დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 503 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023714 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
503
26/10/2022
ვებგვერდი, 26/10/2022
040030000.10.003.023714
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/2022 - 17/12/2024)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები (დანართი №1). 2. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №2). 3. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებისთვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 ცხრილით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებაზე ან/და საგამოძიებო ორგანოებზე. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 ცხრილით განსაზღვრული საფასურების 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდეს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მცირე ან მიკრობიზნესის სტატუსი. |
| მუხლი 5 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №114 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები