„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024382
542
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300280000.10.003.024382
„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2023 წლის 29  დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/06/2021, 300280000.10.003.022802) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ​60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს, არ წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, არ არის ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

1. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2025 წლის 1 იანვრამდე.

2. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე.

3. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე.

4. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.

5. 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2028 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი