„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017423
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
12/01/2021
ვებგვერდი, 12/01/2021
200090000.22.033.017423
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/01/2021 - 15/01/2021)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №4

2021 წლის 12 იანავარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე - მე-40 პუნქტები:

„38. პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ამავე მუხლის 130-ე ნაწილის მიხედვით, შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (გადასახადი, რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა).

39. ამ მუხლის 38-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის მიხედვით გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა.

40. ამ მუხლის 38-ე პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება ამავე მუხლის 39-ე პუნქტის შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 7 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი