ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022752
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
197
28/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
300160070.10.003.022752
ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/05/2021 - 13/07/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2021 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი – კინტრიშის დაცული ტერიტორიების

მენეჯმენტის გეგმა

თავი I

შესავალი


მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის მიზნები და მოქმედების ტერიტორია

1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის, რომლებიც მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალსა და კინტრიშის ეროვნულ პარკს. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უნდა განახორციელოს შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში.

მუხლი 2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს აღწერა

„კინტრიშის დაცული ტერიტორიებისს მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი. ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დამატებით ნაწილებს წარმოადგენს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარი მიზნები

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარი მიზანია კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის (მათ შორის, იქ არსებული ენდემური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების) დაცვა და შენარჩუნება. დაცვის ძირითადი ობიექტია კოლხური რელიქტური ტყე: წაბლისა და წიფლის ტყეები მარადმწვანე ქვეტყით, ასევე პონტური მუხა (Querqus pontica C.Koch), მედვედევის და მეჭეჭიანი არყი (Betula Medwedewii Regal, B. Litwinowii Doluch), უნგერნის და სმირნოვის შქერი (Rhododendron ungernii Trautv., R. smirnovii Trautv. ex Regel), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica Stev.) და სხვა.

მუხლი 4. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი

მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის №110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში − საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე, ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმის დამუშავების პროცესი მოიცავდა შემდეგ საფეხურებს (ცხრილი 1):

 

ცხრილი 1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამუშავების პროცესი

N

თარიღი

საქმიანობა

1

17-18

ოქტომბერი,

2018 წ.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, რეგიონალური საკონსულტაციო საბჭოს და დაინტერესებული მხარეების სამუშაო შეხვედრა მართვის დაგეგმვის პროცესის სამუშაო გეგმის შესათანხმებლად და ტრენინგები მართვის გეგმის დამუშავების მეთოდოლოგიის შესახებ

2

6 ნოემბერი, 2018 წ.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის შემუშავება.ზონირების რუკის პირველი ვერსიის შემუშავება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად.

3

7 ნოემბერი, 2018 წ. 

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათთან ზონირების რუკის მეორე ვერსიის განხილვა.

4

8 ნოემბერი, 2018 წ. 

ზონირების რუკის მესამე ვერსიის განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.

5

3 დეკემბერი, 2018 წ. 

სამუშაო შეხვედრა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან, მრჩეველთა რეგიონულ საბჭოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი მიზნების შემუშავება-განხილვისა და დაცული ტერიტორიების ღირებულებებზე არსებული პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის შესაფასებლად.

6

28 თებერვალი, 2019 წ.

შეხვედრა რეგიონულ მრჩეველთა საბჭოსთან, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ზონირების რუკის საბოლოო ვერსიის განსახილველად.

7

1 მარტი, 2019

შეხვედრა რეგიონულ მრჩეველთა საბჭოსთან, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროგრამების შესამუშავებლად (პირველი შეხვედრა).

8

14 მაისი, 2019

შეხვედრა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან პროგრამების შესამუშავებლად (მეორე შეხვედრა).

9

15 ნოემბერი, 2019 წ.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა.

 

მუხლი 5. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადა

მენეჯმენტის გეგმა ძალაშია მისი დამტკიცებიდან მომდევნო 9 წლის განმავლობაში, გარდა მენეჯმენტის გეგმის 39-ე-41-ე მუხლებისა და №14 და №15 დანართებისა, რომლებიც ძალაშია ახალი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე.

მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება

1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მეცხრე წლის პირველი კვარტალისა, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი II

კინტრიშის დაცული ტერიტორიების აღწერა

მუხლი 7. ადგილმდებარეობა და ტერიტორია

1. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს უკავია 13 514 ჰა, რომელიც შედგება კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალისა (3 108 ჰა) და კინტრიშის ეროვნული პარკისგან (10 406 ჰა). დაცული ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის ხეობაში შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედს შორის (დანართი 1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა). კინტრიშის ტერიტორია გარშემორტყმულია აჭარა-გურიის, ჩაქვის და ქობულეთის ქედებით. ისინი გამოყოფენ ტერიტორიას ჩოლოქის და აჭისწყალის აუზებიდან, გურიასა და შიდა აჭარისგან. კინტრიშის ხეობა შემოსაზღვრულია მთიანი ხეობებით სამი მხრიდან და ღიაა მხოლოდ დასავლეთით შავი ზღვისკენ

2. კინტრიშის დაცული ტერიტორია მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. აჭარის კიდევ ორი მუნიციპალიტეტი ესაზღვრება კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს: შუახევი აღმოსავლეთიდან და ქედა − სამხრეთიდან. კინტრიშის სამხრეთ საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილი მიჯნავს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს მტირალას ეროვნული პარკისგან. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კინტრიშის დაცულ ტერიტორიები შემოსაზღვრულია ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მიწებით (დანართი 2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების საზღვრები).

3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს უკავია 3 108 ჰა ტერიტორია და მას მართავს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. მისი ჩრდილოეთ საზღვარი მიჰყვება მდინარე აჭისწყლის ველის წყალგამყოფს. საზღვრები დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან მიჰყვება კინტრიშის ველს, ხოლო აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ჭერულის ღელეს, რომელიც ჩაედინება მდინარე კინტრიშში.

4. კინტრიშის ეროვნული პარკი იკავებს 10 406 ჰა-ს და მას მართავს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. ჩრდილოეთ საზღვარი მიჯნავს მას კინტრიშის ნაკრძალისგან და მიჰყვება კინტრიშის ველს. მისი სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრები გრძელდება აჭარა-იმერეთის ქედის გასწვრივ. ჩრდილო- დასავლეთი საზღვარი მიჰყვება ქობულეთის ქედს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი − მორვილის ქედს.

მუხლი 8. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ეროვნულ და ტრანსსაზღვრულ კონტექსტში

1. კინტრიშის დაცული ტერიტორია მიეკუთვნება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების მართვის ორ კატეგორიას: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი − კატეგორია Ia და კინტრიშის ეროვნული პარკი − კატეგორია II. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი ერთ-ერთი ნაკრძალია საქართველოში არსებულ 14 ნაკრძალს შორის, ხოლო კინტრიშის ეროვნული პარკი შედის საქართველოში არსებულ 12 ეროვნულ პარკში.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გარდა, აჭარის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება მტირალას, მაჭახელას და ქობულეთის დაცული ტერიტორიები (დანართი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა რეგიონის ფარგლებში).

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება მტირალას ეროვნულ პარკს, ქმნის რა დაცული ტერიტორიების უწყვეტ მასივს 26 212 ჰა ფართობით.

4. მაჭახელას ეროვნულ პარკთან ერთად კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი ქმნიან დაცული ტერიტორიების ქსელს, რომელიც იცავს რეგიონის კოლხურ რელიქტურ ტყეებს.

5. კინტრიშის დაცული ტეროტორიები 3 სხვა დაცულ ტერიტორიასთან ერთად (კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული.

მუხლი 9. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ისტორია

1. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წლის 22 იანვარს №506 დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქობულეთის სატყეო მეურნეობიდან კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალისთვის გამოიყო 6 000 ჰა ფართობი. 1986 წელს, საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს №202 დადგენილების მიხედვით, დამატებით 6 727 ჰა ფართობი გამოიყო მკაცრი დაცვის პირობით და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიამ შეადგინა 13 893 ჰა.

2. ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო მესამეული კოლხური ტიპის ფლორის და ფაუნის შემონახვა და შესწავლა. დაცვის მთავარ ობიექტებს წარმოადგენდა წაბლის და წიფლის ტყეები მარადმწვანე ბუჩქნარით.

3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნამდე კინტრიშის ველი მჭიდროდ იყო დასახლებული. ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოსახლეობა გადასახლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში, თუმცა სეზონურად, თბილ პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა ბრუნდებოდა და იყენებდა დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ბუნებრივ რესურსებს. იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ ტერიტორიების სეზონური გამოყენება, 2007 წელს, საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ შესაბამისად, მკაცრი დაცვის ნაკრძალის 3190 ჰა ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი და მიენიჭა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის სტატუსი (2007 წლის 22 ნოემბერი, N5486-IIს).

4. 2018 წლის 27 დეკემბერს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები (N4236-რს), რომლის საფუძველზეც შეიქმნა კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი (3 108 ჰა) და კინტრიშის ეროვნული პარკი (10 406 ჰა).

მუხლი 10. გეოლოგია და ჰიდროლოგია

1. რელიეფი − კინტრიშის დაცულ ტერიტორიები იკავებს აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედის დასავლეთ ნაწილს. რელიეფი მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ტერიტორია ხასიათდება საშუალო სიმაღლის მთებით და მდინარე კინტრიშის და მისი შენაკადების მიერ ფორმირებული ხეობებით. დაცული ტერიტორიები ზღვის დონიდან 300-2,500 მ სიმაღლეზეა გადაჭიმული. ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ნებისმიერი დახრილობის და ექსპოზიციის ფერდობები, რომელსაც ენაცვლება სანაპირო მოვაკებები. უმაღლესი წერტილი კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში არის მთა სარბიელა (2,471 მ ზღვის დონიდან). დაცული ტერიტორიების ფარგლებშია ასევე მოქცეული მთები: პერანგა (2,334მ), გვანცა (2,153 მ), კალვა (1,763 მ), ტურამი (1,379 მ) და კაპრონის სერი (1,354 მ).

2. გეოლოგიური სტრუქტურა − კინტრიშის გეოლოგია ფორმირებულია პალეოცენის, ეოცენის, ოლიგოცენის, პლიოცენის და პოსტ-პლიოცენის პერიოდების დანალექი და ცარცის და მესამეული პერიოდის ვულკანური ქანებით. უფრო ხშირად გვხვდება ბაზალტები, ანდეზიტები და სხვადასხვაგვარი ტუფები და ტუფო-ბრეკჩიები. ზერაბოსელის, ასევე, სოფელ ჭახათის შემოგარენში გავრცელებულია ბაზალტები, ფიქლები, ქვიშაქვები. სოფელ ხინოს ზემო ტერიტორიაზე დომინირებენ კირქვები.

3. ნიადაგები − ნიადაგების ვერტიკალური ზონირება დამახასიათებელია აჭარის რეგიონისათვის. კინტრიშის ხეობაში აღინიშნება შემდეგი ტიპის ნიადაგები (დანართი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ნიადაგები):

ა) წითელმიწა ნიადაგი დამახასიათებელია 600 მეტრამდე ზღვის დონიდან;

ბ) ყვითელ-ყომრალი ნიადაგები (Ocsic Cambisols გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მიხედვით) გავრცელებულია 1,000 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან;

გ) ყომრალი ნიადაგი გავრცელებულია 1,000-1,100 მ-დან 1,500-1,880 მ-მდე ზღვრებში ზღვის დონიდან და

დ) მთა-მდელოს კორდიანი და მთა-მდელოს კორდიან-ტორფნარი ნიადაგები კი დამახასიათებელია 1,800-2,600 მ ზღვის დონიდან სიმაღლეზე.

4. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ყომრალი ტიპის ნიადაგები.

5. ჰიდროლოგია

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით (დანართი 5. ჰიდროლოგიური რუკა). აქ არის მცირე და საშუალო ზომის მდინარეები. კინტრიშის წლის აუზის საერთო ფართი შეადგენს 284 კმ2, რომლის უდიდესი ნაწილი მდებარეობს დაცული ტერიტორიების ქვედა მხარეს. კინტრიშის აუზი მოიცავს მდინარე კინტრიშსა და მის შენაკადებს. მდინარე კინტრიში იწყება ზღვის დონიდან 2,400 მ სიმაღლეზე ხინოს მთიდან და უერთდება შავ ზღვას ქობულეთთან ახლოს. მისი სიგრძე შეადგენს 45 კილომეტრს. მდინარის მხოლოდ 25-კილომეტრიანი ნაწილი მიედინება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში;

ბ) მდინარე კინტრის გააჩნია ბევრი შესართავი. მდინარის ზედა მხარეს სოფელ დიდვაკესთან უერთდება ჭიდილის ღელე და წერაქვათი ღელე, შემდეგ ხენკა და კობრონის წყალი და კინკიში, ზერაბოსელთან ახლოს. სხვა, მცირე შენაკადები, მათ შორის საკირისღელე, მიზანათი ღელე, ლაშეს ღელე, წერულა, მაღალხევი, საკირეა, აბშილა და ბოლქვაძეები;

გ) ზოგიერთი მდინარე წარმოქმნის ჩანჩქერებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში. აქ არის 30 მ სიმაღლის მდინარე მისანათის ჩანჩქერი და ორსაფეხურიანი 70 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე ჩრდიალაზე. კინტიშის დაცული ტერიტორიები ასევე მდიდარია წყაროებით;

დ) მდინარეები და მცირე ღელეები ძირითადად იკვებებიან წყაროებით და ალპური და სუბ-ალპური მთებიდან თოვლი დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლებით. კოკისპირული წვიმების დროს მდინარე კინტრიშის ნაკადის დებიტმა შეიძლება მიაღწიოს 60-90 მ3/წმ-ში;

ე) კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ასევე არის ორი ტბა. ტბიყელის ტბა მდებარეობს 2,200 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ის იკვებება გრუნტის წყლებით და ატმოსფერული ნალექებით. დიდვაკის ტბაც ასევე დაცული ტერიტორიის ფარგლებშია.

მუხლი 11. კლიმატი

1. კლიმატი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე არის ტენიანი და თბილი. მაგრამ, არამარტო მისი გაშლილი მდებარეობა განაპირობებს კლიმატს დაცულ ტერიტორიებზე, არამედ შავი ზღვის სიახლოვე და ტერიტორიის კომპლექსური ოროგრაფია. კინტრიშის დაცული ტერიტორიები არის უკიდურესად ნესტიანი მისი შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის ქედს შორის მდებარეობის გამო. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვერტიკალური ზონირების შედეგია კლიმატის ვერტიკალური ზონალურობა დაცული ტერიტორიების ფარგლებში.

2. ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე, სადაც გადის შერეული კოლხური ტყეების ზედა საზღვარი, საშუალო ტემპერატურა შეადგენს 120C. ყველაზე ცივი თვეა იანვარი. საშუალო ტემპერატურა აგვისტოში არის 240C. აბსოლუტური მინიმუმი იშვიათად ჩამოდის 100C-ის ქვემოთ.

3. 500-1,000 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ზომიერად ცივი ზამთარი ხანგრძლივი თოვლის საფარით ჩვეულებრივი მოვლენაა. ზაფხული არის თბილი და ხანგრძლივი. ნალექების რაოდენობა არის 2,500 მმ-ზე მეტი. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 10-110C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა არის – 120C.

4. 1,000-1,800 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, საშუალო ტემპერატურა შეადგენს 8.5-90C. ყველაზე ცივი თვე არის იანვარი − საშუალო ტემპერატურით 0.50C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა მერყეობს – 16-170C ფარგლებში. ყველაზე თბილი თვე აგვისტოა, საშუალო ტემპერატურით 15-15.50C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 3000 მმ.

5. 1,800-2,400 მ სიმაღლის ზღვრებში ზაფხული მოკლეა და ზამთარი გრძელი. ვეგეტაციის პერიოდი გრძელდება 3.5-4.5 თვე. თოვლის საფარი გვიან გაზაფხულზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

მუხლი 12. ლანდშაფტები და ბუნებრივი გარემო

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები შემდეგნაირია (დანართი 6. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები):

ა) მთისწინეთის ბორცვიანი ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი კოლხურ ტყეებთან ერთად;

ბ) ქვედა მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი კოლხური ჰემიჰილეებით;

გ) საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარი და წიფლნარ-წაბლნარი ტყეებით, მარადმწვანე ქვეტყით ზოგან შქერიანით (Rhododendron ponticum L.);

დ) საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვიანებითა და მუქიწვიანებით (აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი), მარადმწვანე ქვეტყით;

ე) ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული ლანდშაფტები: დაჭაობებული უბნები და ჭალის ლანდშაფტების არეალები არყის ხის, ზოგან ფიჭვის (კავკასიური ფიჭვის, კოხის ფიჭვის) ტყეებითა და პონტოური მუხის დაბალტანიანი ტყეებით;

ვ) მაღალი მთის დენუდაციური და პალეოგლაციალური ლანდშაფტი მაღალბალახოვანი და ხშირბალახოვანი მდელოების კომპლექსით, ბუჩქნარებითა და ტანბრეცილი ტყეებით (წიფლისა და არყის ხის);

ზ) ზედა მთის ეროზიულ-დენუდაციური, იშვიათად პალეოგლაციალური ლანდშაფტი და ჭალის ლანდშაფტის არეალები.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიის მცენარეული საფარი საქართველოს მცენარეულობის ზონირების მიხედვით განეკუთვნება დასავლეთ კავკასიურ-კოლხურ ტიპს (ზაზანაშვილი და სხვ., 2000) და ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით. ტერიტორიის ფარგლებში გვხვდება ტენიანი თერმოფილური კოლხური ფართოფოთლოვანი ტყის ზონა, ტენიანი წიფლის ტყის ზონა, შერეული ტენიანი წიწვოვანი ტყის ზონა, სუბ-ალპური ტანბრეცილი ტყის და სუბ-ალპური მდელოები ზონები. ვერტიკალური ზონირებისდა მიხედვით აღსანიშნავია შემდეგი ჰაბიტატები:

ა) ტენიანი თერმოფილური კოლხური ფართოფოთლოვანი ტყე გვხვდება ზღვის დონიდან 100-1,200 მ ფარგლებში და გააჩნია 2 ქვე-ზონა: შერეული ფართოფოთლოვანი ტყის ზოლი და წაბლის ტყის ზოლი. შერეული ფართოფოთლოვანი ტყე გვხვდება 500 მ სიმაღლემდე, მაშინ, როდესაც წაბლის ტყის ზოლი გადაჭიმულია 500-1,100 მ სიმაღლეზე. შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები შედგება 14-20 მ სიმაღლის სახეობებისგან, რომელთა შორისაა აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), კავკასიური ცაცხვი (Tilia begoniifolia Stev (Tilia caucasica Rupr.)), წაბლი (Castanea sativa Mill) და სხვ. და ქვეტყე − 4-12 მ სიმაღლის ხეები და ბუჩქნარი, ძირითადად თხილი (Corylus avellana Linne), ხეჭრელი (Frangula alnus Mill), ჩვეულებრივი ძახველი (Viburnum opulus Linne), ანწლი (Sambucus nigra Linne), etc.) და 2-3 მ სიმაღლის მარადმწვანე და ფართოფოთლოვანი ბუჩქნარი, როგორებიც არის შქერი (Rhododendron ponticum Linne), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), იელი (Rhododendron luteum Sweet), ხისმაგვარი შტოში (Vaccinium arctostaphylos Linne), და უფრო იშვიათი ევროპული ჭანჭყატი (Euonymus leiophlea L.). ლიანები, როგორიცაა კოლხური სურო (Hedera colchica C.Koch), კატაბარდა (Clematis vitalba Linne), სვია (Humulus lupulus Linne), მაკრატელა (Periploca graeca Linné), ცხრატყავა (Lonicera caprifolium Linne) რომლებიც ტიპიურია შერეული კოლხური ტყისთვის. აქ აგრეთვე გვხვდება ბალახოვანი მცენარეულობა.

ბ) წაბლის ტყეები გავრცელებულია 500 და 1,000-1,100 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და დომინირებს ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) და აღმოსავლეთის წიფელი (Fagus orientalis Lipsky) ძირითადად. გარდა ამისა, გვხვდება შემდეგი სახეობები: კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), მურყანი (Alnus barbata C.A. Mey)კავკასიური ცაცხვი (Tilia caucasica Rupr., Tilia begoniifolia Stev (Tilia caucasica)), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), შიშველი თელადუმა (Ulmus scabra Mill. (Syn – Ulmus grabla). ქვედა იარუსი შედგება კოლხური ქვეტყისგან ბუჩქნართან ერთად (დეკას, მოცვს და სხვა). ლიანებიდან აქ გვხვდება კოლხური სურო (Hedera colchica C. Koch), კატაბარდა (Clematis vitalba Linne), სვია (Humulus lupulus Linne), მაკრატელა (Periploca graeca Linne).

გ) წიფლის ტყის სარტყელი გავრცელებულია 1,000-2,100 მ სიმაღლეზე. აღმოსავლურ წიფელთან ერთად (Fagus orientalis Lipsky) ქვედა საზღვარში გავრცელებულია ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica Grossh), კავკასიური ცაცხვი (Tilia caucasica), და კოლხური ქვეტყე, რომელიც შედგება იელის (Rhododendron ponticum Linne), ხისმაგვარი შტოშის (Vaccinium arctostaphylos Linne), იელი (Rhododendron luteum Sweet), პონტოს შქერი (Rhododendron ponticum L.), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii L.), კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum Pall.), და სხვა სახეობებისგან. ზედა საზღვარზე შესაძლოა აღმოსავლური წიფელი და კავკასიური (ნორდმანის) სოჭის ცალკეულ სახეობებთან (Abies nordmanniana (Stev.) Spach) და აღმოსავლურ ნაძვთან (Picea orientalis (L.) Peterm) ერთად იყოს წარმოდგენილი.

დ) წიწვოვანი ტყეები გვხვდება 1,800-2,100 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი წარმოდგენილია კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana (Stev.) Spach), აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis (L.) Peterm) და აღმოსავლურ წიფელის (Fagus orientalis Lipsky) ტყეებით კოლხურ ქვეტყესთან ერთად.

ე) სუბალპური ტანბრეცილი ტყე, ბუჩქნარი და სუბალპური მდელოები გავრცელებულია 1,800-2,400 მ სიმაღლეზე. აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis Lipsky) ტიპიურ ტანბრეცილ ტყეებთან ერთად გვხვდება მეჭეჭიანი არყი, ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii Doluch), ასევე ენდემური და რელიქტური სახეობები: მედვედევის არყი (Betula medwedewii Regal), პონტოს მუხა (Quercus pontica C.Koch), ხეჭრელი (Rhamnus imeretina Booth), მთის მოცხარი (Ribes biebersteinii Berland). ბუჩქნარიანი ქვეტყე მდიდარია მცენარეული სახეობებით, მათ შორის დეკა (Rhododendron caucasicum Pall), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), დაფნა (Daphne albowviana Linne), და სხვ. მაღალი ბალახოვანი მცენარეულობიდან − გუგულის სელი (Polystichum lobatum (Huds.) C. Presl.), ირმის ენა (Phyllitis scolopendrium (L.) Newman), მედვედევის ისლი (Carex medwedewii Leskov), ისლურა (Luzula pseudosudetica V.Krecz), კესანე (Myosotis amoena Ruprand others) არის წარმოდგენილი აქ. კოლხური დეკიანები წარმოდგენილია დეკას (Rhododendron caucasicum Pall) დამოუკიდებელი სახეობებით ჩრდილო და დასავლეთ ფერდობებზე.

ვ) სუბალპურ მდელოებზე გვხვდება მაღალი ბალახოვანი მცენარეულობა და შედგება სამი ძირითადი − მარცვლოვანი კულტურების, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი და ნაირბალახოვანი მდელოებისგან. ყვითელთავთავა (Anthoxanthum odoratum Linne), მახრჩობელა (Deschampsia caespitosa (L.) P. Beauv.), ოქროშვრია (Trisetum flavescens Linne), ტიმოთეს ბალახის (Phleum alpinum Linne, Ph. Nodosum. Linne) სახეობები, ალპური ლურჯი ბალახი (Poa supina Schrad., P. Alpina Linne), ველის წივანა (Festuca supina Schur.), ანემონი(Anemone fasciculata Linne), ბეტონიკა (Betonica grandiflora), კავკასიური კულმუხო (Inula glandulosa Lamand) ტიპიურია 2,200-2,400 სიმაღლეზე მდებარე მინდვრებისთვის.

ზ) ნაშალ-ღორღიანებისთვის დამახასიათებელია მარწყვბალახი (Potentilla brachypetala Fisch. & C.A.Mey. ex Lehm), ქოთანა (Silene physocalyx Ledeb.), პაედოროტელა (Paederotella pontica Rupr/ex Boiss), პონტოს მუზარადა (Scutellaria pontica C.Koch), ფხიჯები (Saxifraga repanda WilldexSternb), და დიყი (Heracleum albovii Manden).

თ) კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს ჰაბიტატებს, რომლებიც ითვლება ზურმუხტის ქსელის ნაწილად. ეს არის მაღალ პრიორიტეტული ტერიტორიების ქსელი, რომელიც ითვალისწინებს პან-ევროპული ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნებას, რომელიც 1998 წელს დაიწყო ევროპის საბჭოს მიერ როგორც მათი სამუშაოს ნაწილი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია). კინტრიშის დაცული ტერიტორიები თავისი სრული ფართობით (13,437ჰა) ოფიციალურად წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის საიტს (ნოემბერი, 2018), რეგისტრაციის ნომრით GE0000014 –Kintrishi (დანართი 7: ზურმუხტის ქსელის ადგილები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე).

3. წიფლის ტყის მასივები, ოლიგოტროფული ტენიანი საძოვრები, ბალკანო-პონტოს ნაძვნარები, კავკასიური ნაძვის ტყეები, ტენიანი საძოვარი სავარგულები კინტრიშის დაცულ ტერიტორიების ზურმუხტის ქსელის შემადგენელი ჰაბიტატებია.

მუხლი 13. ბიომრავალფეროვნება

1. ფლორა და მცენარეულობა

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორა მდიდარია სხავადასხვა სახეობებით. აჭარის ფლორის თითქმის ნახევარი (48.72%) გვხვდება აქ. 895 ჭურჭელბოჭკოვანი მცენარე არის აღწერილი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე (დანართი 8. სახეობების ჩამონათვალი). კინტრიში წარმოადგენს მესამეული პერიოდის თერმოფილური წარმომადგენლების ერთ-ერთ თავშესაფარს, რომლებიც შემორჩნენ გამყინვარების ეპოქიდან. ამ რაიონში თავმოყრილია რელიქტური და ენდემური სახეობები.

ბ) კინტრიშის ტერიტორიაზე არსებული ფლორის სახეობები გაერთიანებულია 116 ოჯახში. სასიცოცხლო ფორმების მიხედვით აქ არის 36 სახის ხე (აჭარის ველური ბუნების ველურად ზრდადი ხეების 63%), 55 სახის ბუჩქი (78%), 19 სახეობა, რომელიც იზრდება ხის ან ბუჩქის სახით (50%), 5 სახის ხვიარა მცენარე (46%) და 591 სახის ბალახოვანი მცენარე (35.6%). არაადგილობრივი ფლორა წარმოდგენილია 43 სახეობით (აჭარის ფლორის არაადგილობრივი სახეობების 18%).

გ) საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ კანონის (2006) შესაბამისად 13 სახეობა დაცულია (აჭარის ფლორის სახეობების 61.9% დაცულია წითელი წიგნით); მცენარეების 193 სახეობა რეკომენდებულია კავკასიის წითელ ნუსხაში შესატანად (მცენარეთა საერთო რაოდენობიდან 69.4% რეკომენდებულია წითელ წიგნში შესატანად). 7 სახეობა დგას გადაშენების საფრთხის წინაშე IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით.

დ) კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკორატიული მცენარეების 153 სახეობა, სამკურნალო მცენარეების 144 სახეობა, საკვები 91 სახეობის მცენარე. აჭარის რეგიონის ველური მცენარეულობის 78.1% გამოიყენება ტრადიციულ დეკორატიულ მებაღეობაში და ლანდშაფტურ დიზაინში, ხოლო აჭარის რეგიონის ველური მცენარეულობის 100% გამოიყენება ტრადიციულ კულინარიაში.

2. მცენარეთა ენდემური და რელიქტური სახეობები და საქართველოს „წითელ წიგნში“ ან/და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელი წიგნში შეტანილი მცენარეთა სახეობები:

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიები უაღრესად მდიდარია ენდემური სახეობებით. 895 ჭურჭელბოჭკოვანი სახეობის გარდა, 144 სახეობა არის ენდემური, რომელიც შეადგენს აჭარის ენდემური ფლორის 66.5%-ს. 64 სახეობა არის ენდემური კავკასიისთვის, 17 − საქართველოსთვის, 54 არის კოლხური ენდემი და 9 მიეკუთვნება აჭარა-ლაზეთის ენდემურ ჯგუფს. ენდემური სახეობების ჩამონათვალი მოყვანილია დანართში 8.

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიები ცნობილია რელიქტური მცენარეული სახეობების მრავალფეროვნებით. მესამეული თერმოფილური სახეობები ტიპიურია ამ რეგიონისთვის. ზოგიერთი რელიქტური სახეობების სია წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

 

ცხრილი 2. რელიქტური სახეობები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში

 სახეობები

1

უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii Trautv.)

2

აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky)

3

ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill

4

ჩვეულებრივი კაკალი (Juglans regia L.)

5

იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev)

6

თელა − შიშველი თელადუმა (Ulmus glabra Huds.)

7

კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica Stev.)

8

კოლხური ლეღვი (Ficus carica L.)

9

კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.)

 

3. 36-მდე სახეობა ითვლება გადაშენების საფრთხის ქვეშ გლობალურად ან ეროვნული მასშტაბით, ან შეტანილია როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის საქართველოს ენდემური მცენარეების წითელი წიგნის მიხედვით. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები მოყვანილია ცხრილში 3, ქვემოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე ხვდება უთხოვარის (Taxus baccata L.) ცალკე მდგომი კორომები.

 

ცხრილი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობები

სახეობები

კინტრიში

გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეების IUCN-ის წითელი ნუსხა

კავკასიური ენდემური სახეობების წითელი ნუსხა (2013)

საქართველოს წითელი ნუსხა (2014)

1

Arafoe aromatica M.Pimen. & Lavrova (არაფოე)

1

 

VU B1ab(ii)+2ab(ii)

 

2

Astragalus doluchanovii Manden.* (გლერძი)

1

 

VU D2

 

3

Betula medwediewii Regel*(მედვედევის არყი)

1

DD (2014)

VU B1ab(iii,v)

VU

4

Buxus colchica Pojark. (კოლხური ბზა)

1

LR/NT (1998)

 

VU

5

Castanea sativa Mill. (ჩვეულებრივი წაბლი)

1

LC (2017)

 

VU

6

Cerastium oreades Schischk.(პირთეთრა)

1

 

NT

 

7

Chaerophyllum astrantiae Boiss.& Bal. (ღიმი)

1

NT (2008)

NT

 

8

Dactylorhiza euxina (Nevski) Czerep.(ორქიდეა)

1

NT (2008)

   

9

Daphne albowiana Woronow ex Pobed. (ალბოვის მაჯაღვერი)

1

 

EN B2ab(iii)

EN

10

Epimedium colchicum (Boiss.) Trautv.* (კოლხური ჩიტიწვივა)

1

 

NT

 

11

Galanthus krasnovii A. Khokhr.* (თეთრყვავილა)

1

 

EN B2ab(iii,v)

 

12

Grossheimia polyphylla (Ledeb.) Holub.* (მრავალფოთოლა ხახვისთავა)

1

 

NT

 

13

Juglans regia L. (კაკლის ხე)

1

LC (2017)

 

VU

14

Laserpitium affine Ledeb.* (მსგავსი ლაზერპიციუმი)

1

 

EN B1ab(iii)+2ab(iii)

 

15

Laurus nobilis L. (კეთილშობილი დაფნა)

1

LC (2017)

 

VU

16

Myosotis lazica M.Pop.* (ლაზური კესანე)

1

NT (2008)

NT

 

17

Onobrychis meschetica Grossh. (მესხეთის ესპარცეტი)

1

NT (2008)

NT

 

18

Oxytropis lazica Boiss.

1

 

NT

 

19

Onobrychis kemulariae Chinth. (კემულარიას ესპარცეტი)

1

 

VU D2

 

20

Paederotella pontica (Rupr.exBoss.) Kem-Nath.* გიტარისფოთოლა თავყვითელა 

1

 

VU B2ac(ii)

 

21

Paeonia macrophylla (Albov) Lomak.* ./დიდფოთოლა იორდასალამი

1

 

VU B1ab(iii,v)

 

22

Psephellus adjaricus (Albov) Grossh.* /აჭარული ფსეფელუსი/

1

CR B2ab(iii,v) (2008)

CR B2ab(iii,v)

 

23

Quercus hartwissiana Steven (ჰართვისის მუხა)

 

DD (2017)

 

VU

24

Quercus imeretina Steven ex Woronow* (იმერული მუხა)

1

 

VU B2ab(iii)

VU

25

Quercus pontica K.Koch*(პონტოს მუხა)

1

 

VU B2ab(iii)

VU

26

Ranunculus vermirrhizus Khokhr. (ბაია)

1

 

CR B1ab(i,ii,iii)+2ab(i,ii,iii)

 

27

Rhododendron ungernii Trautv.* (უნგერნის შქერი)

1

 

VU B1ab(iii)

VU

28

Senecio pandurifolius C.Koch

1

 

NT

 

29

Salix kikodseae Goerz* (ქიქოძის ტირიფი)

1

 

VU

VU

30

Scabiosa adzharica Schchian.* (აჭარული ფოლიო)

1

EN B1ab(iii)+2ab(iii) (2008)

EN B1ab(iii)+2ab(iii)

 

31

Staphylea colchica Steven* (კოლხური ჯონჯოლი)

1

 

VU A2c; B1ab(iii)+2ab(iii)

VU

32

Swida koenigii (C.K. Schneid.) Pojark. ex Grossh.*

1

 

VU B2ab(iii)

 

33

Tripleurospermum szowitzii (DC.) Pobed.

1

 

VU D2

 

34

Ulmus glabra Huds. (შიშველი თელადუმა)

1

DD (2017)

 

EN

35

Verbascum adzharicum Gritzenko (აჭარული ქერიფქლა)

1

 

VU D2

 

36

Viola orthoceras Ledeb.* (სწორრქიანი ია)

1

 

VU B1ab(iii)+2ab(iii)

 

 

4. ფაუნა, მათ შორის ეროვნულ ან გლობალურ დონეზე გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები:

ა) ფაუნის შესახებ მონაცემები საჭიროებს განახლებას და შემდგომ კვლევებს. არსებული მონაცემებით, ძუძუმწოვრების 38 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. (დანართი 9. ძუძუმწოვართა ჩამონათვალი). აღნიშნული 38 სახეობიდან 5- საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. 3 მათგანი მოწყვლადია: სამხრეთული ცხვირნალა (Rhinolophus euryale), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus) და წავი (Lutra lutra). ორი სახეობა იმყოფება გადაშენების საფრთხის წინაშე: მურა დათვი (Ursus arctos) და არჩვი (Rupicapra rupicapra); ერთი სახეობა − ფოცხვერი (Lynx Lynx) კრიტიკულად გადაშენების საფრთხის ქვეშაა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული სახეობები რომლებიც ითვლება გადაშენების საფრთხის წინაშე როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, მოყვანილია ცხრილი 4-ში.

ცხრილი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ძუძუმწოვრები

ჩვეულებივი დასახელება

ლათინური დასახელება

კავკასიური ენდემური

საქართველოს წითელი ნუსხა

IUCN-ის წითელი ნუსხა

ფოცხვერი

Lynx lynx

 

CR

LC

პრომეთეს მემინდვრია

Prometheomys schaposchnikovi

   ü

VU

NT

არჩვი

Rupicapra rupicapra

 

EN

LC

კავკასიური ციყვი

Sciurus anomalus

   ü

VU

LC

მურა დათვი

Ursus arctos

 

EN

LC

 

5. ფრინველთა 147 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად 147 სახეობიდან 43 წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში მუდმივ მაცხოვრებელს და ისინი ბუდობენ კვლევის რაიონის ფარგლებში. კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), და ჭოტი (Aegolius funereus) მიეკუთვნებიან წლის განმავლობაში მცხოვრებ ბინადართ და არიან საქართველოს წითელ ნუსხის ჩამონათვალში, როგორც მოწყვლადი სახეობები. სხვადასხვა კვლევების თანახმად 35 სახეობა ბუდობს კინტრიშის დაცული ტერიტორიის ფარგლებში და არ იმყოფება აქ სხვა სეზონზე. 59 სახეობა არის მიგრანტი სახეობა და ზამთრობით სტუმრობს ტერიტორიას. მაგალითად მცირე კირკიტა (Falco naumanni) და თვალშავი (Falco vespertinus) არიან გადაშენების საფრთხის ქვეშ საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით, ხოლო კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius) მოწყვლადი სახეობაა. ისინი არ არიან კინტრიშის დაცული ტერიტორიების მუდმივი ბინადრნი და მხოლოდ სტუმრობენ მას. 10 სახეობა არის მოხეტიალე და მხოლოდ რამდენჯერმე მოხდა მათი დაფიქსირება ამ ტერიტორიაზე (დანართი 10. ფრინველების ჩამონათვალი). სულ საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფრინველების 16 სახეობა. ამავე დროს 8 მათგანი არის შეტანილი IUCN-ის წითელ ნუსხაში: ორი სახეობა საფრთხის ქვეშაა, ორია მოწყვლადი და ორი − გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი (ცხრილი 5). 

ცხრილი 5. გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ და გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე

Species

IUCN

Red List

1

ფასკუნჯი

Neophron percnopterus

EN

2

გავაზი

Falco cherrug

EN

3

დადი მყივანი არწივი

Clanga clanga (formerly Aquila clanga)

VU

4

ბექობის არწივი

Aquila heliacal

VU

5

სვავი

Aegypius monachus

NT

6

თვალშავი

Falco vespertinus

NT

7

კრავიჭამია

Gypaetus barbatus

NT

8

კავკასიური როჭო

Lyrurus mlokosiewiczi (Tetrao mlokosiewiczi)

NT

 

6. რეპტილიები: რეპტილიების 9 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. მათ შორის მიჩნეულია, რომ კავკასიური გველგესლას (Vipera kaznakovi) ემუქრება გაქრობა, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში.დიდთავიანი წყლის გველი (Natrix megalocephala) IUCN-ის წითელ ნუსხაში აღნიშნულია, როგორც მოწყვლადი სახეობა (დანართი 11 რეპტილიების და ამფიბიების ნუსხა).

7. ამფიბიები: ამფიბიების 8 სახეობაა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. ხუთი მათგანი ითვლება კავკასიის ენდემურ სახეობად. მათ შორის ერთი სახეობა, კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) არის მოწყვლადი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით. ორი მათგანი, ჩრდილოეთის მცირეაზიური ტრიტონი (Trituturus bittatus (Ommatotriton ophryticus) და კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი სახეობა (დანართი 11 რეპტილიების და ამფიბიების ნუსხა).

8. ლიტერატურული მონაცემების თანახმად თევზების 15 სახეობა იქნა აღწერილი მდინარე კინტრიშში. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში მხოლოდ 3 სახეობა გვხვდება: ტრანსკავკასიური ფრიტა (Alburnoides fasciatus), შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax) და მდინარის კალმახი (Salmo trutta fario). თევზის სახეობების ჩამონათვალი საჭიროებს განახლებას და გადამოწმებას.

9. უხერხემლოები: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე უხერხემლოთა მრავალფეროვანი სახეობა ბინადრობს. ობობასმაგვართა დაახლოებით 45 სახეობა, 15 სახეობის ჭრიჭინა, 10 სახეობის კალია არის შემჩნეული კდტ-ში. კდტ მდიდარია პეპლების სახეობებით, მხოლოდ ერთი, ნიმფალიდების (Nymhalidae) ოჯახი წარმოდგენილია 30 სახეობით. ფუტკრის 15-ზე მეტი სახეობა ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე რომლებიც მოიცავს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს, როგორიცაა იისფერი კელა დურგალი (Xylocopa violacea). აქ ბინადრობს ასევე კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana), 44 ადგილობრივი და რეგიონისთვის დამახასიათებელი მოლუსკი, ასევე კიბოსნაირები, მათ შორის კოლხური ფართოფეხა კიბო (Astacus colchicus).

10. ხერხემლიანთა რელიქტური და ენდემური სახეობები: კინტრიშის დაცული ტერიტორია მდიდარია ენდემური სახეობებით. ძუძუმწოვრების 12 სახეობა, ფრინველების 3 სახეობა, რეპტილიების 5 და ამფიბიების 5 სახეობა − ამას დამატებული უცნობი, მაგრამ სავარაუდოდ ენდემურ და რელიქტურ უხერხემლოთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ითვლებიან ენდემურად კავკასიისთვის ან საქართველოსთვის (მაგ., კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana)) (დანართი 12-ში წარმოდგენილია ენდემურ სახეობათა ნუსხა).

11. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი ფასეულობები

ა) კოლხური შერეული ტყე თავისი ფლორით და ფაუნით: პოლიდომინანტური და წიფელი-წაბლის ტყეები მარადმწვანე ქვეტყესთან ერთად. ისინი შედგება რელიქტური, ენდემური და გლობალური და საქართველოს მასშტაბით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისგან. გავრცელებულ სახეობებს მიეკუთვნება აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), წაბლი(Castanea sativa Mill) და სხვა მრავალი. ქვეტყეს ქმნის კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.), შქერი (Rhododendron ponticum L.), ბაძგი (Ilex colchica Pojark.), და სხვ. მათი გავრცელების არეალი ასევე წარმოადგენს თავშესაფარს არა მარტო ისეთი ენდემური და რელიქტური სახეობებისთვის, როგორებიც არის ჩვეულებრივიკაკალი (Juglans regia L), პონტოს მუხა (Quercus pontica C.Koch), ჩვეულებრივი უთხოვარი (Taxus baccata L.), არამედ სხვა სახეობებისთვისაც.

ბ) ფოთლოვანი ტყეები, ერთეული წიწვოვანი სახეობებით (შერეული წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეები) თავისი ფლორით და ფაუნით. ეს ტყეები გავრცელებულია 1,800 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და მისი ძირითადი წარმომადგენლებია აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), კავკასიური სოჭი (Abies nordmaniana (Stev.) Spach).

გ) სუბალპური ტანბრეცილიი ტყე და მდელობეი: არეალი, სადაც საქართველოს ენდემური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხის სახეობები გვხვდება, მათ შორის არყის ხის კორომები, მედვედევის არყის ხის (Betula medwedewii Regel) დომინირებით და დეკიანები.

დ) კინტრიშის მდინარეები/ღელეები/ტბები: ისინი წარმოადგენენ საარსებო გარემოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ თევზების სახეობებისთვის, ისეთი როგორიცაა მდინარის კალმახი (Salmo trutta fario) და წარსულში შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax). შავი ზღვის ორაგული, წარუსულში საქვირითოდ ამოდიოდა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, თუმცა ბოლო პერიოდში ეს სახეობა აღარ დაფიქსირებულა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში. ტბები თავშესაფარს წარმოადგენს მცირეაზიური ტრიტონისთვის (Ommatotriton ophryticus) და მდიდარია უხერხემლოთა სახეობებით.

ე) ენდემური და გლობალურად და ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი მცენარეული სახეობები (მაგ. კოლხური ბზა(Buxus colchica Pojark), რომლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა; აღნიშნული სახეობა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადია და ითვლება გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფ სახეობად IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით).

12. მტაცებლები: აღნიშნული მოიცავს მურა დათვს (Ursus arctos) - გადაშენების საფრთხის წინაშე სტატუსით, ფოცხვერს (Lynx lynx) - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე, და წავს (Lutra lutra) - მოწყვლადი, რომლებიც ეროვნული მასშტაბით იმყოფებიან გადაშენების საფრთხის ქვეშ. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის საფარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და მტკიცე საარსებო გარემოს წარმოადგენს ფოცხვერისთვის.

13. არჩვი (Rupicapra rupicapra) გვხვდება კინტრიშის სუბალპურ ზოლში; ემუქრება გაქრობის საფრთხე. არჩვი განეკუთვნება შედარებით მცირე და განსაკუთრებულად გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ მცირე კავკასიონის პოპულაციას, რომელიც წინაპირობას წარმოადგენს მისი მთავარი ღირებულების კატეგორიაში შეტანას.

14. ენდემური და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველები: ამ ჯგუფში შედის ისეთი სახეობები, როგორიც არის ეროვნული თვალთახედვით მოწყვლადი და გლობალურად გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ისევე როგორც ტყის ტიპიური ფრინველები. კავკასიური როჭო წარმოადგენს ძირითად ფასეულობას, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მცირე კავკასიის პოპულაცია იზოლირებულია და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დიდი კავკასიონის პოპულაციას. 

15. ენდემური ჰერპეტოფაუნა: წარმომადგენლებია კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) და სხვ. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს აღნიშნული სახეობების შენარჩუნებისთვის. კავკასიური სალამანდრას პოპულაციები კინტრიშისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე გენეტიკურად იმდენად განსხვავდებიან აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული პოპულაციებისგან, რომ შესაძლებელია კრიპტულ სახეობადაც იქნას მიჩნეული.

16. უხერხემლოები: კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდიდარია ენდემური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით. ასე მაგალითად: კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana), 44 ადგილობრივი და რეგიონისთვის დამახასიათებელი მოლუსკი, ასევე კიბოსნაირები, მათ შორის კოლხური ფართოფეხა კიბო (Astacus colchicus).

მუხლი 14. მეცნიერება და განათლება

1. წარსულში კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებულია მთელი რიგი სამეცნიერო კვლევებისა. ამავდროულად, აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს გააჩნია საკმაოდ მაღალი პოტენციალი სამომავლოდ სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგისთვის. პრიორიტეტულია კოლხური ფლორის, ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, გლობალური გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი, რელიქტური და ენდემური სახეობების კვლევა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ასევე საყურადღებოა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გამო (უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია მე-16 მუხლში).

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის ძირითად ჯგუფები უფრო მრავალმხრივად უნდა იქნეს შესწავლილი. უნდა ჩატარდეს ტყის ინვენტარიზაცია.

3. კინტრიში არის საინტერესო კულტურული და ისტორიული ძეგლების გამო (დანართი 13).

4. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, ადმინისტრაცია მუშაობს 39 საჯარო სკოლასთან, ერთ საჯარო კოლეჯთან − "ახალი ტალღა" და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, 39 სასწავლო დაწესებულებაში ჩატარდა სემინარები, მათ შორის სკოლებში, კოლეჯში და უნივერსიტეტში და მონაწილეობა მიიღო 1,498 სკოლის მოსწავლემ, 163 პედაგოგმა, 22 მოსწავლემ და 375 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

5. კინტრიშის ადმინისტრაცია დაცულ ტერიტორიებზე მასპინძლობს ექსკურსიებს, ორგანიზებას უწევს დასუფთავების ღონისძიებებსა და ეკობანაკებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ასევე ორგანიზებულ იქნა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის თამაშები. 2016 წელს ქობულეთის ორი სკოლიდან კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს ეწვია 46 სკოლის მოსწავლე. 2016-2017 წლებში რვა სკოლისთვის იქნა ორგანიზებული თამაშები "რა, სად, როდის“. მთელ რიგი ღონისძიებები ტარდება მწვანე კალენდრის მიხედვით, მაგალითად, 2016 წელს ოჩხამურის საჯარო სკოლის 35 სკოლის მოსწავლე და 5 პედაგოგი ჩართული იყო ხეების დარგვის ღონისძიებაში, რომელიც „ტყის საერთაშორისო დღეს“ მიეძღვნა. 2018 წელს, ამავე დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 24 სკოლის მოსწავლემ და 3 პედაგოგმა. ეროვნული პარკებისა და ნაკრძალებისადმი მიძღვნილ დღეს, დასუფთავების პროცესში 30 სკოლის მოსწავლე და 4 მასწავლებელი ჩაერთო.

6. 35 სკოლის დირექტორი წიგნის „ყველაფერი დაცული ტერიტორიების შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო. ეს წიგნი სოფელ ჭახათში სკოლის 30 მოსწავლესა და 3 პედაგოგს გადაეცა საჩუქრად.

მუხლი 15. მიწის საკუთრება და მიწათსარგებლობა

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მეშვეობით ახორციელებს მის მართვას.

2. კინტრიშის ხეობაში არ არის განხორციელებული მიწის რეგისტრაცია. მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაცია ინახება საყოფაცხოვრებო რეესტრის წიგნებში. მხოლოდ მიწის 3 ნაკვეთია რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (სრეს).

3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში დასაშვები იყო ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. დაცული ლანდშაფტის ზოგიერთ მიწას იყენებდნენ ადგილობრივი თემები კულტივირებისთვის, საქონლის საძოვრად და გადაადგილებისთვის.

მუხლი 16. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა

1. კინტრიშის ხეობა არის ისტორიული აჭარის რეგიონის ნაწილი. კინტრიშის ხეობა შესწავლილია სხვადასხვა მეცნიერების მიერ 1873 წლიდან. 1944 წელს სოფელ ხუცუბანში გათხრებმა აღმოაჩინა ბრინჯაოს იარაღები და ინსტრუმენტები. სოფელ კოხში მოგვიანებით იპოვეს თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს მუზარადი. ორივე არტეფაქტი ძვ.წ. IX-II საუკუნეს ეკუთვნის.

2. კინტრიშში დაფიქსირებულია 30-მდე კულტურული ძეგლი და ნასახლარი (დანართი 13. კულტურული ძეგლების და ნასახლარების სია). ხეობა ცნობილია თავისი თაღოვანი ხიდებით, რომლებიც მე -12 საუკუნეში აშენდა. ხეობებში ტიპიურია ასევე ეკლესიებისა და სალოცავების ნარჩენები.

მუხლი 17. ეკოტურიზმი  

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის შენობა მთელი წლის განმავლობაში ღიაა ვიზიტორთათვის, აქ შესაძლებელია ეკოტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანგარიშსწორება და ტურისტული ღჭურვილობის დაქირავება.სტუმრებს რეგისტრაციის დროს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში (ქ. ქობულეთი) ან უშუალოდ დაცული ტერიტორიების შესასვლელში ,რეინჯერთა სადგურში (ინტეგრირებული ტურისტულ თავშესაფართან, ცხემვანი) მიეწოდებთ საჭირო ინფორმაცია ვიზიტორთა ქცევის წესების და ვალდებულებების შესახებ, ასევე გადაუდებელი დახმარების სერვისთან დაკავშირებული საკონტაქტო ინფორმაცია. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტურისტული ბილიკები იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან მოშორებით.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა:

ა) ვიზიტორთა ცენტრი ქ. ქობულეთში − ინტეგრირებულია ქობულეთის დაცული ტერიორიების ვიზიტორთა ცენტრთან

ბ) საკონფერენციო ოთახი და საგამოფენო დარბაზი ადმინისტრაციულ შენობაში

გ) ვიზიტორთა თავშესაფარი, ცხემვანში, 2 ოთახით, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, კვების ორგანიზების გარეშე. (ინფრასტრუქტურა საჭიროებს გაუმჯობესებას). ვიზიტორთა თავშესაფარი ინტეგრირებულია რეინჯერთა სადგურთან.

დ) სამი საპიკნიკე ადგილი ცხემვანში,

ე) საკარვე ადგილები (ცხემვანში)

3. სამი მარკირებული ბილიკი, სადაც შესაძლებელია 1 დღიდან 2 დღემდე ტურების განხორციელება:

ა) თამარის თაღოვანი ხიდი - 1,200 მ, 1.5 სთ, საფეხმავლო, მარტივი. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: თამარის თაღოვანი ხიდი, ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერი

ბ) უთხოვარი და ტბა ტბიყელი − 37 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: დიდხნოვანი უთხოვარი, ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევები (VIII-IXსს), ტბა ტბიყელი

გ) ხინოს ჩანჩქერის ბილიკი − 2,5 კმ, 45 წთ. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: კოლხური სუბტროპიკული ტყე, ხინოს ჩანჩქერი

4. აღჭურვილობა გასაქირავებლად: კარავები, საძილე ტომრები და ზურგჩანთები.

5. კინტრშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მირ შეთავაზებული ორგანიზებული მომსახურებები:

ა) ტურისტული ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო და საინტერპრეტაციო მასალებით;

ბ) სალაშქრო, საცხენოსნო ტურების ორგანიზება კინტრიშის დაცულ ტერიორიაზე (ერთდღიანი და ორდღიანი ტურები);

გ) კულტურული ტურები;

დ) გამყოლის მომსახურება;

ე) ტურისტული თავშესაფრის, საკარვე და საპიკნიკე ადგილების და სხვა მომსახურების დაჯავშნა

6. სპეციალური აღჭურვილობის გაქირავება (კარავი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა);

7. ფასების სისტემა

ა) კინტრიშის დაცულ ტერიორიებზე შესვლა უფასოა. ვიზიტორები იხიდან თანხას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ მომსახურებაში, როგორიცაა, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში და კარავში, საპიკნიკე ადგილის გამოყენება, საკარვე აღჭურვილობის გაქირავება. გიდის/გამყოლის მომსახურება არ არის ადმინისტრაციის სერვისი, თუმცა ინფორმაციას და რეკომენდაციას ტურისტი ვიზიტორთა სპეციალისტისგან იღებს.

ბ) არ არის გადასახადი დაჯავშნაზე, ფასები ფიქსირებულია (თუმცა, წლის, სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს).

8. ტურისტული საქმიანობა/ბიზნესი, დაცულ ტერიტორიასთან ადგილობრივი სერვისის მომწოდებლების თანამშრომლობა:

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია თანამშრომლობს როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სასწავლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან, ბათუმის და ქობულეთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების წარმომადგელებთან.

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ბათუმის და ქობულეთის სასტუმროებთან და საოჯახო ტიპის სასტუმროებთან.

9. ტურისტული მოთხოვნის ანალიზი (ტურისტული ვიზიტები და ვიზიტორების პროფილი, ვიზიტორთა ანალიზი):

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიები მთელი წლის მანძილზე ღიაა ვიზიტორთათვის, აქტიური სეზონი იწყება აპრილიდან და გრძელდება ნოემბრამდე.

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქართველ და უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა

 

წელი

2014

2015

2016

2017

2018

2019

ქართველი

3024

3277

4125

3733

4232

4905

უცხოელი

672

481

1013

1651

2322

2100

სულ

3696

3758

5138

5384

6554

7005

 

გ) 2019 წლის ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორების 70% ქართველი, ხოლო 30 % უცხოელია. უცხოური ბაზრის ძირითად სეგმენტს, ვინც დაცული ტერიორიების პროდუქტით სარგებლობს რუსეთის, უკრაინის, გერმანიის, ისრაელის და სომხეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

დ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად აწარმოებს ვიზიტორთა გამოკითხვას, გამოკითხვის საფუძველზე ჩანს, რომ ვიზიტორების 43% − 25 წელზე ახალგაზრდაა, 44% − 25-დან 50 წლამდე, ხოლო 13% − 50 წელზე ზემოთ ასაკისაა;

ე) ვიზიტორთათვის დაცული ტერიტორიების მონახულების მთავარ მოტივს ველურ ბუნებაში ლაშქრობა და კულტურული ძეგლების მონახულება წარმოადგენს;

ვ) ვიზიტორთა 73%-ის შემთხვევაში ინფორმაციის წყაროს ინტერნეტი წარმოადგენს.

10. ტურისტულ პროდუქტზე მოთხოვნის ანალიზი გვიჩვენებს, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორების მხოლოდ 1 % სარგებლობს ტურისტული პროდუქტით, დანარჩენი 99% ადგილზე რეკრეაციით შემოიფარგლება. ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზება ღამისთევის საშუალება და საპიკნიკე ადგილებია.

11. ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები წლების და მომსახურების სახეების მიხედვით:

შემოსავლის სახე

2014

2015

2016

2017

2018

2019

საპიკნიკე ადგილი

360

180

530

270

505

285

საკარვე ადგილი

90

40

20

10

 

80

თავშესაფარი

770

495

795

535

525

690

კარავი

5

75

60

 

20

 

პარალონი

   

18

6

6

 

საძილე ტომარა

25

45

30

 

25

 

ზურგჩანთა

15

8

5

     

რუკა

6

     

4

 

ცხენი

 

35

105

 

630

150

სულ

1271

878

1563

821

1715

1205

 

მუხლი 18. ადგილობრივი ეკონომიკა

1. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ნებადართული იყო და რეგულირდებოდა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში. ბუნებრივი რესურსი არ გამოიყენებოდა კომერციული მიზნით. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებები იქ არსებულ რესურსებს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყენებდნენ. ძირითადად მოსახლეობა იყენებს საძოვრებს და არის მოთხოვნა საშეშე და სამასალე მერქანზე. თითოეულ ოჯახზე გასაცემი ხის მასალის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 6 მ3. მეფუტკრეობა ტრადიციულია ადგილობრივი თემებისთვის. არამერქნული პროდუქტები ასევე გამოიყენება მდგრადი გზით.

2. მკაცრი დაცვის რეჟიმის ნაკრძალის შექმნამდე (1959 წ.), კინტრიშის ხეობა უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული. ზოგიერთი დასახლება შემოიფარგლა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში. ხინო, ზემო ხინო, დიდავაკი, ზერაბოსელი, მესხიქედი, წერაქვეთი, გოგოური, ბუღრათა და გორა − ის ადგილებია, რომლებიც მდებარეობს დაცული ლანდშაფტში. ცხემვანი ნაწილობრივ მდებარეობს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში. ცხემვანში სამი ოჯახი მუდმივად ცხოვრობს. სეზონურად, მაცხოვრებელთა რიცხვი 12 კაცამდე იზრდება. ზამთრის პერიოდში ხინოში სამი ადამიანი რჩება. ისინი ცხოვრობენ იქაურ მონასტერში. ხინოში 15 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია. სეზონურად, ხალხი ბრუნდება სოფლებში მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად. სოფელ დიდვაკეში მხოლოდ ერთი მუდმივი მაცხოვრებელია, 14 რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია. მიწის კულტივაცია, მეფუტკრეობა და მეცხოველეობა ჩვეული საქმიანობაა.

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების შიგნით მდებარე სხვა სოფლები მიტოვებულნი არიან და მუდმივი მაცხოვრებლები არ გააჩნიათ. ხალხი ძირითადად სტუმრობს ამ სოფლებს სეზონურად მეფუტკრეობისთვის ან მიწის დასამუშავებლად. ზერაბოსელში 7-8 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია, 3-4 − მესხიქედში, 1 − ბუღრათასა და 7 − გოგოურსა და წერაქვეთში.

4. საბაზო კვლევის მიხედვით, 20 ოჯახს ბოსტნეულს მოყავს. საშუალოდ, წლიური მოსავალი შეადგენს: რვა ტონა სიმინდს, ერთი ტონა ლობიოს, ექვს ტონა კარტოფილს, ერთი ტონა სხვა ბოსტნეულს და ხუთ ტონა ხილს. მათ შორის 3 ოჯახს ჰყავს სულ 12 ძროხა, საძოვრებისთვის გამოიყენება კინტრიშის დაცული ლანდშაფტის საძოვრები. საძოვრებზე დატვირთვა დაბალია და წინასწარი შეფასებით ამ მომენტში უარყოფითი ეფექტი არ გააჩნია, თუმცა საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას.

5. შედარებით მჭიდროდ დასახლებული სოფლები კინტრიშის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარეობს. ეს სოფლები ეკუთვნის ჭახათის თემს. მათ შორისა არის კობალაური, ვარჯანაული, კეჭიეთი და ჭახათი. 10-15 წლის წინ, ჭახათის თემის კუთვნილი ძროხები კინტრიშის საძოვრებზე ძოვდნენ. ამჟამად, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი რიცხვის შემცირების გამო მეზობელი კინტრიშის დაცული ტერიტორიების საძოვრები არ გამოიყენება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში არ არის საძოვრები, რაც ხელს უწყობს ტრადიციული გამოყეების ზონის შიგნით დაბალ ზეწოლას საძოვრებზე. ამ სოფლების მოსახლეობას ეკუთვნის 240 ძროხა.

6. ადგილობრივი მოსახლეობა კინტრიშში არამერქნულ პროდუქტებს იყენებს. ხალხი აგროვებს თხილს, წაბლს, სოკოს და სხვა. არამერქნული პროდუქტები გამოიყენება შინამეურნეობაში, მაგრამ არა კომერციულად. ამჟამად რესურსები ინტენსიურ ექსპლოატაციას არ განიცდიან და მათი გამოყენება რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოსისტემებზე.

7. კინტრიშის ხეობაში ფართოდ გავრცელებულია მეფუტკრეობა. სეზონურად, დაახლოებით 500-600 ფუტკრის სკა შეიძლება აღმოაჩინოთ კინტრიშის დაცული ტერიტორიების სივრცეში.

8. ეკო-ტურიზმი განიხილება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის კარგი პოტენციალი. ხინოში ერთადერთი საოჯახო სასტუმროს შემოსავალმა 2017 და 2018 წლებში 4,000-5,000 ლარი შეადგინა. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ხელს უწყობს ეკო-ტურიზმის განვითარებას. არსებობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების პრობლემა. არ არსებობს ნარჩენების მართვა. საცხოვრებელი ადგილები, საპირფარეშოები ცუდ მდგომარეობაშია. არსებული გზები ცუდად მოვლილია.

 

თავი III. გრძელვადიანი მიზნები

მუხლი 19. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

1. შენარჩუნებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტები და გეომორფოლოგიური წარმონაქმენები. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ხდება ბუნებრივ და პრაქტიკულად ხელუხლებელ გარემოში. უზრუნველყოფილია უნიკალური და ენდემებით მდიდარი შერეული კოლხური ტყეები, შერეული ფოთლოვან-წიწვოვანი ტყეები და ალპური მცენარეული კომპლექსების კონსერვაცია.

2. ზემოთ აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის იდენტიფიცირებული ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებებისთვის. პირველი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ:

ა) კოლხური შერეული ფოთლოვანი ტყეების კონსერვაციის სტატუსი, კოლხური შერეული წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, აგრეთვე კინტრიშის დაცული ტერიტორიების სუბ-ალპური ტანბრეცილი ტყეების კონსერვაციის სტატუსი შენარჩუნებული ან გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებით, ტყით დაფარული ფართობი შენარჩუნებულია ან გაზრდილი, ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს, მნიშვნელოვანი ტყის მცენარეული სახეობები, მათ შორის რელიქტური, ენდემური, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი და მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა მედვედევის არყის ხე (Betula medwedewii Regal), პონტოს მუხა (Quercus pontica K.Koch), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni Trautv), კოლხური ბაძგი (Ilex colchica Pojark), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sartiva MilLinnaeus), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), ჩვეულებრივი ურთხელი (Taxus baccata Linne), აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), კავკასიური სოჭი (Abies nordmaniana (Stev.) Spach) და სხვ. სახეობები და სხვები წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2019 წელს, და მცენარეთა მავნებლების რაოდენობა დაბალ დონეზეა;

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ყველა სუბალპური მდელოს აქვს საშუალო ან დაბალი დეგრადაცია 2019 წელთან შედარებით, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებში;

გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები, ღელეები და ტბები ხელს უწყობენ ენდემური და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ჯანსაღი და მრავალფეროვანი სახეობების, მათ შორის მდინარის კალმახის (Salmo trutta fario) და შავი ზღვის ორაგულის (Salmo labrax) არსებობას.

მუხლი 20. საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა შეიცავს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესულ, კავკასიისა და საქართველოს ენდემურ მრავალ სახეობას და კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმატებით ასრულებს ამ სახეობების გენოფონდის ეფექტიანი და გრძელვადიანი შენარჩუნების ფუნქციას;

2. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახეობების, პოპულაციების რიცხოვნობა გაზრდილია და მიახლოებულია ბუნებრივ ტევადობას 2044 წლისთვის;

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითად ძუძუმწოვართა სახეობების პოპულაციები, მათ შორის მურა დათვის (Ursus arctos), ფოცხვერის (Lynx lynx) და არჩვი (Rupicarpa rupicarpa), ახლოს არიან ამ სახეობების ტერიტორიების ბუნებრივ ტევადობასთან;

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ენდემური და გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველთა სახეობები, მათ შორის, კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) აგრძელებენ გამრავლებას კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და მობინადრე წყვილთა რაოდენობა კვლავაც შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

გ) ჰერპეტოფაუნას სახეობების მრავალფეროვნება და რაოდენობა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, როგორიცაა კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) და ჩრდილოეთის ზოლიანი ტრიტონი (Triturus vittatus (Ommatotriton ophryticus), შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

დ) უხერხემლოთა ენდემური ან გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (მათ შორის: კინტრიშის ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana Kvavadze), და ა.შ.) მრავალფეროვნება და რაოდენობა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

ე) ენდემური ან გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი, ან გაქრობის საფრთხესთან ახლოს მყოფი ფლორის სახეობების, მაგ. კოლხური ბზის (Buxus colchica Pojark), წაბლის (Castanea Sativa Mill ) გავრცელების არეალი შენარჩუნებულია ან იზრდება.

მუხლი 21. ეკოგანათლებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მიზნები

პირველი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ მდიდარ ეკოსაგანმანათლებლო რესურსს. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ადგილობრივ სკოლებთან და სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით, უზრუნველყოფს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ცოდნის ზრდას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულების პოზიტიურ ცვლილებას კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმართ და მათ ჩართულობას მის მართვაში.

მუხლი 22. ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული მდგრადი ტურიზმი; ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილია სუფთა და უსაფრთხო გარემო. მდგრად ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების განვითარებაში, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მდიდარი და თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაში;

მუხლი 23. ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობასთან და თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნებასთან დაკავშირებული მიზნები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები უზრუნველყოფს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და ადგილობრივი ტრადიციებისა და ტრადიციული საქმიანობების განვითარების ხელშეწყობას. პირველი მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები და ძეგლები საკმაოდ კარგადაა შენარჩუნებული (აღდგენილია ხინოს ეკლესია), დაცული და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და ინფორმაციული გზით. ისინი წარმოადგენენ ვიზიტორის პროგრამის შემადგენელ ნაწილს ეკოსისტემის პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებთან ერთად. დაცულია ან აღდგენილია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიცია.

მუხლი 24. სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივი ეკონომიკისა და მოსახლეობის სასარგებლოდ

კინტრიშის დაცული ტერიტორიის არსებობით გაუმჯობესებულია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ზოგადი კეთილდღეობა და ხორციელდება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა უზრუნველყოფს სხვადასხვა ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნებას, მათ შორისაა არამერქნული ტყის პროდუქტები, საძოვრები, შეშა, სასმელი და ტექნიკური წყალი (სასმელი, საირიგაციო და ენერგეტიკული დანიშნულების წყლის რესურსები, და სხვა). რეგიონის ბუნებასა და კულტურულ ფასეულობებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო, ესთეტიკური და სულიერი ფასეულობები მოიზიდავენ ტურისტებს საქართველოს სხვა რეგიონებიდან და მის ფარგლებს გარედან, რაც მოახდენს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

მუხლი 25. ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ხდება ბუნებრივი რესურსების „არამომხმარებლურ“ გამოყენებაზე დაფუძნებული ალტერნატიული შემოსავლების (მაგ. წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმი) ხელშეწყობა და განვითარება, რაც ამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ბუნებრივ რესურსებზე.

მუხლი 26. განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის შესაბამისი საველე პირობების შექმნასთან დაკავშირებული მიზნები

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ცენტრებთან, ასევე დამოუკიდებელ მკვლევარებთან. ადმინისტრაციას გააჩნია სრულფასოვანი სამეცნიერო ინფორმაცია ტერიტორიის ყველა ძირითადი ღირებულებების შესახებ დაცული ტერიტორიის მართვის ეფექტურად წარმართვისთვის. კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საინტერესო სამეცნიერო-კვლევით ბაზას ქართველი და უცხოელი მეცნიერებისთვის.

 მუხლი 27. ადმინისტრაციის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები

ადმინისტრაციას გააჩნია ყველა აუცილებელი რესურსი იმისათვის, რომ განაგრძოს ტერიტორიის ძირითადი ღირებულებების კონსერვაცია და გაუმჯობესება. ადმინისტრაციის თანამშრომლების სათანადო რაოდენობა ადეკვატურად აღჭურვილია ფინანსური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული რესურსით, საჭირო ცოდნით, უნარებით და დაცული ტერიტორიების ეფექტურად მართვის გამოცდილებით.

 

თავი IV. კინტრიშის დაცული ტერიტორიების სიტუაციური ანალიზი

მუხლი 28. დაცული ტერიტორიის ძირითადი ღირებულებების არსებული მდგომარეობა

1. ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების მდგომარეობა: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები განისაზღვრა ზემოთ მოცემული მე-13 მუხლის (ე) პუნქტში. მდგომარეობის ატრიბუტები (მახასიათებლები) განისაზღვრა თითოეული ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებისთვის და მაქსიმალურად შეგროვდა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ (ცხრილი 7). თუმცა, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ზოგიერთი ძირითადი ღირებულებების მდგომარეობის შესახებ. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველი ციკლის განმავლობაში. აღნიშნული საჭიროებები ასახულია წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის პროგრამებში − 44-46 მუხლებში.

 

ცხრილი 7. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა

ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულება

მდგომარეობის ატრიბუტი

არსებული მდგომარეობა

შერეული კოლხური ტყეები

ტყის ფართობი (ჰა)

1994 წლის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ტყის ფართობი შეადგენს 13,350 ჰა-ს. განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.

სტანდარტული კორომის მახასიათებლები

არ არსებობს განახლებული ტყის ინვენტარიზაციის მონაცემები

ძირითადი სახეობების არსებობა:

აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky) წაბლი (Castanea sativa Mill). ქვეტყე წარმოდგენილი მარადმწვანე მცენარეებით, მათ შორის: კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem.), ბაძგი (Ilex colchica Pojark.) და ა.შ

ინფორმაცია მათი დაფარულობის/სიხშირის შესახებ არ მოიპოვება

ფიტო და ენტო მავნებლების და დაავადებების არსებობა

წაბლის მენაღმე ჩრჩილი (Cameraria ohridella Deschka & Dimic.), წაბლის კიბო (Cryphonectria Parasitica), მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი (Tischeria complanella Hb.), ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea Drury). ბზის აგრესიული მავნებელი მატლის − ბზის ალურა (Cydalima perspeqtalis Walke.) . მავნებელი სოკო: ბზის სიდამწვრე (Cylindrocladium buxicola)

შერეული ფოთლოვანი ტყეები ერთეული წიწვოვანი სახეობებით

ტყის ფართობი (ჰა)

განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.

სტანდარტული კორომის მახასიათებლები

არ არსებობს განახლებული ტყის ინვენტარიზაციის მონაცემები

ძირითადი სახეობების არსებობა:

წიფელი (Fagus orientalis Lipsky) კავკასიური სოჭით (Abies nordmanniana (Stev.) Spach), და აღმოსავლური ნაძვით (Picea orientalis (L.) Peterm.).

ინფორმაცია მათი დაფარულობის/სიხშირის შესახებ არ მოიპოვება

მავნებლების არსებობა

წიწვოვნებზე საშიში მავნებლები არ არის გამოვლენილი.

სუბალპური ტყეები და მდელოები:

ფართობი (ჰა)

განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.

სტანდარტული კორომის მახასიათებლები/მდელოების უცვლელობა საძოვრების დეგრადაციის ინდექსზე დაყრდნობით

არ არსებობს რაოდენობრივი მონაცემები

ძირითადი სახეობების არსებობა

მედვედევის არყი (Betula medwedewii Regel), პონტის მუხა (Quercus pontica C.Koch), უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii Trautv) ჭყორი (Ilex colchica Pojark.), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii Berland).

ინფორმაცია მათი დაფარულობის/სიხშირის შესახებ არ მოიპოვება.

მავნებლების არარსებობა

ინფორმაცია მავნებლების შესახებ არ მოიპოვება

ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორის სახეობები

გავრცელების არეალი

მათ შორის, კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), ჭყორი (Ilex colchica Pojark.), ა.შ.

დაცული ტერიტორიების ფარგლებში ბზის კორომები რამოდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული, მათი უმეტესობა მკაცრი დაცვის ზონაში ექცევა. კინტრიშის ხეობაში გავრცელებული ბზის დაავადებამ (ბზის სიდამწვრემ და ბზის ალურამ) გამოიწვია ბზის მასობრივი განადგურება.

მდინარეები და ნაკადულები

რიცხოვნობა

  • მდინარის კალმახის (Salmo trutta fario)
  • შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax)

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

 

არსებული ინფორმაციის მიხედვით შავი ზღვის ორაგული ადიოდა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე. თუმცა ბოლო პერიოდში იგი არ აღრიცხულა მდ. კინტრიშში კინტრიშის დაცული ტერიტორიების საზღვრებში.

საფრთხის ქვეშ მყოფი ჩლიქოსნები

რიცხოვნობა

  • არჩვი (Rupicapra rupicapra);

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

საფრთხის ქვეშ მყოფი ტყის მტაცებლები

რიცხოვნობა

  • მურა დათვი (Ursus arctos);
  • ფოცხვერი (Lynx lynx).

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველები

მობუდარი წყვილების რაოდენობა

  • კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi);

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ჰერპეტოფაუნა

წამყვანი სახეობების რიცხოვნობა და შეხვედრიანობა

  • მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus (Ommatotriton ophryticus)
  • კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica)

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

ენდემური უხერხემლოები

ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გავრცელების არეალის რაოდენობა ან სიხშირე.

არ არსებობს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. საჭიროა საბაზისო კვლევა.

კინტრიშის მდინარე/შენაკადები/ტბები

რიცხოვნობა:

 

მდინარის კალმახის (Salmo trutta fario)

არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს სანდო ინფორმაცია.

არსებული ინფორმაციის მიხედვით შავი ზღვის ორაგული ადიოდა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე. თუმცა ბოლო პერიოდში იგი არ აღრიცხულა მდ. კინტრიშში კინტრიშის დაცული ტერიტორიების საზღვრებში.

 

2. სხვა ღირებულებების მდგომარეობა: როგორც ზემოთ, მე-2 თავში აღინიშნა, კინტრიშის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებები ერთი მხრივ, მოიცავენ უნიკალურ გეოლოგიურ ფასეულობებს, ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს და მეორე მხრივ, ღირებულებებს, რომლებიც უშუალოდ ეკოსისტემის სერვისებზეა დამოკიდებული (ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები).

3. გეოლოგიუირ ღირებულებების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გეოლოგიური ღირებულებებიდან აღსანიშნავია სარბიელას ქვაბული, ქვაკაცის 10 მ-იანი შთენილი ლოდები, ჩანჩქერები, და ა.შ. გეოლოგიური ღირებულებები დეტალურადაა შესასწავლი. კულტურული ღირებულებების მდგომარეობა (მათ შორის, თაღოვანი ხიდები, ეკლესიის ნანგრევები და ა.შ.) ასევე უნდა იქნას შესწავლილი.

მუხლი 29. დაცული ტერიტორიის ძირითადი ღირებულებების პირდაპირი საფრთხეები

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირ და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია მე-8 ცხრილში.

ცხრილი 8: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები

პირდაპირი საფრთხეები

არაპირდაპირი საფრთხეები

ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღირებულებები

საფრთხის დონე

კინტრიშის ჰესი

 

  • კერძო ინტერესები
  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა
  • ენერგო პოლიტიკა
  • მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება და ხარვეზები დაგეგმარებისას
  • ბუნების დაცვის ინიციატივების ნაკლებ პრიორიტეტულობა

მდინარეები და შენაკადები

თევზი: მდინარის კალმახი (Salmo fario trutta);

წავი (Lutra lutra);

ანადრომული თევზის სახეობები: შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax)

უხერხემლოები

მაღალი

სტრესი:

 

თევზების მიგრაციისა და გამრავლებაზე უარყოფითი ზემოქმედება, ლიფსიტების განადგურება მილსადენებში, რეზერვუართან დაცული ტერიტორიის შესასვლელში მდინარეში წყალმცირობა, თევზსავალი რომელიც ხელს უშლის თევზის მიგრაციას (შეინიშნება კალმახის მდგომარეობის გაუარესება), ასევე დინების სიჩქარე და ხარჯი მცირეა და ვერ უზრუნველყოფს თევზის სახეობების მიგრაციას. 

თევზის შემცირების გამო წავის საბინადრო გარემოს (ჰაბიტატის) გაუარესება და მათი რაოდენობის შემცირება

 

კლიმატის ცვლილება

  • გლობალურად სათბური გაზების გამოყოფა (აღნიშნული საკითხების გადაჭრა სცილდება მენეჯმენტის გეგმის ფარგლებს)
  • სუბ-ალპური ჰაბიტატები (ზეწოლა: ფართობის შემცირება, ტყის ზედა საზღვრის გადაადგილების გამო)
  • ტყის სახეობები:

წაბლი (Castanea sativa Mill) დაავადების გამომწვევები: წაბლის კიბო (Cryphonectria parasitica Murr.Barr) და წაბლის მენაღმე ჩრჩილი(Cameraria  ohridella Deschka & Dimic.).

კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) დაავადების გამომწვევი ბზის ალურა (Cydalima perspeqali Walker.) და ბზის სიდამწვრე (Cylindrocladium buxicola Henricot.).

აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky) დაავადების გამომწვევი ნამდვილი აბედა სოკო(Fomes fomenterius Gill.).

  •  (სტრესი: მეტად გახშირებული დაავადებები და ინვაზიური სახეობების გავრცელება)

მდინარე და ლიტორალური ჰაბიტატები (სტრესი: სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ფიზიკური ზარალი)

საშუალო

უკანონო თევზჭერა

 

 

 

  • სამოყვარულო თევზაობის ინტერესი
  • კანონდარღვევების გამოვლენისთვის არსებული ბარიერები (მოძველებული ტექნიკა კანონდარღვევის დასაფიქსირებლად, არასაკმარისი რაოდენობის რეინჯერები)
  • ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა
  • თევზე, როგორც საკვებ პროდუქტზე მოთხოვნილების გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში
  • ტურისტული ბიზნესის განვითარებასთნ ერთდ თევზზე კომერციული ინტერესის

მდინარის კალმახი (Salmo trutta fario)

წავი (Lutra lutra)

 

თევზის შემცირების გამო წავის საბინადრო გარემოს (ჰაბიტატის) გაუარესება და მათი რაოდენობის შემცირება

საშუალო

უკანონო ჭრები

  • სამასალე მერქანზე მოთხოვნა ადგილობრივ მოსახლეობაში (პოტენციურიად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად)
  • ვიზიტორების რაოდენობის გაზდა
  • ადვილად ხელმისაწვდომი მერქანი (ადგილმდებაროების გამო)
  • საინფორმაციო ნიშნების ნაკლებობა
  • არსებული ბარიერები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად:

მოძველებული საკომუნიკაციო საშუალებები (მოძველებული რაციები, სუსტი მობილური კავშირი, ფოტოხაფანგების ნაკლებობა, ა.შ.)

პატრულირების სქემის განახლება დაცული ტერიტორიების კატეგორიების ცვლილებასთან დაკავშირებით (პოტენციურად).

ენდემური და გლობალურად საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობები:

წაბლი (Castanea sativa Mill), კაკალი (Juglans regia L.), აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky

 

 

 

საშუალო

 

უკანონო ნადირობა

  • ინტერესი მეზობელი რეგიონებიდან სამოყვარულო ნადირობაზე
  • კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებლებს შორის, კერძოდ მურა დათვთთან.
  • არსებული ბარიერები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად:

მოძველებული საკომუნიკაციო საშუალებები (მოძველებული რაციები, სუსტი მობილური კავშირი, ფოტოხაფანგების ნაკლებობა, ა.შ.)

  • გადაადგილების საშუალებების ნაკლებობა მიუწვდომელ ადგილებზე დროულად მიღწევის მიზნით (კვადროციკლები)
  • საინფორმაციო დაფებისა და ნიშნების ნაკლებობა
  • ხორცზე მოთხოვნა

არჩვი (Rupicapra rupicapra), მურა დათვი (Ursus actors), კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi);

საშუალო

დანაგვიანება ვიზიტორებისა და ადგილობრივების მხრიდან

 

 

 

  • ნარჩენების მართვის სისტემის გაუმართავობა (მუნიციპალურ დონეზე)
  • ნარჩენების მართვის გეგმის საჭიროება კინტრიშის დაცული ტერიტორიისთვის
  • ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
  • ვიზიტორთა დაბალი ცნობიერება
  • საინფორმაციო ნიშნების ნაკლებობა
  • სადამკვირვებლო ტექნიკის ნაკლებობა

ტყის და სუბალპური ჰაბიტატები ტურისტული ბილიკების გასწვრივ, მდინარის სანაპიროები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

 

 

 

(დანაგვიანებამ შესაძლებელია მოახდინოს ხანძრების პროვოცირება).

დაბალი

ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა

  • გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა
  • დაცული ტერიტორიის გაუმჯობესებული მისაწვდომობა (გზის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი)
  • ვიზიტორებისთვის სერვისებისა და პროდუქტების დივერსიფიკაცია
  • პოპულარობის გაზრდა
  • ვიზიტორების მენეჯმენტისას არ ხდება საკმარისად ვიზიტორებისა და ღირებულებების გათვალისწინება

ყველა ძირითადი ღირებულება

საშუალო

სტრესი

 

ჰაბიტატებზე ზეგავლენა

სახეობებზე ზეგავლენა

დანაგვიანება

ხანძრები

 

პოტენციური საფრთხეები

 

ტყის ზედა საზღვარზე ძოვება

  • პირუტყვის რაოდენობის ზრდა
  • ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
  • ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნილების ზრდა

სუბალპური მდელოები და ტყე, ტყის ზედა საზღვარი

დაბალი

ინვაზიური სახეობები

(მაგალითად: . ფსევდოაკაცია -Robinia pseudoacacia Linne and ჩინური ხემყრალი -Ailanthus altissima Mill, Hemarthria altissimah (Poir.) Stapf. & C. E. Hubb.,

პასპალუმი - Paspalum dilatatum Poir.,

სპირეა -Spiraea japónica L.f,

აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys)

ინვაზიური ცხოველები − მავნებელი მწერები: ბზის ალურა − Cydalima perspectalis, ექვსკბილა ქერქიჭამია − Ips sexdentatus, კენწეროს ქერქიჭამია − Ips acuminatus

  • კლიმატის ცვლილება
  • არსებულ სახეობებზე დაავადებების გავრცელება
  • ინვაზიურ სახეობებსა და მათი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი
  • ადამიანის ზემოქმედება

ძირითადი ტყის ჰაბიტატები და მდელოები

დაბალი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე)

  • ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
  • კერძო ინტერესები
  • ეკონომიკური ინიციატივები

ჰაბიტატების ფრაგმენტაცია

ხმაური

მცენარეული სახეობები

დაბინძურება

საშუალო

არსებული მიწების სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება

  • პირუტყვის რაოდენობის ზრდა
  • ვიზიტორთა რაოდენობის ზრდ
  • ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნილების ზრდა

სუბ-ალპური მდელოები

დაბალი

 

2. სხვა ღირებულებების საფრთეები: საფრთხეები გეოლოგიურ დ კულტურულ ღირებულებებზე შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა გაზრდილმა რაოდენობამ, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, კლიმატის ცვლილებამ და ეროზიამ. ამ ეტაპზე, კულტურული ძეგლები ცუდ მდგომარეობაშია მოუვლელობის შედეგად. 

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და მთლიანად სოცალურ-ეკონომიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების საფრთხეებად მოიაზრება ის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკოსისტემების შესაძლებლობებზე, რომელიც საჭიროა ეკოსისტემური სერვისების მიწოდებისთვის, რომელიც იცავს ამ ღირებულებებს, ანუ ცხრილ 8-ში ჩამოთვლილი საფრთხეები.

მუხლი 30. ბუნებრივი რესურსების დაცვა და პატრულირება

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო საქმიანობა მიმართული იყო ნაკრძალის მკაცრ დაცვაზე და დაცული ლანდშაფტის რესურსთსარგებლობის (ტყეთსარგებლობა და მიწათსარგებლობა მიწის) კონტროლზე. მკაცრი დაცვის რეჟიმი გავრცელდება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ნაკრძალის ტერიტორიასა და ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაზე, ხოლო რესურსთსარგებლობის კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული ზონის ფარგლებში იმოქმედებს.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები დაყოფილია 6 სარეინჯეროდ.

3. სულ დაცული ტერიტორიების პატრულირებას უზრუნველყოფს 6 რეინჯერი, დაცვის განყოფილების უფროსი და ერთი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი. შესაბამისად თითო სარეინჯეროზე თითო რეინჯერი აკოკნტროლებს. რეინჯერების აღნიშნული რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური პატრულირება და უკანონო ქმედებების აღმოფხვრა. განსაკუთრებით რთულია უკანონო თევზჭერის კონტროლი ამ თვალსაზრისით.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად ამტიკებს ტერიტორიული ადმინისტრაციისთვის ამტკიცებს დაცვის სამოქმედო გეგმას. დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება პატრულირების მეშვეობით. ყოველწლიურად ხდება არსებული პატრულირების მარშრუტების გადახედვა და საჭიროების შესაბამისად საპატრულო მარშრუტების კორექტირება.

5. მომდევნო თვის საპატრულო გეგმის შედგენა თითოეული რეინჯერისათვის ყოველი თვის ბოლოს ხდება და ადმინისტრაციის დირექტორის მიერ მტკიცდება. დგება რეინჯერთა საპატრულო სამოქმედო გეგმა-გრაფიკი, ასევე მოულოდნელი რეიდების გეგმა-გრაფიკი და რეინჯერთა სადგურზე (ცხემვანი) მორიგეობის გეგმა-გრაფიკი. საპატრულო მარშრუტების შედგენა ხდება წინა წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოვლენილი სამართალდარღვევების „ცხელი წერტილების“ შეფასების საფუძველზე. Googlemap-ის გამოყენებით ხდება ელექტრონულად ინფორმაციის დატანა რუკაზე საფეხმავლო ბილიკების შესახებ (ბილიკები რუკაზე დატანილია სარეინჯეროების მიხედვით და თან ერთვის ბილიკების ზოგადი აღწერილობა). GPS ხელსაწყოს მეშვეობით შექმნილია ზუსტი საპატრულო მარშრუტების ე.წ. ტრეკები, რაც მომავალში შესაძლოა ანალიზისთვის და პატრულირების დახვეწისთვის იქნას გამოყენებული. ამ ეტაპზე ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზი არ ხდება. 

6. ამჟამად სულ შემუშავებულია 19 საფეხმავლო, 4 სამანქანაო-საპატრულო და 4 საცხენოსნო მარშრუტი. 2017 წლის 12 თვის მდგომარეობით რეინჯერთა მიერ განხორციელებულია საფეხმავლო მარშუტებზე შემოვლა 269-ჯერ, ხოლო ადმინისტრაციის მიერ 81-ჯერ. სულ 350-ჯერ. გავლილია ფეხით 9672კმ, ავტომანქანით 6325 კმ. ცხენით 270 კმ. საერთო ჯამში გავლილი და გარბენილია 16267კმ. არსებული საპატრულო მარშრუტები ძირითადად მოიცავს დაცული ტერიტორიის ყველა ნაწილს. თუმცა ზოგიერთ მარშრუტზე მუდმივი პატრულირება გართულებულია ინტენსიური მცენარეული საფარის გამო და ზამთარში თოვლის საფარის გამო. რეინჯერებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა ზამთარში რომ აწარმოონ ტერიტორიის ინტენსიური პატრულირება.

7. პატრულირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა უმნიშვნელოა. 2017 და 2018 წლებში 4 სამართალდარღვევის ფაქტი იქნა გამოვლენილი. სამართალდარღვევების რაოდენობა შემცირებულია 2015 წელთან შედარებით (8 სამართალდარღვევის ფაქტი), თუმცა გაზრდილია 2016 წელთან შედარებით − 2 სამართალდარღვევის ფაქტი.

8. საბაზისო კვლევის მიხედვით რეკომენდირებულ იქნა ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ ბრძოლის ზომების გაძლიერება. რეინჯერების მუდმივი საგუშაგოების მოწყობა საზაფხულო სადგომებთან (პერანგა, ხინო და სარბიელი), არის რეკომენდირებული. შესაძლებელია პატრულირების გაუმჯობესების მიზნით რეამოდენიმე საპატრულო ბილიკის დამატებაც. ადმინისტრაციის შეფასებით, ამ ეტაპზე დამატებითი საგუშაგოს მოწყობის საჭიროება გამოვლენილია პერანგაზე ბრაკონიერებთან ბრძოლის თვალსაზრისით.

მუხლი 31. ადამიანური რესურსები

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში არის ორი განყოფილება: ადმინისტრაციული და დაცვის განყოფილება. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გამოყოფილია სულ 11 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციის დირექტორის, ბუღალტერის, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტის, დაცვის განყოფილების უფროსის, ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისა და 6 რეინჯერის პოზიციებით. უნდა აღინიშნოს, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საჭროა დამატებით 2 თანამშრომლის (რეინჯერი) დამატება.

2. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებში შედის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საკითხების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება.

3. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითად ფუნქციებში შედის, ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, პატრულირება, ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა და ცნობიერების ამაღლება.

4. რეინჯერები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო კანონაღსრულებაზე და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგზე, არამედ ჩართულნი არიან ტერიტორიის დასუფთავებასა და ვიზიტორებთან ურთიერთობაში. 

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია დაფინანსებას ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. შემოსავლის დამატებით წყაროს ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია (მაგ. ვიზიტორთა ცენტრიდან, საკემპინგე ადგილების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, და ა.შ.). ამავდროულად, 2017 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ხორციელდება სახელფასო დანამატის გაცემა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რამაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი არსებული კადრების შენარჩუნებას სისტემაში. კინტრიშის დაცული ტერიტორიები იღებს დონორულ დახმარებას (ასე მაგ., SPPA-დან, გაერო), რაც მოსალოდნელია, მომავალშიც გაგრძელდება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის არ მომხდარა დაფინანსების დეფიციტის ანალიზი, მიუხედავად იმისა, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია თვლის, რომ დაფინანსების სიმწირე დაცული ტერიტორიის ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

6. ადმინისტრაციის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და უნარები (სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება), თუმცა შემდგომი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება. ცხრილ 9-ში ჩამოთვლილია ძირითადი მიმართულებები კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ცხრილი 9: კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოვლენილი ძირითადი მიმართულებების ნუსხა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის

მიმართულება

 

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და კონსერვაცია

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი/საველე ტექნიკის მოხმარება

ინვაზიური სახეობების მონიტორინგი

ფიტოპათოლოგიური დაავადებების მონიტორინგი

ტყის ინვენტარიზაცია

ტურიზმის მენეჯმენტი/საზოგადოებასთან ურთიერთობა

ტურისტების მართვა

ტურისტული სერვისები და აღრიცხვის მეთოდები

კომუნიკაცია

პროექტების მართვა

საპროექტო წინადადებების შემუშავება

დაფინანსების მოზიდვის მეთოდები

კომპუტერული პროგრამები

GIS, MS Word, Excel, Access, Power point, Tripple I, etc.

 

მუხლი 32. ადმინისტრაციის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

1. კინტრიშის ადმინისტრაცია განთავსებულია ქ. ქობულეთში, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში. საგამოფენო ინერაქტიული დარბაზი განთავსებულია პირველ სართულზე. ადმინისტრაცია აღნიშნულ შენობაში გადმოვიდა 2018-წლიდან. შენობის სარემონტო სამუშაოები SPPA-ის მიერ დაფინანსებულ იქნა. შენობა თანამედროვეა. მისი განლაგება ქობულეთში მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოზიდვის თვალსაზრისით, თუმცა უშუალოდ კინტრიშის დაცული ტერიტორიებიდან დაშორება შესაძლებელია გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნიდეს ვიზიტორებს (ლოგისტიკური გამოწვევა).

2. არის 1 სარეინჯერო კინტრიშის დაცული ტერიტორიების შესასვლელში (ცხემვანი) მას ორი ფუნქცია აქვს – როგორც რეინჯერთა საგუშაგო, ასევე ვიზიტორთა თავშესაფარი, რაც არასწორია და მომსვლელ ტურისტებს ღამისთევისას უქმნის დისკომფორტს. სასურველია 1 ახალი სარეინჯეროს გაკეთება იქვე გვერდით. საჭიროა მთა სარბიელაზე ტურიეტული თავშესაფრის გაკეთება, რომელიც გაანგარიშებული იქნება 12-15 ადამიანის ღამისგასათევად.

3. ადმინისტრაციას არ გააჩნია სრულფასოვანი დაცვის და ტურისტული საველე ინფრასტრუქტურა. აღჭურვილობა შემოიფარგლება მხოლოდ საველე ზურგჩანთებით, დაბალი ხარისხის ფანრებთი, რაციებით. არსებული საჭიროებებისი შეფასების მიხედვით, საჭიროებებს.სასურველია შეძენილ იქნას ფოტოაპარატები, საველე დანები, ნაჯახები, მაღალი ხარისხის ფანრები, ჭოგრიტები, უნიფორმა.

4. ადმინისტრაციას გააჩნია 3 (სამი) მაღალი გამავლობის ავტომანქანა. 2 ცალი მისტუბიშის და 1 (ერთი) ტოიოტა ჰაილუქსი მარკის ავტომანქანა. აქედან 1 (ერთი) როგორც პატრულირების განსახორციელებლად, ასევე საგუშაგოებზე ცვლაში ემსახურება მორიგე რეინჯერებს.

მუხლი 33. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მომხმარება უმნიშვნელოა, რაც ერთი მხრივ 1954 წლიდან არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმმა, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სიმწირემ განაპირობა.

2. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მერქნულ და არამერქნულ რესუსრსს იყენებს პირადი მოხმარებისთვის. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით კანონიერად გაიცემა ძირითადად საშეშე მერქანი, ძირითადად 25-დან 60 კუბ მ-დე ოდენობით წელიწადში. ზოგ შემთხვევაში, ვერ ხდება გამოყოფილი მერქნის სრულად ათვისება მუდმივი მოსახლეობის სიმირის გამო. საშეშე მერქნის გამოყენების არსებული სქემა მდგრადია.

3. ტრადიციულად მოიხმარს მოსახლეობა არამექნულ რესურსებს, კერძოდ მოსახლეობა აგროვებს კაკალს, წაბლს, ჯონჯოლს, კენკრას და ბალახოვნებს. არ არის შეფასებული მათი მარაგები და არ არის დადგენილი მოხმარების კვოტები. თუმცა კინტრიშის ადმინისტრაციის შეფასების მიხედვით, ამ ეტაპზე არ ვლინდება აღნიშნული რესურსის გადაჭარბებული გამოყენება.

4. კინტრიშის ხეობის მოსახლეობისთვის ტრადიციულია მეფუტკრეობა. სკების რაოდენონა ტრადიციული მოხმარების ზონაში 500 სკას აღწევს და არ იწვევს რაიმე უარყოფით ზეგავლენას.

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის აღრიცხვა 25 წლის წინ, 1994 წელს მოხდა (მონაცემებით (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციის და განვითარების პროექტი, ტომი I, წიგნი I, ახსნა-განმარტებითი ბარათი, 1994), რომლის მიხედვითაც კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის საერთო ფართობია 13350 ჰა, რაც დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობის (13893 ჰა) 96.1%-ია. აქედან ტყით დაფარული ფართობია 12840 ჰა. 3.6 %, ანუ 496 ჰა ტყით დაუფარავია; აქედან, 2.2 %, ანუ 298 ჰა მეჩხერ კორომებს უკავიათ და 1.4% ანუ 198 ჰა ველობებს. განახლებული ინფორმაციის არქონა ართულებს ტყის ეკოსისტემები მონიტორინგს, და საშეშე მერქნის შესაბამისი კვოტების დადგენას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კინტრიშის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში რესურსის მდგრადი მოხმარება.

6. არასატყეო ფართობებიდან საერთო ფართობის 2%, ანუ 280 ჰა უკავია სახმარ ფართობებს, მათ შორის სათიბებს 29 ჰა, ანუ 0.2%; საძოვრებს 247 ჰა ანუ 1.8%. ამჟამად, საძოვრები არ გამოიყენება ინტენსიურად. მოსახლეობას მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავს, რომელიც არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ეკოსისტემებზე.

7. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია ბუნებრივი რესურსების მოხმარების გაზრდა ვიზიტორების ზრდასთან ერთად, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული რესურსების არამდგრადი მოხმარება. ამ მხირვ, მნიშნველოვანია ვიზიტორთა ეფექტური მართვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტური კონტროლი, არსებული საფრთხეების ჯეროვანი მონიტორინგის გზით.

8. სოფელ ხინოსთან არის კირქვისა და თიხის მარაგები. თუმცა არსებული რესურსი არ გამოიყენება დაცული ტერიტორიის ფარგლებში 20-25 წელია.

9. მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მდინარის ფაუნას, ახლადაშენებული კინტრიშის ჰესი, რომელიც დაცული ტერიტორიის ქვედა საზღვართან მდებარეობს. ჰესის აშენების შემდგომ კალმახისა და ორაგული პოპულაციის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ზაფულის პერიოდი, როცა მდინარეში მხოლოდ ჩამონადენის 10% რჩება, რაც არახელსაყრელ პირობებს ქმნის თევზების მიგრაციისა და გამრავლებისთვის. შესასწავლია თევზავალი, რომელიც არ არის სათანადოდ მოწყობილი და ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი სახეობების გადაადგილებას. 

მუხლი 34. ეკოტურიზმი

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ კინტრიშის ეროვნული პარკის ფარგლებში. კინტრიშის ნაკრძალში მკაცრი დაცვის რეჟიმის გამო ვიზიტორები არ დაიშვებიან და შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით წინასწარ დაცულ ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ამჟამად ვიზიტორთა წლიური ოდენობა არ არის მაღალი, თუმცა შეინიშნება ვიზიტორთა მუდმივი ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, ვიზიტორთა რიცხვმა შესაძლოა მიაღწიოს იმ ზღვრულ დონეს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების ერთიანობას პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეების მეშვეობით. შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიზიტორებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა და საფრთხეების მონიტორინგი რათა დაცულ იქნას კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებები.

3. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა 70% საქართველოს მოქალაქეა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ ვიზიტორთაგან, უმეტესობას რუსი და უკრაინელი ტურისტები წარმოადგენენ. შესაბამისად, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთათვის დაგეგმილი აქტივობები და საინტერპრეტაციო ქმედებები უნდა გათვლილი იყოს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებზე. 

4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით ბოლო წლებში იმატა მსურველთა რაოდენობამ ისარგებლოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებით და ეწვიოს დაცულ ტერიტორიებს. თუმცა გაუმართავი ინფრასტრუქტურა (მისასვლელი გზა, საინფორმაციო ნიშნები, საპირფარეშოები, ა.შ) წარმოადგენს ბარიერს ტურიზმის განვითარებისთვის და შესაბამისად ვერ ხერხდება არსებული ტურისტული სერვისებიდან შესაბამისი შემოსავლის მიღება.

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ უნდა იმუშავოს ტურისტული სერვისების გადახალისებაზე და დივერსიფიკაციაზე.

კინტრშის დაცულ ტერიტორიებს გააჩნია საკმაოდ დიდი ეკოტურისტული პოტენციალი. სამომავლოდ შესაძლებელია ახალი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად „Fly-Fishing“.

მუხლი 35. ეკოგანათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებები ესადაგება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო სტრატეგიის ზოგად მიმართულებებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას, რათა უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ატარებს ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებს სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომლებიც, ძირითადად, სკოლებს და უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებს ფარავს. სხვა სამიზნე ჯგუფები არ არიან სრულყოფილად დაფარული. საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს, ძირითადად, ლექციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს.

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის კადრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაზე. როგორც წესი, ვიზიტორთა სპეციალისტი ან ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ითავსებს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობას.

4. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ეწყობა ეკობანაკები, ეკოტურები და სხვადასხვა ტიპის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება. ჩვეულებრივ, ეს ქმედებები დონორული მხარდაჭერით ფინანსდება და ერთჯერადი სახე აქვს. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე არ არის მოწყობილი ეკოსაგანმანათლებლო ანუ შემეცნებითი ბილიკი, რომლის მარშრუტზე, ბილიკის შედარებით მცირე მონაკვეთზე წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა მცენარეთა იშვიათი თანასაზოგადოება.

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერებას დაცული ტერიტორიების შესახებ, რაც განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ჩართულობით.

 7. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკომუნიკაციო საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს. კომუნიკაცია მოსახლეობასთან ძირითადად პირდაპირი კონტაქტით, ზეპირი ფორმით ხდება საკმაოდ ინტენსიურად, ყოველდღიური მუშაობის პროცესში. თუმცა სპეციალურად რაიმე საკითხზე ინფორმირების მიზნით შეხვედრები შედარებით ნაკლებად ეწყობა. კინტრიშის ხეობის მოსახლეობის ცნობიერების დონე საკმაოდ მაღალია დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესახებ, რასაც ხელი შეუწყო დაცული ტერიტორიის არსებობის ხანგრძლივობამ და მკაცრმა დაცვის რეჟიმმა.

8. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. პერიოდულად სიახლეების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის გავრცელება ხორციელდება სოციალური ქსელის საშუალებით, სადაც კინტრიშის ადმინისტრაციას აქვს მისთვის განკუთვნილი გვერდი https://www.facebook.com/kintrishi/.

9. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამზადებს წლიურ ანგარიშს (“ბუნების მატიანე”), რომელიც ძირითადად ელექტრონული ფორმატით მზადდება და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ანგარიშგებისათვის გამოიყენება, ხოლო მოსახლეობას რაიმე სახით ან ფორმით არ მიეწოდება.

10. დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დაცული ტერიტორიის შესასვლელთან მოქმედი რეინჯერთა/ვიზიტორთა თავშესაფარიდან და ქობულეთში არსებული კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობაში განთავსებული კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 

11. კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის 2016 წელს შემუშავდა კინტრიშის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ცნობადობა, აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში საზოგადოების ცნობიერება და გააღრმავოს დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

მუხლი 36. პარტნიორული თანამშრომლობა

1. SPPA საქართველოს დახმარებით შექმნილია და ფუნქციონირებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, რომელიც დონორის მიერ დაფინანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტების ახორციელებს და მხარს უჭერს სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებს. მეგობართა ასოციაციის მირ ჩატარდა სოციალური დახმარებისა და სასოფლო სამეურნეო უნარ ჩვევების ტრენინგები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც უწყობს ხელს მოსახლეობასა და პარკის ადმინისტრაციას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, და საკუთრების განცდის გაძლიერებას ადგილობრივ მოსახელობაში. ამავდროულად, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია ახლად შექმნილი ორგანიზაციაა და საჭიროებს შემდგომში ორგანიზაციულ განვითარებას, შესაძლებლობათა გაძლიერებას და წევრების მოზიდვას.

2. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შეიქმნა კინტრიშის დაცული ტერიტორიების რეგიონული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შედიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თემის ლიდერები. საბჭო მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, მიმდებარე დასახლებების სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლების მიზნით და ეცნობა ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას. შესაბამისად ეს საბჭო წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებსა და დაცული ტერიტორიების მახლობლად არსებულ ინსტიტუტებსა თუ დაინტერესებულ მხარეთა შორის.

3. ასევე კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საბჭოს წევრების შემადგენლობა საჭიროებს განახლებას.

მუხლი 37. კვლევა-მონიტორინგი

1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვენლოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი რეინჯერებთან ერთად პასუხისმგებელია განახორციელოს და წარადგინოს ანგარიში მიმდინარე კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევების შესაძლებლობები შეზღუდულია რესურსების სიმწირის გამო, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური. შესაბამისად ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და საფრთხეების შესახებ. ძირითადად მონიტორინგი ეყრდნობა რეინჯერთა ეპიზოდურ/შემთხვევით დაკვირვებებს. კინტრიშის ადმინისტრაციის რეინჯერების მიერ მიმდინარეობს დაკვირვება მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შერჩეულ საკვანძო სახეობებზე: მურა დათვზე, შველზე, არჩვზე. ამ სახეობებზე მონიტორინგისთვის გამოიყენება ფოტოხაფანგის მასალა, მიმდინარეობს კვალისა და ექსკრემეტების დაფიქსირება, შეხვედრიანობის აღრიცხვა. ადმინისტრაცია ახორციელებს ფრინველების მონიტორინგს, ფრინველების მნიშვნელოვანი ადგილების გამოყოფას. ხდება გადამფრენ და მობუდარ ფრინველებზე შეხვედრიანობის აღრიცხვა. ფრინველების რაოდენობის დადგენა ხდება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული კადრებიდან და რეინჯერების შეხვედრიანობის ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნული მეთოდები ვერ იძლევა ზუსტ ინფორმაციას პოპულაციის დინამიკისია და სხვა მახასიათებლების შესახებ.

3 კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში კვლევებს ახორციელებენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო და ბათუმის უნივერსიტეტები. ხშირად, კვლევის შედეგების გაზიარება არ ხდება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის. ინფორმაცია ტყის, ფლორის, ფაუნისა და ჰაბიტატების შესახებ შესავსებია.

4. ყოველწლიურად კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აგროვებს მასალებს ბუნების მატიანესთვის, რომელიც შეიცავს მეტეოროლოგიურ მონაცემებს, სტიქიურ მოვლენებზე, სახეობებზე შემთხვევითი დაკვირვების მონაცემებს, საფრთხეში მყოფი სახეობების და ჰაბიტატების ჩათვლით, აგრეთვე გარე მკვლევარებისა და მეცნიერებების საქმიანობების შესახებ ანგარიშებს, რომლებიც მუშაობენ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნული დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად ვერ გამოდგება დაცული ტერიტორიების ადაპტაციური მენეჯმენტისთვის.

 

თავი V. კინტრიშის ეროვნული პარკის შიდა ზონირება, კინტრიშის ეროვნული პარკის თითოეულ ზონაში აკრძალული საქმიანობები, კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალული საქმიანობები

მუხლი 38. კინტრიშის ეროვნული პარკის ფუნქციური ზონები

1. კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ზონირების მიზანია მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების სამართლებრივი მოწესრიგება, აგრეთვე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნების მკაცრი დაცვის ზონის იდენტიფიცირება, რომელიც დაიცავს და შეინარჩუნებს კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემებს.

2. კინტრიშის ეროვნული პარკის თავისებურებების გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ვიზიტორთა ზონა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

შენიშვნაზონირება დატანილია რუკაზე დანართ 14-ში, კოორდინატები მოცემულია დანართ 15-ში.

3. კინტრიშის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს კინტრიშის ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებზეც ანთროპოლოგიური ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იყო. ეს ზონა წარმოადგენს ნაკლებად სახეცვლილ ეკოსისტემებს, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა ძირითადი ჰაბიტატების ძირითად გავრცელების არეალს. კინტრიშის ეროვნულ პარკში გამოიყო ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, რათა შენარჩუნებული იქნას ბუნების ხელუხლებელი კოლხური ტყეები, სადაც ბუნებრივად შენარჩუნებულია ენდემური რელიქტური და „წითელი ნუსხის“ ფლორის სახეობები, ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში გვხდება მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობები, როგორიცაა: წაბლი (Castanea sativa Mill), წიფელი (Fagus orientalis Lipsky), რცხილა (Carpinus caucasica Grossh), ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana Steven), იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev), კაკლის ხე (Juglans regia L.), ცაცხვი (Tilia caucasica Rupr), თელა (Ulmus glabra Huds.), რომელიც წარმოდგენილია უნიკალური ქვეტყით, სადაც გვხვდება: უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii Trautv), სმირნოვის შქერი (R. smirnovii Trautv. ex Regel), იელი (Rhododendron luteum Sweet), წყავი (Laurocerasus officinalis M.Roem), დეკა (Rhododendron caucasicum Pall), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark). ბუნების მკაცრი დაცვის ზონა საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს ქმნის ისეთი ფაუნის წარმომადგენლებისთვის როგორიცაა: მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx Lynx), არჩვი (Rupicapra rupicapra), წავი (Lutra lutra), ევროპული შველი (Capreolus capreolus).

4. კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ეს ზონა მოიცავს კინტრიშის ეროვნული პარკის ეკოსისტემის ყველაზე მეტად დამახასიათებელ ნიმუშებს. ამ ზონის ზოგიერთმა ტერიტორიამ განიცადა მეტ-ნაკლები ცვლილებები ადამიანის ჩარევის შედეგად, მაგრამ აქ არ არის დაშვებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა. ვიზიტორთა ზონაში მდებარეობს დამთვალიერებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილები, როგორიცაა: მაღალი სარეკრეაციო ღირებულებითა და ბუნებრივი მახასიათებლებით გამორჩეული ტერიტორიები. ამ ზონაში ასევე შედის ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ცხოველის ჰაბიტატებს და სამიგრაციო ბილიკებს. კინტრიშის ეროვნულ პარკში გამოიყო ვიზიტორთა ზონა ტერიტორიაზე ვიზიტორთა ბილიკების არსებობის გამო (საფეხმავლო, სამანქანო, საცხენოსნო). აქ ვიზიტორს შეუძლია, მოინახულოს კოლხული ბზის კორომი და რუშავის ჩანჩქერი. სოფელ ხინოდან 12 კილომეტრის დაცილებით არის ტბა ტბიყელი, სადაც ტურისტს შეუძლია, მივიდეს ფეხით ან ცხენით და მოინახულოს გზად ულამაზესი კოლხური ტყე და ტბა ტბიყელი, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარეობს.

5. კინტრიშის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ეს ზონა მოიცავს კინტრიშის ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. კინტრიშის ეროვნულ პარკში გამოიყო ტრადიციული გამოყენების ზონა, რადგან ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სეზონურად ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ჰყავს შინაური პირუტყვი, ძირითადად, ძროხა, მოჰყავს ერთწლიანი კულტურები: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ნიორი, ასევე თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ფუტკრის სკები.

მუხლი 39. კინტრიშის ეროვნული პარკის ფუნქციური ზონების ტერიტორია და საზღვრები

1. კინტრიშის ეროვნული პარკის ფართობი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლით და შეადგენს 10 406 ჰა-ს.

2. კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფუნქციური ზონების ფართობებია:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა − 7 047 ჰა;

ბ) ვიზიტორთა ზონა − 928 ჰა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა − 2 431 ჰა.

მუხლი 40. კინტრიშის ეროვნული პარკის თითოეულ ზონაში აკრძალული საქმიანობები

1. კინტრიშის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობისა მონიშნულ მარშრუტებზე;

გ) სტიქიური უბედურებისას, კატასტროფისას და/ან საგანგებო მდგომარეობისას კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო- მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

დ) ტერიტორიის ფიზიკური დაცვის მიზნით რეინჯერების საპატრულო ბილიკებსა და გზებზე რეინჯერების ფეხით, ცხენითა და ავტოტრანსპორტით გადაადგილებისა, არსებული საპატრულო ბილიკებისა და გზების შეკეთებისა;

ე) ბიომრავალფეროვნების აღრიცხვა-მონიტორინგისა.

2. კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციისა, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა; ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;

დ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;

ე) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) კონსერვაციული ღონისძიებების განხორციელებისა;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელებისა;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;

ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის:

ლ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ლ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „ლ.ა“ – „ლ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.

მ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე − ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ო) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 3​​1 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ასევე მიმდებარე დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 27​​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 27​​​3 მუხლის შესაბამისად;

ჟ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

3. კინტრიშის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილებისა გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;

ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა;

კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;

ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ​​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისა და ამავე წესის 27​​​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარებისა, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 27​​3 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;

მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 2​​1 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა;

ნ) საფუტკრეების მოწყობისა;

ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა;

პ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;

ჟ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის:

ჟ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ჟ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „ჟ.ა“ – „ჟ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს.

რ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ს) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 3​​​1 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

მუხლი 41. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალული საქმიანობები

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა;

ბ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა;

გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა;

დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

 

თავი VI. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები

მუხლი 42. პასუხისმგებლობა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებაზე

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (სააგენტოს ცენტრალური აპარატი და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) პასუხისმგებელია მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაზე, მათი განხორციელების მონიტორინგსა და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.

2. მენეჯმენტის გეგმა ხორციელდება სამწლიანი საოპერაციო და წლიური სამუშაო გეგმის საშუალებით. საოპერაციო გეგმაში ასახულია განსახორციელებელი ქმედებები, შესაბამისი ბიუჯეტის და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით, განსაზღვრულია პრიორიტეტები.

3. დაცული ტერიტორიების სააგენტო, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, უზრუნველყოფს სხვა ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობას და თანამშრომლობას გარკვეული ღონისძიებების განხორციელებაში, როდესაც ეს აუცილებელი და საჭიროა.

მუხლი 43. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები

1. მენეჯმენტის გეგმა მოიცავს მართვის ცხრა პროგრამას. ამ პროგრამების მიზნები და ქმედებები ესადაგება ძირითად პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეებს, და მენეჯმენტის შეზღუდვებს, რომლებიც აღწერილია სიტუაციურ ანალიზში (თავი IV). ეს პროგრამებია:

ა) პატრულირება და კანონაღსრულება;

ბ) ბიომრავალფეროვნებასა და არსებულ საფრთხეებზე მონიტორინგი;

გ) ხანძრების, მავნებლებისა და დაავადებების მართვა;

დ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;

ე) ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია/აღდგენა;

ვ) ეკო-ტურიზმი და ვიზიტორთა მართვა;

ზ) გარემოსდაცვითი განათლება;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

ი) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის გაძლიერება.

2. მენეჯმენტის გეგმის მომდევნო მუხლები (44-52) განსაზღვრავენ მენეჯმენტის გეგმის პროგრამების მიზნებს, შესაბამის ინდიკატორებს და შემოწმების საშუალებებს. თითოეული მიზნის მისაღწევად განისაზღვრა ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს საოპერაციო და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ან შესწორდეს ქმედებები მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში საოპერაციო გეგმების შემუშავების პერიოდში, რათა მიღწეულ იქნას თითოეული მენეჯმენტის პროგრამის მიზანი.

მუხლი 44. პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამა

პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ღირებულებების დაცვა ბრაკონიერობისგან, ხანძრების, დაბინძურების და იმ საფრთხეებისგან, რომლებიც გამოვლენილ იქნა სიტუაციური ანალიზის დროს და იდენტიფიცირებულია 28-ე მუხლის მე-4 ცხრილში.

მიზანი 1: გაუმჯობესებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების დაცვა, უკანონო ქმედებებისა და სხვა არსებული საფრთხეების გაძლიერებული კონტროლის შედეგად.

 

ინდიკატორი 1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-3 წლისთვის, გაძლიერებულია ადმინისტრაციის შესაძლებლობები თავიდან აირიდოს და გააკონტროლოს უკანონო ქმედებები და სხვა საფრთხეები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

1.1 დაცული ტერიტორიის პატრულირება არსებული პატრულირების სქემის (სარეინჯერო უბნების, მარშრუტების, პროცედურების) მიხედვით. ყოველწლიურად პატრულირების სქემისა და პროცედურების განახლება გამოვლენილი საფრთხეების და დამატებითი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში (როგორიცაა მაგ. რეინჯერების რაოდენობის გაზრდა).

არსებული პატრულირების სქემა და ყოველწლიური განახლებები შესრულებულია.

პატრულირების სქემა.

პატრულირების ოქმები.

 

1.2 დაცული ტერიტორიებისა და შესაბამისი დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ საინფორმაციო ნიშნებისა და დაფების განთავსება დაცული ტერიტორიების საზღვრებთან.

მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის, დამონტაჟებულია 70 დაფა.

საინფორმაციო ნიშნების და დაფების რუკა და ფოტო დოკუმენტაცია.

SPPA-ის მხარდაჭერა.

1.3 ცხემვანში შესასვლელის განახლება.

განახლებულია შესასვლელი ჭიშკარი ცხემვანში მენეჯმენტის გეგმის შესრულებიდან მე-4 წელს.

შესასვლელის ფოტო-მასალა.

 

1.4 ხერგილების მოწყობა.

4 ხერგილია მოწყობილი მენეჯმენტის გეგმის შესრულებიდან მე-4 წელს..

რუკა და ფოტო-მასალა.

 

1.5 ცხემვანში რეინჯერთა თავშესაფარის (ცალკე შენობა) მოწყობა.

აშენებულია ცალკე რეინჯერთა თავშესაფარი მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის,.

სამცველოების ფოტო-მასალა და ფინანსური ანგარიშები.

დამატებითი დაფინანსება.

1.6 ტურისტული თავშესაფარის მოწყობა ტბიყელის ტბასთან (შესაძლოა კომბინირებული იყოს ვიზიტორთა თავშესაფართან).

აშენებულია ცალკე ტურისტული თავშესაფარი მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის,.

სამცველოების ფოტო-მასალა და ფინანსური ანგარიშები.

დამატებითი დაფინანსება

1.7 ყოველთვიური შეხვედრები შესაბამის უწყებებთან, მათ შორის მუნიციპალიტეტთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

სულ მცირე ერთი შეხვედრა შესაბამის უწყებასთან ყოველთვიურად.

ერთობლივი შეხვედრის ამსახველი ოქმები.

 

 

მუხლი 45. ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების და საფრთხეების მონიტორინგი

აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების და სხვა ღირებულების რეგულარული მონიტორინგი და ხელი შეუწყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიის ძირითადი ღირებულებებისა და საფრთხეების შესახებ უახლესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მონიტორინგის პროგრამა გამიზნულია დაეხმაროს ადაპტური მენეჯმენტის განხორციელებას კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე, სხვადასხვა გზით, მათ შორის: ა) მონიტორინგის საშუალებით ხდება მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტურობის შეფასება და იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას, და შესაბამისად მენეჯმენტის გეგმის განახლება მისი მოქმედების 9 წლიანი ციკლის შემდგომ. ბ) მონიტორინგის საშუალებით ხდება ბუნებრივ და სოციალურ-კულტურული გარემოში ცვლილებების აღრიცხვა, რათა დროულად მოხდეს მენეჯმენტის დროს მათზე რეაგირება. გ) ხელს უწყობს არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებას კინტრიშისსა და საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე. მონიტორინგის პროგრამის საფუძველია გრძელვადიანი მიზნების ინდიკატორები, ძირითადი ღირებულებები და გამოვლენილი საფრთხეები.

მიზანი 2: ინფორმაცია ძირითადი ღირებულებების მდგომარეობისა და საფრთხეების განვითარების ტენდენციების შესახებ ხელმისაწვდომია და განახლებულია დაცული ტერიტორიების ადაპტური მართვის მიზნით.

ინდიკატორი 2: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ღირებულებებისა და საფრთხეების 70%-ის შესახებ და ასახულია შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

ქმედებები

ინდიკატორი

ინდიკატორის შემოწმების საშუალება

წინაპირობა

2.1 ძირითადი ღირებულებებისა და მათზე მოქმედი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შევსება და საბაზისო მონაცემების სრულყოფა. 

მენეჯმენტის გეგმის დასრულებისთვის, ჩატარებულია ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების ინვენტარიზაცია დაჩატარებულია საბაზისო შეფასება 5 პრიორიტეტული საფრთხისთვის.

ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების ინვენტარიზაციის ანგარიში და ანგარიში საფრთხეების საბაზისო ინფორმაციის შეფასების შესახებ.

მონაცემთა ბაზა და საბაზისო ინფორმაციის შესახებ შესაბამისი ანგარიშები

საჭიროებისამებრ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, გარე ექსპერტების ჩართვა.

2.2 ტყის ფართობისა და სამიზნე სახეობების შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეგროვება და მონიტორინგის წარმოება დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენებით ან ინვენტარიზაციის მეშვეობით.

საბაზისო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და მიმდინარეობს მონიტორინგი ტყის მონიტორინგის პროგრამის მიხედვით.

მონიტორინგის მონაცემები და ანგარიშები.

გარე ექსპერტებთან თანამშრომლობა, დამატებითი გარე დაფინანსება

2.3 ფოცხვერის (Lynx lynx) მონიტორინგის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში. ფოტო და ვიდეომასალა,

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.4 არჩვის (Rupicapra rupicapra) მონიტორინგის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში და ფოტო და ვიდეომასალა

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.5 კავკასიურ როჭოს (Lyrurus mlokosiewiczi) მონიტორინგის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში, ფოტო და ვიდეომასალა

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.6 კავკასიური სალამანდრას (Mertensiella caucasica) მონიტორიგნის პროგრამის შემუშავება და მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში, ფოტო და ვიდეომასალა

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.7 კალმახის (Salmo trutta fario) მონიტორინგი

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში, ფოტო და ვიდეომასალა

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.8 სამიზნე მცენარეული სახეობებისმონიტორინგი, მათ შორის: მედვედევის არყი(Betula medwedewii Regal), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), პონტოს მუხა (Quercus pontica K.Koch), ჩვეულებრივი ურთხელი (Taxus baccata L), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni Trautv)

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები.

ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია.

 

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში, ფოტოები.

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

2.9 მონიტორინგი მთის შროშანსა (Lilium szovitsianum Fisch.&Avé-Lall.) და აჭარულ ხახვზე (Allium adzharicum Popov)

მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები. ჰაბიტატების რუკები შედგენილია და ხელმისაწვდომია

მონაცემთა ბაზა.

მონიტორინგის ამსახველი ანგარიში და ფოტოები.

თანამშრომლობა 

კვლევით დაწესებულებებთან და დონორ ორგანიზაციებთან

 2.10 პირდაპირი საფრთხეების მონიტორინგი, მათ შორის: კინტრიშის ჰესის ზეგავლენა, მავნებლები, დაავადებები, და დანართ 16-ში ჩამოთვლილი სხვა საფრთხეები. 

ხელმისაწვდომია მონიტორინგის შედეგები მონაცემთა ბაზაში.

მონიტორინგის ანგარიშები.

 

2.11 ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულების და აღქმის გამოკვლევა

ხელმისაწვდომია მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევა, 9 წელიწადში ერთხელ მენეჯმენტის გეგმის პერიოდში.

კვლევის ანგარიში

გარეშე თანამშრომლობის მეშვეობით

2.12 ვიზიტორებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მონიტორინგი

ხელმისაწვდომია შემოსავლების ჩანაწერები ან კვლევა, 3 წელიწადში ერთხელ მენეჯმენტის გეგმის პერიოდში. მონაცემები ასახულია მონაცემთა ბაზაში.

კინტრიშის დაცული ტერიტორიებიდან შემოსავლების წილი ტურიზმის საფასურიდან ყოველწლიური APA-ს სტატისტიკა

 

2.13 ვიზიტორთა კმაყოფილების/აღქმის მონიტორინგი

სტატისტიკა, ვიზიტორთა ცენტრში არსებული მოკლე კითხვარებიდან, ყოველწლიურად.

ყოველწლიური APA-ს სტატისტიკა

 

2.14 ოპერაციული გეგმის შესრულების შეფასება.

ოპერაციული გეგმის განხორციელების ყოველი სამწლიანი ციკლის დასრულებამდე ნახევარი წლით ადრე, ხელმისაწვდომია შეფასების ანგარიში, რომელშიც პროგრამების განხორციელებაზე კრიტიკულ მოსაზრებებთან ერთად შეფასებულია შესრულების ეფექტურობა მიზნების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

ოპერაციული გეგმის შეფასების ანგარიში

 

2.15 მენეჯმენტის გეგმის განხორციელების სრული შეფასების ჩატარება.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლის დასაწყისში მენეჯმენტის გეგმის შეფასების ანგარიშია ხელმისაწვდომი, რომელიც პროგრამების განხორციელებაზე, კრიტიკულ მოსაზრებებთან ერთად მოიცავს მათი სრული ეფექტურობის შეფასებას მიზნების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების შეფასების ანგარიში

 

2.16 კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ბეჭდვითი მასალის კატალოგის (ბიბლიოთეკის) შექმნა და ელექტრონულად აღრიცხვა

მონაცემთა ბაზა/საინფორმაციო სისტემა (ელექტრონული ბიბლიოთეკა) არსებობს, რომელშიც ინახება და ხელმისაწვდომია კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მასალა.

(სამოქმედო გეგმები, კვლევითი ანგარიშები, საგანმანათლებლო მასალები, სახელმძღვანელოები, პრესაში გამოქვეყნებული სტატიები)

 

2.17 ფიტოპათოლოგიური კვლევების განხორციელება ყოველწლიურად და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევის ჩატარება.

ხელმისაწვდომია კვლევის შედეგები.

 შესაბამისი ანგარიში.

საჭიროების შემთვევაში კვლევით ინსტიტუტების/მეცნიერების ჩართვა

2.18 მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემების შეგროვება ავტომატური მეტეოსადგურის საშუალებით.

მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემები შეგორვებულია და ასახულია ბუნების მატიანეში.

ბუნების მატიანეში ასახული მეტეო − და კლიმატური მონაცემები.

 

2.19 ინფორმაციის შეგროვება არასისტემური ბუნებრივი მოვლენებისა და მათ მიერ მიყენებული ზარალის შესახებ.

მონაცემები ბუნებრივი მოვლენების შესახებ მისაწვდომია.

მონაცემები ბუნებრივი მოვლენების შესახებ ასახული ბუნების მატეანეში.

 

2.20 კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლეობასა და მტაცებლებს შორის კონფლიქტისა და მიყენებული ზარალის შესწავლა.

აღწერილია ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებლებს შორის მომხდარი შემთხვევები და ზარალი.

პოპულაციის რაოდენობრივი მონაცემები.

მიყენებული ზარალის სტატისტიკა მონაცემთა ბაზა.

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

საჭიროების შემთხვევაში გარე ექსპერტების ჩართვა.

 

მიზანი 3. პრიორიტეტული სამეცნიერო საკითხები გადაჭრილია სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის გზით დაცული ტერიტორიების ადაპტური მენეჯმენტის ხელშეწყობის მიზნით.

ინდიკატორი 3: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ინფორმაციის დეფიციტის მინიმუმ 50 %-ია შევსებული, იმ კვლევითი პროექტების ნუსხის მიხედვით, რომელიც შედგება მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელს.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

1. კვლევითი ინსტიტუტებიდან კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება და სისტემატიზირება (მოწესრიგება)და კონსერვაციის თვალსაზრისით პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებების გამოვლენა.

მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან ხელმისაწვდომია შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

პრიორიტეტული კვლევითი პროექტების ჩამონათვალი შეთანხმებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.

პრიორიტეტული კვლევითი პროექტების ჩამონათვალის დოკუმენტი.

ბუნების მატიანე.

წლიური ანგარიში.

 

2. კვლევითი პროექტის განხორციელება ინვაზიური სახეობების შესასწავლად (სახეობების იდენტიფიცირება და მათი ზეგავლენის შესწავლა).

ინვაზიური სახეობების შესახებ კვლევითი პროექტი ინიცირებულია მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-5-ე წლისთვის.

ინფორმაცია ინვაზიური სახეობების შესახებ შეტანილია მონაცემთა ბაზებში.

კვლევის ანგარიში.

 

მონაცემთა ბაზა.

 

გარე ექსპერტების ჩართვა. პარტნირებთან თანამშრომლობის გზით კვლევების განხორციელება.

3. ტბიყელის ტბის შესახებ საბაზისო ინფორმაციის შეგროვება (ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა, მათ შორის ტრიტონის პოპულაციის შესწავლა).

მონაცემები ტბიყელის ტბის შესახებ ხელმისაწვდომია მე-9 წლისთვის.

ინვენტარიზაციის ანგარიში.

მონაცემთა ბაზა.

გარე ექსპერტების ჩართვა. პარტნირებთან თანამშრომლობის გზით კვლევების განხორციელება.

4. საბაზისო მონაცემების შეგროვება ტორფნარების შესახებ.

ტორფნარების შესახებ საბაზისო მონაცემები შეგროვებულია.

საბასზისო ინფორმაცია.

გარე ექსპერტების ჩართვა. პარტნიორებთან (კვლევითი ინსტიტუტები/კერძო კომპანიები) თანამშრომლობის გზით კვლევების განხორციელება.

5. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სკების დათვებისგან დაცვის მიზნით არსებული მეთოდების მოკვლევა.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სკების დათვებისგან დასაცავად რეკომენდაციებია ხელმისაწვდომი.

კვლევის ანგარიში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სკების დათვებისგან დასაცავად.

გარე ექსპერტების ჩართვა.

6. ვიზიტორთა მენეჯმენტისა და ტევადობის შესწავლა კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის

ტურისტული ტევადობა განსაზღვრულია კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის. ტურიზმის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გამოვლენილია ღონისძიებები. 

ტევადობის კვლევის ანგარიში, ტურისტების ნეგატირუი ზეგავლენის მართვის ღონისძიებების ნუსხა.

გარე ექსპერტების ჩართვა. პარტნიორებთან (კვლევითი ინსტიტუტები/კერძო კომპანიები) თანამშრომლობის გზით კვლევების განხორციელება.

7. ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატების ეტაპობრივი შესწავლა და მონიტორინგი

 ხელმისაწვდომია მონაცემები ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატებისა და სახეობები შესახებ.

მონაცემთა ბაზა.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარე ექსპერტების ჩართვა. 

 

მუხლი 46. ხანძრების, მავნებელი მწერებისა და სოკოების და დაავადებების მენეჯმენტის პროგრამა

აღნიშნული პროგრამა მიმართულია თავიდან აიცილოს და რეაგირება მოახდინოს ხანძრებით გამოწვეული (ანთროპოგენურ და ბუნებრივი ხანძრებით) საფრთხისაგან აგრეთვე თავიდან აიცილოს ან მართოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებისადმი დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანი.

მიზანი 4: ხანძრებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი კონტროლდება ან შემცირებულია.

ინდიკატორი 4: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლის დასასრულს, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა ხანძრებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალება

წინაპირობა

4.1 ფიტოპათოლოგიური კვლევების რეგულარულად ჩატარება. ტყის მავნებელი მწერების, სოკოებისა და დაავადებების გავრცელების კერების იდენტიფიცირება და არსებობის შემთხვევაში მართვის გეგმის შემუშავება 2.10 აქტივობის გათვალისწინებით.     

კინტრიშის ეროვნულ პარკში გამოვლენილია დაავადებებისა და ტყის მავნებლების გავრცელების კერები.

შედგენილია ტყის მავნებლებისა და დაავადებების მართვის გეგმა.

დაავადებების და ტყის მავნებელთა გავრცელების კერების ნუსხა.

მართვის გეგმა.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

4.2 ტყის მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში.

4.1-ით ქმედებით გამოვლენილი მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულია აუცილებელი საკონტროლო ღონისძიებები.

ტყის მავნებლებზე დაკვირვების ამსახველი ანგარიში და მათ წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ანგარიში.

შესაძლოა კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

4.3 ინვაზიური სახეობების საჭიროებისამებრ და არსებული შესაძლებლობების მიხედვით მოშორება (მაგ. დიდვაკეში ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia L.), Hemarthria altissima Poir. Stapf & C. E. Hubb), ჭიაფერას (Phytolacca Americana L.), ლაკარტიას (Paspalum dilatatum Poir.) მოშორება, ა.შ )

ინვაზიური სახეობების მოსაშორებლად ყველა შესაძლო და აუცილებელი ღონისძიება გატარებულია.

მონაცემთა ბაზა და მონიტორინგის ანგარიში ინვაზიური სახეობების გავრცელების შესახებ.

შესაძლოა კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

 

მუხლი 47. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა მიზნად ისახავს ტრადიციული გამოყენების ზონაში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას. ძირითადად აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ამავდროულად დაარეგულიროს ტყის რესურსებისა და საძოვრების მართვის საკითხები.

მიზანი 5. უზრუნველყოფილია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონის ბუნებრივი რესურსები მდგრადად გამოყენება.

ინდიკატორი 5: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების დასასრულისთვის, სულ მცირე არ ხდება დეგრადირებული საძოვრების ფართობის და დეგრადაციის გაზრდა და ტყის ფართობისა და ხარისხის შემცირება მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პარალელურად.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

1. ტყის ინვენტარიზაციის განხორციელება და ტყის მართვის გეგმის შედგენა.

ჩატარებულია ინვენტარიზაცია. ტყის მართვის გეგმა შემუშავებულია.

ტყის ინვენტარიზაციის ანგარიში და ტყის მართვის გეგმა.

დამატებითი დაფინანსება. თანამშრომლობა საკონსულტაციო კომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან

2. ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშეშე ხე-ტყის გაცემის საკითხების დარეგულირება ტრადიციული გამოყენების ზონაში.

ტყის მართვის გეგმის მიხედვით დადგენილია კვოტები.

მერქნული რესურსების მოპოვებაზე წლიური ანგარიში. წლიური ოქმები გაცემული საშეშე მერქნის მოპოვების ლიცენზიების შესახებ.

 

3. საძოვრების მდგომარეობაზე დაკვირვება, საჭიროებისამებრ საძოვრების მართვის გეგმის მომზადება და მისი განხორციელება.

საიჯარო ხელშეკრულებები რომელშიც დადგენილია ძოვების ნორმები, პირუტყვის სიმჭიდროვე, ა.შ. საძოვრების მართვის გეგმის მიხედვით

საიჯარო ხელშეკრულება

საჭიროებისამებრ გარე ექსპერტის ჩართვა, დამატებითი დაფინანსების მოზიდვა.

4. ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება

ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია

ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტი

საჭიროებისამებრ გარე ექსპერტის ჩართვა, დამატებითი დაფინანსების მოზიდვა.

 

მუხლი 48. სახეობათა კონსერვაციის/აღდგენის პროგრამა

ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამა მიმართულია კინტრიშის დაცული ტერიტოების3 მნიშვნელოვანი ღირებულების − კოლხური ბზისა (Buxus colchica Pojark), შავი ზღვის ორაგული (Salmo trutta fario) და წაბლის (Castanea sativa Mill) პოპულაციის კონსერვაციის ხელშესაწყობად. პროგრამა გამიზნულია ხელი შეუწყოს აღნიშნული სახეობების აღდგენას, რომლებაც განიცადეს უარყოფითი ზეგავლენა.

მიზანი 6. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კონსერვაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებით უზრუნველყოფილია კინტრიშის დაცული ტერიტორიების საფრთხის წინაშე მდგარი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა.

ინდიკატორი 6: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების დასასრულისთვის საფრთხის წინაშე მდგარი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების კონსერვაციული სტატუსი გაუმჯობესებულია მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

1. კოლხური ბზის აღდგენის შესაძლებლობის კვლევა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე: კოლხური ბზის აღდგენის პროგრამის შემუშავება და დაფინანსების მოძიება.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მ-3 წელს გამოვლენილია კოლხური ბზის აღდგენის ღონისძიებები.

ბზის აღდგენის შესაძლებლობის კვლევის ანგარიში.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

2. შავი ზღვის ორაგული ლიფსიტების განადგურების მიზეზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შავი ზღვის ზუთხის კონსერვაციის პროგრამის შემუშავება და დაფინანსების მოძიება საჭიროებისამებრ.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელებიდან მე-3-ე წლისთვის, გამოვლენილია შავი ზღვის ორაგულის აღდგენის ღონისძიებები და ხელმისაწვდომია კინტრიშის ადმინისტრაციისთვის.

კვლევის ანგარიში. შავი ზღვის ზუთხის ლიფსიტების კონსერვაციის პროგრამის საპროექტო წინადადება.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

3. წაბლის პოპულაციის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აღდგენის ღონისძიების განხორციელება

მენეჯმენტის გეგმის განხორციელებიდან მე-3-ე წლისთვის, შესწავლილია წაბლის პოპულაცია და საჭიროების შემთვევაში გამოვლენილია ხაბლის აღდგენის ღონისძიებები

წაბლის აღდგენის შესაძლებლობის კვლევის ანგარიში.

კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

 

 

მუხლი 49. ეკოტურიზმისა და ვიზიტორთა მენეჯმენტის პროგრამა

ეკოტურიზმის პროგრამა მიმართულია შექმნას და გააძლიეროს არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები კინტრიშში ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით და თავიდან აიცილოს ძირითად ღირებულებებზე ტურიზმის უარყოფითი ზეგავლენა.

 

მიზანი 7. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე განვითარებულია ინფრასტურქტურა, რომლებიც ხელს უწყობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის პოტენციალის გამოვლენას ეკოლოგიური მთლიანობის ხელყოფის გარეშე.

ინდიკატორი 7. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლისთვის კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიისა სამოქმედო გეგმის მიხედვით გამოვლენილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მინიმუმ 25 %-ია ინიცირებული და ამავდროულად ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეები არ იზრდება.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

7.1 კინტრიშის ხეობისათვის დამახასიათებელი, ადგილობრივი ტრადიციებისა და ბუნებრივ გარემოსთნ შეხამებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით , ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკისა და სტანდარტების განსაზღვრა.

არსებობს შესაბამისი პოლიტიკა და გაზიარებულია დაინტერესებულ მხარეებისთვის.

ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა კინტრიშისთვის (საჯარო დოკუმენტი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა

7.2 ცხემვანში ვიზიტორთ ცენტრის შეკეთება/რემონტი.

გარემონტებულია და ფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრი.

ანგარიში ვიზიტორთა ცენტრი სარემონტო სამუშაოების შესახებ, შესაბამისი ფოტო-მასალა.

გარე დაფინანსება

7.3 ცხემვანში (ვიზიტორთა ცენტრისგან გამოყოფილი) რეინჯერთა თავშესაფარის მშენებლობა

რეინჯერთა თავშესაფარი არსებობს და ფუნქიონირებს.

ანგარიში რეინჯერთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ შესაბამისი ფოტო მასალა.

გარე დაფინანსება

7.4 მტირალას ბილიკზე ვიზიტორთა თავშესაფრის მშენებლობა ზერაბოსელში, მტირალა-კინტრიშის ბილიკის მოწყობის შემდგომ და შესაბამისად საპიკნიკე ადგილების მოწყობა ზერაბოსელში (სანიტარული კვანძების/საპირფარეშოების განახლება/მოწყობა).

ადგილზეა ვიზიტორთა თავშესაფარი და საპიკნიკე ადგილი.

შესაბამისი საპროექტო მასალები.

მტირალას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთნ თანამშრომლობა.

7.5 ახალი კომბინირებული რეინჯერთა/ვიზიტორთა თავშესაფრის მშენებლობა ტბიყელის ტბასთან.

ადგილზეა ვიზიტორთა/რეინჯერთა თავშესაფარი.

შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. ფოტო-მასალა.

გარე დაფინანსება.

7.6 ცხემვანში, ვიზიტორთათვის პატარა საინფორმაციო ცენტრისა და კუთხის მოწყობა ადგილობრივი პროდუქტების, საინფორმაციო ბუკლეტების, რუკების, ა.შ. გასავრცელებლად.

ვიზიტორთა თავშესაფარში გამოყოფილია კუთხე ადგილობრივი პროდუქტებისა და საინფორმაციო მასალების გასავრცელებლად.

ფოტო მასალა.

გარე დაფინანსება.

7.7 საკემპინგე ადგილის რეაბილიტაცია ხინოსა და ვიზიტორთა თავშესაფრის მახლობლად

მინიმუმ 2 საკემპინგე ადგილი განახლებულია ვიზიტორთა თავშესაფრის მიმდებარედ და ხინოში

შესაბამისი საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ამსახველი ანგარიში.

გარე დაფინანსება.

7.8 ვიზიტორთა თავშესაფარის მიმდებარედ საპიკნიკე ადგილის შეკეთება

სახურავები და პოსტერები განახლებულია არსებულ საპიკნიკე ადგილზე.

სარემონტო სამუშოების ამსახველი შესაბამისი მასალები და ფოტოები.

გარე დაფინანსება.

7.9 საპიკნიკე ადგილების განახლება ზერაბოსელსა და მტირალას ბილიკის საწყის წერტილში.

ადგილზეა შეკეთბული 2 საპიკნიკე ადგილი (კოორდინატები: 37T742911 E, 44624257.00 N).

შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მასალები/დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.10 საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობა „უთხოვარის ბილიკის“ დასაწყისში

ადგილზეა ახალი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მასალები/დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.11 საბავშვო მოედნის მოწყობა ვიზიტორთა ცენტრთან (საკემპინგე ადგილსა და ვიზიტორთა ცენტრს შორის)

ვიზიტორთა ცენტრთან ადგილზეა საბავშვო მოედანი.

შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მასალები/დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.12 კინტრიში-მტირალას ბილიკის მოწყობა.

განახლებულია ბილიკი, მოწყობილია ხიდები და საორიენტაციო ნიშნულები.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.13 ეთნოგრაფიული ბილიკის მოწყობა ხინოში დიდვაკედან ხინოსკენ, არსებული საინფორმაციო ნიშნებისა და საინტერპრეტაციო დაფების განახლება.

ბილიკი მოწყობილია, ადგილზეა საინტერპეტაციო დაფები.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.14 მცირე ჩანჩქერისკენ მიმვალი თემატური ბილიკის მოწყობა

ახალი ბილიკი მოწყობილია შესაბამისი საინფორმაციო დაფებით, ხეების დასახელებით.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, SPPA-Georgia

7.15 „ჯუნგლების ბილიკის“ მოწყობა, მდინარე კინტრიშის გასწვრივ ვიზიტორთა თავშესაფრიდან 500 მ მანძილზე პატარა ჩანჩქერამდე ასასვლელად.

ხის ბილიკი მდინარე კინტრიშის გასწვრივ მოწყობილია.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.16 ხინოდან დაცული ტერიტორიის საზღვრამდე არსებული ბილიკის განახლება ხინოდან პერანგას მთამდე

ბილიკი განახლებულია.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

7.17 ხინოდან ტბიყელის ტბისკენ მიმავალი ბილიკის განახლება და მარკირება (12კმ)

არსებული ბილიკი, განახლებული მარკირებით და საინფორმაციო ნიშნულებით.

ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

 7.18 საინფორმაციო დაფების მონტაჟი ვიზიტორთა ქცევევის წესებისა და რეგულაციების მითითებით, ტბიყელის ვიზიტორთა ცენტრთან (ნარჩენების დახარისხების, სისუფთავის, ცეცხლის დანთების, და სხვა ქცევების წესების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით)

მინიმუმ 5 საინფორმაციო დაფა ადგილზეა.

საინფორმაციო დაფების საპროექტო დოკუმენტაცია და ფოტო მასალა

გარე დაფინანსება.

7.19 არსებული საინფორმაციო დაფების განახლება ან ჩანაცვლება.

მინიმუმ 16 საინფორმაციო დაფა განახლებულია ან ჩანაცვლებულია.

საინფორმაციო დაფების განახლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ფოტო მასალა

გარე დაფინანსება.

7.20 ნიშნულების განთავსება და მარკირება ვიზიტორთა თავშესაფრიდან გამომავალ ყველა ბილიკზე (პარკის შესასვლელთან)

ნიშნულები და მარკირება განახლებულია.

ბილიკების განახლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

გარე დაფინანსება.

 

მიზანი 8. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე განვითარებულია სერვისები და ეკოტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს კინტრიშის ეკოტურიზმის პოტენციალის გამოვლენას ეკოლოგიური მთლიანობის ხელყოფის გარეშე.

ინდიკატორი 8. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლისთვის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკო-ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა სამოქმედო გეგმის მიხედვით გამოვლენილი სერვისების და ეკოტურისტული პროდუქტების, მინიმუმ ნახევარი ხელმისაწვდომია და ამავდროულად ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეები არ იზრდება.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

8.1 ადგილობრივი მომწოდებლების ხელშეწყობა ტურისტული პროდუქტის: საცხენოსნო აქტივობების, სამთო ველოსიპედების განვითარებისა და შეთავაზების მიმართულებით

ხელმისაწვდომია ეკო-ტურიზმის სტრატეგიაში რეკომენდირებული სულ მცირე ორი ტურისტული პროდუქტი.

ტურისტული პროდუქტების ნუსხა.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მეშვეობით.

8.2 ადგილობრივი პროდუქტის მხარდაჭერა, შეფუთვა, სერტიფიიცრება და გაყიდვა (თაფლი, თავლის ჭაჭა, გოგრა, მარცვლოვნები, დამარინადებული ბოსტნეული, რძის პროდუქტების, ტყემალი) კინტრიშის ეროვნული პარკის ეტიკეტით

მინიმუმ 3 პროდუქტს აქვს კინტრიშის ეროვნული პარკი ეტიკეტი

ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვების შესახებ ფინანსური ანგარიში მაღაზიიდან . ფოტო მასალა

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მეშვეობით.

 

მიზანი 9. კინტრიშის დაცული ტერიტორია, ეკოტურისტული თვალსაზრისით წარმოადგენს ცნობილ ტურისტულ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ინდიკატორი 9. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ვიზიტორთა რაოდენობა და მათი კმაყოფილება 50%-ით გაზრდილია, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

9.1 კინტრიშის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა სარეკლამო მასალების მომზადება.

სულ მცირე ბარათების ერთი ნაკრები, თითო ნაკრებში მთელი რეგიონის ამსახველი 5-10 ფოტოთი, გამოცემულია და იყიდება ვიზიტორთა მომსახურების ცენტრში.

განახლებული 500-მდე რუკა ხელმისაწვდომია, ახალი ტურისტული ბილიკების მოწყობისა და მარკირების შემდეგ.

ბილიკების ამსახველი 500-მდე ბროშურა.

რუკები, ბარათები, ბროშურები.

საჭიროებს პარტნიორების და დონორების დახმარებას.

9.2 დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდზე კინტრიშისადმი მიძღვნილი ქვე-ვებ-გვერდის მუდმივი განახლება და კინტრიშის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია სოციალური მედიის საშუალებებით.

კინტრიშის დაცული ტერიტორიებისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი ამბები. დაცული ტერიტორიების ფეისბუქ გვერდის, მუნიციპალიტეტისა და სხვა შესაბამისი ვებგვრდებისა და სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული სიახლეები.

დაცული ტერიტორიების ვებგვერდი.

სოციალური მედიის შესაბამისი ვებ-გვერდები.

ვებგვერდის სტატისტიკა.

ფეისბუქი და ფეისბუქზე ვიზიტების სტატისტიკა.

 

9.3 ელექტრონული საშუალებით ტუროპერატორებთან კომუნიკაცია სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ტუროპერატორებთან რეგულარულად იგზავნება ელექტრონული სიახლეები. ასევე A4 ფორმატზე ამობეჭდილი მარტივი სახით ინფორმაცია მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს წელიწადში 2-ჯერ მაინც.

ელექტრონული ნიუსლეთერი.

 

9.4 კინტრიშის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია სხვადასხვა მედია საშუალებებით.

სულ მცირე ერთი მედიატურია ორგანიზებული ყოველწლირად ეროვნული მედიის წარმომადგენლებისათვის.

სულ მცირე 2 სტატია ქვეყნდება ყოველწლიურად კინტრიშის დაცული ტერიტორიების ღირებულებების შესახებ ეროვნულ ბეჭდურ მედიაში.

სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა ეკოტურიზმისადმი და დაცული ტერიტორიებისადმი მიძღვნილ გადაცემაში კვარტალში ერთხელ მაინც.

სულ მცირე ერთი სარეკლამო კამპანია წარმოებს ყოველწლიურად ეროვნული მედია საშუალებებით.

რეკლამები.

ვიდეო რგოლები.

სტატიები/სატელევიზიო პროგრამებში გაშუქება.

საჭიროებისამებრ დამატებითი დაფინანსება.

9.5 ვიზიტორთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის სისტემის დანერგვა და ვიზიტორთა გამოკითხვა ამობეჭდილი და ონ-ლაინ კითხვარების მეშვეობით (გუგლის ანალიზის ჩათვლით)

ვიზიტორების მონიტორინგის სისტემა დანერგილია.

ჩატარებულია ვიზიტორთა კვლევა.

ვიზიტორთა სტატისტიკა

კითხვარები

კითხვარების და მიღებული შეფასების ანალიზი და სტატისტიკა

 

9.6 რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან

ყოველწლიური რეგულარული და რიგ-გარეშე საკოორდინაციო შეხვედრები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრების ოქმები.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობა

 

მუხლი 50. გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა

გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ღირებულებების დაცვას კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე ცნობიერების გაზრდისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე, როგორებიცაა სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა, უცხო ქვეყნის ვიზიტორები და სხვა.

მიზანი 10. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და ვიზიტორების ცნობიერება კინტრიშის დაცული ტერიტორიების როლის, მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ საკმაოდ მაღალია

ინდიკატორი 10: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ცოდნა, დამოკიდებულება და შესაბამისი საქმიანობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, 2015 წლის მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევის შედეგებთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

10.1 გრძელვადიანი გარემოსდაცვითი კონცეფციის განსაზღვრა, საგანმანათლებლო ღონისძიებების მიზნებისა და სამიზნე ჯგუფების გამოვლენა.

გარემოსდაცვითი განათლების კონცეფცია არსებობს.

მენეჯმენტის გეგმის განმავლობაში გამოვლენილია პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები.

გარემოსდაცვითი განათლების კონცეფცია.

 

10.2 ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება: მდინარე კინტრიშის პროგრამა, პროგრამა კინტრიშის ბუნებრივი კავშირების შესახებ, უთხოვარისა და კოლხური ტყის პროგრამები.

მინიმუმ 5 სკოლა ატარებს ყოველწლიურად ერთ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამას.

ჩატარებული ღონისძიებების დამადასტურებული მასალები: ანგარიში, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

 

10.3 ეკობანაკების მოწყობა ბათუმის, ქობულეთის, ფოთის სკოლის მოსწავლეებისათვის.

მინიმუმ 4 ეკობანაკი მოეწყო 9 წლის განმავლობაში.

ჩატარებული ღონისძიებების დამადასტურებული მასალები: ანგარიში, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

 

 

მუხლი 51. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ცნობადობა და საზოგადოების ცნობიერება დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ასევე ხელი შეუწყოს დადებითი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და შექმნას საკუთრების განცდა ადგილობრივ მოსახლეობაში.

მიზანი 11. კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისთვის.

ინდიკატორი 11: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, აქტივობების წლიური რაოდენობა გაორმაგდა 2018 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

11.1 2016-2017 წელს შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება საჭიროებისამებრ (ქმედებების გაწერა 2019-2021 წლებზე).

განახლებული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა 2019-2021.

სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.

 

11.2 საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო მასალების (ბუკლეტები, პოსტერები, ვიდეო-რგოლები, რეკლამები, პრეზენტაციები, ა.შ.) მომზადება დაცული ტერიტორიებისა და სხვა თემატიკაზე, მათ შორის: ბუნებრივი რესურსების მოხმარება, ნადირობისა და თევზაობის რეგულაციები, და ა.შ.

სულ მცირე 5 სახეობის საინფორმაციო/საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო მასალა მზადაა გასავრცელებლად.

ბეჭდური მასალა.

ვიდეო მასალა.

დამატებითი დაფინანსების მოძიება და გარე ექსპერტების ჩართვა, პარტნიორებთან თანამშრომლობა.

11.3 კინტრიშის დაცული ტერიტორიების „კეთილი ნების ელჩის“ გამოვლენა და მასთან თანამშრომლობა კინტრიშის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის.

„კეთილი ნების ელჩის“ არსებობა და განხორციელებული აქტივობების ნუსხა

თანამშრომლობის მემორანდუმი „კეთილი ნების ეჩთან“ და განხორციელებული აქტივობების ამსახველი მასალები.

 

 

მიზანი 12. დამყარებულია ახალი და გაუმჯობესებულია უკვე არსებული თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ინდიკატორი 12. პარტნიორებთან თანამშრომლობა გაზრდილია სულ მცირე 20%-ით და ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და პროექტების რიცხვი გაზრდილია 50%-ით მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლისთვის.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

 

12.1 რეგიონული მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება და ჩართულობის მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების თანამონაწილეობითი მართვის უზრუნველსაყოფად.

სულ მცირე 2 შეხვედრა წელიწადში სოციო-ეკონომიკურ პროგრამებში ჩართულობის, ტურიზმის განვითარების, კანონაღსრულების (ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება) საკითხებზე, კომუნიკაციის მიმართულებით რჩევების მისაღებად და ინფრასტრუქტურის განვითარებისას ადგილობრივი ტრადიციების გასათვალისწინებლად.

შეხვედრების ოქმები.

   

12.2 რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წესდების ცვლილება, წევრების რაოდენობის გაზრდა 15-მდე არაფორმალური თემის მეთაურების, ბიზნესმენების, ა.შ. საბჭოში გაწევრიანება.

მრჩეველთა საბჭოს წესდებაში ასახულია ცვლილებები.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მრჩეველთა საბჭოს წესდება.

   

12.3 თანამშრომლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტთან, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დონორებთან, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ზონის განვითარების მიზნით.

მინიმუმ 2 ერთობლივად განხორციელებული ღონისძიება ყოველწლიურად მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.

ყოველწლიური ანგარიშები თანამშრომლობის შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

   

12.4 კინტრიშის ჰიდროელექტროსადგურთან სამუშო/პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, უარყოფითი ზეგავლენის უკეთესად მართვის მიზნით.

მინიმუმ 2 შეხვედრა ყოველწლიურად.

მინიმუმ ერთი კონსერვაციული ღონისძიების ან აქტივობის განხორციელებას დაუჭირა მხარი კინტრიშის ჰესმა მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში.

ჰესის ოპერირებისას შეთანხმების დარღვევების რიცხვი 0-მდეა დაყვანილი მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მესამე წლისთვის.

შეხვედრის ოქმები

მხარდაჭერილი აქტივობის/ღონისძიების ამსახველი ანგარიში.

კინტრიშის ჰესთან თანამშრომლობა.

 

12.5 ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების, აქტივობებისი და გარემოსდაცვითი კამპანიების მოწყობა და/ან მონაწილეობის მიღება.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მონაწილეობს სულ მცირე 2 ღონისძიებასა ან კამპანიაში, რომელიც ორგანიზებულია კინტრიშის ადმინისტრაციის ან სხვა უწყება/ორგანიზაციების მიერ.

ანგარიშები და ღონისძიების ამსახველი მასალები.

   

 

მიზანი 13. გაუმჯობესებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და გაზრდილია მათი ჩართულობა კინტრიშის დაცული ტერიტორიების მართვაში.

ინდიკატორი 13: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევის მიხედვით, ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

 

13.1რეგულარული შეხვედრების მოწყობა ადგილობრივ თემებთან მიმდინარე სიახლეების, თანამშრომლობის შესაძლებლობების, დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პროექტების განხორციელების პროცესში მრჩეველთა რეგიონული საბჭოს დახმარებით.

სულ მცირე 2 შეხვედრა კვარტალში.

 

სულ მცირე 50 მონაწილე.

შეხვედრის ოქმები.

 

მონაწილეთა სია.

 

 

13.2 სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება სპეციაულირი კითხვარის საშუალებით.

 სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის ანგარიშების არსებობა სამ წელიწადში ერთხელ.

სოციო-ეკონომიკური მონიტორინგის ანგარიშის დოკუმენტი.

   

13.3 მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევის ჩატარება და ყოველ 3 წელიწადში ერთხელ სხვა კვლევები

საბაზისო მონაცემები ხელმისაწვდომია.

მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევა ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევა

SPPA-ს მხარდაჭერა

 

 

მუხლი 52. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას და გააძლიეროს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინსტიტუციური საფუძვლები და შესაძლებლობები. პროგრამა ძირითადად მიმართულია საკმარისი ფინანური რესურსების მოზიდვაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაბამისი უნრა-ჩვევებისა და ცოდნის აღჭურვაზე, რათა შესაძლებელ იქნას მენეჯმენტის გეგმის პროგრამების ეფექტური განხორციელება.

მიზანი 14. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის უზრუნველყოფილია საკმარისი და მდგრადი დაფინანსება.

ინდიკატორი 14. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შეფასების მიხედვით, ადმინისტრაციას გააჩნია საკმარისი და მდგრადი ფინანსური რესურსი

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

 

14.1 შეფასდეს მენეჯმენტის გეგმის შესრულებისათვის საჭირო ფინანსური საჭიროებები და განისაზღვროს პრიორიტეტული დაფინანსების მიმართულებები.

მენეჯმენტის გეგმის შესასრულებლად საჭირო ფინანსური რესურსი და არსებული დანაკლისი შეფასებულია მენეჯმენტის გეგმის შესრულების პირველ წელს და ყოველი საოპერაციო გეგმის შემუშავებისას და ასახულია შესაბამის ანგარიშებში.

შეფასების ანგარიშები.

   

14.2 დაფინანსების დამატებითი წყაროების (მათ შორის დონორებისა) შეფასება მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მიზნით.

პოტენციური დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი, ყოველწლიურად განახლებულია.

პოტენციური დონორებისა და პარტნიორების ნუსხა.

დაფინანსების წყაროების ჩამონათვალი.

დონორებისა და პარნიორების ნუსხა.

 

 

14.3 შემოსავლის მიღების სხვადასხვა მექანიზმების შეფასება, როგორიცაა ცხენების გაქირავება, კემპინგი, ზიპლაინი, კინტრიშის მდინარის გასწვრივ დაფიცრული ბილიკი, ა.შ.

დამატებითი შემოსავალის მიღების მექანიზმების ჩამონათვალი და შესაბამისი შეფასება.

საინვესტიციო წინადადებები შემუშავებულია.

შემოსავლების გენერირების მექანიზმების ჩამონათვალი.

საინვესტიციო წინადადებები.

ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი

   

14.4 შემოსავლების მოზიდვის შესაძლებლობების გამოვლენა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენა შესაბამისი საპროექტო წინანდადებების შემუშავების მიზნით და დამფინანსებელთან წარსადგენად.

კინტრიშის დაცული ტერიტორიებისადმი მიძღვნილი სულ მცირე ერთი საპროექტო წინადადება წარდგენილია დასაფინანსებლად ყოველ წელს.

 

სულ მცირე 33% პროექტებისა დაფინანსებულია.

საპროექტო წინადადებების ნუსხა.

პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, ა.შ)

 

 

მიზანი 15. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი საოპერაციო ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 15: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას სულ მცირე გააჩნია ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი და ძირითადი საოპერაციო ბაზა.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

 

15.1 საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და დაფინანსება საოპერაციო გეგმის ფარგლებში.

საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი ხელმისაწვდომია.

საოპერაციო გეგმა.

   

15.2 არსებული ბიუჯეტის საფუძველზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის შესაბამისი აღჭურვილობისა და მასალების შეძენა და მიწოდება, მათ შორის: 8 ცალი საველე დანა, 8 ცალი საველე ნაჯახი, 9 წყლის გამძლე ფანარი, 9 მაღალო სიხშირის რაცია, 4 განიერი თხილამური ან ზამთის ფეხსაცმელი, 2 მოძრავი GPS, 1 კომპლექტი სატყეო ინვენტარი ხის საზომი ხელსაწყოების (ბურღის) ჩათვლით, 1 კვადროციკლი საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისთვის, უკეთესი ხარისხის უნიფორმები.

ყველა შესყიდვა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ბიუჯეტი განხორციელებულია.

შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

SPPA–ის მხარდაჭერა.

 

15.3 არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის შესაბამისი აღჭურვილობისა და მასალების შეძენა და მიწოდება, მათ შორის: 3 ფოტოაპარატი GPS-ით, ტელესკოპი, გამადიდებელი შუშა ტელესკოპისთვის 20-60x, ფოტოაპარატის ლინზის ადაპტერი, 5 შტატივი ფოტოაპარატისთვის და ტელესკოპისთვის (მსუბუქი, მაქს, 1,5 კგ), 30 ფოტო ხაფანგები, მეტალის ყუთი ფოტოხაფანგისთვის, მეტალის ჩამკეტი ფოტოხაფანგისთვის, აკუმულატორები და დამტენები ფოტო ხაფანგისთვის (ზომა D), დამტენის აკუმულატორი, ლაზერით მანძილზე მზომი ხელსაწყო, ავტომატური მეტეო სადგური, მეტეო სადგურისთვის აკუმულატორები, მზის პანელები და სხვა დასაინტალირებელი მოწყობილობები, საველე ბლოკნოტი (წყალგამძლე, GPS-ით, LAN, ბლუთუზით). 

ყველა შესყიდვა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ბიუჯეტი განხორციელებულია.

შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

SPPA–ის მხარდაჭერა.

 

15.4 არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ვიზიტორებისა და კომუნიკაციის პროგრამის შესასრულებლად საჭირო ინვენტარის შეძენა, მათ შორის: სარკვევები (სახეობების), საკანცელარიო ნივთები (ფლიპჩარტები, წებოვანი ფურცლები, ა.შ).

ყველა შესყიდვა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ბიუჯეტი განხორციელებულია.

შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

SPPA–ის მხარდაჭერა.

 

15.5 ადმინისტრაციის ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის რეგულარული შეკეთება და განახლება.

საშუალოდ წლიურად 90% ტექნიკური აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებს.

ტექნიკული აღჭურვილობის, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შესახებ ჩანაწერები.

   

 

მიზანი 16. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 16. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელთა მინიმუმ 90%-, ჩაუტარდა ტრენინგები შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

16.1 რეინჯერებისთვის და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლისთვის (ბუღალტერისა და ვიზიტორთა სპეციალისტის გარდა) ტრენინგის ჩატარება ტყის მართვის საკითხებში.

მინიმუმ 3-დღიანი ტრენინგი ტარდება სულ მცირე 5 თანამშრომლისთვის ყოველი საოპერაციო გეგმის ციკლის დროს.

შესაბამისი მოდული.

მონაწილეთა სია.

SPPA-ს მხარდაჭერა

16.2 რეინჯერებისათვის და ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისათვის (ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, და რეინჯერებისთვის). რეგულარული ტრენინგების ჩატარება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, მონაცემთა შეგროვების და შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენების საკითხებზე

სულ მცირე ერთი 3-დღიანი ტრენინგი 5 მონაწილისთვის ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

 

SPPA-ს მხარდაჭერა

16.3 დაავადებების/მავნებლების იდენტიფიცირებასა და მონიტორინგში რეგულარული ტრენინგების ჩატარება რეინჯერებისათვის და ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისათვის.

მინიმუმ ერთი ტრენინგია ჩატარებული ყოველ 3 წელიწადში სულ მცირე ერთი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტისა და 4 რეინჯერისათვის.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.4 რეინჯერებისთვის ტრენინგების ჩატარება კანონაღსრულებისა და კომუნიკაციის საკითხებზე.

სულ მცირე ერთი 4-დღიანი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 20 მონაწილისთვის.

რეინჯერთა 90% და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.

ტრენინგების ნუსხა.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება. 

16.5 რეინჯერებისა და ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და ოქმების შედგენის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება.

ყოველწლიურად ტარდება სულ მცირე ერთი 2-დღიანი ტრენინგი 20 მონაწილისთვის.

რეინჯერთა 90% და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება. 

16.6 ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება სამაშველო და პირველადი სამედიცინო დახმარებაში.

ყოველწლიურად ტარდება სულ მცირე ერთი 2-დღიანი ტრენინგი. 

რეინჯერთა 90% და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

 

16.7 რეინჯერებისთვის ტრენინგის ჩატარება ხანძრებისა და მათ მართვა/ქრობის შესახებ.

მინიმუმ 3-დღიანი ტრენინგია ჩატარებული მენეჯმენტის გეგმის განხორციელების განმავლობაში.

რეინჯერთა 90% და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

კვლევით ინსტიტუტებთან, არასამთავრობოებთან და კდტ მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.

16.8 რეინჯერებისათვის და ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება ბილიკების მოწყობა/მარკირებაში. 

მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და სულ მცირე ვიზიტორთა სპეციალისტი და 2 რეინჯერია დატრენინგებული.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.9 რეინჯერებისათვის, ბუნებრივი რესურსების და ვიზიტორთა სპეციალისტებისთვის ეკოგანათლებასა და ინტერპრეტაციაში ტრენინგების ჩატარება.

მინიმუმ 2-დღიანი ტრენინგი 3 წელიწადში ერთხელ.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.10 ვიზიტორთა მომსახურება, ტურისტული სერვისებსა და ვიზიტორთა მომსახურების ხელოვნებაში რეგულარული ტრენინგის ჩატარება რეინჯერებისთვის და ვიზიტორთა სპეციალისტისთვის.

ტრენინგების მინიმუმ ერთი სესია ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.11 ტრენინგების ჩტარება კონფლიქტების მართვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში. 

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში მინიმუმ ერთი ტრენინგია ჩატარებული.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.12 ტრენინგების ჩტარება სტრესული სიტუაციების მართვაში.

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში მინიმუმ ერთი ტრენინგია ჩატარებული.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.13 ტრენინგი სალარო წარმოებაში შესაბამისი ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის. 

მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პერიოდში მინიმუმ ერთი ტრენინგია ჩატარებული.

სულ მცირე ბუღალტერმა გაიარა ტრენინგი.

ტრენინგმოდულები.

მონაწილეთა სია.

საჭიროებისამებრ გარე დახმარება.

16.14 კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება.

სულ მცირე 3-დღიანი ტრეინინგი ტყის მართვის გეგმის განხორციელების შესახებ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის.

მონაწილეთა სიები.

შეხვედრებისა და ტრენინგების ოქმები და ანგარიშები.

SPPA–ის ხელშეწყობით.

 

VII. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი

მუხლი 53. მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მონიტორინგის მიზნები

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის მონიტორინგის მიზანია მენეჯმენტის გეგმის შესრულების/პროგრესის შეფასება. ძირითადი ღირებულებებისა და შესაბამისი საფრთხეების მონიტორინგი წარმოადგენს მენეჯმენტის გეგმის პროგრამის საგანს, რომელიც გაწერილია 45-ე მუხლით. 

მუხლი 54. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგის ღონისძიებები

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგს ახორციელებს ეტაპობრივად:

ა) ყოველწლიური მონიტორინგი: ყოველი წლის ბოლოსთვის ადმინისტრაცია მოამზადებს განხორციელებული ქმედებებისა და ღონისძიებების ანგარიშს მენეჯმენტის გეგმის მე-6 თავში განსაზღვრულ და დაგეგმილ ქმედებებსა და ღონისძიებებთან მიმართებით. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს 3-წლიანი საოპერაციო გეგმის განხილვა-განახლების საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, წლიური ბიუჯეტის განსაზღვრისა და წარდგენის საფუძველია.

ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის 4-წლიანი ინტერვალით მონიტორინგი: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-5 წლის ბოლოს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის ეფექტურობის შეფასებას. ადმინისტრაცია შეძლებს, ზუსტად შეაფასოს მართვის ეფექტურობის პროგრესი და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მოახდინოს მენეჯმენტის გეგმის ქმედებებისა და ღონისძიებების ადაპტირება.

გ) საბოლოო შეფასება: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯემნტის გეგმის დეტალურ შეფასებას. ადმინისტრაცია შესაბამისი ექსპერტიზის და ორგანიზაციების ჩართულობით განახორციელებს განახლებულ სიტუაციურ ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვას. განახლებული სიტუაციური ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვის შედეგები წარმოადგენს ახალი, მომდევნო 9-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საფუძველს.

მუხლი 55. მენეჯმენტის გეგმის მიზნებისა და ქმედებების მონიტორინგის გეგმა

ქმედება

დროის პერიოდი

პასუხისმგებელი

1

მონიტორინგის გეგმის და ფორმატის შემუშავება და შეთანხმება

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან პირველი წლის ბოლოს

ადმინისტრაცია/ სააგენტო

2

ყოველწლიური მონიტორინგის განხორციელება

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან მომდევნო წლის I კვარტალში (ყოველწლიურად) 

ადმინისტრაცია

3

შუალედური მონიტორინგის განხორციელება და სტრატეგიული მიზნების გადახედვა საჭიროებისამებრ

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან მეოთხე წლის ბოლოს

ადმინისტრაცია, სააგენტო, დონორები, პარტნიორები

4

საბოლოო შეფასება

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან მე-9 წლის პირველი 6 თვე

ადმინისტრაცია

5

მენეჯმენტის გეგმის განახლება

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან მე-9 III და IV კვარტალში

ადმინისტრაცია, სააგენტო, დონორები, პარტნიორები

 

დანართები:

დანართი 1: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა

დანართი 2: კინტრიშის დაცული ტერიტორიების საზღვრები

დანართი 3: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა რეგიონულ ჭრილში

დანართი 4: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ნიადაგების რუკა

დანართი 5: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ჰიდროლოგიური რუკა

დანართი 6: კინტრიშის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების რუკა

დანართი 7: ზურმუხტის ქსელის სპეციალური კონსერვაციის საიტები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში

დანართი 8: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მცენარეების სახეობები

დანართი 9: ძუძუმწოვრების ნუსხა

დანართი 10: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ფრინველები

დანართი 11: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ქვეწარმავლები და ამფიბიები

დანართი 12: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ენდემური სახეობები

დანართი 13: კინტრიშის დაცული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა

დანართი 14: კინტრიშის ეროვნული პარკის შიდაფუნქციური ზონირების რუკა

დანართი 15: კინტრიშის ეროვნული პარკის შიდა ზონირების კოორდინატები

დანართი 16: საფრთხეების ინდიკატორები