მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022557
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
12/01/2021
ვებგვერდი, 12/01/2021
280000000.10.003.022557
მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2021 - 20/08/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №5

2021 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და   საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“.
მუხლი 2
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური)  და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაევალოთ, ხოლო  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეთხოვოს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ (შემდგომში – წესი)  მე-2 მუხლის აღსრულების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ამავე სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

3. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მუხლი 3
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის  განმავლობაში ელექტროენერგიის  გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 5
1. სამინისტროს დაევალოს ელექტრონული პლატფორმის შექმნა, მართვა და ადმინისტრირება.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი  ძალაში შევიდეს სამინისტროსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობით.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები

მუხლი

1. ამ წესის მიზანია,  მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით,  ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის)  (ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.

2. ამ წესის  მოქმედება ვრცელდება  იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.

 

მუხლი 2

1. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.

2. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.

3. ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მეწარმე სუბიექტების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე განაცხადების მიღების პერიოდის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადებს პირველადად ამოწმებს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოწმების შედეგად  უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

4. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

5. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების  განსაზღვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მეწარმე სუბიექტების მეორად შემოწმებას ახორციელებს სსიპ –შემოსავლების სამსახური და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენის დღისთვის მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, ახორციელებენ თუ არა მეწარმე სუბიექტები ამ წესის დანართით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას.

7. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

8. სსიპ  – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობის სახის დამატებით შემოწმებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

10. უწყებათაშორისი კომისია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლისა იხილავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილ მეწარმე სუბიექტთა შესახებ ინფორმაციას და ნაწილობრივი სუბსიდირების განხორციელების თაობაზე ადგენს მეწარმე სუბიექტთა სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ სიას უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს სამინისტროს.

12. მეწარმე სუბიექტი მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე დადებით/უარყოფით პასუხს იღებს მის მიერ წარდგენილ მიმართვაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

მუხლი 3

1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს მიაწვდის ამ წესის  შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და  სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები.  სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის განაწილების  ლიცენზიატები, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, 2021 წლის იანვრის თვეში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 4

1. მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად. 

 

მუხლი 5

1. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს  ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.



დანართი: ეკონომიკური საქმიანობების კოდები

 

კოდი

დასახელება

01.47

მეფრინველეობა

10.11

ხორცის გადამუშავება და კონსერვირება

10.12

შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება  

10.13

ხორცის პროდუქტების წარმოება   

10.20

თევზის,  კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება

10.31

კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება 

10.39

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები

10.41

ზეთებისა და ცხიმების წარმოება

10.42

მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება 

10.51

რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება  

10.61

საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება

10.62

სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება 

10.71

პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის,  ნამცხვრების და მისთ. წარმოება

10.72

ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება 

10.73

მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების 

10.81

შაქრის წარმოება

10.84

სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება  

10.86

ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება   

10.91

მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის  

10.92

მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის