დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.145.016178 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2020 - 01/02/2021)
|
თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიღვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2019; 190020020.35.145.016168). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი II
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 690,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 5.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გრანტები 1 680,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი III
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1 688,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 9.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი IV
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 11.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 12.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები), შემდეგი რედაქციით:
პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელსა და მომსახურება და სხვა. ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს.
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, საპირფარეშოების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მშენებლობა, შენობების გადახურვისა და სხვა კომუნალური ინფრასტრუქტული სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაუფინანსებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოების ღირებულებას, იმ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომელთა ჩასახლებებიც ახლადგაზიფიცირებულია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
თავი VI
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება |
თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება |
1. თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;
2. საჭიროების შემთხვევაში, თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ასიგნებები გადანაწილდეს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანებით. |
მუხლი 17.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური განწერა |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 18.
ფულადი ჯილდოს და დანამატის გაცემა |
1. 2021 წლის განმავლობაში თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
2. თიღვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფულადი ჯილდოს და დანამატის ფონდები საჭიროებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებას. |
მუხლი 19.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელთა ნუსხა |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების/ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 20.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება გაგრძელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ასიგნებების (პროგრამული კოდი - 01 01 01) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „სხვა ხარჯების“ მუხლიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. |
მუხლი 21.
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება |
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები. |
მუხლი 22.
ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ ინფორმაციის წარდგენა |
1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება |
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
|
მუხლი 25.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თიღვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი - 30,0 ათასი ლარი, მიიმართოს: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. |
მუხლი 26.
საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 7,8 ათასი ლარი. |
მუხლი 27.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები