„ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023612
401
28/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
300160070.10.003.023612
„ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №401

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2021, 300160070.10.003.022752) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

2.  მე-40 მუხლიმე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:

„პ1) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;

2) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

3. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ​​​3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი