„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022974
419
20/08/2021
ვებგვერდი, 23/08/2021
280000000.10.003.022974
„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2021 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 12/01/2021; 280000000.10.003.022557) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით:

ა) 2021 წლის იანვრიდან 1 აგვისტოს მდგომარეობით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ბ) 2021 წლის 1 აგვისტოდან თანხის გადარიცხვა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს ან თავისუფალ მიმწოდებლებს (შემდგომში – მიმწოდებელი) შორის, ან ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის მეწარმე სუბიექტებს შორის ამ დადგენილების აღსრულების მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. ამ წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით,  ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის)  (შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.

2. თუ მეწარმე სუბიექტი სარგებლობს ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებით და ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის)  სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი გულისხმობს შესაბამისი მიმწოდებლისთვის დადგენილი მიწოდებისა (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ან ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე გადაცემის ტარიფის ჯამს.

3. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის საბალანსო ბაზარზე და საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და განაწილებისა და გადაცემის მომსახურებების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის)  სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. თუ მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიას შეისყიდის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საფასურისა და ქსელის მომსახურების საფასურის ჯამი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება საბალანსო ბაზარზე არსებულ ფასს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საბალანსო ბაზარზე არსებული ფასი.

5.       თუ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მცირე საწარმო ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება უნივერსალური მომსახურების მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.

6. თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული მსხვილი მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალი მიმწოდებლისგან და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის ტარიფს, შესაბამისი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების ფასი აღემატება ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილ ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფი.

7. ამ წესის  მოქმედება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლებს მიაწვდის ამ წესის  შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და  სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ მიმწოდებლები ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო ამ წესებისა და პირობების პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი მეწარმე სუბიექტები.  სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმომდგენ სუბიექტს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიმწოდებლები და  მეწარმე სუბიექტები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდგომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი