დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21/27 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016466 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2020 - 08/02/2021)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით:
|
თავი I
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 20 492.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 14 532.7 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 267.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 5 692.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 18 136.9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 2 296.5 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 2 596.5 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 300.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 58.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 2 355.1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -58.6 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2011 და 2017 წლებში მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას, შემდეგ საინვესტიციო პროექტებზე:
- „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“ (2 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 100 ცალი ნარჩენების კონტეინერი) (2017 წ.) 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულება ჯამში შეადგენს 321.4 ათას ლარს, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 262.8 ათასი ლარი.
|
თავი II
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) |
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები.
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)
|
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე განხორციელდება სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
|
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
ათას ლარში
სოციალური დაცვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილზე და სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) |
პრიორიტეტის ფარგლებში განხორცილდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები) დაფინანსებას.
ათას ლარში
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 20.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 21 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 22 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 23 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 24 |
2021 წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 25 |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 26 |
უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
|
მუხლი 27 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
|
მუხლი 28 |
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში).
|
მუხლი 29 |
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
მუხლი 30 |
ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) წლის განმავლობაში წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე ფულადი ჯილდოების გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 31 |
კულტურული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 02 02) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდებისა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა მატერიალური წახალისების (ჯილდო) გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 32 |
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა - ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია; ე) ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება - შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა - სსიპ „ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“; ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - ფოთისა და ხობის ეპარქია; თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“; ი) შინმოვლის სერვისი – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი“; ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაცია“; მ) ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“.
|
მუხლი 33 |
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 16) არ ვრცელდება იმ ოჯახებზე (ბენეფიციარებზე), რომლებიც სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მოქმედების პერიოდში.
|
მუხლი 34.
დავალიანებების ანაზღაურება |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 05-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
|
მუხლი 35.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 145.0 ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105.0 ათასი ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 36.
სარეზერვო ფონდი |
2021 წლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 37.
ბიუჯეტის ამოქმედება |
1. დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N29/31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016439).
|
|
დოკუმენტის კომენტარები