დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016447 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2020 - 29/01/2021)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი" დანართის შესაბამისად;
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან; |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის N27 დადგენილება.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9104.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 200.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 400.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
წალენჯიხის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8,523.8 ათასი ლარის ოდენობით,
|
მუხლი 7.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 387,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
1.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 437,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
2.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 193,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით. |
3.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -193,5 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0 ათასი ლარის ოდენობით.
|
3.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 193,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
მუხლი 12.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 30.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი II
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2021-2024 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
1.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება; |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
|
3.
გარემოს დაცვა; |
4.
განათლება; |
5.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
|
6.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები/ქვეპროგრამები |
1.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
|
2.
მუნიციპალიტეტის საჯრო მოხელეთა პროფესიული განვითარება
|
3.
მ.გ.ფ - სა და მუნიციპალიტეტის სხვა ვალდებულებების დაფარვა.
|
4.
სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები.
|
5.
სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის და ტურიზმის ხელშეწყობა
|
6.
შიდა გზებისა და ხიდ-ბოგირების მოვლა-შენახვა
|
7.
წყლის სისტემების ექსპლოატაცია ქ.წალენჯიხაში
|
8.
წყლის სისტემების ექსპლოატაცია ქ.ჯვარში
|
9.
გარე - განათების ექსპლოატაცია ქ.წალენჯიხაში
|
10.
გარე - განათების ექსპლოატაცია ქ.ჯვარში
|
11.
დასუფთავება და ნარჩენების გატანა ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
|
12.
დასუფთავება და ნარჩენების გატანა ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
|
13.
ჩამდინარე წყლების მართვის სისტემის ექსპლოატაცია ქ. წალენჯიხაში
|
14.
ჩამდინარე წყლების მართვის სისტემის ექსპლოატაცია ქ. ჯვარში
|
15.
გამწვანების ღონისძიებები ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
|
16.
გამწვანების ღონისძიებები ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
|
17.
უპატრონო ცხოველების ოპერირება ქ.წალენჯიხის ტერიტორიაზე
|
18.
უპატრონო ცხოველების ოპერირება ქ.ჯვარის ტერიტორიაზე
|
19.
. სკოლამდელი განათლების დაფინანსება
|
20.
საჯარო სკოლების დაფინანსება
|
21.
სპორტული ცენტრის დაფინანსება
|
22.
ფეხბურთის განვითარების ცენტრი
|
23.
კულტურის ცენტრის დაფინანსება
|
24.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება
|
25.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
|
26.
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
|
27.
ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპიული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება
|
28.
თირკმლის დიალეზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
|
29.
მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დააავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა
|
30.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
|
31.
მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები
|
32.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
|
33.
საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება
|
34.
მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
|
35.
შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა
|
36.
დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
|
37.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა
|
38.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და ძალადობის პრევენცია
|
39.
სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
|
40.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
|
41.
ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი
|
42.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი
|
43.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა
|
44.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
|
თავი III
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15 |
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 17 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 18 |
2021 წლის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 19 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 20 |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. |
2.
საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 24 |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 200,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი;
|
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25 |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 30,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები