“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 30/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 13/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 18/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 07/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 220.012.004.129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30/ო
13/03/2000
სსმ, 34, 18/04/2000
220.012.004.129
“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/04/2000 - 07/12/2000)

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 220.012.004.129

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანებ № 30/ო

2000 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

თორმეტ  კვირაზე  მეტი ხანგრძლივობის  ორსულობის  ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

უახლესი, 1995-1999 წლების სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში მცირდება შობადობა, სტაბილურად მაღალია დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ დემოგრაფიულ ვითარებას. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული რეპროდუქტოლოგიური სამსახური. ქალთა უმრავლესობა ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდად აბორტს მიიჩნევს. აბორტების რაოდენობის შესახებ რეალური სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია აბორტების წარმოების თაობაზე სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების სრული საკანონმდებლო საფუძვლის უქონლობით.

ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის უფლებების დაცვის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა, არასასურველი ორსულობის, სტერილიზაციის, აბორტის შესახებ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის XXII თავის, მუხლი 140-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის  სამედიცინო ჩვენებების თანდართული ჩამონათვალი (დანართი №1);

ბ)  სამედიცინო  ჩვენებით  თორმეტ  კვირაზე  მეტი  ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ნებართვის გაცემის თანდართული წესი (დანართი №2).

2. დაევალოს აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროებს, ჯანდაცვის სამხარეო დეპარტამენტების დირექტორებს, ქ.თბილისისა და ქ. ფოთის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურების უფროსებს:

ა) უზრუნველყონ ბრძანების დაყვანა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებამდე;

ბ) დააწესონ მკაცრი კონტროლი წინამდებარე ბრძანების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე;

გ) წარმოადგინონ ყოველი წლის ბოლოს, დადგენილი წესით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ღუდუშაურს.

4.  ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.

ა. ჯორბენაძე