დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017425 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში (ვებგვერდი, 12/01/2021, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017423) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე – 44-ე პუნქტები: „42. პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ამავე მუხლის 130-ე ნაწილის მიხედვით, შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (გადასახადი, რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა). 43. ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის მიხედვით გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა. 44. ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება ამავე მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი.“.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 7 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები