დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 246 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.022802 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/06/2021 - 11/01/2023)
|
მუხლი 1 |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:
ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2023 წლის 1 იანვრამდე; ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე; გ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე; დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე; ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე. |
მუხლი 2 |
ყოველი საანგარიშო წლისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის, სამსახური ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), აწვდის პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების სიას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს. |
მუხლი 3 |
1. 2021 წლისთვის, 1 ივლისიდან დაწყებული პერიოდისთვის, ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის გამოიყენება საწარმოების 2019 წლის მონაცემები.
2. სამსახურმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები