დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022670 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
114
19/03/2021
ვებგვერდი, 22/03/2021
040030000.10.003.022670
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (22/03/2021 - 26/10/2022)
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. „სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები“ (დანართი №1). 2. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი“ (დანართი №2). 3. „სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი“ (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს მეტროლოგიური მომსახურების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართ №1-ის ცხრილ 2-ით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებისათვის ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის. |
| მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის №99 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები