27/07/2023
ვებგვერდი, 28/07/2023
140030000.22.034.017378
„წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის №57 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/09/2021, 140030000.22.034.017159) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის დანაყოფში მისაღები/მიღებული წვევამდელი წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის გაგზავნას შესაბამისი სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები