„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.023158
603
23/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
280000000.10.003.023158
„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №603

2021 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2021, 280000000.10.003.022557) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის  განმავლობაში ელექტროენერგიის  გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის  დეკემბრის თვის  ელექტროენერგიის  გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს ავანსის სახით, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი