„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024772
378
04/11/2024
ვებგვერდი, 05/11/2024
300280000.10.003.024772
„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2024 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/06/2021, 300280000.10.003.022802) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს, არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, არ არის ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

1. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2026 წლის 1 იანვრამდე;

2. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე;

3. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე;

4. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  80 კვტ-ს 2028 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე;

5. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  50 კვტ-ს  2029 წლის 1 იანვრიდან  2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე